Silent Hill 1, Interesting Facts

თემების ფორმატები - საერთო შთაბეჭდილება ; მიმოხილვა ; ანალიზი ; სერიის რეტროსპექტივა ; სხვა
User avatar
Spawn
Posts: 158
Contact:

Silent Hill 1

Unread post#1 » 27 Jan 2010 16:08

SH1-ის საინტერესო ფაქტები, თეორიები და შეხედულებები ქრონოლოგიურად (სტატიის პირველი ნახევარი)

>>>
1) კოშმარი
==========

1.1 - როდესაც Harry გონებაზე მოდის, გარშემო ჩანს თოვლი და ნისლი.
1.2 - ნისლში შეიძლება გავარჩიოთ გაქცეული Cheryl-ი.
1.3 - Cheryl-ის ტანსაცმელზე ჩანს ტყუპი-კატების გამოსახულება (თეთრი და ყვითელი). თუმცა ზოგიერთი ამ დეტალს მიიჩნევს სიმბოლოდ რომელიც ასახავს Alessa-ს სულის გაყოფას ორ ნაწილად, მე ვთვლი რომ ესენი არიან უბრალოდ საყვარელი კნუტები.
1.4- ჭიშკარზე წარწერა "Beware of Dog" ხოლო ჭიშკრის იქით ხორცის სისხლიანი ნაჭრებია. მართლაც, ძაღლები აქ საკმაოდ ავები არიან.
1.5 - რაღაც მიზეზების გამო Harry-ს კომენტარები ხორცის ამ ნაჭრებზე თამაშის სხვადასხვა ვერსიაში სხვადასხვანაირია, "What the... What is it??" შეცვლილია "Jesus What is that".
1.6 - პირველი პირისაგან მიმოხილვის რეჟიმში ცხადი ხდება, რომ სიბნელის დადგომისას Harry ასანთს ანთებს.
1.7 - ინვალიდის სავარძლის ბორბალი ჯერ კიდევ ტრიალებს. გვამი ზეწრის ქვეშ, გისოსები, სისხლი, კედელზე გაკრული გვამი - წარმოადგენენ უარყოფით სიმბოლოებს Alessa-ს ქვეცნობიერიდან რომლებიც დაკავშირებულია მის მიერ საავადმყოფოში გადატანილ ტანჯვასთან.
1.8 - თუ მონსტრების გამოჩენის შემდეგ შეეცდებით გაქცევას, დაინახავთ რომ თქვენს უკან გაჩნდება ჩიხი.
1.9 - ევროპულ და ამერიკულ ვერსიებში თქვენ თავს გესხმიან განსხვავებული მონსტრები.
1.10 - თუ თქვენ ჩართავთ უკვდავების რეჟიმს, მაშინ ვერ გაივლით კოშმარს (ასე გაიჭედა SH1 ში ჩემი მეგობარი)

>>>
2) კაფე
=======

2.1 - როგორც ვხვდებით დასახელებიდან კაფე "5" დან "2" ამდე ღიაა დილის 5 - საათიდან ღამის 2 საათამდე. საინტერესოა, რომ ასეთივე დასახელების კაფე გვხვდება ოლივერ სტოუნის "Natural Born Killers"-ში რომელიც მოგვითხრობს ორი სერიული მკვლელის შესახებ.
2.2 - Lost Memories-ის მიხედვით მსუბუქი ღიმილი რომელიც დასთამაშებს Cybil-ს ახალ გაღვიძებული მწერლის დანახვაზე მიგვანიშნებს იმაზე, რომ გოგონა ჯერ ვერ აცნობიერებს სიტუაციის მთელ სერიოზულობას.
2.3 - კითხვაზე თუ როგორ გრძნობს თავს, Harry პასუხობს რომ თითქოს სატვირთო მანქანამ გადაუარა. ამ ფრაზის განსაკუთრებული აზრი გახდება ცხადი თუ გავიხსენებთ რომ მწერალი ცოტა ხნის წინ თითქმის დაეჯახა გოგონას.
2.4 - მისცემს რა პისტოლეტს ქალი, Harry-ს აფრთხილებს, რომ შემთხვევით მას არ ესროლოს ეს სიტყვები განსაკუთრებულ აზრს შეიძენენ, თუ გავიხსენებთ მოვლენებს კარუსელზე "Bad და Good" დასასრულით.
2.5 - კაფეში შეიძლება ვნახოთ ცნობილი ჯგუფის Portishead-ის პლაკატები.
2.6 - იქვე კიდია პლაკატი - კაცის გამოსახულებით ორ-ლულიანი თოფით, რომელსაც აწერია "Study, Dammit!". ცოტამ თუ იცის რომ სინამდვილეში ეს არის მითითება სტივენ კინგზე. როდესაც სტივენ კინგი სწავლობდა უნივერსიტეტში და მუშაობდა უნივერსიტეტის გაზეთში მან გამოაქვეყნა პლაკატი სადაც თვითონ იდგა ორ-ლულიანი თოფით ხელში შემდეგი წარწერის ფონზე "Study Dammit!". ამ გამოსახულების მნიშვნელობას უკეთესად გაიგებთ თუ გაიხსენებთ სად და რა ვითარებაში პოულობთ ამ ორ-ლულიან თოფს Silent Hill 1-ში.
2.6 - ასევე შეიძლება დავინახოთ ხატი ქალის გამოსახულებით, რომელიც ტირის სისხლიანი ცრემლებით. თუ გავიხსენებთ Lisa Garland-ის ცხოვრებას.........
2.7 - კაფეში მდებარეობს საეჭვო სათამაშო-ავტომატი (შესაძლებელია მოდელირებულია რომელიმე რეალური ავტომატის მიხედვით თუ თქვენ ამოიცნობთ მასზე არსებულ ლოგოტიფს გთხოვთ შეგვატყობინოთ) დადიოდა ხმები რომ ამ ავტომატის საშუალებით შეიძლებოდა მიგვეღო საიდუმლო მეექვსე დასასრული.
2.8 - თუ ავიღებთ რუქას და ფანარს, შეიძლება ფანჯარაში თვალი მოვკრათ, როგორ გაიფრენს Air Screamer-ი.
2.9 - თამაშის დროს Harry აკეთებს ჩანაწერებს ყველა ბლოკნოტში რომელიც მას შეხვდება იმ იმედით, რომ მის მიერ დატოვებული ინფორმაცია კიდევ ვინმეს გამოადგება ვინც ასეთივე სიტუაციაში აღმოჩნდება განსაკუთრებით საინტერესოა, რომ Mason-ის ჩანაწერები მართლაც სასარგებლო გამოდგება 17 წლის შემდეგ - მათ აღმოაჩენს მისი საკუთარი შვილი Heather-ი.

>>>
3) ძველი Silent Hill-ის რაიონი, ნაწილი 1
===============================

3.1 - საილენთ ჰილის თითოეული ქუჩის დასახელებაში დამალულია ფარული აზრი - მათ სახელი დაერქვათ იმ ცნობილი მწერლების საპატივცემულოდ, რომლებმაც გავლენა მოახდინეს Silent Hill 1-ის სიუჟეტზე.
Finney.St - დარქმეულია ჯეკ ფინის, საპატივცემულოდ რომელმაც დაწერა "დრო და დრო“.
Matheson.St - დაერქვა რიჩარდ მატესონის საპატივცემულოდ მისი წიგნებია “სადარის სურვილი“ და “მისტერ რაიტ“.
Bloch.St - დაერქვა რობერტ ბლოკის საპატივცემულოდ. ის არის ავტორი წიგნისა “Psycho” რომელზედაც ალბერტ ჰიჩკოკმა გადაიღო ფილმი.
Bradbury.St - რეი ბრედბერი იყო ავტორი ისეთი ნაწარმოებების რომლებიც არის “მარსის ქრონიკები“ “451 გრადუსი ფანინგეიტით“ თავის წიგნებში ბრედბერი ანვითარებს არამარტო ადამიანური ყოფის თემას არამედ რეალურ შინაგან სამყაროშიც.
Midwich.St - ეს ერთადერთი ქუჩაა Silent Hill - ში რომელიც არ არის დარქმეული მწერლის საპატივცემულოდ მისი დასახელება აღებულია ფილმიდან “წყეულთა სოფელი“.
Levin.St - დარქმეულია ქალი მწერლის ორა ლევინ ის საპატივცემულოდ რომელიც თავის წიგნში "როზმარის ჩივილი“ ასახა ბავშვის სხეულში დემონის ჩამოყალიბების კონცეფცია. (იგივეს აკეთებდა Dahlia, Silent Hill 1-ში).
Bachman.Rd - რიჩარდ ბახმანი არის ყველასათვის ცნობილი სტივენ კინგის ფსევდონიმი. სწორედ ამ ფსევდონიმით დაწერა რომანი "რეგულატორები“ სადაც ბავშვს შეეძლო შებრძოლებოდა თავისი გონების ძალით მთელ სამყაროს და შემდეგ მოეთავსებინა მათში ცოცხალი ადამიანები (და იგივეს აკეთებენ Alessa და Walter-ი) ცნობილია რომ მოგვიანებით სტინგმა Bachman-ზე თქვა, რომ ეს იყო მისი ბნელი მეორე ნახევარი, დაწერს კიდევაც რომანს "პიროვნების გაორებაზე“ რომელსაც Bachman-ს მიუძღვნის.
Ellroy.St - ავტორი წიგნისა „ლოს ანჟელესის საიდუმლოებანი“
3.2 - ქალაქში შეიძლება ვიპოვოთ Harry Mason-ის დამტვრეული მანქანა (რომელიც შეეჯახა ქუჩის გადანაღობს) თუ კარგად გამოვირკვევთ მაშინ ავარიის მიზეზი ყველასთვის ნათელი გახდება.
3.3 - Harry-ს კომენტარები მანქანის გამოკვლევისას ამერიკულ და ევროპულ ვერსიებში ოდნავ განსხვავდება. ერთში იგი “იმედოვნებს რომ Cheryl-ს ყველაფერი რიგზე აქვს“ მეორეში კი ის “ლოცულობს რომ Cheryl-ს ყველაფერი რიგზე ჰქონდეს“.
3.4 - ქალაქიდან გასასვლელი Harry-ს მანქანის მახლობლად არის გარშემოვლებული ეკლიანი მართულებით და აწერია "FORBIDDEN TO TRESSPASS”
3.5 - ვიწრო ქუჩაში, რომელსაც ადრე ჩვენ ვსტუმრობდით “კოშმარში“, ახლა როგორც გვაფრთხილებდნენ სავსეა ავი ძაღლებით.
3.6 - ხეივანში ჩვენ ვპოულობთ სახატავ ალბომს რომელიც თითქოს Cheryl-ის მამამისმა აჩუქა, მაგრამ უნდა შევიდეთ შეცდომაში რადგან ეს ალბომი და ის რომელიც Cheryl-ს მანქანაში ეჭირა განსხვავდებიან. ყურადღებიანი მოთამაშე შეამჩნევდა რომ მანდ ნაპოვნი ალბომი, მხოლოდ სარკეული ასახვაა ალბომისა “ინტროდან“.
3.7 - თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ Convenience Store 8-ში.
3.8 - გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში CS8 აქ შეიძლება ვიპოვოთ ცისფერი ქვა თვალის გამოსახულებით უკანა მხარეზე. თუ გამოვიყენებთ მათ კოშმარული სკოლის სახურავზე, ალხემილას ჰოსპიტალის ეზოში პეპელასთან ბრძოლის წინ, ნორმალის მოტელის შიდა ეზოში, იახტაზე, შუქურის-ს სახურავზე, მაშინ...........
3.9 - CS8-ში შეიძლება შევამჩნიოთ ყუთები წარწერით “BASH”. როგორც ჩანს ეს არის საპონი.
3.10 - ფხვნილთან ერთად სამეურნეო მაღაზიაში რატომღაც იყიდებოდა, წიგნები და კომიქსები, რომელთაგან ერთ-ერთზე აწერია “rotary”.
3.11 - Matheson-ის ქუჩის აღმოსავლეთით მდებარეობს ბარი “Ghoul”, რაც სრულიად შეესატყვისება ნისლიანი ქალაქის ისტორიებს.
3.12 - ბარის გვერდზე მდებარეობს აფთიაქი "Ichiron’s DRUGS” სხვათაშორის, როგორ ითარგმნება იაპონულად “Ichiron”??
3.13 - კინოთეატრს Finney Steet-ზე ჰქვია “Metropol Theatre” - სავარაუდოა, რომ ეს აღებულია დარიუ არგენტო-ს ფილმიდან “დემონები“, სადაც მაყურებელთა ჯგუფი ხდება დემონების შეპყრობილი კინოთეატრის მსხვერპლი რომელსაც ასეთივე სახელი აქვს.
3.14 - Bachman Road-ზე შეგვიძლია ვიპოვოთ მაღაზია “Blue Belle” - ეს არის ენდრიუ ვეჩსის იმავე სათაურის მქონე 1988 წელს დაწრილი წიგნიდან მინიშნება - ტრილერიდან რომელიც მოგვითხრობს თანამედროვე ქალაქის ფარულ ცხოვრებაზე. სავსეა საზოგადოების ასეთი ცოდვებით როგორიც არის პროსტიტუცია და მკვლელობები. “Blue Belle” წიგნში იყო სტრიპტიზ კლუბი.
3.15 - ლომის, ტყის მჭრელის და საფრთხობელის გასაღებები არის მინიშნება ცნობილი ზღაპრიდან ჯადოქარი ოზების ქვეყნიდან ეს ზღაპარი მოსწონდა Alessa-ს, ასე რომ ეს აისახა მის ქვეცნობიერ სამყაროზე.
3.16 - ტყის მჭრელის გასაღები მდებარეობს კალათბურთის მოედანზე, სადაც ვიღაცა ცდილობდა 3 ქულიანი ბურთის ჩაგდებას და ბურთის ნაცვლად იყენებდა ძაღლის მოჭრილ თავს.
3.17 - ლომის გასაღები არის პოლიციის მანქანაში თუ ყურადღებით დავათვალიერებთ მანქანას ცხადი გახდება, რომ მძღოლმა უეცრად დაინახა უფსკლული, მკვეთრად დაამუხრუჭა და გადავარდა, გადავარდა წინა შუშიდან. როგორც ძღაპრიდან გვახსოვს ლომის მთავარი თვისება იყო სიმხდალე. სასაცილოა, მაგრამ პოლიციაც გამოყვანილია მშიშარა ლომის სახით, რომელმაც არანაირი ღონე არ იხმარა საკმაოდ ღიად მიმდინარე ნარკოვაჭრობის წინაამღდეგ, რადგან ეშინოდა Dahlia-სა და Kaufmann-ის.
3.18 - საფრთხობელას გასაღები მდებარეობს წერილების ყუთში სადაც მხოლოდ უფსკლულის გადალახვით მიაღწევ, საფრთხობელამ უნდა შეაშინოს, და განა არ უნდა ვიგრძნოთ მოჭრილი ხის ვიწრო ტოტზე უძირო უფსკრულზე გადასვლისას??=)
3.19 - ქალაქში შეიძლება აღმოვაჩინოთ Cheryl-ის ჩანაწერები ძალიან საეჭვოა ის ვარიანტი რომ პატარა გოგონა მართლა მირბოდა მონსტრებით სავსე ქალაქში და მამისათვის აქეთ-იქით ისროდა ჩანაწერებს ბუნდოვანი მინიშნებებით თავის ადგილსამყოფელზე.
3.20 - თქვენ ვერ აიღებთ გასაღებს, სანამ არ წაიკითხავთ Cheryl-ის ჩანაწერს - “Levin Sreet dog house”.
3.21 - Levin.St-ზე საცხოვრებელი სახლი ისე მდებარეობს, რომ ნებისმიერ ბავშვს რომელიც ქალაქის აღმოსავლეთით ნაწილიდან დასავლედთში მიემართება (Midwich-ის სკოლაში) ყოველთვის ექნება ცდუნება გადაუხვიოს გზიდან და გაიაროს უცხო ტერიტორიაზე. როგორც ჩანს, სახლის პატრონებს ძალიან მოწყინდათ დაუპატიჟებელი სტუმრები რადგან მათ კატანებიც კი შეიძინეს (თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ეს საიდუმლო იარაღი თამაშის გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ) და დადგეთ ძაღლის სახლის შესასვლელთან (დასაცავად). სხვათაშორის თუ ვინმეს აინტერესებს ამ სახლის სახურავი ლურჯია.
3.22 - ის ფაქტი, რომ მთავარი გმირი იძულებულია აიღოს ძაღლის სახლიდან გასაღები შეიძლება ავხსნათ როგორც დიდი ძაღლების მიმართ Alessa-ს შიში.
3.23 - როგორც აღნიშნავს Harry, Levin Street-ზე, სახლში, მაცივარი ცარიელია. საინტერესოა, რა საჭირო იყო შემოწმება?? იქნებ მწერალს ეშინია, რომ შიგნით რაღაცა მონსტრები იმალებიან, რომლებიც აუცილებლად დაესხმებიან თავს, თუ არ ჩარაზავთ რაღაცით, ან შეარჭობთ მაცივარში მერხიონის დანას??
3.24 - ქალაქის რუქა რომელიც სახლში კიდია Levin Steet-ზე განსხვავებულია რუქისაგან რომელიც აქვს Harry-ს, მაგალითად, Mason-ის რუქაზე მაღაზია-ეკონომი აღნიშნულია როგორც “Convenience Store 8” ხოლო სახლის რუქაზე მხოლოდ ციფრით “8”.
3.25 - როგორც კი გამოიყენებთ "Keys for Eclipse"-ს ქუჩაში მართლაც დაბნელდება.
3.26 - “დაბნელება“ შეიძლება აბსტრაქტულად დავახასიათოთ, როგორც ორი ციური მნათობის “შეხვედრის“ შედეგად მომხდარი მოვლენა, რომელიც სამყაროს სიბნელით მოიცავს. სულის ორი ნახევრის შეხვედრისას (Cheryl-ი და Alessa) ასევე ხდება “დაბნელება“.
3.27 - სკოლის დამტვრეულ ავტობუსში SH-ს სამხრეთით შეიძლება ვნახოთ Health Drink-ი. თქვენ ფიქრობთ, რომ ავარია რაიმე მისტიკური მოვლენის გამო მოხდა?? სინამდვილეში ეს სიმთვრალის ბრალი იყო.

