Half-Life: Opposing Force, Review

თემების ფორმატები # საერთო შთაბეჭდილება # მიმოხილვა # ანალიზი # სერიის რეტროსპექტივა # სხვა
Pyramid Head
Posts: 11
Contact:

Half-Life: Opposing Force

Unread post#1 » 04 Apr 2010 09:01

>>>

  • გამომგონებელი - Gearbox Software
  • გამომცემელი - Sierra Entertainment, Valve Corporation (Steam)
  • გამოშვების წელი - 1999 წელი
  • გრაფიკული ძრავი - GoldSource
  • ჟანრი - FPS
სიუჟეტი - ცნობილი თამაშის Half-life-ის დამატება Opposing force. ძალიან საინტერესო გეიმფლეით და კარგი გრაფიკით.
opposing force სიუჟეტით ძალიან ჩამოგავს Half-life-ს. (მაგალითად, ერთ მისიაში ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ როგორ ელაპარაკება რადიოგადამცემით HECU-ს გენერალი გორდონ ფრიმენს, აგრეთვე ერთ ტურში შეგვიძლია ვნახოთ სურათი სადაც გამოსახულია გორდონ ფრიმენი და აწერია "თვის საუკეთესო თანამშრომელი", და სხვა). ორიგინალ Half-life-ში წარუმატებელმა ექსპერიმენტმა საიდუმლო მიწისქვეშა ლაბორატორიაში Black Mesa-ში გახსნა პარალელური სამყაროს Zen-ის პორტალი, საიდანაც გადმოძვრნენ, გადმობობღდნენ უცხოპლანტელები. გადარჩენილი მეცნიერები და დაცვის წევრები ცდილობენ გადარჩნენ ნებისმიერი გზით. მთავრობა გზავნის სპეც. არმიას HECU-ს რათა გაანადგურონ უცხოპლანეტელები Black Mesa-ში და მოწმეები-ანუ მათ ევალებათ სუყველაფრის ამოხოცვა Black mesa-ში. თამაშის მთავარი გმირი კაპრალი ადრიან შეპარდია, რომელიც ამ ოპერაციაში მონაწილეობდა. მისი ვერტმფრენი ჩამოგდებული იყო უცხოპლანეტელების მიერ. (უუხ, ყველგან ეს უცხოპლანეტელები როგორ არიან) შეპარდი ჩამორჩება თავისი გუნდის წევრებს და ცდილობს მიაღწიოს ევაკუაციის წერტილს დაპყრობილ სამხედრო კომპლექსში.
მაშ ასე გეიმფლეი !

>>>

Gameplay - Opposing force-ს შესანიშნავი გეიმფლეი აქვს. ყველაფერი რაც დინამიურ ექშენს სჭირდება. ჩვენს არსენალშია ბევრი მძლავრი იარაღები, მათ შორისაა:
  • ავტომატის ტიპის იარაღი ყუმბარმტყორცნით,
  • ვინჩესტერი,
  • პისტოლეტი ორი სახის (გლოკი, და მძლავრი პისტოლეტი Beretta 92 ლაზერით),
  • რაკეტის ტიპის მძლავრი იარაღი,
  • ყუმბარები, მინები, და სხვა.
  • ტყვიამფრქვევი.
ჩვენი მტრები არიან საშინელი უცხოპლანეტელები. ერთ-ერთი ცნობილი მტერია Headcrab, რომელიც ტრადიციულად ყველა Half-life-შია. Headcrab ზომით პატარა მონსტრია რომელიც ადამიანს თავზე ახტება და აკონტროლებს. აგრეთვე არიან ძლიერი უცხოპლანეტელები რომლებიც თვალებიდან დენს ისვრიან (სხვათაშორის ბევრ სიცოცხლეს გვაკლებს). ჩვენ გზა - და - გზა ვხვდებით გადარჩენილ მეცნიერებს და დაცვის წევრებს, ზოგიერთი მეცნიერი გვეხმარება კარებების გაღებაში, გვიმატებს სიცოცხლეს. ტურები ძალიან საინტერესოდაა გაკეთებული. ჩვენ აგრეთვე გვიწევს იმ ადგილებში ყოფნა, რომლებიც ორიგინალ Half-life-შია. რაც მთავარია პრობლემები არაა დასეიევებასთან (დამახსოვრებასთან). ანუ თუ სადმე მნიშვნელოვან ადგილას გავედით ვაჭერთ f6-ს და ვამახსოვრებინებთ.

