Silent Hill, პლოტ ანალიზი

ინდუსტრიის < ისტორია < ამბავი < რეტროსპექტივა < კვლევა < ანალიზი < ესე
User avatar
Spawn
Posts: 157

Silent Hill

Unread post#1 » 27 Jan 2010 15:51

Silent Hill Plot Analysis
========================
>>>

Silent Hill - ქალაქი, სადაც ხდება აუხსნელი მოვლენები... ჩაძირული სხვა სამყაროებში... მარად ცოცხალი მოგონებები... ღმერთების დაბადება და ხალხის იდუმალი გაუჩინარებები... არის თუ არა ამ აუხსნელ მოვლენებში დაფარული რაიმე ლოგიკა? რა არის მათი მიზეზი, არიან თუ არა ისინი ურთიერთკავშირში? თავი პირველის ამოცანაა მისცეს მაქსიმალურად ზუსტი და შესაბამისი ახსნა Silent Hill-ის სიუჟეტის უკეთესად გაგებაში. ბუნებრივია, ყველა თეორია ახსნილი მაქვს საკმაოდ პოპულარულ ენაზე, მისაწვდომად, დამამტკიცებელი საბუთებით.

1) ალტერნატიული სამყარო, პირველი შთაბეჭდილება,
ძირითადი კანონზომიერებები

=================
>>>

როგორ ფიქრობთ, რის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ Silent Hill-ის სერია? გარდა ღრმა სიუჟეტისა და გამორჩეული პერსონაჟების... მაგრამ ჩემის აზრით თამაშის ძალიან მნიშვნელოვან სტრუქტურულ ნაწილს წარმოადგენს სწორედ ალტერნატიული სამყარო, რადგან ეს იდეა შესამჩნევად აღრმავებს სიუჟეტს, ამას გარდა, წარმოადგენს ბრწყინვალე მიგნებას Gameplay-ში. ასე რომ დავიწყოთ სწორედ ალტერნატიული სამყაროს განხილვით.

1-1 რას ხედავთ? (ალტერნატიულობის კანონზომიერებები)
---------------------------------------------------------------------------------------------------------
მოდით გავარკვიოთ, რას ხედავენ პერსონაჟები ალტერნატიულ სამყაროში. პირველ რიგში, უნდა ავღნიშნოთ, რომ ყველა პერსონაჟისთვის ალტერნატიული სამყარო გამოიყურება სხვადასხვანაირად. (გაიხსენეთ Anjela “for me it always like this…” არაჩვეულებრივი მომენტია, სხვათაშორის) ანუ ყველა ხედავს საკუთარ ალტერნატიულ სამყაროს. (“in the otherworld, the world is seen differently depending on the person“ ამ იდეას ადასტურებს Lost Memories) მეორე რიგში უნდა ავღნიშნოთ “ობიექტური” და “ალტერნატიული” სამყაროების უკიდურესი მსგავსება მე ვფიქრობ, რომ რუქები ფაქტიურად ერთი და იგივეა, იცვლება მხოლოხ “ხასიათი“ და განწყობა. ეს შეიძლება განვიხილოთ Heather-ის მაგალითზე: ალტერნატიულ სამყაროში მისთვის პრაქტიკულად არ იცვლება კარებები და დერეფნების მდებარეობა იცვლება მხოლოდ ხასიათი. ანუ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ის ამოატრიალეს პირუკუღმა Heather-ს ეს სამყარო რაღაცით აგონებს “ალისას საოცრებათა სამყაროში“ გადატრიალებულ სამყაროს რომელიც თავიდან სრულ სიგიჟედ ეჩვენება. მაგრამ ის უცბად ჩაგითრევს, ეჩვევი საგნების ახლებულ წესებს. მაგალითად, თამაშის დასასრულს, (SH3, მორგი სადაც აიღეთ Hadged Man – Taro Card) Heather-ი აღიარებს რომ უკვე მიეჩვია გვამებს, სისხლს და ა.შ. და აღარ აქცევს მათ ყურადღებას... იგი აგრეთვე ეკითხება საკუთარ თავს “იქნებ უკვე გავგიჟდი” (I feel i’m gonna go crazy myself sooner or later, I might even already be crazy. who knows?) მაგრამ საინტერესოა - რატომ ეგუება ადამიანის ცნობიერება ასეთ გადაგვარებულ სამყაროს? ცნობიერების შემგუებლობის გამო? თუ იმიტომ რომ ეს სამყარო ანიჭებს მას ქვეცნობიერ სიამოვნებას, ასრულებს მის დაფარულ სურვილებს?

1-2 კოშმარი თუ სამოთხე? (იდეური + სიუჟეტური ანალიზი)
---------------------------------------------------------------------------------------------------------
როგორც ვხედავთ, Silent Hill-ის ყველა პერსონაჟს თავისი სამყარო ზოგადად აკმაყოფილებს (გამონაკლისი - პერსონაჟები, რომლებიც ხედავენ არა თავიანთ სამყაროს). უნდა ავღნიშნოთ, რომ ალტერნატიული სამყაროს აღქმა დამოკიდებულია ცალკეულ ადამიანის იდუმალ სურვილზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს სამყარო ადამიანის გონების სანაცვლოდ უსრულებს მათ სურვილებს, შეშლილობა უსრულებს სურვილებს? ეს საკმაო სიზუსტით განსაზღვრავს სერიების იდეას. Silent Hill 2-ის ბოლოს James-ი ამბობს ძალიან ღრმა შინაარსიან მნიშვნელოვან ფრაზას "I was weak. That's why I needed you..." მაგრამ ეს ფრაზა შეესაბამება Pyramid Head-ების წყვილს ან Maria-ს?? არა, James-ი ლაპარაკობს მთელს თავის სამყაროზე, რადგან პატიოსანი კლერკის სურვილი იყო რამენაირად დაესაჯა თავი ცოდვებისთვის და მისი სამყარო მის სადომაზოხისტურ სურვილს წარმატებით უსრულებს. დაახლოებით იგივე ხდება Anjela Orosco-ს თავზეც, Eddie Dombrowskie-ს სურვილი იყო ძალადობა, უფრო სწორად სასტიკი ანგარიშწორება ადამიანებზე, რომლებიც მას ამცირებდნენ. (ფაქტიურად, მას სურდა, რომ მისთვის დაეცინათ - ეს გაამართლებდა Eddie-ს და მისი ძალადობა საკუთარ თვალში სამართლიანი შურისძიება იქნებოდა) - და შეშლილმა სამყარომ მისცა Eddie-ს ასეთი შესაძლებლობა, ახლა მას შეუძლია იხილოს რამდენიც უნდა ადამიანი, რომლებიც მას დასცინიან, იმისთვის რომ მერე გაუსწორდეს მას. Alessa Gellispie-ს სურვილი იყო დამალვოდა ადამიანებს - და იგი დაიმალა ჯოჯოხეთურ კოშმარში, იქ სადაც არარის ადამიანების ადგილი, იქ, სადაც ვერ გაბედავს შეხედვას ვერცერთი ნორმალური ადამიანი, ხოლო Claudia Wolf-ი მთელი ცხოვრება იმედით და რწმენით ცხოვრობდა. ის ყოველთვის ოცნებობდა იმაზე, რაც არასოდეს არ იყო მის ცხოვრებაში. იდეალურ სამყაროზე, "where people would be happy just by being there ", ამიტომ ალტერნატიული სამყარო მას სამოთხედ მიაჩნია (“სამოთხის ხილვები” Claudia-სთან ბავშვობიდან სტუმრობდნენ - "Even as a child I saw the coming of this day"). მაგრამ როგორც ვხედავთ Silent Hill 2-ის პერსონაჯების მაგალითზე, ყველა ადამიანი არ ოცნებობს სამოთხეზე ამ სიტყვების ტრადიციული გაგებით. ამგვარად გასაგებია, რომ ალტერნატიული სამყარო შეიძლება იყოს “სამოთხეც” და “სისხლიანი კოშმარიც”. გარე სინამდვილის აღქმა დამოკიდებულია სუბიექტურ თვისებებზე, ღირებულებათა სისტემაზე და ადამიანის სურვილზე. ეს იდეა ძალიან სიმბოლურია და ჩვენს დროშიც ძალიან აქტუალური.

>>>

1-3 რეალურია თუ არა ალტერნატიული სამყარო? (იდეური ანალიზი, ფილოსოფიური აზრი)
---------------------------------------------------------------------------------------------------------
სინამდვილეში ეს ბევრად უფრო ფაქიზი და ფილოსოფიური კითხვაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. საქმე იმაშია, რომ სამყაროში არარსებობს აბსოლიტური რეალობა (ისევე, როგორც აბსოლიტური ჭეშმარიტება). ამგვარად აზრი აქვს, მხოლოდ სუბიექტურ რეალობაზე ლაპარაკს - იმას თუ როგორ აღიქვამს ადამიანი გარემომცველ სამყაროს და არის თუ არა ეს ერთადერთი რეალობა ამ ადამიანისთვის... მაგრამ აქ არის გარკვეული ეშმაკობა: ადამიანის გონება მოწყობილია ისე, რომ ის ცდილობს გაექცეს ყველაფერს, რაც მას ტკივილს აყენებს, ამიტომ გამოდის, რომ ნებისმიერი ადამიანი აღიქვამს გარე სამყაროს (ან მის ელემენტებს) ისე, როგორც მას უფრო აწყობს... ამგვარად იქმნება სუბიექტური აღქმების, სუბიექტური რეალობების, სუბიექტური სამყაროების გარკვეული რაოდენობა... მაშინვე გვახსენდება ძველ ბერძენი ფილოსოფოსები თეორიები ცნობიერების მიერ მატერიის არეკვლაზე... ამგვარად ვამთავრებ შესავალს და ვპასუხობ 1-3 კითვას: "For him there is simply no other reality, furthemore , he is happy there” ვკითხულობთ საავადმყოფოში ექიმის დღიურიდან ეს ფრაზა ჩემის აზრით, ყველაზე ზუსტად აღწერს ალტერნატიული სამყაროს სუბიექტურ რეალობას და აგრეთვე მის აზრს.

1-4 ახდენს თუ არა ალტერნატიული სამყარო პერსონაჟების სურვილების მატერიალიზაციას?
არიან თუ არა მონსტრები მატერიალური?