>>>
4) Midwich-ის სკოლა, ნაწილი 1
========================

4.1 - ის ფაქტიც კი, რომ პროვინციულ სკოლას გააჩნია რუქა, იწვევს სიცილს.
4.2 - საკლასო ოთახებში ვნახულობთ კურდღელის სურათს - წარწერით “Who are you”. რას იტყვით შემდეგ პასუხზე “Robbie the Rabbit”??
4.3 - ასევე არის საბავშვო სურათები მგლების გამოსახულებით, მაგრამ ესენი უფრო ძაღლს გვაგონებენ, მაგრამ აწერია “WOLF” და მსგავსი რაღაცეები... ამას გარდა არის დინოზავრების (ხვლიკების) საბავშვო სურათები, ბოთლებიც, დათვების, ჟირაფების, გოჭების, თმიანი ჰიპების სურათები და ა.შ. განსაკუთრებულად საინტერესოა ადამიანის მსგავსი კატის სურათი რომელიც დახატა გოგონამ სახელად Maru (Mary?!)
4.4 - კედლებზე გამოკრულია სკოლის წესები. მაგრამ არ არის ნახსენები მერხებზე დაწერილი გინებები და თანაკლასელების “ალქაჯად“ მონათვლა.
4.5 - კლასი სადაც Alessa სწავლობდა, ბავშვები სწავლობდნენ ასოებს, აკრავდნენ ციფრებს მათ დაფაზე და ყუთებზე (სადღაც ეს დაწეპებული ასოები ადგენენ სიტყვას “CUT”). შემდგომ ეს მოგონებები აისახება გოგონას ქვეცნობიერ სამყაროში კედლებზე გაკრული ასოების და ციფრების სახით.
4.6 - შეიძლება ვიპოვოთ აღორძინების ხანის ცნობილი მხატვრის მიქელანჯელოს ნახატები - თუმცა, საშინელი ხარისხით, PS1-ის გრაფიკით მათ ვერც იცნობთ.
4.7 - მზესუმზირების ფოტო, Van Gogh-თან არანაირ კავშირში არარის!!
4.8 - გვხვდება ამერიკის შეერთებული შტატების დროშები (მათზე 50 ვარსკვლავი დავითვალე, - კონამელები საათივით ზუსტები არიან ^__^) და გეოგრაფიული რუქები.
4.9 - თითქმის ყველა კლასში არის ვინმე მელოტი კაცის გამოსახულება შესაძლებელია, პოლიტიკოსია??
4.10 - ა შევამჩნიოთ ჩონჩხის გამოსახულება, რომელსაც თავს ზემოთ უჭირავს რაღაც თოკი (ან რაღაც მისი მსგავსი).
4.11 - კიდევ არის პლაკატები ადამიანის გამოსახულებით, რომელიც ჯვარს ზიდავს (ან ჯვარზეა გაკრული - ძნელი გასარჩევია).
4.12 - ბევრ კლასში კედლებზე ჰკიდია ჯვარცმა, რაც ასახავს ქრისტიანულ თემატიკას.
4.13 - მიუხედავად სკოლის ზოგადქრისტიანული განწყობისა, შესასვლელში ეკიდა შავ-ბნელი სურათი (ორი კაცის გამოსახულებით რომლებიც რაღაც კარებს იცავენ), ავტორი როგორც ჩანს შთაგონებული იყო ქალაქის ბნელი ისტორიით. Harry-მ ეს შედევრი უგემოვნოდ შეაფასა.
4.14 - კლასებში შეიძლება ვიპოვოთ Chicago News გაზეთი. როგორ მოხვდა ის Silent Hill-ში??? (მენის შტატში).
4.15 - მომწვანო-მოკრემისფრო პლაკატები წარწერით “The Martians Have Landed” გვაგონებს UFO-ს დასასრულს SH1-ში. ქალაქში დადიოდა ხმები, რომ შუქურის თავზე დაფრინავენ მფრინავი-თეფშები.
4.16 - ბიბლიოთეკაში ჰკიდია პლაკატი ქალის სახის გამოსახულებით, წარწერით “A Woman Came Down Planet Vulcan”. შესაძლებელია, კონამის რაიმე სათამაშოს, ან რაიმე ფილმის მინიშნებაა.
4.17 - სკოლის მეორე სართულის ტუალეტში ისმის პატარა გოგონას ტირილი, რაც გვაგონებს Alessa-ს ისტორიას.
4.18 - არის პლაკატები წარწერით “A Friend In Need” - სავარაუდოა, რომ ეს დაკავშირებულია ღარიბი და მოშიმშილე ადამიანების დახმარებასთან.
4.19 - დიდ ინტერესს იწვევს პლაკატი ძაღლის გამოსახულებით და წარწერით “DOG KILL CAT”
4.20 - სკოლის Locker Room-ში შეგვიძლია ვნახოთ ჩაკეტილი კატა. როცა ის გამორბის (ნეტავ როგორ გააღო მან მჭიდროდ დახურული კარები) ჩვენ გვესმის კატის კივილი და წკმუტუნი. (გავიხსენოთ იმავე ოთახში ჩამოკიდებული პლაკატი “DOG KILL CAT”), მოთამაშემ შეიძლება იფიქროს, რომ რომელიმე მოსწავლემ კატა ჩაკეტა Alessa-ს კარადაში, რათა ის შეეშინებინა - და ეს მომენტი ჩარჩა Alessa-ს ქვეცნობიერ სამყაროში.
4.21 - Locker Room-ში ჰკიდია განცხადება რომელიც აკრძალავს შენობაში სირბილს, ასევე განცხადება რომელიც ბავშვებს შეახსენებს, არ დაავიწყდეთ ყუთებიდან თავიანთი ნივთების წაღება (რას იტყვით შინაური ცხოველების შესახებ) =)
4.22 - Midwich-ის სკოლის მასწავლებელთა გვარები (სიიდან) რატომღაც ზუსტად ემთხვევა პოპულარული ჯგუფის “Sonic Youth”-ის წევრების გვარებს (Lee Ranaldo, Thurston Moore, და Kim Gordon).
4.23 - თავსატეხები ქრონოლოგიურად განლაგებულია 10:00 -სა და 5:00 საათებს შორის (10:00, 12:00, 5:00 - სწორედ ასეთი თამნიმდევრობით), ასერომ 10:00 დან 5:00 საათამდე მოგიწევთ სკოლაში ყოფნა და ტვინის განძრევა, და რაღაც აბდაუბდა გამოცანების ამოხსნა ^__^. შეიძლება ვიფიქროთ, რომ Alessa სკოლაში დილას 10:00 საათზე მოდიოდა, სწავლობდა “ალქიმიას“, მუსიკას და ა.შ. შემდეგ მიდიოდა საღამოს 5 საათზე (სულ 7 საათი), რაც აისახა მის სამყაროში.
4.24 - მოხუცი კაცის ხელი, რომელსაც უჭირავს ოქროს მზე = Dahlia-ს სურდა მთელი სამყარო ჩაეძირა სიბნელეში. “განსაკუთრებული სითხის“ გამოყენებით მზე განთავისუფლდა მოხუცისაგან = Dahlia-ს გეგმა იფუშება Koufmann-ის მიერ აგლაოფოტის გამოყენების შედეგად.
4.25 - ყურადღებით დაათვალიერეთ პლაკატი, რომელიც ზედა მხარეს სისხლით აწერია ტექსტი “ზღაპრები უხმო ჩიტებზე“. სინამდვილეში ეს არის ჯგუფ Moonriders-ის სიმღერის “Don’t trust anyone over thirty”-ს ნოტები. ეს ჯგუფი რეალურად არსებობს, და არის Rock-ის Punk-ის და Techno-ს ნარევი. დადიოდა ხმები რომა Yamaoka-San ამ ჯგუფის დიდი თაყვანისმცემელი იყო.
4.26 - “ზღაპარი უხმო ჩიტებზე“ სავარაუდოდ არის მინიშნება “დედა ბატის ზღაპრებზე“ ყურადღებიანი მოთამაშე შენიშნავს, რომ SH3-ის ერთ-ერთ თავსატეხში ნახსენებია ზუსტად იგივე ჩიტები - ეს არ არის უბრალო დამთხვევა.
4.27 - სკოლის ოფისში “დირექტორის“ ნაცვლად აწერია “RETURN”.
4.28 - Harry ამბობს, რომ არ იცის, რისთვის არის საჭირო ბოილერის სარქველები და რა ფუნქციას ასრულებენ. ფანტაზიორმა Alessa-მ კი მათ გამოყენება მოუძებნა: გახსნა/დაკეტოს გზა ხვლიკისაკენ საშინელი ზღაპრიდან!!
4.29 - როდესაც ჩავრთავთ კვების ღილაკს ბოილერში - ისმის ხვლიკის ყვირილი.
4.30 - ტონობით დასალევი და პისტოლეტის ტყვიები სკოლაში მათ ჩვეულებრივი დანიშნულების გარდა (Alessa-ს გაუკუღმართებულ ფანტაზიები) მიგვანიშნებენ აგრეთვე საზოგადოებაში არასრულწლოვანების დანაშაულებათა გავრცელებაზე.

