The Punisher, Review

თემების ფორმატები # საერთო შთაბეჭდილება # მიმოხილვა # ანალიზი # სერიის რეტროსპექტივა # სხვა
Pyramid Head
Posts: 11
Contact:

The Punisher

Unread post#1 » 03 Apr 2010 21:49

>>>

სიუჟეტი - მარველის კომიქსები ძალიან მომწონს, მაგრამ სამწუხაროდ არცერთი არ მქონია. ერთ-ერთი ასეთი მარველის კომიქსების გმირია დამსჯელი. თითქმის ყველა გმირს მარველის კომიქსებში რაღაც ზებუნებრივი ძალა აქვს, მაგრამ დამსჯელს არ გააჩნია არავითარი ძალა. ფრენკ კასლი ანუ იგივე დამსჯელი FBI-ს ყოფილი აგენტი იყო. მას შემდეგ რაც ბანდიტებმა მას ოჯახი დაუხოცეს, ფრენკმა გადაწყვიტა შური ეძია ბანდიტებზე და ნარკომანებზე და გაეწმინდა ნიუ-იორკი ბოროტმოქმედებისაგან. დამსჯელმა დანდობა არ იცის. მოემზადეთ, გამძვინვარებული დამსჯელი თქვენთან მოდის !

>>>

GAMEPLAY - Punisher-ის გეიმფლეი იმით განსხვავდება სხვა თამაშებისგან, რომ აქ მოწინააღმდეგე შეგვიძლია დავკითხოთ სხვადასხვა მეთოდით. მაგ. ვცემოთ, დავახრჩოთ ან შეგვიძლია ცოცხალ ფარად გამოიყენოთ და თავიდან მოიშოროთ "სწრაფი მკვლელობ"-ით. "სწრაფი მკვლელობა" ორი სახისაა: განსაკუთრებული და სწრაფი. განსაკუთრებულ მკვლელობაში დამსჯელს თავისი მეთოდი აქვს: აგდებს კუბოში, უგდებს ყუმბარას და ხურავს. სწრაფში ფრენკი კაცს ან ყელს ჭრის ან კისერს უგრიხავს. დაკითხვის მეთოდიც ორი სახისაა: ჩვეულებრივი და განსაკუთრებული. ჩვეულებრივში კასლი ბანდიტს ან ახრჩობს, ან მუშტს ურტყამს და ა.შ. მაგრამ განსაკუთრებულ დაკითხვაში დამსჯელი სადისტურ მეთოდს მიმართავს-მაგ. მტერს ემუქრება ხორცსაკეპ მანქანაში ჩაგდებით, პირანიებიან წყალში დახრჩობით და სხვა. დაკითხვის დროს მოწინააღმდეგე ნერვიულობს, ეშინია.

>>>

მაგრამ, საკმარისია მის სტრესს გადავაცილოთ და ინფორმაცია ჩვენს ხელშია. ამის გაკონტროლება ცოტა ძნელია. მაუსის ერთი უხეში გაქნევაც და ბანდიტი ხელში შემოგვაკვდება, რაც ქულებს ჩამოგვაკლებს. ქულები აქ მნიშვნელოვანია სხვადასხვა აფგრეიდების გასაკეთებლად(მაყუჩის გაკეთება, მჭიდების გაზდა და ა.შ) თამაშში სიფრთხილე გიწევთ, მოკალით 3 კაცი და მიიღეთ 3000 ქულა, მაგრამ მოგხვდათ ერთი ტყვია და ყველაფერს კარგავთ.(ეს ქულებს ეხება). ამ თამაშის შესანიშნავი თვისება არის "მკვლელ"-ის რეჟიმი. ეს რეჟიმი არის დაგროვილი ადრენალინი, რომლის დროსაც ცოტა ხანი უკვდავი იქნებით, ამასთანავე თქვენი დამსჯელი ორჯერ უფრო ძლიერი ხდება.

>>>

გრაფიკა - Punisher-ს შესანიშნავი გრაფიკა აქვს, ხარისხიანი და მაღალ-დეტალიზირებული. როცა ბანდიტს თავში ვესვრით, ლამაზად ასხამს სისხლი. ამდაგვარი რაღაცეები Punisher-ში ბევრია და კარგადაა გაკეთებული.მოკლედ პირველი თამაშის შემდეგ დამსჯელი კარგ შთაბეჭდილებას დატოვებს.