---------------------------------------------------------------------------------------------------------
ამგვარად, ჩვენ ვიცით, რომ ალტერნატიული სამყარო სუბიექტურად რეალურია. მაგრამ როგორ გავარკვიოთ, არის თუ არა ალტერნატიული სამყარო მატერიალური? ამის გარკვევის ერთადერთი გზა არის გავარკვიოთ, ამ სამყაროს ყველა პერსონაჟი ხედავს თუ მხოლოდ მთავარი გმირი? გავარჩიოთ ეს რამდენიმე მკაფიო მაგალითზე:
ა) თუ Alessa-ს (ან Alessa+Cheryl+Heather)-ს მონსტრები იყვნენ აფსოლიტურად მატერიალურნი, მაშინ ისინი უნდა ყოფილიყვნენ ქალაქში Silent Hill 2 -შიც, მაგრამ James-ი ვერ ხედავს Alessa-ს მონსტრებს.
ბ) James-ის საუბარი Laura-სთან SH2-ში "-What a little girl like you doing here anyway? - Are you blind or something?? " ან კიდევ ეს :
"-You don't even have a scratch on you! - Why should I??"
ბ) Eddie გამოტყდება, რომ არ უნახავს არანაირი Pyramid Head-ი (SH2, ლაპარაკი ტუალეტში James: You’re not friends with that red, Pyramid thing, are you? Eddie: Red pyramid thing? I don’t know what are you talkin’ about. Honest. ნუთუ ეს მხიარული Dombrowskie-ს მორიგი ხუმრობაა?
გ) ბრძოლაში მონსტრთან (კატაკომბები SH2) Anjela ხედავს მონსტრში მამამისს... ნუთუ მამამისი ამ მონსტრის ორეული ან ტყუპი ძმა იყო?? ან იგი ხედავს მას სხვანაირად, ვიდრე James-ი.
დ) Anjela-ს სამყაროში მუდმივად ბობოქრობს ჯოჯოხეთური ცეცხლი - ალტერნატიული სამყარო აბსოლიტურად ნამდვილი რომ ყოფილიყო - მაშინ ცეცხლიც ნამდვილი იქნებოდა - და Anjela-ს ჩამოსვლის შემდეგ მთელი ქალაქი უნდა გადამწვარიყო. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. დასკვნა: სინამდვილეში არანაირი ცეცხლი არ ყოფილა! ესეიგი შეიძლება ალტერნატიული სამყარო არარის მატერიალური და არსებობს მხოლოდ გონებადაბნელებულ პერსონაჟების წარმოდგენაში?!
ე) SH2-ის დასასრულს (კიბეზე) Anjela თავიდან (პირველი 5-10 წამის განმავლობაში) James-ს ხედავს თავის დედის სახით - იგი რა? “blind or something??”, თუ Sunderland-ი თავის დედაში აერია 1 მეტრზე ნაკლებ მანძილზე? თუ James-ი მართლა Anjela-ს დედა იყო?=)
ვ) იქ სადაც Anjela ლაპარაკობს თავის ცეცხლოვან სამყაროზე "You see it too ? For me it's allways like this “ Anjela-სთვის ყოველთვის ასეა, ხოლო James-ი ამ სამყაროს ხედავს მხოლოდ ერთხელ - ესეიგი Anjela-ს ცეცხლი მატერიალურად არ არსებობს.
ზ) თუ ხვრელები, სადაც ვარდება James-ი და მიძვრება Henry, აბსოლიტურად მატერიალურია, მაშინ... ოხ არც კი ვიცი რა ვთქვა ამის თაობაზე.
თ) თუ Pyramid Head-ი თავისი Great Knife-ით აბსოლიტურად მატერიალური იყო, მაშინ James-ი თამაშის ბოლოს დაემგვანებოდა მოსიარულე სისხლიან ვინეგრეტს... და საერთოდ - ნამდვილი მონსტრების სინამდვილეში მიყენებული ჭრილობები შეიძლება მორჩეს Health Drink-ის ბოთლის დალევით? ჰეჰ დასაფიქრებელია...
ი) ჩანაწერი SH2-იდან (Memo next to corpse #2): "I saw those demons. They were there, I'm certain. But my friend says he didn't see anything. If that's true, does that mean that what I saw was an illusion?" - ეს კი 100% მეტყველებს მონსტრების არამატერიალობაზე. ზემოთ თქმულიდან გამომდინარეობს, რომ ალტერნატიულ სამყაროს და მონსტრებს ყველა ვერ ხედავს, ესე იგი ისინი არ არიან მატერიალურნი. თუმცა... უნდა ავღნიშნოთ, რომ Lost Memories-ში არის ასეთი ფრაზა : "Silent Hill 2 the materialization of delusions" - რას უნდა ნიშნავდეს ეს? ავტორების მორიგი ხუმრობაა? არამგონია, თუმცა ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკებთ. მანამდე მივაქციოთ ყურადღება, რომ ავტორები იყენებენ სიტყვას "delusion" (ილუზია, დაბნეულობა) ამას დიდი მნიშვნელობა აქვს... სხვათა შორის Lost Memories-ში ტერმინს “მატერიალიზაცია” აქვს რამდენიმე “უცნაური” მნიშვნელობა, მაგალითად "In the church that is the final stage of the game, a young girl's crying voice and footsteps materialize" ჰმმ.. საეჭვოა (ამაზე მოგვიანებით 1-10 პუნქტში)

>>>

1-5. განსხვავება სინამდვილეს, ილუზიასა და ჰალუცინაციას შორის.
---------------------------------------------------------------------------------------------------------
Silent Hill-ის სიუჟეტის უფრო ნაყოფიერი ანალიზისთვის მომიწია, წამეკითხა რამდენიმე წიგნი ფსიქოლოგიაში ჰალუცინაციების თემაზე - მოკლედ გადმოვცემ იმ მნიშვნელოვან საკითხებს რომლებიც უნდა იცოდეს ყველამ ვისაც უნდა Silent Hill-ის გაგება.
ა) სინამდვილე - არის ის, როგორც უნდა აღიქვას “ნორმალურმა” ადამიანმა გარემომცველი სამყარო, ანუ ობიექტის ჭეშმარიტი ფორმა და შინაარსი იგივეა რაც მისი ფორმის და შინაარსის ანარეკლი ადამიანის ცნობიერებაში. უფრო მარტივად გეტყვით : ჭეშმარიტი (ობიექტური) ობიექტი = ამ ობიექტის სუბიექტურ ასახვას ადამიანის მიერ... კიდევ ვერ გაიგეთ? ჰმმ, მძიმე შემთხვევაა - მაშინ მოვიყვანოთ ცხოვრებისეული მაგალითი, რომელიც მისაწვდომი იქნება ძვირფასი მკითხველისთვის... მაგიდაზე დევს Health Drink-ის ბოთლი, იღვიძებს ძვირფასი მკითხველი ახალი წლის შემდეგ, შეხედავს Health Drink-ის ბოთლს და აღიქვამს სწორედ Health Drink-ის ბოთლს და არა სხვა რამეს, გაიგეთ? =)
ბ) ჰალუცინაცია - ეს ის არის რაც არ უნდა ემართებოდეთ “ნორმალურ” ადამიანებს, ანუ გარემომცველი სამყაროს მცდარი ხედვა, იმ საგნის აღქმა რომელიც რეალურად არ არსებობს. რა არის (უფრო ზუსტად - რა ითვლება) “მცდარი”? - გასაგებია, ის რასაც ხედავს მხოლოდ “არანორმალური” და სხვა არავინ - ანუ ერთი ადამიანის გალუცინაციას ვერავინ დაინახავს ამ “გიჟის“ გარდა. (აი საინტერესო და მრავალ მნიშვნელოვანი ამონაწერი Lost Memorie-დან ( Red Devil-ისა და Walter Sullivan-ის შესახებ) : Sullivan says that he saw a "red devil." What was it that he saw? - No one besides Sullivan himself can really know what he saw."). და რას წარმოადგენს ეს თვითონ ეს “მცდარი სახეები”, რომლებსაც შეშლილის გარდა ვერავინ ხედავს. ეს არის ადამიანის ქვეცნობიერის ელემენტები (სახეები ქვეცნობიერიდან), რომლებიც “გამოძვრნენ” გარეთ და დაფარეს სინამდვილე. რატომ ვერ ხედავს ამას სხვა? რადგან ისინი ერთი ადამიანის ცნობიერებაში არსებობენ და სინამდვილეში არ არსებობენ, მათ ვერავინ დაინახავს. მაგალითი : პატივცემული მკითხველი, რომელმაც დალია ახალ წელს ბოთლიდან, დარბის ნაძვისხის გარშემო და ყვირის: “მიშველეთ!! მას ჩემი მოკვლა უნდა!! სანტაკლაუსი მომძდევს!!” ამგვარად, გასაგებია, რომ ჰალუცინაცია არარის დამოკიდებული სინამდვილეზე.
გ) ილუზია - ხანდახან “ნორმალურ” ადამიანებსაც ემართებათ. ილუზიის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ რეალურად არსებულ ობიექტს ადამიანი აღიქვამს რაღაც სხვანაირად, თავისებურად, ზედმეტად სუბიექტურად. ხშირად ასეთი რამე ხდება გაძლიერებული ლოდინის (წინათგრძნობის) ან ემოციური დაძაბულობის დროს ისეთ ფაქტორებთან ერთად, როგორიც არის მხედველობის დეფექტი, გაძნელებული ხილვადობა (მაგალითად ღამით). პრინციპი ასეთია - ადამიანი ობიექტს ხედავს არა მთლიანად, არამედ ნაწილობრივ (მაგალითად, ობიექტი ძნელი დასანახია) - მაშინ ადამიანის ცნობიერება ავტომატურად ასრულებს ობიექტის აღქმას, მისი განწყობის და იმ ინფორმაციის შესაბამისად რაც ქვეცნობიერში უდევს. ეს ცოტა ძნელი გადმოსაცემია სიტყვებით, ამიტომ მოვიყვან მაგალითს : “საღამოა. მიდის პატივცემული მკითხველი გზაზე. ბნელდება, გარშემო ნისლია, თითქმის არაფერი ჩანს - პატივცემული მკითხველი კი ამ გასეირნების წინ მთელი დღე Silent Hill-ს ურტყამდა თავს - ასე რომ ის შეშინებულია მიდის ნისლში, ყველა ფაჩუნზე თვალებს აცეცებს ეშინია საკუთარი ნაბიჯების ხმის - მოკლედ, სრულ გაუგებრობაშია. წინ მიდის მეორე ადამიანი, მაგრამ პატივცემული მკითხველი მას ვერ ხედავს - უფრო სწორედ ხედავს მხოლოდ სილუეტს, რომელიც მის წინ ირხევა. იგი როგორც ვთქვით, Silent Hill-თან იჯდა მანამდე - და ეხლა მზად არის ნებისმიერი მონსტრი დაინახოს თავის წინ : ის ყურადღებით უცქერს მის წინ მოძრავ სილუეტს და!! იგი მართლაც იწყებს ამ სილუეტში მონსტრების მოხაზულობის აღმოჩენას!! იღებს შეშინებული მკითხველი უზებს და ესვრის წინ მიმავალ “მონსტრს” (ანუ ადამიანს, რომელშიც მან ნერვიულობისგან მონსტრი დაინახა) ჰეჰე, ეს მაგალითი არაფერს გაგონებთ? შეიძლება სხვანაირადაც ვთქვათ : ადამიანი ბრუნდება ნისლში ეკლესიიდან, იგი თვით დაჯერებული რელიგიური ფანატიკოსია - მაშინ მის წინ მოძრავი (სტოლბის/ბუჩქის/მანქანის) ან რაიმეს სილუეტში, იგი დაინახავს ანგელოზს ან რაიმე მის მსგავსს. ასევე შესაძლებელია აზრობრივი ილუზია (“ქვეტექსტების ილუზია“) - მაგალითად, დასახელება "Rosewater Park" - თქვენის აზრით, ის საშიშია? თუ თქვენი პასუხი იქნება დიახ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ცნობიერება თვითონ ეძებს ამ დასახელებაში ასოციაციას, რომელიც შეესიტყვება Silent Hill-ს (ესეც არის ილუზია), თუ თქვენი პასუხი არის “არა”, ეს ნიშნავს რომ თქვენ არ გითამაშიათ Silent Hill-ი - წესიერად. ამგვარად ილუზია არის რთული გადაჯაჭვა ობიექტური რეალობის და გამონაგონისა, მატერიის და ქვეცნობიერისა. ეს გამორჩეული ფენომენია, რომელიც აერთიანებს თავის თავში რეალობის და ჰალუცინაციის ელემენტებს. სწორედ ასეთივე აღწერილობას ალტერნატიული სამყაროსი ჩვენ ვპოულობთ ექიმ Brookhaven-ის ჩანაწერებში (SH2) : "The "other side' perhaps may not be the best way to phrase it. After all, there is no wall between here and there. It lies on the borders where reality and unreality intersect." და რას უნდა ნიშნავდეს ეს?

1-6 არის თუ არა მონსტრები და ალტერნატიული სამყარო ჰალუცინაცია?
---------------------------------------------------------------------------------------------------------
ეხლა ვიფიქროთ, მთელი ეს ალტერნატიული სამყარო თავის მონსტრებთან ერთად არის თუ არა ერთი დიდი ჰალუცინაცია? სინამდვილეში თამაშის მსვლელობაში მონსტრების ამგვარი ინტერპრეტაციის ბევრი მტკიცებულებაა - მაგალითად:
ა) SH1, Bad - დასასრული - გამოდის რომ, მთელი Silent Hill 1 იყო ჰალუცინაცია, მომაკვდავი მწერლის ტვინში რაღაც გაელვება? თუმცა SH3 იდან ვიცით რომ ეს არის “არასწორი“ დასასრული.
ბ) SH2,თუ Pyramid Head-ი არ იყო ჰალუცინაცია, მაშინ რა იყო? (ამის შესახებ მოგვიანებით)
გ) SH1-ში ჩვენ ვნახულობთ შეხსენებას PTV-ზე (White Claudia) როგორც ჰალუცოგენზე.
დ) SH4-ში ყოველი “სამყაროს” შემდეგ Henry-ს ეღვიძება საწოლში - ეს მხოლოდ სიზმარი იყო??