>>>
5) Midwich-ის სკოლა, ნაწილი 2
===========================

5.1 - სამლოცველოში შესასვლელს აქვს სიმეტრიული ფორმა მიუხედავად იმისა, რომ “იქითა“ და “აქეთა“ მხარეს შორის საზღვრის გავლეპა პრაქტიკულად შეუძლებელია, რაც საკმაოდ საინტერესო იდეას წარმოადგენს.
5.2 - შესასვლელში ყრია წამლების ქილები.
5.3 - იქვე კარების მაღლა ჰკიდია ფიცარი “Keep out” და მასზე წარწერაა “If you enter this world… won’t (don’t? Can’t?) come back” (სიტყვების გარჩევა ძალიან ძნელია, მაგრამ ალბათ იგულისხმება “არ შეხვიდეთ!! თუ შეხვალთ ამ სამყაროში უკან ვეღარ გამოხვალთ“)
5.4 - როდესაც გამოხვალთ გასასვლელიდან, აღმოჩნდებით სკოლის ეზოში.
5.5 - სიმბოლო მიწაზე - Samael-ის და Metatron-ის ბეჭედი. კაბალას მიხედვით, ანგელოზები Metatron-ი და Samael-ი თავიდან ერთ მთლიანობას წარმოადგენდნენ, მაგრამ შემდეგ გაყოფილნი იქნენ.
5.6 - Storage-ში შეიძლება ვნახოთ თავმოცლილი თოჯინები ალბათ Alessa-ს ნამოქმედარია როდესაც სურდა ვიღაცაზე გადმოენთხია სიძულვილი.
5.7 - პირველი სართულის ოთახში (საცავის გვერდზე) შეიძლება დავინახოთ ორი ვენტილატორი, თუ გავითვალისწინებთ, Lost Memories-ის მიხედვით SH-ს სერიებში ვენტილატორები არის გარდაქმნის სიმბოლო, შეგვიძლია ვთქვათ ორი ვენტილატორი არის ორმაგი გარდაქმნის სიმბოლო, რაც სრულიად შეესაბამება Alessa-ს ისტორიას.
5.8 - სკოლაში კარტები ყრია - ალბათ, ბავშვები აზარტულ თამაშებს თამაშობდნენ (Alessa-საც უყვარდა კარტის თამაში, იხილეთ მისი ოთახი)
5.9 - არ არის გამორიცხული, რომ სურათი-კარის გაღება ოქროს გასაღებით (რის უკანაც თითქოს საიდუმლო გასასვლელია), წარმოადგენდეს მინიშნებას საბავშვო ზღაპარზე "პინოქიო". ის, რომ ნახატზე გამოსახულება მისი ავტორის ფანტაზიის ნაყოფია, ხორციელდება ცხოვრებაში და ხდება “რეალური“ - ძალიან სიმბოლურია
5.10 - სკოლის ტელეფონში შეიძლება გავიგოთ Cheryl-ის ხმა რომელიც შველას ითხოვს.
5.11 - ქალის ტუალეტს შეუძლია თქვენი ტელეპორტაცია სხვა სართულზე. “Making Of”-ის მიხედვით Silent Hill-ის სერიების ტუალეტების ყველა სასწაული დაკავშირებულია იაპონურ ზღაპართან, რომელშიც ბავშვი უნიტაზში ჩავარდნით მოხვდა “სხვა სამყაროში“.
5.12 - ქალთა ტუალეტში რაკოვინა დასვრილია სისხლით. ვიღაცას მძიმე დღე ჰქონდა ^__^
5.13 - კაცების ტუალეტში ჰკიდია მოზრდილი ადამიანის ჯვარზე გაკრული სხეული (მასწავლებელი??) Harry-ი ამბობს “a hanging body… why would somebody..”? - მართლაც, ვის დასჭირდებოდა ასეთი რამის გაკეთება მასწავლებლისთვის?? მოთამაშეს შეუძლია იფიქროს, რომ Alessa-ს იმდენად სძულს მასწავლებლები, რომ (დედამისის ოთახში საშინელი სურათების შთაბეჭდილებებით) ჩუმად ოცნებობდა, რომ ერთ-ერთი მათგანი ჯვარზე გაეკრა, მერე ესროლა დამბაჩით (“Study, Dammit!!”) და დაეკიდა მისი გვამი მეორე სართულის ტუალეტში, ასე, რომ ეს გვამი წარმოადგენს Alessa-ს სადისტური ფანტაზიების ასახვას მის სამყაროში. საინტერესოა, რომ გვამის გვერდზე არის საწვეთური და წამლის ბოთლები.
5.14 - მიაქციეთ ყურადღება დამახინჯებულ გვამს ისეთივე პოზაში ვპოულობთ “room”-ში ჯვარზე გაკრულ Walter Sullivan-ს - ახლა ჩვენ ვიცით, რა შთააგონებდათ SH4-ის შემქმნელებს.
5.15 - სისხლიანი წარწერა “Leonard Rhine The Monster Lurks”, რომელიც აღმოჩნდა პარანორმალურ მოვლენებზე წიგნის და ავტორის სახელი წარმოადგენს მინიშნებას დინი კუნცის წიგნზე “ფანტომი“ (Lost memories-ის მიხედვით, მან გავლენა მოახდინა SH-ს სიუჟეტზე). იქ გმირები პოულობენ მიგდებულ ქალაქში წერილს, სადაც წერია “Timothy Flyte The Ancient Enemy” რაც მოგვიანებით ხდება აგრეთვე ისტორიის და წიგნის სახელი.
5.16 - კარადიდან უეცრად გადმოვარდნილი გვამი შეიძლება მოვისაზროთ, როგორც Alessa-ს სახეშეცვლილი და გაუკუღმართებული მოგონება კატასთან დაკავშირებით.
5.17 - Harry-ს ბავშვობაში წაკითხული ჰქონდა ზღაპარი მონადირესა და ხვლიკზე. სხვათა შორის ეს ზღაპარი თავისი სტილით ძალიან გვაგონებს ინდიელების ლეგენდებს.
5.18 - სკოლის აფთიაქში არის პლაკატი, წარწერით “Notice, Hell is Coming”.
5.19 - არის სხვა პოსტერებიც შენიშვნით “Notice”, მათზეც წერია, რაღაც ამის მსგავსი “You Will find a…. in…” (აზრის გამოტანა შეუძლებელია)
5.20 - აბრა წარწერით “Floor 1”, LM-ს მიხედვით, ნასესხებია ფილმიდან “12 მაიმუნი“
5.21 - სკოლაში შეიძლება აღმოვაჩინოთ სარწეველა სკამი და ამპულა - მორიგი Alessa-ს მოგონება საავადმყოფოზე.
5.22 - ოთახში, სადაც ინვალიდის ეტლი და ზემოდან ამპულაა, ვნახულობთ ადამიანის ჩონჩხს სწორკუთხა მეტალის კარკასში ავტორები აქტიურად გამოიყენებენ მსგავს იდეას შემდეგ სერიებში.
5.23 - ასევე ვნახულობთ გასრესილი ქაღალდების ნახევრად-უაზრო წარწერებით “why nowhere…tor…head..or…” თუ ვინმემ უკეთესად დაინახა - მეც მინდა ვიცოდე, რას უნდა ნიშნავდეს ეს..
5.24 - კედელზე გაკრულ გვამებს აცვიათ რიტუალური ტანსაცმელი, ასევე როგორც Pyramid Head-ს (SH2-იდან) და Valtiel-ს (SH3-დან). საქმე იმაშია, რომ ეს საცერემონიო ტანსაცმელია, რომელსაც იყენებდნენ კულტის წევრები უძველესი დროიდან.
5.25 - სკოლაში გვხვდება საცერემონიო ტანსაცმელში ჩაცმული გვამების ორი სახე: პირველნი (კედელზე გაკრულები) უბრალოდ გამოწყობილი არიან საცერემონიო მოსასხამებში და გამოიყურებიან დიდებულად, მეორეებს - მათ ყელში ყულფი აქვთ, რომელიც ზურგზე ბიუსტჰალტერივით იკვრება - ისინი ხშირად არიან ჩამოხრჩობილები. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ორი სახეობის გვამებში იგულისხმებიან “ჯალათები“ და “წამებულები“.

>>>
6) Midwich-ის სკოლა, ნაწილი 3
===========================

6.1 - ის ფაქტი, რომ Harry-ს ხვლიკთან მისასვლელ ლიფტამდე მისასვლელად, ბოილერში ვინტილის ტრიალი ჭირდება, მიგვანიშნებს Alessa-ს ავადმყოფურ ფანტაზიაზე.
6.2 - მიაქციეთ ყურადღება, რომ ვენტილების შემდეგ Harry ერთი სარდაფიდან ლიფტით მეორე "სარდაფის - სარდაფში" (Basement's Basement) ეშვება, ის რომ Alessa-ს სამყაროში, სკოლაში, არსებობს მეორე სარდაფი, დაკავშირებულია Alessa-ს საავადმყოფოში განსაკუთრებულ პირობებში ყოფნასთან.
6.3 - ხვლიკი არის მონსტრის სახე ზღაპრიდან, რომელიც ჩარჩა გოგონას ქვეცნობიერში.
6.4 - იმ ადგილის ცენტრში სადაც მიმდინარეობს ბრძოლა ხვლიკთან, შეიძლება დავინახოთ ცეცხლმოკიდებული ადამიანი, სინამდვილეში ცეცხლის ალი გამოდის ბალონიდან წარწერით “Oxygen” - როგორც ჩანს, Alessa-მ კარგად აითვისა გაკვეთილი იმის შესახებ, რომ ჟანგბადი ხელს უწყობს წვის პროცესს. “And the martyrs will burn in the fires of Hell”.
6.5 - ბალონის ქვეშ არის დიდი სფერო, რომელიც გარშემორტყმულია ეკლებით - ასეთ სფეროს ვხედავთ Walter-ის ფინალურ ბრძოლასთან Sullivan-თან SilentHill4-ში.
6.6 - გოგონა სკოლის ფორმაში, რომელიც გამოჩნდება ხვლიკზე გამარჯვების შემდეგ - არის Alessa-ს სახე. ის ფაქტი, რომ ის ძალიან ჰგავს Cheryl-ს, აისახება გოგოების სულიერი მსგავსებით.
6.7 - K.Gordon, რომლის სახლის გასაღებს Alessa-სგან ვიღებთ, არის მისი მასწავლებელი.
6.8 - თქვენ არ შეგიძლიათ სკოლის შემდგომი გამოკვლევა - ყველა კარები დაკეტილია გამოსასვლელის გარდა.

>>>
7) ძველი Silent Hill-ის რაიონი, ნაწილი 2
==================================

7.1 - სკოლასთან ახლოს ჩანს საგზაო ნიშნები გველის გამოსახულებით, ამ რაიონში გველებია??
7.2 - Silent Hill-ში შეიძლება ვიპოვოთ გაზეთები სათაურებით “Bill Skins Fifth” - ეს მინიშნებაა ფილმისა “კრავთა დუმილი“, სადაც ბუფალო ბილი ატყავებდა თავის მსხვერპლს (ითვლება რომ მანიაკის პროტოტიპი არის ცნობილი მკვლელი ედვარდ გეინი).
7.3 - ქალაქში ჩანს პლაკატები წარწერით Mirror the big Beat Kics BAY (ასევე პლაკატები ამ წარწერების “სარკული“ გამოსახულებით). მართალია, მისი მნიშვნელობა ჩემთვის გამოცანად დარჩა..
7.4 - მაღაზია “Crabs” -ის გვერდითა კედელზე გდია სარეკლამო პლაკატები “Pet Semetery”. ეს არის მინიშნება ცნობილ ფილმზე “შინაური ცხოველების სასაფლაო“. (ასეთი მინიშნება SH3-შიც არის).
7.5 - ბრედბერის ქუჩაზე არის პლაკატი “Ganguasta Paradise”. რას უნდა ნიშნავდეს ეს??
7.6 - Lost Memories-ის მიხედვით სათაურებით ამერიკელი მკვლელი-მანიაკის, ადვარდ გეინის, დანაშაულების შესახებ გამოყენებულ იქნა თამაშის შემქმნელების მიერ ქალაქის გაზეთების შესაქმნელად.
7.7 - Bloch st-ის აღმოსავლეთით ერთ-ერთი სახლის კედელზე წერია “Redrum”, რაც არის “Murder”-ის შებრუნებული სიტყვა. ეს მიგვანიშნებს სტენლი კუბრიკის ცნობილ ფილმზე - სტივენ კინგის წიგნის მიხედვით - “ნათება“ (Shining).
7.8 - არსებობს კიდევ პლაკატები წარწერებით “Welcome to Ltra” - იქნებ გულისხმობდნენ “Ultra”-ს მაგრამ ასეთ დაწესებულებას ქალაქში ვერ მივაგენით.
7.9 - ამას გარდა ჩანს პლაკატები აზიური ტიპის გაბოროტებული გამოსახულებით, წარწერით “Hype”. იქნებ უნდოდათ ეთქვათ “HypeR”? ოჰჰ.. ეს იაპონელები.
7.10 - გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ, შეიძლებ აიღოთ ელექტროხერხი, რომელიც არის გაძარცვული მაღზიის გვერდზე. საინტერესოა რომ ამ მაღაზიას ჰქვია “Cut-Rite Chainsaw”, რაც მინიშნებაა “ტეხასურ ჟლეტვებზე“.
7.11 - ქალაქში მდებარეობს რამდენიმე ერთმანეტის მსგავსი სარეკლამო სურათი საექიმო თემატიკაზე, წარწერებით “Citta”. ინტერესს იწვევს ის, რომელზეც ერთი ექიმი მეორე ექიმს სისხლის პაკეტს აწვდის. თუ გაიხსენებთ იმ პირობებს რომლებშიც Harry-ს მოუწია ამ სისხლიანი პაკეტის გამოყენება...
7.12 - Bradbury Street-ის სამხრეთით მოჩანს მაღალი კედელი, რომელიც დაფარულია ეკლიანი მავრთულით. იქ მდებარეობს ან რაღაც ციხე ან რაღაც განსაკუთრებული დაცული ობიექტი.
7.13 - Bradbury Street-ზე შეგვიძლია ვნახოთ მაღაზია “Mark Twain Books and Gifts”, რაც წარმოადგენს მორიგ მინიშნებას ცნობილი მწერლის მარკ ტვენის შემოქმედებაზე.
7.14 - შეამჩნიეთ, რომ Gordon-ის ავტოფარეხის კარი ძალიან არის დასვრილი სისხლით, და Harry განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ამას - როგორც ჩანს თამაშის შემქმნელებს უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ სისხლის პატრონი უკვე მკვდარია. (ნიშნავს თუ არა ეს, რომ მასწავლებელი საკუთარ ავტოფარეხში მოკვდა??)
7.15 - სახლში არის დამტვრეული თეფში, ეს რაღაცას ნიშნავს?