ხმა და ეფექტები- პირველ რიგში განათებებით დავიწყოთ. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ, ბევრი ტურში ბნელა და ღამეა, განათებები მაინც რეალისტურად გამოიყურება. რაც შეეხება ხმას, თუ დაგინახათ მოწინააღმდეგემ, ის ტვინის წამღებად ყვირის ან რთავს განგაშს.
©Head Crusher

User avatar
SLaYeR
Posts: 4809
Contact:

The Punisher

Unread post#2 » 03 Apr 2010 22:19

მაგრად მევასებოდა თავის დროზე და ყველა challenge მაქ შესრულებული : D
მევასება მაგრად Frank Castle, FBI-ს აგენტი არ ვიცი არ მახსოვს მარა ჯარისკაცი კი იყო და Captain America ევასებოდა, მაგიტო წავიდა ომში მარა რაც დაუცოხავენ ცოლ შვილს კრიმინალები, თითონ ხდება კრიმინალი და სახეს ახევს ყველას : D he's a madman
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 9408
Contact:

The Punisher

Unread post#3 » 04 Apr 2010 02:16

თქვენ არიცით რა მუღამში ვიყავი ამის თამაშის დროს, თან ფილმიც ახალი გამოსული იყო და ჯერ კიდევ გამოყოლილი შთაბეჭდილების ნიადაგზე თამაში გავაძრე, მაგრად გამიხარდა მარა თავიდან მეგონა ძალიან ძიშოვი იქნებათქო. რო დავიწყე თამაში და მივხვდი რო კინოს მიხედვით არიყო და კომიქსის გმირი იყო დატოვებული იმედი მომეცა რო ხარისხიც კარგი იქნებოდა და გაამართლა. მარტო ხალხის დასჯის მეთოდების გამო შეილება ამ თამაშის სიყვარული =) ჩემში მკვლელმა გაიღვიძა =D
სტატიას რაც შეეხება, გეიმფლეის წაკითხვის დროს ვიცინე =), კარგი სტატია და სწორად შერჩეული თამაშია თან, ესეთი ტიპის თამაშები რო დახურავ ეგრევე გავიწყდება და გასახსენებლათ მართლა მესიამოვნა ნახვა, დალშე რავი შემდეგში ცოტა დეტალურადაც არიქნებოდა ცუდი, მაგრამ საერთო ჯამში არაუშავს.
p.s. შეფასება მოვაშორე და არც შენ არ მიაწერო ხოლმე, მართლა არააქ მაგის მიწერას აზრი ფორუმზე =) (მეც ეგრე გავაკეთე რამდენიმე სტატიაზე და მივხვდი რო უაზრობა გამოდიოდა)
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature

User avatar
SLaYeR
Posts: 4809
Contact:

The Punisher

Unread post#4 » 04 Apr 2010 02:43

მე ვაბშე ტიპაჟიც მაგრა დამევასა, ზოგ კომიქსში კუნთიანი ბიძიაა, ზოგან რეალურს ამსგავსებენ ძალიან, ფილმში ვაბშე საზიზღრობაა, და აი ეს არის Frank Castle ყველანაირად, respect char design-ისთვის
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Hexblade
Posts: 108
Contact:

The Punisher

Unread post#5 » 04 Apr 2010 03:02

ამ თამაშში არი Frank Castle როგორიც კომიქშია, ნუ უმეტესობა რაც ნანახი მაქ ესეა, ხოდა FBI-ში არ ყოფილა მგონი, US Marine კი იყო, ისე ცუდი მთლად არაა, უფრო Neutral არი.

კიდევ 1 კარგი article, good job Head Crusher.

Riddick
Posts: 9408
Contact:

The Punisher

Unread post#6 » 04 Apr 2010 03:10

გაოფებაში არ გადავალ მარა არ დაგეთანხმები, საშინელი ნაღდათ არარი კომიქსის მიხედვით გადაღებული ფილმის კვალობაზე, კი კომიქსს შეილება არ გავს ბევრ რამეში მარა ხარისხიანი ბლოკბასტერი გამოვიდა დასამახსოვრებელი გმირებით და საკმაოთ ჯიგრული იუმორით. თამაშიც ვერ გადმოცემს შეილება კომიქსის ატმოსფეროს მთლათ მარა როგორც დამოუკიდებელი პროექტი საკმაოთ კარგი იყო იმ დროისთვის.
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 15 guests