Duke Nukem 3D, Review

თემების ფორმატები # საერთო შთაბეჭდილება # მიმოხილვა # ანალიზი # სერიის რეტროსპექტივა # სხვა
Pyramid Head
Posts: 11
Contact:

Duke Nukem 3D

Unread post#1 » 29 Mar 2010 20:58

>>>

სიუჟეტი - ალბათ ყველას ახსოვს, დიდსაც და პატარასაც ქერათმიანი კაცი შავ სათვალეებში, რომელიც მუსრს ავლებდა უცხოპლანეტელებს, სახელად Duke Nukem. ეს შედევრი ქვეყანას მოევლინა 1996 წლის 29 იანვარს კომპანია 3D Realms-ის მიერ. თამაში მიეკუთვნება ჟანრს - FPS. Duke Nukem 3D შესაძლებელია ვითამაშოთ როგორც მისიებზე ასევე ონლაინში. გადავიდეთ სიუჟეტზე - უცხოპლანეტელებმა დაიპყრეს ლოს-ანჯელესი,მოიტაცეს Duke-ის შეყვარებულები და დედამიწას სრული განადგურება ემუქრება. რა თქმა უნდა Duke-ს ევალება სამყაროს გადარჩენა.თამაში დაყოფილია რამოდენიმე ეპიზოდებად: 1)L.A Meltdown 2)Lunar Apocalypse 3)Sharpnel City 4) The Birth. მაშ ასე Gameplay !

>>>

GAMEPLAY - წინა ნაწილებისგან განსხვავებით, Duke Nukem 3D-ს შესანიშნავი გეიმფლეი აქვს. ჩვენს არსენალში ბევრი იარაღია, მათ შორისაა: 1)ვინჩესტერი, 2)პისტოლეტი, 3)Pipebomb(ბომბები დისტანციური პულტით), 4)Shrinker( იარაღი, რომელიც აპატარავებს მტერს და შემდეგ ფეხით ვსრისავთ),5)Expander(გამადიდებელი), 6)Freezthrower(იარაღი, რომელიც ყინავს მოწინააღმდეგეს) და 7)Devastator (გამანადგურებელი). მაგრამ ორიგინალური იარაღი ეს მაინც Duke-ის ფეხია. დიახ, ცოტა უცნაურად ჟღერს "ფეხი", მაგრამ ეფექტურია, მაშინ როცა ტყვიები გითავდებათ. "ფეხი" დაახლოებით ასე გამოიყურება:

>>>

წითელი თვალებით და ვინჩესტერით. მისი მოკვლა საკმაოდ ძნელია პისტოლეტით და "ფეხი"-თ. ვინჩესტერის რამოდენიმე გასროლა და თქვენი PigCop-ი მკვდარია. PigCop-ის გარდა არიან სხვა მონსტრები. მაგალითად Assault-ი და Enforcer, რომელთა მოკვლა ძალიან იოლია. თამაშში გვაქვს სხვადასხვა ბონუსები, მათ შორისაა: სპეც. ჩექმები, რომლებიც გვიცავს რადიციისგან, ჰოლოგრამები-მტრის მოსატყუებლად და სხვა. მოკლედ Duke Nukem-ის გეიმფლეი ზოგ მომენტებში დაძაბულია, ზოგში მხიარული.

>>>

Duke და მეგობრები...
თამაშში ყოველი ეპიზოდის ბოლოს გვხვდება ბოსი, ხოლო ბოსი Duke Nukem-ში ოთხია:

1. BattleLord - დიდი, მოუქნელი უცხოპლანეტელი, შეიარაღებულია ტყვიამფრქვევით და ყუმბარმტყოცნით. BattleLord წარმოადგენს იმპერატორთან დაახლოებულ პირს, რომელიც პასუხს აგებს დედამიწის დაპყრობაზე. BattleLord გვხვდება მეორე და მესამე ეპიზოდებში შესუსტებული ფორმით.

>>>

2.OverLord - გიგანტური ზომის უცხოპლანეტელი რომელიც ჩამოგავს გომბეშოს, აქვს დიდი კბილები და ეშვები. ზურგზე აქვს დაყენებული სარაკეტო მოწყობილებები. OverLord წარმოადგენს დედამიწის დამპყრობელთა ფლოტის კაპიტანს.

>>>

3.Cycloid Emperor - ცალთვალა ბოსი, ჩამოგავს ციკლოპს. წინა თათებში ჩაყენებული აქ რაკეტები. მცირე დისტანციებზე შეუძლია შეუტიოს ენერგეტიკული ბურთებით, რომელიც იყენებს Octabrain-ს. Cycloid Emperor ყველაზე მთავარი ბოსია თამაშში.

>>>

4.Alien Queen - თამაშის ფინალური ბოსი. Alien Queen ბუდობს წყალქვეშ, რომელსაც იცავენ Protector Drone-ები და Octabrain-ები. რომ შევხვდეთ Alien Queen-ს, ჩვენ უნდა გავიაროთ highly toxic canal, სანამ მივალთ აუზამდე, რომელიც მიგვიყვანს Alien Queen-ის წყალქვეშა ბაზაში. Alien Queen-ის მოკვლა გაგიადვილდებათ RPG(რაკეტებით) და Devastator(გამანადგურებელი)-ით. არ გირჩევთ Shrink Ray(დამაპატარავებელი)-ს და სხვა იარაღებს.

გრაფიკა - წინა ნაწილებთან შედარებით, Duke Nukem 3D-ს უკეთესი გრაფიკა აქვს, სუფთა 3D. მართალია შორიდან მოდელები ლამაზად გამოიყურება, მაგრამ ახლოდან ყველანაირ სილამაზეს კარგავს.

>>>

ხმა და ეფექტები - მუსიკა თამაშში დაძაბულია და კარგი. მაგრამ ჩემი აზრით თამაშის საუნდტრეკად უნდა ყოფილიყო Megadeth-ის შესანიშნავი სიმღერა Duke Nukem Theme

შეფასება - 3D Realms-is სავიზიტო ბარათი , თამაში, რომელშიც საკუთარი ჩექმით, მწერის ზომამდე დაყვანილი მონსტრის გასრესვა სიამოვნებას მოგგვრით, თამაში დაძაბული სიუჟეტით და შავი იუმორით, სახელად Duke Nukem 3D იმსახურებს არც მეტი არც ნაკლები 9 ქულას. (10 ქულიდან)

Riddick
Posts: 9408
Contact:

Duke Nukem 3D

Unread post#2 » 29 Mar 2010 21:42

საღოლ =) ერთერთი თამაშია იმათტაგან რომლებმაც მართლა მთლიან ინდუსტრიას მისცა სახე, FPS-ებში იუმორი შემოიტანა და ძალიან დასამახსოვრებელი პერსონაჟი აჩუქა გეიმერებს. მაგრად მიყვარს Duke და ყოველთვის იდი სიამოვნებით ვთამაშობდი. განსაკუთრებით PS1 ის ვერსია მომწონდა თავიდან ქალაქში რომელიც იწყება სტრიფტის ბარის წინ TPS-ის ოღონ. კარგი თემაა
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature

User avatar
Ripster
Posts: 1467
Contact:

Duke Nukem 3D

Unread post#3 » 03 Jul 2010 05:52

ოოოოო როგორ მიყვარს ეს თამAში
ბავშვობას მახსენებს
დუმ2 ს და ამას რომ ვთამაშობდი :)

საღოლ ჯიგარო + შენ
You'd better do something about that cough

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 16 guests