>>>
8) ბალკანური ეკლესია, ბენზინგასამართი სადგური, ხიდი.
============================================

8.1 - საინტერესოა, რომ ქრისტიანულ ეკლესიაში ჩვენ ვხვდებით ქალაქის საიდუმლო რელიგიის წარმომადგენელს Dahlia Gillespie-ს, რომელმაც ღმერთის დაბადებისთვის, რიტუალის საშუალებით, თავისი ქალიშვილი დაწვა.
8.2 - პირველი შეხვედრისას შევნიშნავთ რომ Dahlia თავდაპირველად ათვალიერებდა ჯვარცმული იესო ქრისტეს გამოსახულებას... შესაძლებელია, ამ დროს ის თავისი ტანჯული გოგონას ბედზე ფიქრობდა??
8.3 - საკმაოდ უცნაურია, როდესაც გააცნობიერა რომ ეკლესიაში Harry შევიდა მიტრიალდა მისკენ და ამავე დროს მარცხენა ყური მოიფხანა (არც ისე ქრისტიანული ჟესტია).
8.4 - საინტერესოა ის რომ, Dahlia ფეხშიშველია.
8.5 - რაღაც მიზეზების გამო შემოსაწირების ყუთი ეკლესიაში ცარიელია Dahlia-ს ონავარი ხელების ნამოქმედარი ხომ არარის??=)
8.6 - “ეკლესიურ“ დიალოგში ნათელმხილველი გვარწმუნებს, რომ Harry Mason-ის მოსვლა რიტუალით წინასწარ იყო განსაზღვრული, და სახელიც ერქვა “Gyromancy”. სინამდვილეში ეს მართლაც მკითხაობის ერთ-ერთი სახეა, როდესაც ადამიანი იატაკზე წრეს ხაზავს, მერე წერს ანბანის ყველა ასოს მიყოლებით მერე დგება ცენტრში ხუჭავს თვალებს აკეთებ რამდენიმე ბრუნს და რამდენიმე ნაბიჯს დგამს წინ რომელიმე ასოსაკენ. ასე მეორდება N-ჯერ სანამ ასოები არ შეადგენენ აზრიან სიტყვას.
8.7 - პირამიდულ ობიექტს რომელსაც Dahlia აძლევს Harry-ს ჰქვია “Flaros”-ი მას სახელი დაერქვა ლემენგტონის 72 დემონიდან ერთ-ერთის საპატივცემულოდ. (მითების თანახმად ამ დემონს შეეძლო ლეოპარდის სახის მიღება). თუ გაინტერესებთ, შეგიძლიად ფლამოსის დემონი ისეთ იაპონურ ვიდეოთამაშებში ნახოთ როგორიც არის Shin Megami Tensei: Nocturne და Digital Devil Saga (დემონოლოგიის ყველა მოყვარულს ვურჩევთ ითამაშოს რაიმე, სერიიდან SMT - ბევრ ახალს გაიგებთ)
8.8 - მაგიდაზე დევს ბიბლია.
8.9 - ვიღაცა გამვლელს ეკლესიაში დარჩა Health Drink-ი ^__^
8.10 - შესაძლებელია ეკლესიის კედლებზე გამოსახულებები წარმოადგენდნენ რეალურად არსებული ხატების კოპიებს, მაგრამ ეს ფაქტი ჯერ დადგენილი არარის.
8.11 - ეკლესიაში შეიძლება ვიპოვოთ გასახსნელი-ხიდის გასაღები - მუშას დარჩა ის შემთხვევით თუ ესეც Dahlia-მ შემოაგდო?..
8.12 - ბენზინ გასამართი სადგური არ აფეთქდება, რამდენიც არ უნდა ესროლოთ!!
8.13 - ბენზინგასამართ სადგურის აბრაზე წერია “Hell Gas Station” და ჩანს რაკოვინის გამოსახულება.
8.14 - “ჯოჯოხეთური“ ბენზინგასამართი სადგური გამოირჩევა არარეალურად მაღალი ფასებით საწვავზე (ფასები მერყეობს “117,9“ დან “137,9” $ - OMG!!!).
8.15 - იქვე შევამჩნევთ უცნაურ წარწერას “6 carts of formula HELL” (ეს არის სიტყვათა თამაში, რომელიც არ გადაითარგმნება, აზრით დაახლოებით ასეა “ჯოჯოხეთის ფორმულის 6 რუქა/კარტი“
8.16 - თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ ბენზინგასამართი სადგურის შენობაში - იქ ხდება ავტომანქანების შეკეთება (ჯიპიდან გამოღებულია მატორი). გარკვეული პრობების შესრულებისას შეგიძლიათ იპოვოთ ბენზინის ბალონიც.
8.17 - ბენზინ გასამართი სადგურის გვერდზე დგას სატვირთო მანქანა უცნაური წარწერით “VOWO”. ეს ალბათ არის “ვოლვოს“ მარკის მინიშნება.
8.18 - ხიდს ქვია “Orridge Bridge”. ეს დასახელება წარმოდგება Psychic TV -ის ჯგუფის ლიდერის გვარიდან. (დიახ, SH1-ში არის საკმარისი რაოდენობა მითითებებისა ამ ჯგუფზე, მაგალითად ნარკოტიკული საშუალების დასახელება PTV), რომელსაც ეძახიან Genesis P-Orridge.
8.19 - გასახსნელი ხიდის კაბინის ქვეშ, გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ, შეგიძლიათ მოიპოვოთ საიდუმლო იარაღი.
8.20 - ხიდების შეერთებისას რადიო იწყებს შიშინს.
8.21 - ხიდების შეერთება შეიძლება დავახასიათოთ, როგორც ორი ნახევარ ხიდის გაერთიანება ერთ მთლიან ხიდად. რატომღაც ეს მოგვაგონებს Alessa-ს ისტორიას.

>>>
9) ბიზნეს რაიონი, ნაწილი 1
======================

9.1 - Buisness District-ის ყველა ქუჩას მწერლის სახელი ქვია:
საგანის ქუჩა (Sagan St.). კარლ საგანი ცნობილია თეორიით უამრავი ალტერნატიული სამყაროს არსებობის შესახებ, ცნობილი წიგნები „კონტაქტი“ , „კოსმოსი“
კუნცის ქუჩა (Koontz St.). დინ კუნცი - საშინელებათა ფილმების შედარებით პოპულარული ავტორი. მაგრამ ჩემის აზრით მის პერსონაჟებს აშკარად აკლიათ აზრი, ყველაფერი ზედმეტად ბავშვური და ცხადია. ცნობილი წიგნი; შიშის სახე.
კრაიტონის ქუჩა (Crichton St.). მაიკლ კაიტონი „იურული პერიოდის პარკის“ ავტორი
ვილსონის ქუჩა (Wilson St.). კოლინ ვილსონი ცნობილია წიგნებით: ენციკლოპედიური მკვლელობები და ოკულტური.
სიმონსის ქუჩა (Simmons St.). ჯონ სიმონსი ცნობილი ნამუშევარი „ჰიპერიონი“
9.2 - Alchemilla-ს საავადმყოფოს დასავლეთით მდებარეობს დაწესებულება სახელწოდებით Konami Burger!! აი ასე უკვდავქმნეს თავიანთი კანტორა თამაშის შემქმნელებმა სათამაშო სამყაროში.
9.3 - კონამი ბურგერის გვერდზე მდებარეობს ბრუს-ლის სახელობის საბრძოლო ხელოვნების ჩინური სკოლა გამოსახულებით „ინი და იანი“ როგორც ჩანს რომელიღაცა კონამის თანამშრომელი ბრუსლის ფანატია.
9.4 - ადგილობრივ კინოთეატრში უპირატესობა აშკარად ენიჭება მძაფრ სიუჟეტიან ფილმებს რაზედაც მეტყველებს პლაკატები “Shoot” და “Crusher Dan”, ეს როგორც ჩანს იმ მომენტში მიმდინარე ფილმების რეკლამებია, თუ მართლა გაინტერესებთ არსებობს 3 ფილმი სახელწოდებით Shoot.
9.5 - ვილსონის ქუჩაზე ლამაზი დასახელების სასადილოს, “Hot Dog” - ის მახლობლად დაბორიალობს ორი მშიერი გატრუსული ძაღლი, სხვათა შორის ეს ერთადერთი ადგილია მთელ ბიზნეს რაიონში სადაც ძაღლის დანახვაა შესაძლებელი.
9.6 - ანტიკვარული მაღაზია Green Lion-ის აბრა გაკეთებულია ხელით (ალბათ მაღაზიის მფლობელის, Dahlia-ს, მიერ) - მასზე გამოსახულია მწვანე ლომი, რომელიც ყლაპავს მზეს.
9.7 - Green Lion-ისაგან ორ ნაბიჯში მდებარეობს კონკურენტული ფირმა "Old Town Antiques".
9.8 - BD-ში შეიძლება ვნახოთ კაფე "A Moveable Feast" - შესაძლებელია ეს იყოს მინიშნება ერნესტ ჰემინგვეის იმავე სახელწოდების წიგნზე რომელიც აღწერს მწერლის ცხოვრებას პარიზში.
9.9 - იქვე მდებარეობს მაღაზია "Mushnik's Flourist" შემდეგი სახის განცხადებებით "Look on the phantastic new plant Audrey Junior" ეს არის მინიშნება ძველ შავ კომედიაზე “Little Shop of Horrors” (გადაღებულია ჩარლზ გრიფიტის წიგნის მოტივებზე) , სადაც მეყვავილე ზრდიდა უზარმაზარ ყვავილს რომელიც იკვებებოდა ნამდვილი ხორცით , პერიოდულად მებაღე თავის ყვავილს სხვადასხვა „მსხვერპლშეწირვებს“ უტარებდა - თავიდან ესენი იყვნენ ცხოველები, შემდეგ საქმე გაცილებით შორს წავიდა...
9.10 - ანტიკვარული მაღაზიის ახლოს კედელზე კიდია პოსტერი წარწერით ”Carrie” რაც წარმოადგენს მინიშნებას წიგნის საშინელებაზე რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა Silent Hill-ის სიუჟეტის ფორმირებაზე.
9.11 - ერთ-ერთ მაღაზიაზე ჩანს სახალისო აბრა უაზრო წარწერით "FANS sidhf 1986". ზოგიერთი თვლის რომ ეს ნიშნავს "FANS since 1986" (ანუ “ვენტილატორები, ღიაა 1986 წლიდან“) მაგრამ ჯერ ერთი წარწერაზე აშკარად იკიხება "siDHF", რაც ნამდვილად არ გავს "since"-ს, მეორეც რომც ვივარაუდოთ რომ აღნიშნული მაღაზია SH1-ში გაიხსნა 86 წელს მაშინ SH3-ის მოვლენები უნდა მომხდარიყო როგორც მინიმუმ 2004-2005 წლებში, რაც რათქმაუნდა წმინდაწყლის ბოდვაა. როგორც ჩანს კონამიმ სერიოზულად აურ-დაურია არამარტო მართლწერაში...
9.12 - თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ პოლიციის განყოფილებაში და აიღოთ იქ ტყვიები. ლოგიკურია. ასევე იქვე შეგიძლიათ აიღოთ დამბაჩა თუ მისი აღება გამოგრჩათ სკოლაში.
9.13 - პოლიციის განყოფილების დაფაზე არსებული წარწერიდან ჩვენ ვგებულობთ, რომ ქალაქში ვრცელდება რაღაც ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც დამზადებულია ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი მცენარით “White Claudia”
9.14 - ყურადღებას იქცევს პოსტერი ადამიანის გამოსახულებით რომლის თავის ერთი ნახევარი გამოსახულია თავის ქალის სახით და გადახაზულია წითელი ჯვრით და წარწერით „DRUGS” - ანტინარკოტიკული პროპაგანდის ნიმუში.
9.15 - თუ მივაქცევთ ყურადღებას ჟურნალეებს “LIFE” (სიმპათიური ყდაა ^_^), აშკარაა რომ პოლიციელები ნარკომოვაჭრეების ძებნაზე მეტად მაცდუნებელი გოგონების ფოტოების თვალიერებით იყვნენ დაკავებული. =]
9.16 - კუნცის ქუჩაზე შეიძლება ვნახოთ რესტორანი "Dai Dai" რაც იაპონურად ნიშნავს „დიდი - დიდი“
9.17 - Green Lion-ის გვერდზე ვიპოვით დაწესებულებას “FAA“ - ეს ნასესხებია ცნობილი ფილმიდან “12 მაიმუნი“ - სადაც ცხოველთა დამცველი საზოგადოების შტამბინა ატარებდა ასეთივე სახელწოდებას.
9.18 - Alchemilla ჰოსპიტალთან მიახლოებისას გაიგონებთ ორ გასროლას - რას უნდა ნიშნავდეს ეს? ვინმე მონსტრებისაგან იცავს თავს?