>>>

მაგრამ ამ თეორიის მიხედვითაც კი უპასუხოდ უამრავი კითხვა რჩება:
ა) ჰალუცინაცია მხოლოდ ერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ მაშინ როგორ ხედავენ Claudia და Heather-ი ერთად Missioner-ს სახურავზე, თუ ის სინამდვილეში არ არსებობს? (იმას აღარ ვამბობ, რომ Lost Memories-ში გარკვევით წერია, რომ ეს არის კულტის წევრი) და ისედაც არარსებული Missioner-ი როგორ მოკლავდა Harry Mason-ს?
ბ) თუ დაუშვებთ კიდევაც, რომ პერსონაჟები რაღაცნაირად ხედავენ ერთმანეთის ჰალუცინაციებს, მაინც Anjela როგორ ხედავს მამას, James-ი კი სწორედ ამ მამაში ხედავს მონსტრს? რა, უბრალო დამთხვევაა?
გ) თუ ალტერნატიულ სამყაროს არანაირი საერთო აქვს რეალობასთან, მაშინ რატომ იმეორებს იგი “ნორმალურ“ სამყაროს ისე ზუსტად, რომ ორივე სამყაროში ერთიდაიგივე რუკით შეიძლება გაგნება?
დ) ცხადია, რომ Leonard-ი არ იყო უბრალო ჰალუცინაცია - ის ზუსტად იყო ცოცხალი ადამიანი (Heather-ის მოსვლამდე) - ის არ შეიძლება უკვე მკვდარი ყოფილიყო, ამას ამბობს Claudia ფრაზით : "Why did you (Vincent) sent her (Heather) to my father (Leonard)" - თუ Leonard-ი არ არსებობდა, მაშინ რა აზრი ჰქონდა ამ ფრაზას.
ე) თუ მთელი ეს სამყარო და Silent Hill-ის მოვლენები პერსონაჟების სიზმრებია, მაშინ როგორ მივიდა Heather-ი სახლამდე? თუ მისი სახლი, მამა, Claudia, მხოლოდ სიზმარია?
ვ) თუ მონსტრები - ჰალუცინაციაა, მაშინ როგორ შეიძლება მათი მოკვლა, მაგალითად, პისტოლეტით რომელსაც აძლევს Cybil-ი Harry-ს, ან Heather-ის ელექტრო-შოკერით? ან ბოლოსდაბოლოს Heather-ის ფეხით (იმედია Heather-ის ფეხის რეალურობაში და მატერიალურობაში ეჭვი არ გვეპარება?) =)
ზ) SH2-ში ქალაქის გზაზე (შუქნიშანთან ახლოს) შეიძლება დავინახოთ მონსტრი, რომელიც გაიტანა მანქანამ. უბედური შემთხვევაა? თუ მონსტრი James-ის ჰალუცინაციაა, მაშინ როგორ გადაუარა მას მანქანამ?

1-7 აღქმის ილუზია?
---------------------------------------------------------------------------------------------------------
როგორც ვნახეთ, ზემოთ მოყვანილი ვერც ერთი თეორია ვერ ხსნის სრულად ალტერნატიულ სამყაროსა და “მონსტრების” ფენომენს... რა ვიღონოთ? ნუთუ ჩიხში ვართ? დაგვრჩა უკანასკნელი იმედი - აღქმის ილუზიის თეორია, რომელიც მოიცავს თავის თავში ორივე წინა თეორიას. ამ თეორიის მიხედვით გამოდის, რომ (მაგალითისთვის უბრალოდ მოვიყვანოთ Heather-ი) Heather-ი აღიქვავს გარე სამყაროს, როგორც ალტერნატიულს - ანუ როდესაც Heather-ი უყურებს ჩვეულებრივ კედელს, ის მას უბრალოდ აღიქვავს როგორც დაჟანგებულს - ანუ ნორმალური სამყაროდან ალტერნატიულში გადასვლისას კედლები სინამდვილეში არ იცვლება, ასევე კედლები, იატაკი და ჭერი უმრავლეს შემთხვევაში არ წარმოადგენს პერსონაჟის ბოდვას - ისინი რეალურად არსებობენ, მაგრამ მათ აღიქვავენ რაღაც სხვანაირად, სუბიექტურად. ეს ვარიანტი მთლიანად ხსნის რუკების მსგავსებას - გასაგებად რომ ვთქვათ, იცვლება მხოლოდ “შპალერი”. ამ შემთხვევაში უფრო სწორი იქნებოდა გველაპარაკა არა სინამდვილის გადასვლაზე ალტერნატივაში, არამედ პერსონაჟების აღქმის გადართვაზე “ნორმალურიდან” “ალტერნატიულზე”. შემოვიტანოთ ახალი ტერმინი - “გარე სინამდვილის აღქმის ალტერაცია” - ანუ ადამიანის ცნობიერების გადართვა “ნორმალური აღქმიდან” “ალტერნატიულ აღქმაზე“, როგორც ცნობილია, ალტერაციის სახე დამოკიდებულია პერსონაჟების პირად გემოვნებებზე და არჩევანზე - ამით აიხსნება, თუ რატომ ხედავენ James-ი და Anjela დერეფანში ერთიდაიგივე კედელს სხვადასხვანაირად.

>>>

1-8 აზრის ძალა
---------------------------------------------------------------------------------------------------------
Silent Hill-ის კონცეფცია და ძირითადი იდეები მჭიდროდ არის გადაჯაჭვული რეალურად არსებულ პარაფსიქოლოგიურ და ფილოსოფიურ თეორიებთან. ითვლება, რომ ადამიანის თითოულ აზრს და ემოციას გააჩნია გარკვეული ძალა, რომელიც შეგვიძლია დავახასიათოთ როგორც “ფსიქიური ენერგია“ და რაც უფრო ძლიერია ეს გრძნობა, უფრო დიდ ფსიქო ენერგეტიკულ პოტენციალს ფლობს იგი. ზემოთ ნახსენები “ძალის” შინაარსი გამოიხატება აზრების და გრძნობების შესაძლებლობაში, მოახდინოს გარკვეული ზემოქმედება ადამიანის გარემომცველ სამყაროზე, და ხანდახან, სხვა ადამიანებზე. სხვა სიტყვებით, ნებისმიერი ადამიანის ფსიქიური პროცესების გავლენის სფერო არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ადამიანის შინაგანი სამყაროთი, არამედ შეიძლება მოახდინოს გავლენა გარე სამყაროზე. სწორედ ამის შესახებ არის Leonard Rain-ის წიგნი რომელიც ფაქტიურად განმარტავს სერიების ყველა საიდუმლო მოვლენას, რომელსაც ჩვენ ვპოულობთ სკოლის ბიბლიოთეკაში Silent Hill 1-ში "...Poltergeists are among these. Negative emotions, like fear, worry, or stress manifest Into external energy with physical effects" – ანუ ადამიანის “შინაგანი” ფსიქიურ აქტიურობას შეიძლება ჰქონდეს ფიზიკური შინაარსის გამოვლინება და წარმოადგენდეს ისეთი ამოუცნობი მოვლენის მიზეზს, როგორიც არის პოლტერგეისტი ეს არის ფსიქიური ენერგიის ყველაზე მკაფიო მაგალითი. ამ წიგნის თანახმად, განსაკუთრებით დიდი ძალა გააჩნია უარყოფით ემოციებს (მაგალითად, შიშს, მღელვარებას, ტკივილს, სიძულვილს), რომელსაც განიცდიან მოზარდი გოგონები (ალბათ ეს დაკავშირებულია განსაკუთრებით ძლიერ დეპრესიებთან რომლებიც გამოწვეულია გარდატეხის ასაკით). მაგრამ როგორც ვხედავთ Silent Hill-ის სერიებიდან ფსიქიური ძალა შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ადამიანში (განსაკუთრებით, თუ მისი განცდები ნამდვილად ძლიერია) - იქნება ეს მოკლულ ცოლზე მგლოვიარე კლერკი, სასოწარკვეთილი მამის მკვლელი გოგონა თუ ობოლი ბიჭუნა, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა რომ დედა ჰყავდეს. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ გოგონა, რომლის აზრის ძალით, მთელი ქალაქი Silent Hill-ი იყო შთანთქმული მისი შინაგანი სამყაროს ბნელეთით. ("Due to the power of Alessa's thoughts, the town is transfigured into the otherworld" – Lost Memories-ს ოფიციალურ Guide-ში ავტორები განსაკუთრებით აღნიშნავენ Alessa-ს “აზრის ძალას” Silent Hill 1-ში) შეგვიძლია მოვიყვანოთ მეორე მაგალითი - Toluca Prison-ის პატიმრების და ქალაქში ადრე ეპიდემიით დაავადებული ადამიანების უარყოფითმა ემოციებმა მოახდინეს მნიშვნელოვანი გავლენა “ქალაქის ძალაზე” ("because of the unforeseen deaths of the town's population, as well as the thoughts and feelings of the prisoners, the original power that the town held was gradually distorted" – Lost Memories) - Silent Hill-ის იდუმალ “ძალაზე” კი ჩვენ მოგვიანებით ვილაპარაკებთ.

1-9 ზემოქმედება
---------------------------------------------------------------------------------------------------------
ზემოთ უკვე ავღნიშნე, რომ ადამიანის აზრებს, გრძნობებს და შინაგანი სამყაროებს აქვთ გარკვეული “ძალა”. მოდით, გავარკვიოთ ამ “ძალების” რაობა, ფსიქიური ენერგიის ადამიანებზე ზემოქმედების ფორმების განსაზღვრებით. გამომდინარე თამაშის მსვლელობიდან, შეიძლება გამოვყოთ ზემოქმედების ორი ძირითადი ფორმა : შინაგანი სამყაროს ძალას (რომელიც არსებობს რაღაც სახით მსგავსად პარალერული რეალობისა) შეუძლია ჩაითრიოს სხვა ადამიანები ამ სამყაროში, დაამახინჯოს მათი რეალობის აღქმა და აიძულოს აღიქვან შინაგანი სამყარო - ადამიანს ამ ძალის ზემოქმედებით შეუძლია მოხვდეს ამ სამყაროს შიგნით და იმყოფებოდეს იქ. სხვა სიტყვებით, SH-ს სერიების იდეების თანახმად, ადამიანის შინაგან სამყაროსთან შეუძლია იკონტაქტოს არამარტო მისმა შემქმნელმა, არამედ სხვა ადამიანებმაც.
-- აზრების და გრძნობების ძალას შეუძლია მოახდინოს გავლენა ადამიანის პიროვნებაზე, ხდის მას “შეპყრობილს” ამას გარდა,
-- აზრის ძალის დახმარებით, შესაძლებელია ადამიანს სიცოცხლეც კი წავართვათ.

>>>

1-10 აკუმულაცია
---------------------------------------------------------------------------------------------------------
აზრების და გრძნობების ფსიქიურ ენერგიას (მათ შორის ნეგატიურსაც) აქვს თვისება, თავი მოიყაროს რომელიღაცა ერთ ადგილზე, რომელთანაც ამ ენერგიის წყარო იყო დაკავშირებული. ჩვეულებრივ ეს ენერგია რჩება იმ ადგილებზე, სადაც გამოსცადეს ძლიერი გრძნობები - შეიძლება ვიფიქროთ, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო სწამდათ Silent Hill-ის ძირძველ მაცხოვრებლებს რომ სულებით იყო დასახლებული ხეები, წყალი და მიწა. ადვილი მისახვედრია რომ თუ სხვადასხვა ადამიანების (რომელთაგან თითოეული ფლობს გარკვეულ ძალას) აზრები და გრძნობები თავს მოიყრის ერთ გარკვეულ ადგილზე, მაშინ ეს ადგილიც შეიძენს გარკვეულ “ძალას”. Lost Memories-ის მიხედვით, ქალაქი Silent Hill-ი თავისთავად წარმოადგენს რაღაც სპირიტულ ღრუბელს (ან გახდა ასეთი დროთა განმავლობაში), რომელიც იწოვს ადამიანების აზრებს და გრძნობებს, და გააჩნია ფსიქიური ენერგიის დიდი მარაგი. თამაშის მსვლელობის დროს შეიძლება დავინახოთ (ვიგრძნოთ) ბევრი ადამიანის აზრების და გრძნობების ნარჩენები. მოდით გავარჩიოთ ეს რამდენიმე მკაფიო მაგალითზე Silent Hill-ის სერიებიდან.
ა) SH3 - გოგონას შავბნელი აზრები, რომელსაც სურდა თავი მოეკლა, რომ განთავისუფლებულიყო ტანჯვისაგან, როგორც ჩანს დაკავშირებულია გასართობი პარკის კარუსელთან და აგრძელებენ არსებობას მისი სიკვდილის შემდეგაც. ("At the merry-go-round in the amusement park, the "memory of Alessa (Alessa's obsession)" appears. In accordance with her name, she is not Alessa herself but her profoundly dark emotion that clings to this place"- გვიმარტავენ Lost Memories-ის შემქმნელები).
ბ) SH3 - გოგონას აზრები, რომელიც სასტიკმა დედამ დაწვა და შესწირა ღმერთს, ჯერ კიდევ უხილავად არსებობენ კულტის ეკლესიაში ("Alessa's thoughts from her childhood linger in the church - Lost Memories).
გ) SH3 - პარკსა და ეკლესიაში გამავალ გვირაბში ჩვენ ვპოულობთ სისხლიან წარწერებს. Lost Memores-ის მიხედვით, ეს არის "The voice of a believer that suggests self-sacrifice" - ანუ იმ ადამიანის სიკვდილისწინა აზრები, რომელმაც ჩაიდინა რიტუალური თვითშეწირვა, გადაიქცა ენერგიად, რომელიც სამუდამოდ დარჩა ამ გვირაბში.
დ) SH3 - ეკლესიის სააღმსარებოში მთავარ გმირს ესმის ქალის ხმა, რომელმაც ადამიანი მოკლა შეურისძიების მიზნით თავისი გოგონას სიკვდილისათვის ("The owner of the voice committed a murder in order to get revenge for the murder of her own child" - LM ) - ჩანს რომ მორწმუნის გულწრფელი გრძნობები (და შეიძლება მისი სულიც) ამ დრომდე დარჩენილია სააღმარებლოს კედლებში.
ე) SH2-ში Brookhaven საავადმყოფოს დირექტორის ჩანაწერები და წერილები, Stenly Colmen-ის დღიურები SH3-ში, აგრეთვე Joseb Shraber-ის ჩანაწერები და დღიურები SH4-ში - მკვდარი ადამიანების მოგონებები და აზრები წარსდგებიან Silent Hill-ში ჩამოსული ადამიანების თვალწინ ჩანაწერების დრიურების და წერილების სახით.
ვ) SH4 - თვითმკვლელი რელიგიური ფანატიკოსის გრძნობებისა და აზრების ფსიქიური ენერგია დაკავშირებულია ჩვეულებრივ საცხოვრებელ ოთახთან და აგრძელებს არსებობას თავისი “პატრონის” სიკვდილის შემდეგაც. და ახდენენ გავლენას მთელი შენობის მაცხოვრებრებზე.