>>>

გრაფიკა - თამაში აგებულია Half-life-ის ძრავზე და შესანიშნავი გრაფიკა აქვს. მიუხედავად გრაფიკისა თამაშს ძალიან საინტერესო და ჩამთრევი სიუჟეტი აქვს. მაგალითად მე ისე გამიტაცა ამ თამაშმა, რომ გრაფიკას ყურადღება აღარ მივაქციე. როგორც ყოველთვის თამაშში დაცულია ფიზიკა. ტყდება ყუთები აფეთქებისას, ინგრევა კედლები ფეთქდება კასრები და სხვა.

>>>

ხმა და ეფექტები - როგორც გრაფიკა და გეიმფლეი ხმაც და ეფექტებიც შესანიშნავი აქვს. შესანიშნავი სპეცეფექტები აფეთქების დროს, ძალიან მაგარი სანახაობაა, როგორ ინგრევა კედლები, მაგრამ ამ დროს იმის მონსტრის ხმა და ამ სანახაობას აფუჭებს.
ჩემი აზრით ეს Half-life-ის საუკეთესო ადდონია Blue shift-ის შემდეგ. დინამიური ექშენი რომელსაც არაფერი არ აკლია. მე გირჩევთ ამ თამაშს. ძალიან საინტერესო სიუჟეტით და დინამიური გეიმფლეით.


©Head Crusher

Riddick
Posts: 9463
Contact:

Half-Life: Opposing Force

Unread post#2 » 05 Apr 2010 14:58

Opposing Force ნამდვილად არმაქ ნათამაშები და საკუთარ აზრს თამაშის შესახებაც ვერ დავწერ, მაგრამ სტატიიდან გამომდინარე HL-კიდევ ერთი საკმაოდ კარგი დამატებაა =)
ისე Half-life 1 ლის რამდენი დამატებაა გამოსული საერთოთ? ერთი 5 6 ალბათ ხო?
https://coub.com/view/24rzbh

Pyramid Head
Posts: 11
Contact:

Half-Life: Opposing Force

Unread post#3 » 05 Apr 2010 16:29

არა, ოფიციალურია 1)Blue Shift და 2)Opposing force
და ისეთი სამოყვარულო, არაოფიციალური რამდენიც გინდა :)
ოპპოსინგ ფორსი მაგრა მომეწონა, ვაღიარებ შედევრად :)

Hexblade
Posts: 108
Contact:

Half-Life: Opposing Force

Unread post#4 » 05 Apr 2010 19:24

არ მაქვს ნათამაშები, მაგრამ 1 დღეს მინდა ჩავუჯდე ყველა Half-Life-ს, მაგარია როგორც ვიცი ეს, Adrian Shephard-ზე იძახიან რო შეიძლება Episode 3-ში გაიჩითოსო, როგორც Barney Calhoun გაიჩითა Blue Shift-დან... nice work head Crusher.

ისე პირველი Half-Life ბოლომდე არ მაქვს ნათამაშები (საერთოდ არცერთი მაქ) Black Mesa-ს ველოდები, Half-Life 1 გაკეთებული Source Engine-ით http://www.blackmesasource.com/

User avatar
Ripster
Posts: 1468
Contact:

Half-Life: Opposing Force

Unread post#5 » 01 Jul 2010 02:57

აუ ბავშვობაში რა გაჭედილი მქონდა Opposing forceზზეეეეე
:D ვაბშე HL ყველა HL ზე გართულება მაქვს ბავშვობიდან ძალიან მიყვარს
You'd better do something about that cough

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 14 guests