>>>
10) Alchemilla Hospital - ნაწილი 1
============================

10.1 - Alchemilla წარმოდგება სიტყვისაგან "Alchemy" – „ალქიმია“, Alchemilla ში Kauffman-მა გამოიგონა ნარკოტიკი PTV, შემდეგ კი დაიწყო ექპერიმენტების ჩატარება ჰალუცინოგენზე.
10.2 - ჰოსპიტალის დერეფანში გაიგონებთ სროლის კიდევ ერთ ხმას, (როგორც ჩანს, საკონტროლო გასროლა “ჩიტისთვის“
10.3 - პირველი შეხვედრისას ექიმი Kauffman-ი გესვრით რევოლვერიდან, მაგრამ, როგორც ჩანს, ააცილებს. Stop. როდის მერეა ექიმები მაფიოზებივით ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულები რომ დადიან?! მისი სიტყვებით მან ხომ ეს-ესაა გაიღვიძა ჰისპიტალში ("I was taking a nap in this staff room, when I woke up, it was like this"), და შესაბამისად, მას არ ექნებოდა დრო იარაღის მოსაძებნად - ე.ი, იარაღი მას მანამდეც ჰქონდა. რაღაც არარის რიგზე, ხომ?
10.4 - ექიმი კითხულობს "Did you see those monsters?" - ყველაზე შესაფერისი შეკითხვა მსგავს სიტუაციაში, რომელიც გეხმარება დარწმუნდე დაგეწყო თუ არა ჰალუცინაციები.
10.5 - Harry დიალოგში ამბობს, რომ მისი მეუღლე გარდაიცვალა 4 წლის წინ - ანუ მისი SH ში ვიზიტიდან 3 წლის შემდეგ... სადღაც უკვე მოვისმინეთ ეს ხომ?
10.6 - კოფმანი მუდმივად დაათრევს თავის ჩემოდანს.
10.7 - ოთახში სადაც თქვენ ხვდებით Kauffman-ს, მაგიდაზე რატომღაც დევს Dahlia Gillespie-ის ახალგაზრდობის ფოტო (იხილეთ Alessa-ს ოთახი თუ არ გჯერათ) რას აკეთებს ის ჰოსპიტალში? იქნებ ექიმი და მკითხავი რაღაცით დაკავშირებული არიან ერთმანეთთან? (ამ კითხვაზე პასუხს ჩვენ მოგვიანებით თამაშიდან შევიტყობთ). ან იქნებ თამშის შემქმნელებს დაეზარათ ოთახის ინტერიისთვის სხვა ფოტოს გაკეთება?
10.8 - იმ ოთახის გვერდზე რომელშიც პირველად შევხვდით ექიმს , ვპოულობთ გაზეთს საიდანაც ამოჭრილია რამოდენიმე სტატია (ასე რომ არ შეგვიძლია მისი შინაარსის გაგება) მაგრამ მოგვიანებით Norman-ის ბინაში ვპოულობთ იმავე გაზეთის იმავე ნომერს - აღმოჩნდა რომ ამოჭრილი იყო სწორედ ის სტატიები , რომლებიც ეხებოდა ნარკოვაჭრობას, ქალაქში PTV -ს გავრცელებას და იდუმალ სიტუაციებში დაღუპულებს. როგორც ჩანს Kauffman-ი, როგორც შემდგომში ხდება ცხადი, ნარკოტიკის დამამზადებელი, იჯდა ჰოსპიტალში, ათვალიერებდა ქალაქის გაზეთებს და იჭრიდა მისთვის საინტერესო „ნარკოთემატიკის“ სტატიებს.
10.9 - დირექტორის ოთახში, მისი მაგიდის გვერდით იატაკზე ყრია ბოთლის ნამსხვრევები და წითელი სითხე. ეს Aglaphotis-ია - მისტიური ნივთიერება, რომელიც დამზადებული იყო იმავე დასახელების მცენარისგან და შეეძლო ბოროტი სულების გაძევება.
10.10 - მიაქციეთ ყურადღება საავადმყოფოს დირექტორის კაბინეტს - იქ სუფევს სრული არეულობა, მთელი ოთახი ყირაზე დგას (როგორც ნაჩქარევად ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ) კარადის მთელი შიგთავსი იატაკზე ყრია, მაგიდის უჯრები გამოღებულია იქვე კი გდია გატეხილი ბოთლი წითელი სითხით, სიმართლე ისარის რომ Kauffman-მა დადო 1 ბოთლი Aglaphotis-ი დირექტორის კაბინეტში სადაც ის იპოვა საავადმყოფოში მოსულმა Dahlia-მ და მოინდომა სახიფათო ბოთლის მოშორება, პრინციპში მთლად გასაგები არარის, რატომ აირჩია Kauffman-მა შესანახად მაინც და მაინც დირექტორის კაბინეტი (და არა მაგალითად წამლების საწყობი, ან Alessa-ს პალატა). შეიძლება ვიფიქროთ, რომ ექიმი და დირექტორი თანამზრახველები იყვნენ, ან სწორედ თვით Kauffman-ი შეთავსებით იყო საავადმყოფოს დირექტორიც (ამ ვერსიას ბევრი რამის ახსნა შეუძლია)
10.11 - საავადმყოფოში კიდია სხვადასხვა პოსტერები (ბავშვების, ექთნების გამოსახულებით) მაგრამ მათზე წარწერების გარჩევა საკმაოდ რთულია.. პირადად მე, ეჭვი მეპარება, რომ მათ გააჩნიათ რაიმე კონკრეტული მნიშვნელობა.
10.12 - ერთ ერთ ოთახში არის ბავშვის დახატული ყვავილები. მშვენიერია... თუმცა რაღაცას გვაგონებს.
10.13 - იმის მიუხედავად, რომ საავადმყოფოს 4-ე სართულის გამოჩენა არაიაპონელ მოთამაშეს არაფერს ეუბნება, მაინც უნდა ავღნიშნოთ, რომ ამას აქვს გარკვეული მნიშვნელობა, საქმე იმაშია, რომ იაპონურ ენაში ციფრი 4 (“shi”) გამოითქმის ისევე როგორც სიტყვა სიკვდილი და ითვლება სიკვდილთან დაკავშირებულ უბედურ რიცხვად, ამგვარად ლიფტში 4-ე სართულის გამოჩენა არის წინასწარი გაფრთხილების ნიშანი.

>>>
11) Alchemilla Hospital - ნაწილი 2
============================

11.1 - კუს, კატის, და დედოფლის ცხრილები - მინიშნებაა ზღაპარზე ალისა საოცრებათა ქვეყანაში. Alessa-ს ძალიან უყვარდა ეს ზღაპარი, ამიტომ მისმა პერსონაჟებმა გავლენა მოახდინა გოგონას შინაგან სამყაროზე.
11.2 - ცხრილის თავსატეხის ტექსტი დაწერილია ტექსტით, გაცრეცილ ფურცელზე, რომელიც საეჭვოდ გავს ფურცელს შერილის ნახატების ალბომიდან. აშკარა მინიშნებაა თამაშის შემქმნელებისაგან რომ აქ რაღაც არარის რიგზე.
11.3 - ცხრილის თავსატეხის აზრი არის რაღაც ასოციაციური თამაში, რომელსაც ჩვეულებრივ ფსიქოთერაპევტები ეთამაშებიან პატარა პაციენტებს, ბავშვმა ჩაიწერა ფურცელზე ფიგურები რომლებიც მის ცნობიერებაში ასოცირდება რვა ფერთან, მთავარმა გმირმა უნდა გაარკვიოს, ამ ფიგურებიდან რომელი რომელ ფერს შეესატყვისება.
11.4 - ზედა სართულის იატაკის ნახვრეტებიდან ქვედა სართულები არ ჩანს, სამაგიეროდ ჩანს სანტექნიკის გაყვანილობები.
11.5 - Alessa საავადმყოფოში სისხლიანი პაკეტებით კვებავს, სისხლის მსმელ არსებას, შესაძლებელია ეს იმ შთაბეჭდილების შედეგი იყოს, რომელიც Alessa-ზე მოახდინა ქალაქში გამოკრულმა სარეკლამო ფარმა მასზე გამოსახული სისხლიანი პაკეტით.
11.6 - საავადმყოფოს აქვს მეორე საიდუმლო სარდაფი, რომელიც ერთვის კანალიზაციას (იქ მოხვედრა შეიძლება, მხოლოდ კარადის უკან საიდუმლო გასასვლელის პოვნის შემდეგ), მსგავსი იდეა „სარდაფის-სარდაფებისა (Basement’s Basement) კიდევ ბევრჯერ იქნება გამოყენებული თამაშის შემქმნელების მიერ...
11.7 - გამოტყდით, დაგენანათ? მთელი ბოთლი სპირტის გადასხმა რაღაც საცოდავ ბუჩქზე, რომელიც მეორე სარდაფისკენ მიმავალ რკინის გისოსებზე იყო შემოხვეული. სპირტთან დამშვიდობების სცენა ალბათ ყველაზე დრამატული მომენტია მთელი თამაშის განმავლობაში.
11.8 - კანალიზაცია/სარდაფში ინვალიდის სკამის არსებობა მიგვანიშნებს იმაზე, რომ იქ ჰყავდათ პაციენტები.
11.9 - ერთ-ერთ სარდაფისქვეშა ოთახში - ხშირად მეორდება ხმები თითქოს ვიღაცა ამტვრევს შუშის ბოთლებს, არ გაგონებთ ეს საავადმყოფოს დირექტორის ოფისში გატეხილ Aglaphotis-ის ბოთლს?
11.10 - ის, რომ გასაღებს ვპოულობთ Alessa-ს პალატაში სადაც იმყოფება Lisa Garland-ი წარმოადგენს მინიშნებას იმაზე, რომ მათ შორის რაღაცა კავშირია.
11.11 - თქვენ თუ ნათამაშები გაქვთ SH3, არ დაგავიწყდეთ დაათვალიეროთ სურათი, რომელიც კიდია Alessa-ს პალატის კედელზე - SH1 ში და SH3 ში ეს სურათები განსხვავდება.
11.12 - სარდაფის სარდაფში დაკვირვებული მოთამაშე აღმოაჩენს ვიდეო ჩანაწერს რომელზეც შეგვიძლია Lisa-ს გამოსახულების დანახვა, ასევე მისი კომენტარის მოსმენა ნახევრად მკვდარი ბავშვის მდგომარეობის შესახებ. ყველა ეს დეტალი იმისთვის არის, რომ SH1 ის პირველად მოთამაშემ აღმოაჩინოს კავშირი Lisa-სა და უცნაური სარდაფის პაციენტს შორის.
11.13 - ვიდეო კასეტა შეგიძლიათ ნახოთ 302 პალატის ოთახში. რატომღაც კონამი გამოხატავს 302-ისა და 312 ის მიმართ.
11.14 - ოთახში სადაც ცარიელი ჩიტის გალიაა, შეიძლება გავიგონოთ ჩიტის ფრთების ფრიალი, ცოტათი საშიშიცაა - თითქოს გალიის ბინადარი მოკვდა და ახლა უხილავი მოჩვენებაა.
11.15 - იმ ოთახის გაღების მცდელობისას სადაც Lisa Garland-ი იმყოფება გვესმის საპასუხო კაკუნი.
11.16 - Examination Room ში ვპოულობთ მედდა Lisa Garland-ს რომელიც უვლიდა Alessa-ს, მაგრამ მოგვიანებით დოქტორ Kouffman-ის გამო გახდა PTV ნარკოტიკზე დამოკიდებული და შთაინთქა Alessa-ს სამყაროში, ავღნიშნოთ რომ მას ჩვენ ვხვდებით მარტო კოშმარულ სამყაროში, მიუხედავად ამისა Mason-თან პირველად შეხვედრის დროს ის სავსებით რეალურს გავს.
11.17 - მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება, Lisa ამბობს, რომ მთელი დროის განმავლობაში უგონოდ იყო - ესეიგი მას არ დაუტოვებია საავადმყოფოს Examination Room-ი, თუმცა რეალურ სამყაროში Examination Room-ში სადაც ჩვენ პირველად შევხვდით ექიმ Kouffman-ს, მაგიდის ქვეშ არანაირი გოგონა არ ყოფილა, ასევე რელურ საავადმყოფოში დაბრუნებისას იმავე ოთახში - არანაირი ლიზა არარის, რაც გარკვეულ აზრებამდე მიგვიყვანს.
11.18 - მიუხედავად ყველა სამხილისა, რომლებიც ადასტურებს მედდის კავშირს სარდაფის პაციენტთან Lisa ამტკიცებს, რომ არ იცის რა ხდება სარდაფში, რაღაც მიზეზების გამო გოგომ დაკარგა მეხსიერება.
11.19 - მეისონის მიერ შავ თმიანი 7 წლის გოგონას ხსენება Lisa-ს რაღაც ბუნდოვან მოგონებებს აღუძრავს ("A seven year old girl... A seven year old girl....").
11.20 - თვალში გვცემს წარწერა “SP” ლიზას მარჯვენა ხელზე,
ეს წარწერა შეიძლება ნიშნავდეს "Special Patient" ან "Service Personnel".
11.21 - რეალურ სამყაროში დაბრუნებისას Mason-ს ეწყება თავის ტკივილი, ასევე ესმის განგაშის ხმა, ეს ხმა შემდგომშიც დაჰყვება სამყაროთა შორის გადასვლის პროცესს, მოთამაშემ შეიძლება იფიქროს, რომ Business District ში დიდი ხანძრის დროს (რის შემდეგაც Alessa მთლიანად ჩაიძირა კოშმარულ სამყაროში) Silent Hill-ში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და ჩაირთო სირენა - ასე რომ ეს ხმები იყო უკანასკნელი რამ, რაც გაიგონა გოგონამ რიტუალის წინ, - ახლა კი ეს ხმა მუდმივად გვდევს ჩვენ, კოშმარულ სამყაროში.
11.22 - Dahlia Gillespie მუდმივად ლაპარაკობს იდუმალი ფრაზებით, რომლებიც თავიდან სრულ ბოდვად გვეჩვენება და აზრს იძენენ მხოლოდ მაშინ როდესაც კარგად ჩავუფიქრდებით, მაგალითად ფრაზა "Childish sleep talk" ფაქტიურად გვაძლევს ახსნას მიმდინარე მოვლენებისა.

>>>
12) Green Lion and Business District - ნაწილი 2
===================================

12.1 - მაღაზიის ასეთი უცნაური დასახელება არ არის შემთხვევითი. ძველ დროსში ეგვიპტეში ცის სიმბოლო იყო ლომი, რომელიც ყოველ საღამოს ყლაპავდა მზეს. მწვანე ლომი - ესეც ალქემიური ტერმინია. საქმე იმაშია, რომ ალქიმიკოსები გამუდმებით იდევნებოდნენ და ამიტომ ცდილობდნენ ქიმიური რეაქციების ჩანაწერები შეენახათ დაშიფრული სახით. და მწვანე ლომი ერთ-ერთი ასეთი სიმბოლო იყო. ის აღნიშნავდა აზოტმჟავას (იშვიათად მაგრამ მაინც “მწვანე ლომით” აღნიშნავდნენ ხოლმე გოგირდმჟავას) რომელიც HCl თან შერევისას (გავიხსენოთ ქიმიური თავსატეხი SH1 იდან) მწვანე მჟავა ნაერთს, რომელსაც შეეძლო დაეშალა კეთილშობილი მეტალებიც კი. (ოქრო, ვერცხლი, პლატინა) - (ალუმინი და სპილენძი არა, ისინი იაფია=)). ანუ მწვანე მჟავა რომელიც ოქროს ჭამს ეს არის ფაქტიურად ‘“მწვანე ლომი რომელიც ყლაპავს მზეს.
ამგვარად, ვხედავთ მკაფიო პარალელს, - ალქიმიკოსებმა გამოიყენეს დასახელება „მწვანე ლომი“ იმ მჟავის აღსანიშნავად, რომელიც შლის ოქროს (ლომი რომელიც ყლაპავს მზეს)
ეს გააკეთეს გარეშე თვალისგან კონსპირაციის მიზნით. Dahlia Gillespie-მ კი გამოიყენა ანტიკვარული მაღაზია კულტის ეკლსიის შესანიღბად და ატარებდა იქ რიტუალებს ქალაქის ჩასაძირად ალესას ქვეცნობიერი სამყაროს სიბნელეში (ვიხსენებთ მზის გადაყლაპვას) სიმბოლურია, არა?
12.2 - საათი უჩვენებს 3:00 საათს ზოგიერთი ფანი თვლის რომ ეს სწორედ ის დროა, როდესაც ქალაქი სიბნელეში ჩაიძირა, მაგრამ ჩემი აზრით თამაშის ავტორებმა უბრალოდ საათზე გამოსახეს ის დრო რომელიც პირველად მოუვიდათ თავში.
12.3 - დიალოგში Cybil-ი ცდილობს ყველა მისტიური მოვლენა ახსნას ნერვიული დაძაბულობის და ნარკოტიკული თრობით.
12.4 - “სხვა ეკლესიის“ შენობაში ყურადღება მიაქციეთ გისოსებს და აბრას წარწერით "B1 section 1-A. Center supply water gas electric power" როგორც ჩანს Dahlia-მ ეკლესიის ქვეშ გააკეთა საკანალიზაციო ნაგებობა.
12.5 - შეხედეთ სურათს - სადღაც უკვე ვნახეთ მასზე დემონის გამოსახულებაა.
12.6 - სამლოცველოში შეიძლება დაინახოთ მორი, იქნებ მსხვერპლშეწირვისთვის იყენებდნენ??
12.7 - ღმერთის თაყვანის ცემის დროს Dahlia-ს მიერ გამოყენებული თასი გაურკვეველი შიგთავსით იწვევს SH2 და SH4 ის ასოციაციებს.
12.8 - საიდუმლო სამლოცველოს კედელზე ვხედავთ ალესას ამოჩხაპნილ სიტყვას "No God"
12.9 - სხვა სამყაროში გადასვლის შემდეგ Harry საკუთარ თავს აღმოაჩენს “მწვანე ლომის“ ალტერნატიულ ვარიანტში და ამბობს საკმაოდ საინტერესო რამეს "I don't know what's real anymore... I could have had a car accident and now I'm lying unconscious in a hospital bed... but maybe this is all just going on in my head" ეს სიტყვები განსაკუთრებულ აზრს იძენს თუ გავიხსენებთ BAD Ending-ს.
12.10- სავაჭრო ცენტრში ეკრანებზე ანათებს Samael-ის ნიშანი/Metatron-ის ბეჭედი, შემდეგ მტირალი შერილი, შემდეგ მოდის ალესას ფოტოები და მისტიური სიმბოლოების გამოსახულებები (რომელთაც შემდეგ დავინახავთ “nowhere”-ში კარებზე)
12.11 - რადიო და მიზანი რეაგირებენ მატლებზე რომლებიც შემოხვეულია მკვდარი ადამიანის სხეულზე.
12.12 - ბოსის შემდეგ ქუჩაში ხიდის ნაპირებიდან შეიძლება დავინახოთ ქარის წისქვილები. ქარის წისქვილები - თავისებურად ვენტილატორებია.
12.13 - Harry-საგან წასვლის შეთავაზებაზე Lisa უარით პასუხობს იმ მიზეზით, რომ თითქოს გრძნობს. რომ არ უნდა დატოვოს საავადმყოფოს კედლები ("somehow I feel I'm not supposed to leave this place").