1-11. "Monsters ?! - They look like monsters to you ?"
---------------------------------------------------------------------------------------------------------
ნუთუ მონსტრები ეს.... ასე რომ, თუ ალტერნატიულ აღქმაში ყველა საგანს ჰყავს თავისი პროტოტიპი ნორმალურ სამყაროში, მაშინ რას წარმოადგენენ მონსტრები? რა არის ის, რაც არსებობს ნორმალურ სამყაროში და ალტერნატიულ აღქმაში გადასვლისას მთავარ გმირებს მონსტრად ეჩვენებათ? გამოდის რომ ბევრი მონსტრი ეს... ადამიანია? ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ქალაქში ამის დასამტკიცებელ საბუთებს ჩვენ ვპოულობთ Silent Hill-ის ყველა სერიაში:
ა) SH2 – Wood Side Apartament-ის გასაღები აქვს მონსტრს, ასევე ქალაქში ჩვენ ვხედავთ რუქას სადაც აღქნიშნულია გასასვლელი Wood Side Apartament-ით - ესეიგი მონსტრმა დახაზა რუქა, აიღო გასაღები და მოკვდა არ მისული WSA-მდე. რაღაც უცნაური “მონსტრია” არა??
ბ) SH2-ში ქალაქში James-მა შეიძლება იპოვოს მკვდარი “მონსტრი” (ასეთივე მკვდარი demon patient-ი, მაგრამ კურტაში და ჯინსებში) - მის ახლომახლო მიმობნეულია ჩანაწერები. აი რა წერია იქ : (Memo next to corpse #1) "I'm going to write everything that I've learned so far. Maybe that will help you out somehow. If you're reading this, it probably means I'm already dead." - ამას ხომ მონსტრი ვერ დაწერდა? თუმცა... ეს დაწერა სწორედ “მონსტრმა” - მხოლოდ შესაძლებელია, ის მონსტრი James-ისთვის იყო, ანუ Sunderland-ი ამ მკვდარ ადამიანში ხედავს მონსტრს საკუთარი ქვეცნობიერებიდან.
გ) იმავე ჩანაწერებში (Memo next to corpse #2): "I saw those demons. They were there, I'm certain. But my friend says he didn't see anything. If that's true, does that mean that what I saw was an illusion?"
- აი კიდევ ერთი დადასტურება, რომ ალტერნატიული სამყარო და მონსტრები სწორედ ილუზიაა.
დ) რატომ იცმევენ “მონსტრები” კურტკებს და ჯინსებს თუ ისინი მართლა მონსტრები არიან?
ე) SH2-ში ცოტამ თუ იცის, მაგრამ, თუ დაკვირვებით შევისწავლით ქალაქს, შევნიშნავთ, რომ ქალაქში მუშაობს შუქნიშნები “მონსტრებს” ნუთუ სჭირდებათ შუქნიშნები?
ვ) SH2-ში ქალაქის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში, ხიდზე (James-ისთვის - ჩანგრეული) ასევე დევს ისეთივე მონსტრის გვამი, მის გვერდით კი - რუქა (მასზე აღნიშნულია ავტოსადგომი და ბოულინგის შენობა) - ნუთუ მონსტრებს მანქანები ჰყავთ და ბოულინგზე დადიან?? უცნაური “მონსტრები” არიან. =)
ზ) SH2- გაიხსენეთ ადგილი სადაც James-მა მოკლა თავისი პირველი “მონსტრი” მიდით იქ ცოტა მოგვიანებით (საავადმყოფოს შემდეგ) - თქვენ ნახავთ, რომ ჭიშკარი დაკეტილია და შემოხვეული აქვს პოლიციის ლენტი - რატომ იძიებს პოლიცია მონსტრის მკვლელობას? Sunderland-ი კი ეჭვმიტანილია?
თ) და რატომ დასეირნობენ “მონსტრები” ქალაქში? სახლში ვერ ჩერდებიან?
ი) SH2 - ქალაქში (“ღამით”) შეიძლება შევამჩნიოთ, თუ როგორ ხტება “მანეკენი” სახლის სახურავიდან - რატომ დაამთავრებს “მონსტრი” სიცოცხლეს თვითმკვლელობით?
კ) James-ის და Anjela-ს ბოლოს წინა შეხვედრის დროს (კატაკომბები), ისინი სხვადასხვანაირად ხედავენ ერთიდაიგივე ობიექტს - (James-ი - მონსტრს, Anjela – “მამამისს”) საინტერესოა, სინამდვილეში ვინ არის ეს ობიექტი... მე მგონია თქვენ ისედაც ხვდებით...
ლ) Silent Hill Play Novel-ში საკმაოდ საინტერესო მომენტია. როდესაც Cybil-ი პირველად დაინახავს ძაღლ-მონსტრს შორიდან - კარგად თუ დავაკვირდებით, ჩანს, რომ ეს სრულიად ჩვეულებრივი ძაღლია - მაგრამ შემდეგ კადრში ვხედავთ მას როგორც გატყავებულ Groaner-ს. შეჩერდით. ეს მონსტრი მიიჩნია Cybil-მა თავდაპირველად ძაღლად - თუ პირიქით? Now listen to me, before you pull the trigger, know who you're shooting...
მ) ეს კი ინფორმაციაა Lost Memorie-დან "Missionary." Cult member transfigured by Claudia's power, to Heather's eyes the appearance it takes is that of a monster" - ანუ Silent Hill-ის ოფიციალურ Guide-შიც შავით თეთრზე წერია, რომ მონსტრი - კულტის წევრია, რომელსაც Heather-ი მონსტრად ხედავს. სწორედაც რომ სიმართლეს წერდა Harry Mason-ი თავის გოგოს გამოსამშვიდობებელ წერილში : "I mean, appearances can be deceiving". - მართლაც, გარეგნობა ხშირად მატყუარაა. იქვე ახსენებენ “Claudia-ს ძალას” – (ამის შესახებ მოგვიანებით ვილაპარაკებთ).
ნ) Leonard-ი (რომელიც Heather-მა მოკლა), Claudia-ს და Vincent-ის საუბრის მიხედვით, სინამდვილეში იყო ცოცხალი ადამიანი (და არა მუტანტი!), ანუ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მხოლოდ Heather-ი ხედავს მასში მონსტრს. ო) მიუხედავად იმისა, რომ SH1-ში არანაირი მინიშნება არ არის მონსტრების ვინაობაზე, მე მაინც რაღაცა მოვძებნე: Silent Hill 1-ის დისკში ძალიან საინტერესო ხმოვან ფაილს გადავაწყდი, რომელიც ჩაირთო “psmplay“-თ: თავიდან ისმის საკმაოდ მშვიდი ბგერები - ჩიტების ჭიკჭიკი, ძაღლის ჩვეულებრივი ყეფა - იქნმნება ჰარმონიის სრული შთაბეჭდილება - საკურორტო ქალაქებისთვის სტანდარტული სურათი. შემდეგ ყეფა უცბად წყდება და გადადის წკმუტუნში - იმავდროულად გვესმის რაღაც მაგარის დარტყმის ხმა (მეტალის), როგორც ჩანს ძაღლზე, შემდეგ წკმუტუნიც მომენტალურად წყდება და გვესმის, როგორ ეცემა წვეთები (სისხლის?) ასვალტზე. თუ ვინმემ კიდევ ვერ გაიგო - ავუხსნი - KONAM-ელებმა ჩადეს დისკში ფაილი, რომელიც გვიხსნის, სინამდვილეში როგორ მოხდა Harry-ს ბრძოლა ძაღლთან. შესაძლებელია, ეს ფაილი წარმოადგენს რაიმე საიდუმლო დასასრულის ნაწილს (SH1 Dog -დასასრული?), რომელიც ჯერ ვერავინ იპოვა? (ან ის არსებობს მხოლოდ იაპონურ ვერსიაში?)
პ) SH1, Annie’s Bar - როდესაც Kaufman-ს დაესხმის “მონსტრი” და Harry ესვრის პირდაპირ მონსტრს, მონსტრი ჩვეულებრივი ჰალუცინაცია რომ იყოს, მაშინ ტყვია მონსტრს კიარ მოხვდებოდა, არამედ Kaufman-ს და მოკლავდა მას. მაგრამ ტყვია სწორედ მონსტრს მოხვდა.
ჟ) SH3, საავადმყოფო, მესამე სართული Special Treatment Room - გაიხსენეთ პლაკატი კედელზე : "Punishment for brutality towards patient : 12 hours confinement in the Special Treatment Room" - ანუ რომელიღაცა ექთანს მიუსაჯეს “ურჩების” კამერაში ჯდომა, პაციენტებზე ძალადობისათვის - ახლა ვნახოთ “ურჩების კამერის” ერთ-ერთი კარი გარედან არის ჩაკეტილი, Heather-ი აღებს ამ კარს და რას ხედავს - კამერაში ზის ექთანი-მონსტრი!! ანუ შეიძლება, Heather-ი ხედავს ექთანს, რომელიც სამსახურში დასაჯეს ცუდი საქციელითვის, მონსტრის სახით.
რ) ეხლა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ Lost Memories : "Even now I get lots of questions about the true nature of creatures. What Vincent says in the library room is something that was provided as an answer to this question." - ანუ Hiroyuki Owaku - აღიარებს, რომ “ეხლაც კი მას უამრავ კითხვას უსვამენ მონსტრების ჭეშმარიტი რაობის შესახებ და Vincent-ის ფრაზა ბიბლიოთეკაში - არის პასუხი ამ კითხვებზე... “ანუ ეს არ არის უბრალოდ“ ”შეშლილი არისტოკრატის ხუმრობა” (ასე თვლის ბევრი გამოუცდელი Silent Hill-ში ადამიანი), არამედ ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელიც ხსნის “მონსტრების” იდეას. მოდით გავიხსენოთ ეს სცენა ბიბლიოთეკაში :
Vincent : "You're the worst person in this room. You come here and enjoy spilling their blood and listening to them cry out. You feel excited when you step on them, snuffing out their lives." Heather: "Are you talking about the monsters?" Vincent: "Monsters...??? They look like monsters to you?" (Heather-ი აბსოლიტურად შოკირებულია, იგი შეშინებულია და რაღაც საშინელების გაცნობიერებით აშკარად გულის რევა ეწყება.) Vincent: "Don't worry, it's just a joke. =)"
ს) SH3 – Duglas-ის ფრაზის მიხედვით "And that monster, what the hell was that?", სავაჭრო ცენტრის შემდგომ დიალოგში აშკარა ხდება, რომ იმანაც დაინახა მონსტრები. ადვილი მისახვედრია, რომ ადამიანებმა, რომლებიც ერთი და იმავე სამყაროს გავლენის ქვეშ იმყოფებიან, შეიძლება დაინახონ ერთნაირი მონსტრები. - და მაშინ ეს მონსტრები იქნებიან “რეალურები” ასეთი ადამიანებისთვის.
ტ) SH1 – Kaufman-ი - Harry Mason-თან პირველი შეხვედრის დროს ამბობს "Something's gone seriously wrong. Did you see those monsters?" - იმიტომ რომ ორივე არიან ერთ “სხვა სამყაროში”, და ორივეს შეუძლია ამ სამყაროს მონსტების დანახვა.
კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ყველაფერი გაიგეთ... SH-ში მონსტრების მოკვლით, თქვენ კლავდით ჩვეულებრივ ადამიანებს. ან (dauble head-ის შემთხვევაში) - პატარა ფუნფულა უცოდველ ძაღლს.. (მართლაც, ასე ამბობდა Cybil-ი SH1-ში, "before you pull the trigger, know who you're shooting" - მაგრამ როგორ უნდა გაიგოს ჰალუცინაციებიანმა პერსონაჟმა სინამდვილეში ვის ესვრის, როდესაც ფიქრობს რომ მონსტრებს ანადგურებს. როგორც გვესმის, ადამიანს უჭირს თავის მსგავსის მოკვლა, ეს აიძულებს მას მოინანიოს, განიცადოს ტკივილი (მაგალითისთვის გავიხსენოთ როგორ დარდობს James-ი Eddie-ს მოკვლას - "Eddie! I... I killed a... a HUMAN being... A HUMAN being..."), მაგრამ როგორც ადრე ვწერდი, ადამიანის გონება ისეა მოწყობილი, რომ გაურბის ყველაფერს, რაც მას ტკივილს აყენებს... ხოლო “მონსტრის” მოკვლა ადვილია - არნაირი სინდისის ქენჯნა, არანაირი განცდა. . "Well I guess you're not a person anyway" - თქვა მსუბუქი ღიმილით Heather-მა როდესაც Leonard-ში “მონსტრი” დაინახა - და ყველანაირი დაფიქრების გარეშე დახვრიტა Claudia-ს მამა ავტომატით. იგივეა Eddie-ს შემთხვევაშიც - მას უნდა რომ დასცინონ რადგან ეს დაცინვა კანონიერს ხდის მის სასტიკ მოქმედებებს, უწყნარებს სინდისს - და ისიც ნებისმიერ შენიშვნას აფასებს, როგორც დაცინვას. შესაძლებელია, რომ “ალტერაციული აღქმა” - წარმოადგენს თვითშთაგონების, თვითდარწმუნების განსაკუთრებულ საშვალებას, რომელიც დაფუძნებულია გონების სურვილზე, გაექცეს სინამდვილის ტვირთს რომელიც მის სურვილებს არ შეესაბამება... ადვილი შესაძლებელია...