>>>
13) კანალიზაცია
=============

13.1 - ჟანგიანი კლიტე შეიძლება გავტეხოთ დანით.
13.2 - კანალიზაციაში შეიძლება აღმოვაჩინოთ ნავები. ნუთუ ვინმე ნორმალურს მართლა მოუვა აზრად მოაწყოს ნავით გასეირნება კანალიზაციაში??
13.3 - კანალიზაციაში არ მუშაობს რადიო.
13.4 - მიმართულების მაჩვენებლებზე არის ხელის გულის ანაბეჭდები

>>>
14) Resort Area, ნაწილი 1
====================

14.1 - ქუჩებს დარქმეულიაქვთ მწერლების სახელები
14.2 - Sanford St. დაერქვა სახელი ჯონ სენფორდის საპატივცემულოდ, რომელიც პულიცერის პრემიის მფლობელია. განთქმული წიგნია “მოულოდნელი ნადავლი“ და წიგნების სერია სახელწოდებით “ნადავლი“
14.3 - Craig St.- დარქმეული კიტ კრეიგის საპატივცემულოდ. თავიდან ის რეპორტიორი იყო შემდგომში კი გადაკვალიფიცირდა მწერლად. მას რამდენიმე ფსევდონიმიაქვს მაგრამ იცნობენ როგორც კიტ კრეიგს რომელმაც დაწერა რამდენიმე ფსიქოლოგიური თრილერი მათ შორის “წასული“
14.4 - დიალოგში Annie's Bar-ში ექიმი Kouffman-ი ამბობს, რომ არ იცნობს არავითარ Alessa-ს. Lair, F**ing Lair.
14.5 - Harrt ამბობს რომ გასაღები და ჩანაწერი “სავარაუდოდ“ დაუვარდა Kouffman-ს. სხვას ვის უნდა დავარდნოდა? მონსტრს ხომ არა?!:)
14.6 - Indian Runner ში შეგიძლიათ, რომ გასაღებით გახსნათ სეიფი რომელშიც დევს თეთრი ფხვნილით სავსე პაკეტი - ეს არის ნარკოტიკი PTV. რა სამწუხაროა რომ Harry-ს არ შეუძლია მისი აღება და გამოყენება.
14.7 - ნორმანის მოტელის ოთახის ფასი არის 15$
14.8 - იმ პორნოგრაფიული ჟურნალის დასახელება რომელსაც კითხულობს ნორმან იანგი, არის “NERO” (შესაძლებელია “VERO” - ყველა ვარიანტში მთლიანი სახელწოდება არ იკითხება). გიჩნდებათ რაიმე ასოციაცია რეალურად არსებულ გამოცემებთან?
14.9 - გირჩევთ ნორმანის ოთახში შეხედოთ ეროტიულ პლაკატს - მისი გულახდილობა არ დაგტოვებთ გულგრილს. ვფიქრობ, რომ ეს პლაკატი შემთხვევით გადარჩა SH1 ის გამოსვლამდე ჩატარებული Ethics Commetee-ის შემდეგ, ალბათ ცენზორების უყურადღებობის მიზეზით.
14.10 - ოთახში ჟანგიანი მოტოციკლეტის გვერდზე შეიძლება დავინახოთ ქილები წარწერით “SCREAM” (რაც ძალიან გვაგონებს “scream”–ს - “ყვირილი/კივილი“
14.11 - მესამე ნომერში კედელზე კიდია დახეული პოსტერი - ცირკის მსახიობის მსგავსი ულვაშიანი კაცის გამოსახულებით, წარწერით “DIES”.
14.12 - მოტოციკლეტის და განრისხებული Kauffman-ის სცენის შემდეგ Harry გამოთქვამს თავის ეჭვებს Kouffman-ის ნარკოვაჭრობასთან კავშირის შესახებ, ასევე “შეცდომით“ ვარაუდობს რომ ბოთლში იყო მხოლოდ რაღაც სიბინძურე. მიაქციეთ ყურადღება ამ ფრაზის სუბტიტრებს -Latina int-ის ზარმაც მთარგმნელებს, რომლებმაც SH1 იაპონურიდან ინგლისურზე გადმოთარგმნეს, დაავიწყდათ სიტყვებს შორის მანძილის გამოტოვება.
14.13 - ხიდზე ალტერაციის წინ, ერთი შეხედვით უმიზეზოდ, იწყება რადიოს შიშინი.
14.14 - ალტერაციის დროს Harry ამჩნევს საინტერესო დეტალს, ადრე ეს მოვლენა გავდა რეალურიდან ძილში გადასვლას, ახლა კი თითქოს რეალობა გადაიქცა კოშმარად, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ Alessa-ს სამყაროს გაძლიერებასთან ერთად მისი კოშმარი მართლაც რეალობა ხდება.

>>>
15) Resort Area, ნაწილი 2
===================

15.1 - იახტაზე ძელზე გაკრულ ადამიანს არააქვს კანი, ხოლო თავი დანარჩენი სხეულისგან განსხვავდება ფერით, თითქოს მასზე ტომარაა ჩამოფარებული, ხელებზე შეინიშნება ხელთათმანები რომელიც ექიმისას გვაგონებს. (შესაძლებელია ეს იყოს Alessa-ს მიერ ექიმის სიძულვილის ასახვა)
15.2 - კარგად ჩაუკვირდით სუბტიტრებს იახტის და შუქურის ჩანართებში - იქ რამდენჯერმე არასწორად არის სასვენი ნიშნები (არეულია ბრძანებითი და კითხვითი წინადადებები) მთარგმნელთა ხალტურის მორიგი მაგალითი.
15.3 - თუ თქვენ გამოიყენებთ ქვას კოშმარული სკოლის სახურავზე, Alchemilla-ას საავადმყოფოს ეზოში ბოსთან ბრძოლის წინ, Norman-ის მოტელის შიდა ეზოში, იახტაზე, შუქურის სახურავზე, მაშინ მოახდეთ უცხო პლანეტელების გამოძახებას, და მიიღებთ UFO Ending-ს და საჩუქრად Hyper Blaster-ს.
15.4 - ქვის შუქურაზე გამოყენების შემდეგ თქვენ დაინახავთ 5 მფრინავ თეფშს და ისინი ცაზე განლაგდებიან პენტაგრამის ფორმით.
15.5 - UFO Ending-ის მომენტი როდესაც ჰარის ბლასტერიდან წვავენ უცხო პლანეტელები, ფაქტიურად კოპირებულია სამოციანი წლების ფილმიდან Mars Attacks!
15.6 - UFO Ending-ის ტიტრები მინიშნებაა Star Wars-ის ფანტასტიკურ საგაზე.

>>>
16) კანალიზაცია ნაწილი 2 და გასართობი პარკი
=====================================

16.1 - კანალიზაციაში ვხვდებით ჩამოხრჩობილ გვამს, რომელიც გზას გვიკეტავს. ისეთივეა როგორიც დასაწყისში, სკოლის ტუალეტში ოღონდ ჰორიზონტალურად. კანალიზაცია ისედაც საკმაოდ საშინელი ადგილია ამით კი საერთოდ კოშმარია.
16.2 - კანალიზაციიდან გამოსვლისას წყალში შეგიძლიათ კარუსელის წყვილი ცხენები დაინახოთ, ერთ-ერთ მათგანს თავი აქვს მომძვრალი.
16.3 - მიუგდეთ ყური მუსიკას იმ კიბის წინ რომელსაც მივყავართ კანალიზაციიდან პარკში - უკრავენ Track "Die"-ს სრულ ვერსიას.
16.4- ასევე ღირს მოვუსმინოთ მუსიკას რომელიც ისმის ერთ ერთ ატრაქციონთან - გასართობი პარკებისთვის დამახასიათებელი მხიარული მუსიკის მოსმენა მსგავს ადგილას მხოლოდ აძლიერებს განგაშის გრძნობას.
16.5 - დასამახსოვრებელის ლოკაციის სახელი ("Theme Park") მინიშნებაა 90-წლებში გამოსული პოპულარული ბიზნეს სტრატეგიის.
16.6 - SH1-ში და SH3-ში ერთი და იგივე პარკში შევდივართ, თუმცა ლოკაციის რუკები ორივე თამაშში ოდნავ სხვადასხვაა.
16.7 - თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ Cybil-ი ისე რო კარუსელზეც კი არ შეხვიდეთ, ამისთვის უნდა გამოიყენოთ Aglaphotis-ი პარკში მორბენალ რომელიმე პატარა ჩრდილზე (როგორც ჩანს ეს რაღაც აბსურდული ბაგია) ?
16.8 - მიაქციეთ ყურადღება, რომ Cybil-ის თვალებმა წითელი სისხლის ფერი მიიღეს, ხოლო ზურგზე ემჩნევა მეწამული ლაქა. ეს შეიძლება ჩაითვალოს როგორც იმის დადასტურება, რომ Cybil-ი შეპყრობილია Alessa-ს შინაგანი დემონებით.
16.9 - პოლიციელის პისტოლეტში ზუსტად 11-ტყვიაა (იმაში კი რომელიც მან Harry-ს მისცა იყო 15). მას შემდეგ რაც შეპყრობილ გოგოს გაუთავდება ტყვიაწამალი ის ეცდება ხელების და დანის გამოყენებით მოკლას კბილებამდე შეიარაღებული Harry.
16.10 - SH1-ში და SH3-ში კარუსელებზე სხვადასხვა მელოდიები უკრავს.
16.11 - შეგიძლიათ გამოიყენოთ Cybil-ზე ბოთლი (წითელი სითხით).
16.12 - თქვენ თუ რაღაც სასწაულით მოახერხეთ მიაყენოთ უკანასკნელი დარტყმა Cybil-ს იარაღით, იმ მომენტში როცა იგი ცდილობს შეიპყროს და დაახრჩოს მთავარი გმირი, შეიძლება მოხდეს გლუკი რომელიც დაგანახებთ Harry-ს თავის გარეშე!
16.13 - სახალისო საყურებელია, როდესაც Alessa-ს და Harry-ს შორის მაგიური გარჩევის დროს პარკში უკანა პლანზე (სადაც მჟღავნდება Flauros-ის მისტიური ძალა) შეიძლება დავინახოთ კარავი წარწერით "MAGIC Ice-cream" რომელიც მშვენივრად ეხამება გარშემო მიმდინარე მოვლენებს. (სხვათა შორის იგივე კარავს SH3 შიც ვნახავთ)

>>>
17) “Nowhere
============

17.1 - ქვემოთ კართან, რომელსაც მივყავართ იმ ოთახში სადაც ხდება უბედურ მედდა Lisa Garland-თან საბედისწერო შეხვედრა, შეიძლება შევამჩნიოთ გამოსახულებები რომლებიც ორ უბედურ სახეს გვაგონებს.
17.2 - ის ფაქტი, რომ კარების კოდი რომლის მიღმაც არის Lisa, არის სიტყვა “ALERT” წარმოადგენს თავისებურ წინასწარ გაფრთხილებას.
17.3 - იმ ხალხის სიაში, რომლებიც “მოკლა სიკვდილმა“ ირიცხება 5 ადამიანი. მაგრამ მორგში, რომელშიც მივყავართ კოდით ჩაკეტილ კარს (სადაც Lisa-საც ვხვდებით) წევს 6 მიცვალებული, ვინ იყო მექვსე?
17.4 - სიმბოლურია, რომ მორგის შემდეგ ჩვენ მაშინვე ვხვდებით Lisa Garland-ს.
17.5 - სანამ Lisa მონსტრის სახეს მიიღებს მისი თვალები სისხლის ფერი ხდება, ისევე როგორც Cybil-ის.
17.6 - თუ შევალთ ოთახში სადაც Lisa-სთან შეხვედრა ხდება შეიძლება ვიპოვოთ მისი დღიური, საიდანაც ნათელი ხდება, რომ გოგონა იტანჯებოდა ნარკოტიკული დამოკიდებულებით.
17.7 - მორგის მეზობელ ოთახში სადაც Lisa-სთან შეხვედრა მოხდა, წითელ ყუთებს აწერია Psychic TV (ეს ნარკოტიკული საშუალება PTV-ს სრული სახელწოდებაა) ცხადია, რომ ასეთი დასახელება არის მინიშნება იგივე დასახელების მუსიკალურ ჯგუფზე.
17.8 - ოთახში სადაც 6 მიცვალებულია, ვპოულობთ მისტიურ სიმბოლოს ექვსქიმიანი ვარსვკავის სახით, რომელსაც თამაშში ქვია სოლომონის ამულეტი.
17.9 - Nowhere-ში კარებსა და გასაღებებზე მოხაზული უცნაური სიტყვები არის ოლიმპოს ღმერთების სახელები, რომელთაც თაყვანს ცემენ რიტუალურ მაგიაში. ითვლებოდა რომ ოლიმპოს სულებს ემორჩილებიან დაბალი სულების მრავალ რიცხოვანი რეგიონები, ასევე ანგელოზთა იერარქიის ბევრი წარმომადგენელი, თითოეული ეს ღმერთი წარმოადგენდა პლანეტას:
მთვარე - Phul
მერკური - Ophiel
ვენერა - Hagith
მარსი - Phaleg
იუპიტერი - Bethor
სატურნი - Aratron
მზე - Och
ცხადია, რომ Alessa-ს ქვეცნობიერში ამ სახელების გამოჩენა დედამისის რელიგიური შეხედულებების გავლენაა.
17.10 - სკოლის ოთახში ვხედავთ კლასის შუაგულში განმარტოებით მდგარ Alessa-ს მერხს (გოგონას მარტოობის სიმბოლო), რომელზედაც ამოჭრილია წარწერა "Go Home. Drop Dead. Thief" - ეს სალანძღავი სიტყვები ამოფხაჭნეს იმ მოსწავლეებმა რომელთაც არ უყვარდათ Alessa და რაღაც მიზეზის გამო მას ქურდს უწოდებდნენ. მერხზე დაწერილი ლანძღვის იდეა SH-ს შემქმნელებმა გადმოიტანეს სტივენ კინგის წიგნიდან Carrie სადაც მოსწავლე კერი ვაითს თავის სკოლის მეგობრები ასევე აბუჩად იგდებდნენ ("Carrie White eats shit").
17.11- ოქროს გასაღები ღმერთის წარწერით Ophiel - გაჭედილია ჟანგიანი მილის ხვრელში.
17.12- ასტროლოგიურ თავსატეხში მთავარი მნიშვნელობა ასტროლოგიურ სიმბოლოებში დაფარულ აზრს არააქვს, არამედ გამოსახულებების კიდურების რაოდენობას, შეიძლება ვიფიქროთ რომ პატარა ალესა ბავშვობაში თვლაში ვარჯიშობდა ასტროლოგიურ ნიშნებზე, ითვლიდა თითოეული სიმბოლოს ხელეფსა და ფეხებს.
17.13 - ოქროს გასაღები სახელად “Hagith” წარმოადგენს Dahlia-ს ანტიკვარული მაღაზიის საათის წუთის ისარს - რას უნდა ნიშნავდეს ეს??
17.14 - დროის ქვის გამოყენების შემდეგ საათი რეკავს 5-ჯერ, მეექვსეზე კი შუშა ტყდება და ნამსხვრევები მთავარ გმირს ეყრება, ან ეს რას უნდა ნიშნავდეს?
17.15- Nowhere-ში ანტიკვარული მაღაზიის კედელში არარის ხვრელი რომელსაც საიდუმლო სამლოცველოში მივყევართ, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ Alessa-მ მაღაზია ისეთი დაიმახსოვრა როგორიც ის იყო იატაკქვეშა ეკლესიის ორგანიზებამდე, ანდა იმას, რომ Alessa-ს დაავიწყდა დედამისის მიერ გაკეთებული ხვრელი?
17.16 - ოქროს გასაღები ღმერთის სახელით"Phaleg" მდებარეობს ჩიტის ჟანგიან გალიაში, ეს მომენტი შეიძლება ავხსნათ როგორც Alessa-ს სხეულში არსებული ღმერთის სიმბოლო.
17.17 - სურათების ფოტოგრაფირებაზე აგებული თავსატეხის აზრი აგებულია რეალურად არსებულ ნახევრად მეცნიერულ თეორიაზე, რომ ფოტოაპარატს შეუძლია გადაიღოს სხვადასხვა სპირიტული მოვლენა. (სული, მოჩვენება და ა.შ)
17.18 - მომენტი როდესაც გოგონა საკურთხევლის წინ ლოცულობს, სავარაუდოდ, ალესას მოგონებების ასახვაა.
17.19 - მტირალი ალესას ოთახში კედლებზე ვხედავთ მრავალ თვალს და დემონური შავი არსების უზარმაზარ გამოსახულებას (რომლის ფრთებიც ასევე თვალებს გვაგონებს) - ღმერთის. ასევე კედლებზე ჩანს ბავშვური ბატიფეხური "Help me" და"Kill Mam" წარწერები.
17.20 - მაგიური სიმბოლო Ankh რომელასც ვიღებთ ბნელ ოთახში, რეალურად წარმოადგენს მარადიული სიცოცხლის ძველ ბერძნულ სიმბოლოს. ითვლებოდა, რომ მისი ტარება აუმჯობესებდა ჯანმრთელობას და ფიზიკურ ძალას.
17.21 - ზედა სართულის მარჯვენა ოთახი წარმოადგენს საავადმყოფოს დირექტორის კაბინეტის კოშმარულ ასახვას (მაგიდის უჯრაც კი გამოღებულია)
17.22 - გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ თქვენთვის მისაწვდომი იქნება წიგნის წაკითხვა White Claudia-ს შესახებ, რომლისგანაც ამზადებდნენ PTV-ს რა დამთხვევაა! პირდაპირ ამ წიგნის გვერდზე დევს ბოთლი წამლით რომელიც ნებისმიერ ტკივილს აყუჩებს.
17.23 - გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ იმავე ოთახში შეიძლება ვიპოვოთ ამონაჭერი გაზეთიდან რომელიც აღწერს 7 წლის წინანდელი ხანძრის ინციდენტს, ამ გაზედის თანახმად ხანძრის მიზეზი გახდა ძალიან დაძველებული ორთქლის ქვაბის გაუმართაობა. ხანძრის დროს დაიწვა 6 სახლი, ხოლო დამწვარი სახლის ნანგრევებში იპოვეს Alessa Gillespie-ს სხეულის დამწვარი ნაწილები.
17.24 - Nowhere-ის საიუველირო მაღაზიაში ვპოულობთ მერკურის ჯვარს. გველი მერკურის ნიშანში არის ალქიმიის სიმბოლო (საიდან გაიგო ამის შესახებ Harry-მ?) საინტერესოა, რომ ალქიმიის სიმბოლოს ჩვენ ვპოულობთ სწორედ ოქროს სამკაულების (ოქროს მიღების ალქიმიური ცდები), და ძვირფასი თვლების (რიტუალი “ფილოსოფიური ქვის“ მისაღებად) მაღაზიაში.
17.25 - Harry ცდილობს დამალოს კანფეტების პაკეტი და ამასობაში იგი მთლიანად ფანტავს მის შემადგენლობას, როგორც ჩანს ეს არის ხელმრუდი Alessa-ს სამწუხარო გამოცდილების ასახვა.
17.26 - თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო კასეტა - ამჯერად ხარვეზების გარეშე. მასში ასახულია ლიზა იმ მომენტში როდესაც უვლის ალესას.
17.27 -
17.28 - თუ აიღებთ მელხიორის დანას და შეეცდებით მაცივრის დაუკეტავად ოთახიდან გასვლას, მომენტალურად მოგკლავთ მონსტრი
17.29 - მკვლელი მონსტრის არსებობა მაცივარში დაკავშირებულია პატარა Alessa-ს უსაფუძვლო შიშთან, რომ მაცივარში შეიძლებოდა ვინმე დამალულიყო.
იქნებ დედა აშინებდა და რაღაც ამის მაგვარს ეუბნებოდა: “არ დაგავიწყდეს მაცივრის დაკეტვა, თორემ საშინელი მონსტრი მოგკლავსო“
17.30 - მელხიორის დანა რეალურად არის მოხსენიებული მითოლოგიაში და სახელი დაერქვა პერსიელი ჯადოქრის, მელხიორის - “ზარატუსტრას“ კულტის მსახურის და ,,სამხრეთის მბრძანებლის“ - საპატივცემულოდ. უცნაურია, რომ Alessa-ს სურდა, ეს მითოლოგიური ნივთი მაცივრებში მონსტრების მისაჭედებლად გამოეყენებინა, ზუსტად ისე, როგორც გოგონა პეპლებს მიაკრავდა ხოლმე..
17.31 - ორობოროსის წრე (მითიური გველი, რომელიც თავისივე კუდს ყლაპავს და წარმოქმნის უსასრულო ციკლს) არის ხელახლა დაბადების სიმბოლიზაცია. სულ არაა გასაკვირი, რომ ამ მისტიურ სიმბოლოს ვპოულობთ სწორედ Alessa-ს პალატაში.
17.32 - Alessa-ს პალატაში , Dahlia, Kouffman-ის და ორი ექიმის საუბრის სცენაში, ყუდადღებიანი მოთამაშე შეამჩნევს, რომ საწოლზე მწოლიარეს მთლიანად დაფარული აქვს სახე... ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ Alessa ფიზიკური სხეული ხანძრის შემდეგ მოკვდა, და მხოლოდ მისი უსხეულო სული აგრძელებს არსებობას მის კოშმარულ სამყაროში?
17.33 - საბავშვო ოთახი ,,nowhere”-ში წარმოადგენს Gillespie-ს სახლში მისი ოთახის არეკვლას.
17.34 - კედელზე ვხედავთ, პეპლების კოლექციას - შეიძლება ვიფიქროთ, რომ Alessa გატაცებული იყო ენტომოლოგიით... თუმცა, სინამდვილეში, (ასეა ნათქვამი LM-ში) გოგონას საერთოდ არ უყვარდა მწერები (განსაკუთრებით, ტარაკნები) . ის ალბათ სიამოვნებას ღებულობდა ქინძისთავის ჩარჭობით მკვდარ მწერზე, რომელიც ისედაც ვერსად გაიქცევა, და ასე აძლევდა გამოსავალს დაგროვილ სიძულვილს. კოლექციის საუკეთესო ექსპონატი იყო გიგანტური პეპელა, ( რომელიც გოგონას მრავალრიცხოვანი ფანტაზიების საგანი გახდა - თუმცა, გულის სიღმეში, მას ეშინოდა პეპლის, რაც კიდევაც ასახულია მის სამყაროში) თუ დავითვლით პეპლებს, ცხადი გახდება, რომ მათი რაოდენობა SH1 და SH3 -ში სხვადასხვაა (SH1 -ში - 47, SH2 -ში - 49 + გასაღები).
17.35 - იატაკზე ყრია საშინელი არსებების ნახატები - გარკვეული მიზეზების გამო( ბავშვობაში გადატანილი ძალადობის მიზეზით) გოგონა ყოველთვის საშინელ მონსტრებს ხატავდა, როცა მარტო იყო. ერთ-ერთ ნახატზე გამოსახულია დამწვარი ძაღლი, მეორეზე- ფრთიანი და რქიანი დემონი ცეცხლის ფონზე, რაც გვაგონებს ანტიკვარუილ მაღაზიასთან არსებულ საიდუმლო სალოცავში არსებულ “ღმერთის“ ხატს
17.36 - საწოლთან დევს ორი თოჯინა, ერთ-ერთს ჰქვია სკარლეტი. Alessa ძილის დროს მათ ყოველთვის ლოგინში იწვენდა( ალბათ ეშინოდა სიბნელეში მარტოს დაძინების)
17.37 - იატაკზე დევს ბანქო, მაგრამ არა სამკითხაო ტარო, არამედ ყველაზე ჩვეულებრივი სათამაშო ბანქო. ალბათ Alessa-ს იტაცებდა აზარტული თამაშები...
17.38 - ოთახში ასევე შეგვიძლია ვიპოვოთ მისი დედის ახალგაზრდობის ფოტო( ზუსტად ისეთი, რომელიც ვნახეთ საავადმყოფოს ოთახში, სადაც მოხდა Kouffman-თან პირველი შეხვედრა)
17.39 - მიაქციეთ ყურადღება, რომ Alessa-ს ოთახში კარის გასაღებად უნდა გამოვიყენოთ 5 სარიტუალო საგანი ( ,,სოლომონის ამულეტი“, Ankh, მერკურის ჯვარი, მელხიორის დანა, ორობორუსის დისკი) - ეს ყველაფერი ნასესხებია სხვადასხვა ქვეყნების სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობებიდან, მაგრამ თამაშში ისინი გზას ხსნიან ერთი და იმავე ღმერთისკენ.
17.40 - კარის გასაღებად აუცილებელი საგნების გამოყენებისას ხმაური ძლიერდება, რაც შეიძლება გაფრთხილებად ჩაითვალოს.
17.1 - Alessa-ს ოთახის გვერდზე, კიბეზე, დავინახავთ ნახატს, რომელზეც გამოსახულია ნაწამები, ძელზე გაკრული ადამიანი (ძალიან გვაგონებს ძელზე გაკრულ ადამიანს სკოლის ტუალეტში). როგორც ჩანს, მსგავსი სურათები Dahlia-ს ეკიდა სახლში და Alessa-ს ბავშვურ ფსიქიკაზე დიდი ზემოქმედება მოახდინა.
17.41 - ზოგი თვლის, რომ Alessa-ას სახლის კიბის ფორმა ნასესხებია ფილმ “ფსიქოზიდან“ - ნორმან ბეიტის სახლში მსგავსი კიბე იყო.
17.42 - Cybil-თან საუბრისას, Dahlia ახსენებს ნიშანს, რომელსაც Alessa ხატავდა, არა როგორც “სამაელის ნიშანს“, არამედ ,როგორც "Talisman of METRATON"-ს( სიმართლე ისაა, რომ Harry-სთან საუბრისას Dahlia Alessa-ს მიერ გამოსახულ მისტიურ სიმბოლოებს მოიხსენიებდა, დაცემული ანგელოზის, Samael-ის სახელით მხოლოდ იმიტომ, რომ უნდოდა Harry-ს დარწმუნება იმაში, რომ საჭირო იყო Alessa-ს გეგმების შეჩერება). თამაშის მესამე ნაწილში მსგავსი სიმბოლო მოხსენიებულია უკვე, როგორც “Seal of Metatron“
17.43 - სიმბოლურია, რომ ფინალურ სცენაში იატაკზე ჩანს Mark of Samael / Seal of Metatron.
17.44 - სინამდვილეში საქანაო სავარძელზე არის Alessa-ს დამწვარი ფიზიკური სხეული, მაგრამ ვინაიდან თამაშის შემქმნელებს დაეზარათ Alessa-ს ახალი მოდელი დახატვა, გამოიყენეს რიტუალურ ტანსაცმელში ჩაცმული გვამის ნიმუში(მსგავსი ვნახეთ სკოლაში)
17.45 - Alessa-ს ნამდვილი სხეული (რიტუალურ ტანსაცმელში ჩაცმული გვამი საქანაო სავარძელში) ერწყმება Alessa-ს ჭეშმარიტ პიროვნებას ( გოგონა სკოლის ფორმაში) - და ამგვარად, იბადება ახალი სიცოცხლე. სინათლის დამაბრმავებელ ნათებაში ჩნდება საბოლოოდ აღმდგარი , თეთრ კაბაში ჩაცმული ,,ღვთისმშობელი ალესა“.
17.46 - დაბადებული “ღმერთი“ სწორედ ის დემონია, რომელიც დავინახეთ “სხვა ეკლესიის“ ხატზე, ალესას ნახატებზე და ბნელ ოთხში კედლის ნახატებზე.
17.47 - თუ “ღმერთთან“ ბრძოლას დაიწყებთ იარაღის პატრონების გარეშე, დემონს შეეშინდება გადარეული Harry-სი, რომელიც ბრძოლაში შიშველი ხელებით მიდის, და მოკვდება თავისით, ყოველგვარი დახმარების გარეშე J
17.48 - ზემოთ აღწერილი საიდუმლო არ იმუშავებს, თუ თქვენ ინვენტარში გაქვთ ჰიპერბლასტერი რამოდენიმე ტყვიით მაინც.
17.49 - ინგლისურ ვერსიაში მთარგმნელებმა გადაწყვიტეს, Dahlia-ს ფრაზა ეთარგმნათ, როგორც "My daughter will be the mother of God!",, სინამდვილეში, იაპონურ ვერსიაში ეს ფრაზა ჟღერს ასე -,,ჩემი შვილი გახდება მხსნელის დედა“( ანუ იაპონურ ვერსიაში Dahlia არასოდეს იხსენიებდა Alessa-ს სხეულში არსებულ არსებას, როგორც “ღმერთს“). იგრძენით განსხვავება.
17.50 - სხვადასხვა დასასრულის შემთხვევაში ჟღერს სხვადასხვა მუსიკა:
"Good+" --> "Tears Of..."; "Good" --> "Killing Time"; "Bad+" --> "She"; "Bad" --> "Esperandote".