>>>

1-12 “მონსტრები” საპასუხო დარტყმა
---------------------------------------------------------------------------------------------------------
ახლა, როდესაც ვიცით, რომ მონსტრები - ადამიანები, ძაღლები და ა.შ. არიან, ისმის კითხვა : და რატომ ესხმიან თავს მონსტრები მთავარ გმირებს? მოდით გავარკვიოთ..
ა) SH1 – (პირველი შეხვედრა) კაფეში შემოფრინდება ჩიტი (ალბათ უფრო სწორედ ჩიტებს ხედავს Harry “Screamer”-ის სახით). ჩიტი შემთხვევით შეფრინდა კაფეში და Harry-მ ის მოკლა? (Silent Hill Play Novel-ში ის შეიძლება ცოცხალი დატოვოს).
ბ) SH2 – (პირველი შეხვედრა) Sunderland-ს დაესხა თავს მონსტრი? “Demon Patient” - ის ერთადერთი თავდასხმა - ეს არის ნისლის გადმოფუთხება მაგრამ ნისლი ხომ ისედაც ბევრია გარშემო... შესაძლებელია ეს ფურთხება მხოლოდ ილუზიაა? ანუ მონსტრი თავს არ დასხმია James-ს?
გ) SH3 – (პირველი შეხვედრა) Heather-ს მონსტრი თავს დაესხა? საკმაოდ უცნაურია.. ჩვენ ვიცით, რომ “Closer”-ის დარტყმა ყველაზე ძლიერი დარტყმაა SH3-ში (ექთნების პისტოლეტის გამოკლებით) - ანუ თუ გავითვალიწინებთ მაღაზიის ზომებს, Closer-ს თავისუფლად შეეძლო გაეჭიმა თავისი თათი და გაესრისა Heather-ი. ეს “Extreme X“-ზე Heather-ისთვის სრულიად საკმარისი იქნებოდა) მაგრამ მან ეს არ გააკეთა - ის უბრალოდ მიდიოდა Heather-თან რომელმაც ის მოკლა. ჰმმ...
დ) SH4 - ძაღლები გამოვიდნენ კაცების ტუალეტიდან და დაიწყეს ერთმანეთის ჭამა. რას უნდა ნიშნავდეს ეს? რათქმაუნდა, ამ ყველაფრიდან შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ მას შემდეგ რაც პერსონაჟი თვითონ ვიღაცას კლავს, მოქალაქეები (ან პოლიციელები) იწყებენ მასზე ნადირობას, თავდასხმას და ა.შ. (ამიტომაც იგი ხედავს შეტევაზე გადმოსულ მონსტრებს)... მაგრამ ასეთი განხილვისას Silent Hill-ის მთელი მოქმედება ემსგავსება რომელიმე GTA-ს ნაირ თამაშს, ასე რომ ეს თეორიაც არარის მთლად მართალი. აგრეთვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოქალაქეები ხედავენ James-ში მონსტრს და ესხმიან მას, მაგრამ ეს თეორიაც ვერ გვაძლევს სრულ განმარტებას მონსტრების თავდასხმაზე. სინამდვილეში შეტევაზე გადმოსული მონსტრების საქციელის ახსნა ესე შეიძლება: გავიხსენოთ SH2 როდესაც James-ი იმყოფება კატაკომბის მორგში, გასინჯეთ გვამი - James-ი იტყვის "...Did that just move or was it only my imagination?" – (ეს შეტყობინება მხოლოდ ერთხელ გამოჩნდება - არ გამოტოვოთ!!) ესეიგი ის, რომ პერსონაჟი ხედავს, როგორ ესხმიან მონსტრები მას, სულაც არ ნიშნავს, რომ მას მართლაც ესხმიან - შესაძლებელია, რომ გმირების ნერვები ისეთი დაძაბულია, რომ მონსტრების ყველა მოძრაობას აღიქვამენ მუქარად, თავდასხმად? მათ უბრალოდ უნდათ რომ მონსტრები მათ დაესხნენ? მოდით განვიხილოთ რატომ ხედავენ გმირები სწორედ მათზე თავდამსხმელ მონსტრებს, თვითოეულს - თავისი მიზეზი აქვს.
ა) SH1 - თავდამსხმელი მონსტრების დანახვა დაკავშირებულია Alessa-ს შინაგან აგრესიასთან.
ბ) SH2 – James-ს სურს, რომ მას დაესხნენ, ატკინონ - ის ტანჯვას აღიქვამს როგორ ცოდვებისთვის მიღებულ სასჯელს. ("That's why I needed you.... Needed someone to punish me for my sins...."). თითქმის ასევეა საქმე Anjela-სთან. Eddie-ს უნდა ძალიან, რომ მას დაესხნენ თავს, დაამცირონ - ეს მას აძლევს მორალურ უფლებას, გაუსწორდეს შეურაცხმყოფელს. ხოლო Laura-ს საერთოდ არ უნდა არც მონსტრები არც ტკივილი, არც ძალადობა - ის უბრალოდ ოცნებობს ისევ Mary-სთან იყოს.
გ) SH3 - მიზეზი ეხლა Alessa-ს აგრესია ერწყმის მის სურვილს, შეამსუბუქოს Heather-ის მდგომარეობა ("It would be better for "myself" to die.")
დ) SH4 - იგივეა რაც Silent Hill 1-ში Alessa-სთან შესაბამისად, ჭრილობები, რომლებიც მიღებულია არარეალური თავდასხმებისგან, ასევე არალეარულია (აბა როგორ! სად გინახიათ რომ ნამდვილი ჭრილობები დასალევი წამლით რჩებოდეს?!). შეგვიძლია გავიხსენოთ Eileen-ი : Walter Sullivan-ის სამყაროში იგი დაასახიჩრა მანიაკმა (ამოუგდო თვალი, მოტეხა ხელი და მრავალრიცხოვანი დარტყმები მიაყენა) - მაგრამ თამაშის ბოლოს , როცა ბოლოსდაბოლოს ვხედავთ Eileen -ს ნამდვილ სამყაროში - მისი თვალი, ხელი და სხეული სრულ წესრიგშია! დასაფიქრებელია...

>>>

1-13 მონსტრების მატერიალურობის საკითხი, რაუნდი 2
---------------------------------------------------------------------------------------------------------
ამგვარად, თუ მონსტრები ილუზიაა, მაშინ გადაწყვეტილი ყოფილა მათი მატერიალურობის საკითხიც და ისიც, თუ რატომ ვერ ხედავს ყველა ადამიანი მონსტრსებს. ესეიგი მონსტრების დიდ ნაწილს ჰყავს რეალური მატერიალური პროტოტიპები ნორმალურ სამყაროში, ხოლო მონსტრების სახება არსებობს მხოლოდ არანორმალურების გონებაში (ანუ Sunderland-ის და მისი კომპანიის) და ეს წარმოსახვები ნაწილობრივ ზედ ედება მატერიალურ ობიექტებს, რომლებიც შეესაბამებიან ამ მონსტრებს (ზომებით და ასე შემდეგ). ამით ისენი ქმნიან ილუზიების რთულ სისტემას. (მონსტრების “გარკვეული ნაწილი” და ალტერნატიული სამყაროს ზოგიერთი ელემენტი ასევე შეიძლება იყოს ჰალუცინაცია) ამაზე ვილაპარაკებთ - პუნქტი 2-3.) ჩემის აზრით იდეა - “მონსტრები და ადამიანები” წარმოადგენს Silent Hill-ის სერიების ერთერთ წარმატებულ მიგნებას : პირველ-რიგში, ის გვაიძულებს მოთამაშეებს, დაუფიქრდეთ ჩვენს მოქმედებებს, შეუსაბამოთ მთავარი გმირის სუბიექტური რეალობა ობიექტურს. მეორე-რიგში, როდესაც SH2-ის შუაში დავიწყე იმის გაგება, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში James-ი ჩემი ხელმძღვანელობით ხოცავდა უდანაშაულო ადამიანებს - თავი მართლაც საშინლად ვიგრძენი, ესეიგი ეს აძლიერებს შიშს ატმოსფეროს თამაშში. მესამე-რიგში, ეს ძალიან ფაქიზად ასახავს სინდისის პრობლემას Silent Hill-ში. მეოთხე-რიგში, ეს მშვენიერი მეთოდია, დაიცვან თამაში ცენზურისაგან, Ethics Committee.

1-14 სიბნელეში მოცეკვავეები
---------------------------------------------------------------------------------------------------------
(ფილოსოფიურ+ფსიქოლოგიური ანალიზი) როგორც ვხედავთ, ცუდი ხილვადობის დროსაც, ადამიანის კავშირი სინამდვილესთან სუსტდება (Lost Memories-ში ამის შესახებ წერია შემდეგი : "Mist and darkness obstruct the horizon by creating a condition in which visibility is limited. In other words, the boundary between heaven and earth is obscured, which suggests a blurring of the line between dream and reality."), მაგრამ მთლიანად არ იკარგება - უბრალოდ ადამიანი სამყაროს ხედავს საკუთარი მოლოდინის და სურვილების მიხედვით. მაგრამ რა მოხდება, თუ ეს კავშირი საერთოდ დაირღვევა? თუ, მაგალითად, სამყაროს მხედველობითი შეგრძნებები სრული სიბნელით გადაიფარება. და ადამიანი სრულიად მოწყდება რეალობას? შეიძლება თუ არა აბსოლიტურად ბნელი ოთახი იყოს ცარიელი? თუ ის სავსეა შავი კატებით, რომლებიც სიბნელეში იმალებიან? სიბნელეში აღქმა მართლაც იცვლება წარმოსახვით, მაგრამ წარმოსახვა ხშირად შორს არის სინამდვილისაგან... მაგრამ როდესაც გონებას არააქ დასაყრდენი, როდესაც ვერ ამოწმებს თავის სიმართლეს - წარმოსახვა ხდება ერთადერთი რეალობა. ასერომ თუ აღმოჩნდებით სიბნელეში მარტო, იცოდეთ, რომ სიბნელე, რომელიც გარს გახვევიათ - თხელი მატერიაა, რომელიც თქვენს წარმოსახვას ასახავს. შესაძლებელია თვითონ სიბნელეც არის ცნობიერება? ასეა თუ ისე, როდესაც წყდება ობიექტურ რეალობასთან დამაკავშირებელი ძალები, ადამიანის გონება მიისწრაფვის, გამოიგონოს საკუთარი რეალობა... უბრალოდ იმისთვის რომ სადღაც იარსებოს.

2) სამყაროთა ომი
===============

ვფიქრობ, პატივცემული მკითხველი უკვე მიხვდებოდა, რისი თქმა მინდოდა წინა თავში. როგორც ვხედავთ, Silent Hill-ის სიუჟეტში არსებობს ორი სხვადასხვა სამყარო:
ა) რეალობა, “ნამდვილი” სამყარო. ეს სამყარო ძალიან სასტიკია და ანადგურებს ნებისმიერს, ვინც გაბედავს და მას არ დაეთანხმება. "Suffering is a fact of life. Either you learn to deal with that or you go under" - ამბობს Heather-ი Claudia-სთან საუბარში ეკლესიაში. შესაძლებელია, ამ სამყაროს სისასტიკე გამოწვეულია ადამიანების მიერ, რომლებიც იქ ცხოვრობენ - ცოდვებში ჩაფლულები, თანაგრძნობის უნარს მოკლებულები, მხოლოდ საკუთარი ბედნიერებისთვის მზრუნველები? "Why do they cloing to this corrupt world?"...
ბ) ქვეცნობიერი სამყარო. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, როდესაც ადამიანს არ შეუძლია სასტიკი რეალობის მიღება ისეთის, როგორიც არის? თუ არ შეუძლია მას იქ არსებობა, მასთან შეგუება? ამ კითხვასაც პასუხობს Heather-ის რეპლიკა : "Either you learn to deal with that or you go under.You can stay in your little dream world...” სწორედაც... "You can stay in your little dream world"... და როდესაც სინამდვილე იწყებს ადამიანისთვის მხოლოდ ტანჯვის მოტანას, გადაიქცევა სრულ სიბნელედ - ადამიანის გონება ცდილობს შექმნას თავის საკუთარი რეალობა იმისთვის, რომ სადმე იარსებოს, ისეთი რეალობა, რომელშიც მან შეიძლება იპოვოს თავისი ბედნიერება. მაგრამ რას წარმოადგენს გონების მიერ შექმნილი ეს სამყარო? ამ კითხვაზეც გვპასუხობს Claudia : "A place with no pain. No hunger, no sickness, no old age” ეს სამყარო შექმნილია ქვეცნობიერის მიერ და მას შეუძლია ადამიანის ნებისმიერი სურვილის შესრულება. უფრო ზუსტად, ეს სამყარო თვით ქვეცნობიერებაა, მოგონებათა, სურვილების და იმედების ერთობლიობა, რომელიც ასახულია ადამიანის პიროვნებასა და რაობაში... ის რაღაცით სარკეს გვაგონებს, ან უფრო სწორად წყლის ზედაპირს რომელიც ირეკლავს მას ვინც მასში ჩაიხედავს... მაგრამ როგორ მოვხვდეთ ამ სამყაროში? კურდღლის სოროთი შევაღწიოთ? მასში მთლიანად ჩაძირვა შეგვიძლია, მხოლოდ თუ გავწყვეტთ ყველა ძაფს, რომლებიც აკავშირებს გონებას სინამდვილესთან, გავწყვეტთ ხუთივე ადამიანურ გრძნობას. რა თქმა უნდა, ქვეცნობიერ სამყაროში შეიძლება შევაღწიოთ სიზმრებით (სხვათაშორის მას ზოგი ექიმი “მცირე სიკვდილსაც” უწოდებს) მაგრამ გაღვიძებისას გონება ისევ სინამდვილის ბნელეთში აღმოჩნდება. მაშინ... შესაძლებელია ერთადერთი გამოსავალი - დასასრული “in Water”?

2-2. პრინციპულად ახალი შეხედულება, ალტერნატივის შესახებ
---------------------------------------------------------------------------------------------------------
მემგონი გასაგებია, რომ სინამდვილე და ქვეცნობიერი სამყარო მუდმივ კონფლიქტში იმყოფებიან, მაგრამ პრინციპში, “ნორმალურ” ადამიანში უნდა ჯობნიდეს სინამდვილე (ურფო სწორად სინამდვილის შეგრძნება) მაგრამ როდესაც ადამიანს არ შეუძლია მიიღოს სინამდვილე ისეთი როგორიც არის, მსგავსი განაწილება ირღვევა - ადამიანის გონება ცდილობს უარყოს რეალობა, მაგრამ მაინც დაკავშირებულია მასთან შეგრძნების ძაფებით (სმენა, მხედველობა და ა.შ) და როდესაც გონება მიდის ალტერნატიული გზით - ის იწყებს დაემორჩილოს საკუთარი შეცდომის ულუზიას, უყურებს რეალობას იმ კუთხიდან, საიდანაც მას ნაკლები ტანჯვა ელოდება. ამგვარად გონება სინამდვილეს თავისი საკუთარი ფერებით ხედავს, რომლებიც მას აწყობს ("Life ... the game of turning white to black and black to white..." - ეს იდეა სიმბოლურად გამოხატულია გამოცანებშიც კი (ამგვარად, ჯერ კიდევ რეალობასთან კავშირში მყოფი, ადამიანის გონება იწყებს თავის აღქმაში რეალობის გადაკეთებას ისე, რომ ის გავდეს თავის საკუთარ ქვეცნობიერ სამყაროს, აყენებდეს მას ნაკლებ ტკივილს. ანუ ალტერნატიული აღქმა - ეს არის გარდამავალი საფეხური ცნობიერებისთვის - ის ერთი ფეხით სინამდვილის ტერიტორიაზე დგას, მეორეთი - ქვეცნობიერის ამასთან, Silent Hill-ში ჩვენ ვხედავთ რომ ის მუდმივად მერყეობს - ხან ცდილობს ჩაებღაუჭოს სინამდვილეს, (“ნისლიანი SH”) ხან პირიქით უახლოვდება თავის სამოთხეს სულ უფრო და უფრო (“კოშმარული SH”, “არსად”).

2-3 - სამი სამყარო, ცნობიერების სამი სტიქია
---------------------------------------------------------------------------------------------------------
არსებობს ორი “უკიდურესი” სახეობის სამყარო, და აგრეთვე “გარდამავალი” სინამდვილე - ალტერნატიული სამყარო (გარდამავალი, ასევთქვათ “სამოთხე სიცოცხლეში”) - და ქვეცნობიერი სამყარო (“სამოთხე”) ამ სამყაროთაგანს თითოეულს შეესაბამება ცნობიერების გარკვეული სტიქია, რომელიც განსაზღვრავს აღქმის სახეობას. ანუ სინამვილე - “ჩვეულებრივი” აღქმა, ალტერნატიული სამყარო - ილუზია, “სამოთხე” - ჰალუცინაცია, სიზმარი. განვიხილოთ ეს ყველაფერი SH1-ის მაგალითზე :
ა) ჩემის აზრით, ცხადია, რომ სინამდვილისკენ გადახვეულ ალტერნატიულ სამყაროში (“ნისლიანი SH“) დომინირებს რეალობის ნორმალური აღქმა + ილუზია (ქალაქი აღიქმება ჩვეულებრივ, მონსტრები - ილუზია)
ბ) “Silent Hill-ი ღამით” უფრო მეტად არის მიახლოებული “სამოთხესთან”, ისე რომ მასში რჩება რელობის ნორმალური აღქმა (ქალაქი ჯერ კიდევ აღიქმება მეტ-ნაკლებად ჩვეულებრივი სახით), მაგრამ გაუარესებული ხილვადობის გამო გაძლიერებულია ილუზიის ეფექტი.
გ) “კოშმარული Silent Hill-ი” - კიდევ უფრო მეტად “ალტერნატიული” ტიპის აღქმა, ეს უკვე მაქსიმალური მიახლოებაა “სამოთხესთან” ასე რომ იქ ადგილი აქვს ილუზიას (მაგალითად, გისოსები ფეხებ ქვეშ - ილუზიაა) და + სიზმარი - ანუ მასში ბევრ ელემენტს არც კი აქვს პროტოტიპი ნორმალურ სამყაროში (მაგალითად, “კოშმარულ Silent Hill-ში ბევრი მონსტრი - უკვე აღარარის ილუზია, არამედ ჰალუცინაცია - მაგალითისთვის SH3-ში Sluper-ები ისე უბრალოდ არ ჯდებიან მხოლოდ Heather-ის გადასართავად “კოშმარულ” აღქმაში)
დ) და ბოლოს, “არსად” - ალტერნატიული სამყაროს უკიდურესი ფორმა, სინამდვილესთან პრაკტიკულად დაუკავშირებელი აღქმის სტილი. თუ აღქმის წინა ტიპები მაინც წარმოადგენდნენ სინამდვილის ხედვას სხვა კუთხიდან, ეს უფრო ჰგავს სიზმარს ცხადში - ანუ ქვეცნობიერი მთლიანად ფარავს რეალობას, ფაქტიურად სრული ჰალუცინაციაა. იმედი მაქვს, მკითხველს ესმის, რომ ყველა გმირი არ ხედავს Silent Hill-ს მაინცდამაინც “ღამის” ან “კოშმარულს” (ეს სახელები მე შევარჩიე თხრობის გასამართლებლად) - სინამდვილეში ესენი არის სინამდვილის აღქმის მიახლოვება აღქმასთან “სამოთხე”, ხოლო როგორი აღმოჩნდება ეს “სამოთხე” - დამოკიდებულია ადამიანზე.

>>>

2-4 “Was I Dreaming?”
---------------------------------------------------------------------------------------------------------
მაინც რა ემართება ჩვენს სხეულს სინამდვილეში? თავდაპირველად მინდა რაღაცა განგიმარტოთ - მთავარი გმირის სხეული რომელსაც ვხედავთ თამაშში, შეიძლება სულაც არ იყოს მისი ნამდვილი სხეული - სინამდვილეში ეს უფრო არის ადამიანის პიროვნება (ანუ “ეგო”), რომელიც გამოხატულია ქვეცნობიერ სამყაროში (სხვათა შორის, თუ ქვეცნობიერ სამყაროში გამოხატულია “ეგო” მაშინ სრულიად დასაშვებია რომ გამოხატული იყოს “ალტერ-ეგოც“) – აი რატომ არ იმტვრება James-ი ორმოში ჩახტომისას (ანუ Silent Hill 2-ში ხვრელები - ეს სწორედ ჰალუცინაციაა - შეამჩნიეთ რომ ისინი უკვე თამაშის ბოლოსკენ ჩნდებიან, როდესაც Sunderland-ის ცნობიერება იმყოფებია სადღაც “კოშმარულ აღქმასა” და “არსად”-ს შორის, რომლებშიც იწყება სინამდვილესთან კავშირის დაკარგვა) - ანუ სანამ ის ფიქრობს, რომ ხტება ხვრელში - სინამდვილეში მისი რეალური სხეული არსადაც არ ხტება. რა ემართება ადამიანის სხეულს სინამდვილეში სანამ ადამიანის ცნობიერება ღრუბლებში დაფრინავს?
ა) ჩემის აზრით, ცხადია, რომ სხეული არსად არ ქრება “ნორმალური” სამყაროდან აღქმის ალტერაციის დროს და არც მატერიალიზდება მასში ცნობიერების ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნების დროს. წინაამღდეგ შემთხვევაში, ადამიანები, რომლებიც აღიქვავენ სხვადასხვა სამყაროებს (მაგალითად, James-ი და Anjela, ან Heather, Vincent და Claudia) ვერ დაინახავდნენ ერთმანეთს, ამას გარდა - წარმოიდგინეთ რა აბსურდად გადაიქცეოდა SH-ს სიუჟეტი, თუ დაუშვებდით იდეას ამ “გაქრობებზე”... თუმცა, თუ წარმოვიდგენთ, რომ სინამდვილე - ეს უბრალოდ ვიღაცის მორიგი ქვეცნობიერი სამყაროა ("What is real? What is real? What is real?" - SH4 OST ,Tender Sugar), რომელშიც დიდი ხნის წინ ყველა ადამიანი აღმოჩნდა... მაშინ ერთი სამყაროდან მეორეში გადასვლის დროს რატომაც არ უნდა გაქრნენ? (მაშინ ხომ გამოდის, რომ მატერია ფარდობითია!!) მაგრამ მაინც იდეა “გაქრობის” შესახებ მხოლოდ ჩემი თეორიული ვარაუდია... მოკლედ, არამგონია. ვნახოთ, რა იქნება შემდგომ ნაწილებში.
ბ) შესაძლებელია, სხეული მთელი ამ დროის განმავლობაში უბრალოდ სადღაც გდია გათიშული?? მაგრამ მაშინ გამოდის, რომ მთელი ალტერნატიული სამყარო - სიზმარი, ჰალუცინაციაა, ამასთან, თუ მაგალითად Heather-ი მთელი თამაში სადღაც ღობის ძირას ეგდო და ხვრინავდა - მაშინ როგორ შეეძლო სახლამდე მისვლა მეტროთი? ზოგადად, იხილეთ ნაწილი 1, პუნქტი