► Show Spoiler
Our humanity can only be understood if we embrace both the animal and the god within us

User avatar
Riddick
Posts: 9361
Contact:

Silent Hill 1

Unread post#2 » 20 Sep 2011 18:31

ძალიან ბევრი სიანტერესო და დასაფიქრებელი ინფორმაციის მიღება შეიძლება ამ სტატიიდან. საერთოდ, ვისაც არ დაეზარება, ჯობია რო პირველის თამაში დაიწყოს და პარალელურად მიადევნოს თვალი აქ მოცემულ ინფორმაციას, თამაში ესე გაცილებით საინტერესო, გასაგები და ღრმა გახდება. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სტატია ბოლომდე არ არის მოცემული. ასევე მასში რამდენიმე შეცდომით დაწერილი წინადადებასაც გადავაწყდებით, მაგარმ მთლიანობაში ძალიან გამოსადეგი რამეა. ქვევით ჩემთვის საინტერესო დეტალებზე გავამახვილებ ყურადღებას და ბატონს სპაუნს რამდენიმე კითხვას დაუსმევ:
ქუჩების დასახელებები ძალიან დამაინტრიგებელია. მათში მოცემული მწერლების ნაწარმოებების წაკითხვა, გულწრფელი ფანისთვისაც სერიოზული გამოწვევაა.
Midwich.St - “წყეულთა სოფელი“ - ინგლისურად რაქვია ხო არ გახსოვს?
Levin.St - "როზმარის ჩივილი“ - ნანახი თუ გაქ ეს ორი ფილმი მიაწერე ღირს თუ არა ყურება.
სტივენ კინგის ბნელ გაორებაზე რო მორჩი კითხვას, სახელს მივაქიე ყურადღება Bachman.Rd =)
5.8 გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში CS8 აქ შეიძლება ვიპოვოთ ცისფერი ქვა თვალის გამოსახულებით უკანა მხარეზე. თუ გამოვიყენებთ მათ კოშმარული სკოლის სახურავზე, ალხემილას ჰოსპიტალის ეზოში მატილოკთან ბრძოლის წინ, ნორმალის მოტელის შიდა ეზოში, იახტაზე, შუქურის-ს სახურავზე, მაშინ...........

არ მახსოვს და იქნებ დაწერო რა ხდება?
6.1 Matheson-ის ქუჩის აღმოსვლეთით მდებარეობს ბარი “Ghoul”, რაც სრულიად შეესიტყვება ნისლიანი ქალაქის ისტორიებს.

ვერც ეს ვერ გავიგე
6.3 კინოთეატრს Finney Steet-ზე ჰქვია “Metropol Theatre” - სავარაუდოა, რომ ეს აღებულია დარიუ არგენტო-ს ფილმიდან “დემონები“, სადაც მაყურებელთა ჯგუფი ხდება დემონების შეპყრობილი კინოთეატრის მსხვერპლი რომელსაც ასეთივე სახელი აქვს.

სავარაუდოთ კარგი ემოციებით სავსე ფილმია

► Show Spoiler

6.3 Maru (Mary?!) არ მახოვს ეს და სურათსაც ვერ ვპოულობ
6.25 მაგარი სტრანნი გრუპაა, სხვა სიმღერები ვნხე და დავიბენი ცოტა:

► Show Spoiler

6.1 ქალის ტუალეტს შეუძლია თქვენი ტელეპორტაცია სხვა სართულზე. “Making Of”-ის მიხედვით Silent Hill-ის სერიების ტუალეტების ყველა სასწაული დაკავშირებულია იაპონურ ზღაპართან, რომელშიც ბავშვი უნიტაზში ჩავარდნით მოხვდა “სხვა სამყაროში“.

ორიგინალურია, ვერაფერს იტყვი.
6.2 ქალთა ტუალეტში რაკოვინა დასვრილია სისხლით. ვიღაცას მძიმე დღე ჰქონდა ^__^
მამაპაპური ქონდა ალბათ
6.5 ამ ფილმზეა ლაპარაკი ? IMDB
7.15 სახლში არის დამტვრეული თეფში, ეს რაღაცას ნიშნავს

ეს რაღაცას ნიშნავს? )))
8.19 გასახსნელი ხიდის კაბინის ქვეშ გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ შეგიძლიათ მოიპოვოთ საიდუმლო იარაღი.

რომელი ?

User avatar
Spawn
Posts: 158
Contact:

Silent Hill 1

Unread post#3 » 20 Sep 2011 19:14

Midwich.St - “წყეულთა სოფელი“ - ინგლისურად რაქვია ხო არ გახსოვს?

Village of the Damned IMDB ფსიხოზე გადიოდა ადრე : )))

არ მახსოვს და იქნებ დაწერო რა ხდება?

UFO Ending იხსნება : )

6.3 Maru (Mary?!) არ მახოვს ეს და სურათსაც ვერ ვპოულობ

სად ეძებ რო? : ) სკოლაშია ერთ-ერთ კლასში

რომელი ?

Hyper blaster UFO Ending-ს რო გახსნი მერე დევს
Our humanity can only be understood if we embrace both the animal and the god within us

User avatar
Ripster
Posts: 1465
Contact:

Silent Hill 1

Unread post#4 » 02 Oct 2011 18:26

Spawn
აი ახლა ნელ ნელა ვხვდები რატომ გიყვარს ეს თამაში ასე ძალიან

Whoa... რა მაინტერესებს და ბოლო ტური რომ არის
რუსული ვერსიით ვთამაშობ მე და ჩაწერის დროს ლოკაციას წერს "ნიგდე" Nowhere ალბათ
და რა მაინტერესებს რუკა არ აქვს მაგ "ლოკაციას"?
:|

====
hmmm დავხურე
აუ რა ნიტოდ დამთავრდა :|:|:|
You'd better do something about that cough

User avatar
SLaYeR
Posts: 4767
Contact:

Silent Hill 1

Unread post#5 » 02 Oct 2011 18:56

road to nowhere ასე ერქვა მახსოვს
რუკა არ არის მანდ, დაახლოებით ლიმბოს მაგვარი გაურკვეველი ადგილია ნისლით დაფარული

p.s. რომელი ენდინგით დახურე?

ისე ეხლა შევნიშნე, Games in General-ში რატო არ გვაქვს SH თემა? ადრე ვაპირებდი გახსნას და მგონი სპაუნას მივწერე, btw სერიებზე საჭიროა თემა თავისი download link-ებით
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Ripster
Posts: 1465
Contact:

Silent Hill 1

Unread post#6 » 02 Oct 2011 19:02


SLaYeR

რაღაც ძალიან ნიტო ენდინგით :|
თეთრებში გაზმანული ქალი გამეძრო
მოვკალი და Cherylი მეუბნეოდა მადლობ მამა და ნახვამდისო :D
ალბათ შერილი იყო ის ქალი
და მე მოვკალი :|
You'd better do something about that cough

User avatar
SLaYeR
Posts: 4767
Contact:

Silent Hill 1

Unread post#7 » 02 Oct 2011 19:11

ხო ეგ bad ending-ია, ბოლოს კადრია ჰარი მეისონი ისევ იმ კაფეშია მკვდარი
ეტყობა ფარდულში არ შეხვედი სანამ შუქურასთან მიხვალ
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Ripster
Posts: 1465
Contact:

Silent Hill 1

Unread post#8 » 02 Oct 2011 19:53

ხო ეგ bad ending-ია, ბოლოს კადრია ჰარი მეისონი ისევ იმ კაფეშია მკვდარი
ეტყობა ფარდულში არ შეხვედი სანამ შუქურასთან მიხვალ

შუქურასთან რომ მივდიოდი იმდენი მფრინავი მონსტრები გამომეკიდნენ რომ გავრბოდი
მანდ ჩემთვის მთავარი იყო ცოცხალი მიმეღწია კატერამდე
შით.. კიდევ როგორი ენდინგებია? :(
იმაზე ვიკაიფე უცხოპლანეტელები რომ წაიყვანენ :D

► Show Spoiler
You'd better do something about that cough

User avatar
SLaYeR
Posts: 4767
Contact:

Silent Hill 1

Unread post#9 » 02 Oct 2011 21:07

ორი რაღაცაა, შეგიძლია გადაარჩინო ან მოკლა სიბილი და შეგიძლია მაგ გოგოს მაგივრად სამაელს ებრძოლო, ბოლოს ბავშვი დაიბადება და წაიყვან
4 ენდინგია
და + UFO

► Show Spoiler
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Ripster
Posts: 1465
Contact:

Silent Hill 1

Unread post#10 » 02 Oct 2011 23:09

► Show Spoiler
You'd better do something about that cough

User avatar
Spawn
Posts: 158
Contact:

Silent Hill 1

Unread post#11 » 10 Oct 2011 16:29

დაემატა მეორე ნაწილი!
Our humanity can only be understood if we embrace both the animal and the god within us

User avatar
SLaYeR
Posts: 4767
Contact:

Silent Hill 1

Unread post#12 » 11 Oct 2011 13:40

წავიკითხე და თითქოს დავბრუნდი SH-ში, ეხლაც მახსოვს საავადმყოფოს პირველი ეფექტი, ბოსთან ბრძოლა, განთიადზე ზარების რეკვა, ხიდის შეერთება და პოლიციის შენობაში შესვლა, გარეთ დიდი მაიმუნებივით მონსტრები რო ხტუნაობდნენ )))
რამდენი ხანი ვათრევდი პლასტმასის ბოთლში ჩასხმულ aglophotis-ს, თან ვერსად ვერ ვიყენებდი, თუ სადმე გავიჭედებოდი ეგრევე select და use მარა არ ხდებოდა არაფერი )) ინტუიციით ვიცოდი რო ამდენი ხანი არ უნდა მქონოდა, ბოლოს მაგის გამო დავრძრწოდი მთელ ქალაქში და ვამოწმებდი სხვა გზებს, მასე ვიპოვე good ending-ისკენ გზა

Hyper Blaster მეორე დაწყებაზე bad ending-ის შემდეგ ვიპოვე თუ არ ვცდები საყასბოში, რუკაზე მქონდა უკვე დამუღამებული იმ შენობების აღნიშვნა რომელიც იღებოდა და მაგიტომ გადავწყვიტე იქ ასვლა. ufo ending არ დამჭირვებია ^__^

საინტერესო ფაქტებია, რაღაც ახალი პარალელებიც დავიჭირე, მაგალითად იაპონურ სიმბოლიკაში პეპელა სულსაც აღნიშნავს, ანუ ალესას ვარიანტში როცა პეპელას იჭერდა და აწვალბდა ძალიან გავს SH-ში გამომწყვდეული პერსონაჟის წვალებას (ზოგ შემთხვევაში Hard-ზე მოთამაშისაც : D ), გიგანტური პეპელა კი შეიძლება Lisa-სთანაც გავაიგივოთ როგორც განსაკუთრებული წამებამისჯილი ობიექტი. ალესას ბუნება როგორც ურობოლუსი და სამყაროს მშთანთქმელი გველი, მუდმივი რენიკარნაციის სახე, მაგისი ბოროტებასთან პარალელი და ბოროტების სიმბოლოზე (დაბადებული Samael ოკულტური Baphomet-ის სახით) საუბარი სხვა დროს იყოს ეხლა მეზარება

ბოლო ლოკაციაში დაბმულ გვამზე რო წერია, სკოლაში მასეთივე გვამის ნახვის დროს არ დარეკავს ტელეფონი შერილის ხმა რო ისმის? დალიაც მაგ გვამზე არ ეუბნება ბოლოს ეს არის შერილიო?
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Ripster
Posts: 1465
Contact:

Silent Hill 1

Unread post#13 » 11 Oct 2011 14:04

რამდენი ხანი ვათრევდი პლასტმასის ბოთლში ჩასხმულ aglophotis-ს, თან ვერსად ვერ ვიყენებდი, თუ სადმე გავიჭედებოდი ეგრევე select და use მარა არ ხდებოდა არაფერი )) ინტუიციით ვიცოდი რო ამდენი ხანი არ უნდა მქონოდა,

ეგ გულზე მაწევს დღემდე
ვერ გამოვიყენე რომ ვხურავდი : D
მეორე ჯერზე უეჭველი უნდა ვიპოვნო ის ადგილი სადაც მაგას ვიყენებ : D
You'd better do something about that cough

User avatar
grigoli1970
Posts: 612
Contact:

Silent Hill 1

Unread post#14 » 11 Oct 2011 14:07

: D მეც ბოლო ლოკაციაში დამეზარა აქეთ იქით სირბილი არადა იმენა ვგრძნობდი რო რაღაც გამოვტოვე მარა მაინც წავედი წინ და მაგის გამო ცუდად დამთავრდა თამაში მარა მე ეგ ენდინგიც მომეწონა : D

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 16 guests