>>>

2-5. "Even if I die, it's not the end..."
---------------------------------------------------------------------------------------------------------
სიკვდილი “სამოთხეში” და ალტერნატივაში. შეიძლება თუ არა მოვკვდეთ, როდესაც ვიმყოფებით საკუთარ ქვცნობიერ სამყაროში? ნუ... წარწერა “Game over” ამტკიცებს რომ შეიძლება. მაგრამ ეს სიკვდილი სულაც არ არის დასასრული - ქვეცნობიერის სამყაროს ხომ არ შეუძლია მოკლას ადამიანის ცნობიერება, რომელიც ამ სამყაროში სულით არის გამოხატული. ფაქტიურად, სიკვდილი “სამოთხეში” ჰგავს სიკვდილს სიზმარში. ანუ ნებისმიერი ადამიანი, რომლის ცნობიერება გადავიდა “სამოთხეში” ფაქტიურად მარად იცხოვრებს იქ. ამის დამტკიცებას ჩვენ ვპოულობთ “Crismon Tome (SH4): :"Anyone swallowed up by that world will live there for eternity, undying.They will haunt that realm as a spirit.". ჩვენ გავარკვიეთ, რომ არ შეიძლება მოვკვდეთ “სამოთხეში ყოფნისას“, მაგრამ შეიძლება დავიღუპოთ როდესაც ვიმყოფებით ალტერნატიულ სამყაროში - შუალედურ სამყაროში სინამდვილესა და “სამოთხეს” შორის?? რომ ვუპასოხოთ კითხვას, გავაანალიზოთ Valtiel-ის მოქმედებები. ."Еvery time Heather (Alessa) dies, he (ანუ - Valtiel) is the one responsible for resurrecting her many times over" (Lost Memories) ანუ Valtiel-ი არის ის ძალა რომელიც Heather-ის ცნობიერებას არ აძლევს დაღუპვის საშუალებას. გავიხსენოთ, სად გვხვდება Valtiel-ი - ცნობიერების გადასვლის დროს “კოშმარულ” აღქმაში ანუ Alessa-ს “სამოთხესთან” მიახლოვების დროს ეხლა გავიხსენოთ როდის შეუძლია Valtiel-ს Heather-ის გაცოცხლება და როდის არა:
ა) როცა Heather-ი იღუპება მონსტრის დარტყმით - აცოცხლებს. ჩვენ ვიცით, რომ მონსტრების დარტყმა ხშირ შემთხვევაში ეს "...Did that just move or was it only my imagination?"
ბ) როცა Heather-ი იღუპება აღქმის ალტერაციის დროს - აცოცხლებს. გაიხსენეთ მომენტი როცა ალტერნატიულ საავადმყოფოში სარკეებიან ოთახში კედლები თითქოს პულსაციას იწყებენ (ანუ კედლების აღქმა სულ უფრო ემგვანება Alessa-ს სამოთხის აღქმას) და Heather-ი შეიძლება დაიღუპოს? ასე რომ ეს მხოლოდ ილუზიაა და Heather-ს არ შეუძლია მართლა მოკვდეს ის მხოლოდ ფიქრობს, რომ კვდება.
გ) როცა Heather-ი ვარდება უფსკრულში - ვერ აცოცხლებს. Silent Hill 2-ისგან განსხვავებით Silent Hill 3-ში უფსკრულები სავსებით რეალურია (უმრავლესობა მაინც) - როცა Heather-ი ვარდება სუპერმარკეტის მესამე სართულიდან ან პარკში მაღალი კარუსელიდან ან მშენებლობის მეხუთე სართულიდან - მას შეუძლია სინამდვილეში დაიმტვრეს??
დ) როცა Heather-ს გადაუვლის მატარებელი ვერ აცოცხლებს. თუ Heather-მა სინამდვილეში მატარებლით სახლამდე მისვლა შეძლო - ესე იგი მატარებელი არ არის ჰალუცინაცია. მაშინ შესაძლებელია როცა რეალური მატერიალური მატარებელი გადაუვლის Heather-ს ის სინამდვილეში მოკვდება?
ე) როცა მატარებლიდან ხტება Heather-ი ვერ აცოცხლებს. თუ მატარებელი და რელსები ნამდვილია - მაშინ Heather-იც სინამდვილეში იტეხს კისერს?? ვფიქრობ, ზემოთქმულიდან ცხადია, რომ ადამიანის ცნობიერება რომელიც არ არის დამოკიდებული მატერიალურ სამყაროზე, ფაქტიურად უკვდავია, მაგრამ რადგან ალტერნატიული სამყარო ფიზიკური და ქვეცნობიერი სამყაროების ნარევია - მასში შენარჩუნებულია სულის და სხეულის კავშირი, ანუ გარკვეულ სიტუაციებში ნამდვილი სიკვდილი (ფიზიკური სხეულის სიკვდილი) შესაძლებელია, მაგრამ როდესაც პერსონაჟი მხოლოდ ფიქრობს, რომ კვდება სინამდვილეში ის მხოლოდ გრძნობას კარგავს (საუკეთესო მაგალითი Harry Mason-ის სიკვდილი SH1-ის დასაწყისში), მაგრამ შემდეგ იღვიძებს (არახსოვს სიკვდილი - ფიქრობს რომ ეს მას დაესიზმრა). სხვათა შორის, ყურადღება მივაქციოთ განსხვავებას: სიკვდილის ილუზიიდან გამოცოცხლება და ღვთისმშობლის რეინკარნაცია - სხვადასხვა რამეა. როგორც ვიცით ალტერნატიული აღქმა გვაგონებს მთვარეულობას. მაშინ შესაძლებელია, თუ ადამიანი დაიჯერებს სიკვდილს თავის სამყაროში, მაშინ სხეული ამ მოვლენას განახორციელებს სინამდვილეში?? ამას ამტკიცებს გაზეთის შენიშვნა Walter Sullivan-ზე: "Sullivan used a soup spoon to stab himself in the neck, severing his carotid artery." საერთოდ, თუ ადამიანს სჯერა რომ მის სამყაროში სიკვდილი რეალურია, მაშინ ის მართლა რეალური იქნება. "I'm real , if you want me to be..."

>>>

2-6. "They found him dead the very next day"
---------------------------------------------------------------------------------------------------------
როგორც ვამბობდი, რაც უფრო უღრმავდება ადამიანის ცნობიერება საკუთარ სამყაროს, მით უფრო სუსტდება კავშირი ცნობიერებისა სხეულთან, კავშირი სინამდვილესთან. რა მოხდება როდესაც სხეულთან კავშირი სრულიად გაწყდება?? პასუხს ვპოულობთ Joseb Shraiber-ის ჩანაწერებში: :"You've seen that world as well...But if you get sucked into it, it's not just a nightmare. Don't get lost in there. If you get pulled in, you'll be killed." ანუ როდესაც ადამიანი ქვეცნობიერის სამყაროში ჩაითრევა, იწყებს მისგან სიამოვნების მიღებას (მაგალითად, Eddie და James) - მას უკვე აღარ შეუძლია (ან აღარ უნდა) რეალურ სამყაროში ყოფნა, სხეულის და ცნობიერების კავშირი ნელ-ნელა წყდება და ფიზიკური სხეული კვდები. მაგრამ როგორ გამოიყურება ეს სიკვდილი? ამ კითხვაზე პასუხს ვკითხულობთ პოლიციის განყოფილებაში, მოხსენებაში Officer Gucci-ს სიკვდილის შესახებ: "Officer Gucci unlikely To be murdered. He apparently died naturally. But medical records show Officer Gucci Had no prior symptoms of Heart disease." - ანუ სხეული კვდება ჩვეულებრივი სიკვდილით, გულის გაჩერებით.

2-7 თამაშის “სამოთხე”
---------------------------------------------------------------------------------------------------------
(იდეური ანალიზი, მორალი KONAM-ელებისაგან) მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ მეტად საინტერესო დეტალზე: თქვენ შეამჩნიეთ, რომ SH-ს მთელი სერიების განმავლობაში KONAM-ელები ავლებენ ძალიან ვიწრო პარალელს ალტერნატიულ სამყაროსა და ვიდეო-თამაშებს შორის, მოდით ყურადღებით შევისწავლოთ ეს პარალელი:
ა) ვიდეო-თამაშებიც და ალტერნატიული სამყაროც სინამდვილისგან შორს არის.
ბ) სიკვდილი ვიდეო-თამაშში არ ნიშნავს ფიზიკურ სიკვდილს - იგივეა “სამოთხეში”, რომელთან მიახლოებაც წარმოადგენს ალტერნატიული აღქმა.
გ) ვიდეო-თამაშებიც და ალტერნატიული სამყაროც წარმოადგენენ რეალობის და არარეალობის გადაკვეთას, აერთიანებენ თავის თავში სინამდვილის თვისებებს, მაგრამ ამავე დროს ცნობიერება იმყოფება “სხვა მხარეს”, თუმცა... "The "other side' perhaps may not be the best way to phrase it. After all, there is no wall between here and there"
დ) როგორც ალტერნატიულ სამყაროსთან, ისე თამაშებთანაც გვმართებს უკიდურესი სიფრთხილე: :"If you get pulled in, you'll be killed." - ასე რომ თუ სამი დღე ზედიზედ ითამაშებთ Silent Hill-ს და დაივიწყებ სინამდვილეს - მოკვდები შიმშილით ან გულის შეტევით =))), თქვენი ცნობიერება კი გააგრძელებს ხეტიალს Silent Hill-ის თამაშის სივრცეში "sufferring a fate worse than death." მორალი KONAM-ელებისგან. უდავოა, მსგავსი პარალელით თამაშის შემქმნელებს უნდოდათ ეთქვათ შემდეგი: “გაატარეთ კომპიუტერთან არაუმეტეს 1 საათისა დღეში, ყოველ ნახევარ საათში გააკეთეთ 2 საათიანი შესვენებები (რომ არ დაიზიანოთ მხედველობა), არ ითამაშოთ საშინელებები და მსგავსი ფსიქიკისთვის მავნე თამაშები (ღმერთმა ნუ ქნას, რომ შემთხვევით Silent Hill-ის თამაში დაიწყოთ!!), ნუ ზიხართ ღამღამობით ინტერნეტში, არავითარ შემთხვევაში არ შეხვიდეთ SH-ს ფორუმებში, ივარჯიშეთ, ყოველ დღე გამოიხეხეთ კბილები და კარგად ისწავლეთ სკოლაში.

3)INCUBUS (ინკუბატორი)
======================

ჩვენ გვესმის, რომ თითოეულ ადამიანში არსებობს საკუთარი ქვეცნობიერი სამყარო, სადაც აირეკლება ადამიანური მოგონებები, განცდები და ა.შ და შესაბამისად, თითოეულ ასეთ სამყაროში არსებობს რომელიღაცა საკუთარი “ღმერთი” - რომელიმე ყველაზე ძლიერი გრძნობა, რომელიც ასოცირდება რომელიღაც არსებასთან (მაგალითად, აგრესიის გრძნობა, რომელიც ბავშვის ქვეცნობიერებაში ასოცირდება საშინელი დემონის ასრებასთან. Lost Memories-ში (ოფიციალური წიგნი SH-ს შესახებ) მსგავსი უძლიერეს გრძნობას ჰქვია “Incubus“. უნდა აღვნიშნოთ, რომ “Incubus”-ი მხოლოდ სიტყვა არარის, რომელიც თამაშის შემქმნელებმა მოიგონეს. სინამდვილეში “Incub”-ად ითვლება ბოროტი დემონი, ღამის წყვდიადში მიდიოდა ქალებთან თავისი სურვილების დასაკმაყოფილებლად; ღამის კოშმარი; ზოგადად რაღაცის დამთგრუნავი, დამჩაგრავი, ხელის შემშლელი; ზოგადად ადამიანის უარყობითი თვისებების ნაკლები. აგრეთვე “Incub“ - წარმოდგება სიტყვიდან “ინკუბატორი-ი“ და აღნიშნავს იმას რაც მოთავსებულია “ინკუბატორში”. ზოგადად თუ შევაჯამებთ ზემოთქმულს, “Incubus” შეიძლება განვმარტოთ როგორც “შინაგანი დემონი სიზმრებიდან”. ფაქტიურად, Silent Hill-ის ყველა ღმერთი, ეჭვგარეშეა, შეეფერება “INCUBUS”-ის განმარტებას. მოდით გავარჩიოთ, რას წარმოადგენს INCUBUS, შესაძლებელია თუ არა რომ სწორედ INCUBUS-ი წარმოადგენს ენერგიის, ალტერნატიული სამყაროს ძალების ძირითად თავმოყრას, უკვე ვიცით, რომ “INCUBUS” იზრდება და ვითარდება ადამიანის ტკივილის, სიძულვილის, ტანჯვის ხარჯზე ("He has been nurtured by that nightmare." - ამბობს Dahlie Gellispie – Alessa-ს “INCUBUS”-ის შესახებ რომელიც შემდგომში განვითარდა Alessa-ს ღმერთად - მისი სამყაროს ყველაზე ძლიერი არსება ასახავს Alessa-ს ყველაზე ძლიერ გრძნობას - სიძულვილს, აგრესიას ადამიანების მიმართ) - ზოგადად ნეგატიური ემოციების ხარჯზე რომელსაც “ინკუბატორი” განიცდის. (ლოგიკურია, რომ თუ თვით INCUBUS-ური ეს რაღაც გრძნობაა მაშინ ის ძალას მიიღებს შესაბამისი გრძნობის გაძლიერებით. მაგალითად, თუ Alessa-ს INCUBUS-ი არის აგრესია, მაშინ ის გაიზრდება როდესაც Alessa გაბრაზდება) შესაბამისად “ინკუბატორი” ეს არის ადამიანი, პიროვნება რომელიც თავის თავში ატარებს შინაგან ღმერთს (“INCUBUS”) და კვებავს მას საკუთარი ტკივილით ან მსგავსი ემოციებით. როგორც ვიცით (Heather-ის მაგალითზე) გარე სინამდვილის აღქმის ალტერაცია უშუალოდ დაკავშირებულია INCUBUS-ის მიერ ძალის მოკრების პროცესთან. რაც მეტად იზრდება INCUBUS-ი (რაც უფრო მეტ ტკივილს და მსგავს ემოციებს იღებს) - მით უფრო ალტერნატიული ხდება ცნობიერება (კვლავ შეგვიძლია მოვიყვანოთ Heather-ი მაგალითად) ალბათ დაგებადებათ კითხვა - და რატომ ახდენს გავლენას INCUBUS-ის გაძლიერება ადამიანის მიერ სინამდვილის აღქმაზე? ყველაფერი ძალიან მარტივია. აი ასე ხდება - გაიღვიძეთ კარგ ხასიათზე - და ხედავთ, რომ მზე ანათებს, ჩიტები ჭიკჭიკებენ, სამყარო მშვენიერია თქვენი ნახვა ყველას უხარია და ა.შ. ხოლო თუ გაიღვიძებთ ცუდ ხასიათზე - თქვენ ყველაფერი გაგაღიზიანებთ სამყარო მოგეჩვენებათ ყველაზე საშინელ კოშმარად, და იგივე ადამიანებში თქვენ შეგიძლია მტრები დაინახოთ (მონსტრები??)=), ხოლო მათი რეპლიკები შეიძლება აღიქვათ როგორც დაცინვა, (Eddie??). =) საერთოდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანი სამყაროს აღიქვავს სუბიექტურად, და მისი გრძნობები ხასიათი მოქმედებს აღქმაზე - დაახლოებით ამ იდეას გამოხატავენ თამაშის შემქმნელები. ისე, აქ შესაძლებელია სხვა ახსნის სხვა ვარიანტებიც ან მათი ერთობრიობა.

>>>

3-2 “Incubus”თვითოეულ ჩვენგანში
---------------------------------------------------------------------------------------------------------
მაგრამ, როგორც ვხედავთ, აღქმის ალტერაცია ემართება არა მარტო Heather-ს არამედ სხვა ადამიანებსაც Harry, James , Angela , Brookheaven-ის პაციენტებს და ა.შ. საავადმყოფოში, თავის ჩანაწერებში, ექიმი მოიხსენიბს აღქმის ალტერაციას როგორც დაავადების განსაკუთრებულ ფორმას ("Some say it isn't even an illness. I cannot agree with them"), და აღნიშნავს, იმ გარკვეულ პირობებში ნებისმიერი ადამიანი შეიძლება მოხვდეს “მეორე მხარეს” ("The potential for this illness exists in all people and, under the right circumstances, any man or woman would be driven, like him, to "the other side"). ესეიგი, “Incubus”-ი არსებობს ნებისმიერ ადამიანში დაბადებიდან, ისევე როგორც ქვეცნობიერი სამყარო, (გავიხსენოთ Silent Hill: Dyng Inside, გვერდი. 3 - კედელზე წარწერაა “GOD LIVES IN US ALL”) და განსაზღვრულ პირობებში იწყებს განვითარებას, გავლენას ახდენს ადამიანის აღქმაზე. ამ “განსაზღვრულ მდგომარეობას” როგორც ვიცით, წარმოადგენს ტკივილი, აგრესია, და ა.შ. ("I thank you for nurturing God with all the hate in your heart."). ეს სრულიად ხსნის James-ის და სხვა დანარჩენების აღქმის ალტერაციას - ცხოვრებაში მათ გამოცადეს საკმაო ტკივილი და ტანჯვა, რამაც გამოიწვია გადასვლა “მეორე მხარეს”.

3-3.“Incubus”-ის განვითარების საფეხურები იერარქია
---------------------------------------------------------------------------------------------------------
რადგანაც ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ “Incubus”-ის განვითარების შესახებ და აღქმაზე მისი გავლენის გაძლიერებაზე, მოდით, პირობითად გამოვყოთ Incubus-ის განვითარების ძირითადი საფეხურები (ეს დაგვეხმარება თხრობის ენა მომავალში)
1-საფეხური - ადამიანს საერთოდ არ გამოუცდია ცხოვრებაში ტანჯვა - შესაბამისად აღქმის ალტერაცია არ ხდება. ასეთი ადამიანები აღიქვამენ SH-ს ჩვეულებრივ საკურორტო ქალაქად, სადაც ზაფხულში არარის თოვლი არარის ჩანგრეული გზები არ კიდია კედლებე ხორცი და “მონსტრუკები” არ დახეტიალობენ ქუჩებში.
2-საფეხური - გამოსცადეს ცხოვრებაში ტანჯვა, მაგრამ არც ისე ბევრი - აღიქვამენ ქალაქს ოდნავ თოვლიანად და ნისლიანად. მონსტრებს ვერ ხედავენ. რეალობის აღქმის ალტერაცია გამოიხატება თოვლის და ნისლის, ასევე ჩამონანგრევების დანახვაში. (ვიმედოვნებ, გასაგებია, რომ თოვლი და ჩამონანგრევები მაგალითისთვის მოვიყვანე. სინამდვილეში “Incubus”-ს შეუძლია დაინახოს ყველაფერი - იმის მიხედვით, თუ რაარის მის ქვეცნობიერებაში)
3-საფეხური - გამოსცადეთ ცხოვრებაში სერიოზული ტანჯვა - იცვლება ზოგიერთი ობიექტის აღქმა - ადამიანებში ხედავენ (და არა მარტო ადამიანებში - ჩიტებში, ძაღლებში - მთავარია ფორმით შეხედულებით ობიექტთან მიმსგავსება, ან ნებისმიერი ასოციაციური მსგავსება) “მონსტრებს“ (როგორ მონსტრებს დაინახავენ, დამოკიდებულია სუბიექტურ თვისებებზე - ეს შეიძლება იყოს საშინელი მონსტრები, ანგელოზები, მოკლული მამები, დედები და ა.შ.), რჩება ნისლი, ჩამონანგრევები და ა.შ, მაგრამ ჯერ ჯერობით არაგვაქვს აღქმის რადიკალური ცვლილება (მაგალითად - “ხორცის“ კედლები)
4-საფეხური - ცხოვრება აუტანელი გახდა - მოქალაქე ხედავს თავის მონსტრებს (ანგელოზებს, მამებს), მთლიანად ალტერნატიული ხდება სინამდვილე - ფეხებ ქვეშ გისოსები, ჟანგი, ცეცხლი, ხორცი, ნისლის მაგივრად სიბნელე, ჩამონანგრევები, და ა.შ. 5-საფეხური - აბსოლიტური ტკივილი (Alessa) - აქ ზემოთნათქვამი ყველაფერი ერთდროულად გვაქვს, “Incubus”-ი ისე ძლიერდება რომ იწყებს ზემოქმედებას სხვა ადამიანებზე, აიძულებს მათ აღიქვან ინკუბატორის სამყარო და ემზადება “დაბადებისთვის” Heather-ს მემკვიდრეობით ერგო ძლიერი Incubus-ი მაგრამ რეალური ძალა მოიკრიბა 17-წლის შემდეგ, როდესაც Alessa-ს ყველა შიში და შინაგანი აგრესია რომელიც Heather-ის ქვეცნობიერში მდებარეობდნენ ზედაპირზე ამოტივტივდნენ. ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასვლა ნელნელა, არა სტიქიურად + “Incubus”-ები არიან ძალიან არა სტაბილურები და შეიძლება მერყეობდნენ საფეხურებს შორის. ვფიქრობ ცხადია, რომ ზემოთ ნათქვამი ეს მაგალითია. არარის აუცილებელი ადამიანმა აღიქვას მაინც და მაინც ჩამონანგრევები, გისოსები და ა.შ “Incubus”-ის განვითარება გავლენას ახდენს იმაზე, საკუთარ ქვეცნობიერ სამყაროსთან რამდენად მსგავსად აღიქვამს რეალურს.

>>>

3-4 “Incubus“ ის ფილოსოფიური მნიშნვნელობა, ორმხრივი მნიშვნელობა ( SH-ს “რელიგიური” და “ფსიქოლოგიური“ ასპექტების გათვალისწინებით)
---------------------------------------------------------------------------------------------------------
ვფიქრობ, Silent Hill-ის ნებისმიერ მოთამაშეს უნდა ესმოდეს, რომ თამაშის ნებისმიერი დეტალი სიმბოლურია და გააჩნია რაღაც აზრი. ბუნებრივია, “Incubus”-ის იდეა არა უბრალოდ მისტიკა, არამედ უფრო მეტაფორაა. იმისთვის, რომ უკეთესად გავერკვეთ იმ შინაარსში რომელსაც ატარებს ეს მეტაფორა, ჯერ შევხედოთ Incubus-ს “რელიგიური“ კუთხით, Claudia-ს თვალებით: Silent Hill-ის რელიგიით ალტერნატიული სამყარო წარმოადგენს სამოთხეს, მაშინ (რამდენადაც SH-ს რელიგიის მიხედვით შინაგანი ღმერთი “Incubus”-ი იზრდება ტკივილისაგან) ტკივილი, რომელსაც ადამიანი განიცდის წამოადგენს სამოთხისკენ მიმავალ გზას. მაგრამ რატომ მაინც და მაინც ტკივილს მიჰყავს მორწმუნე ხსნისაკენ და მარადიული ნეტარებისაკენ?? უკანასკნელ შეხვედრისას Claudia-ამბობს ასე: “is it so hard to believe that sympathy could be born from the pain and suffering?" - ანუ ის თვლის, რომ ტანჯვა სრულყოფს ადამიანს, წმინდავს მას (მაშინვე გვახსენდება სურათი “Flame Purifes all”) ანუ რელიგიური თვალსაზრისით “Incubus”-ი - ადამიანის თვიური ნაწილია, პოტენციალი ხსნისაკენ, რომელიც დამალულია ნებისმიერ ადამიანში, მაგრამ გამომჟღავნდება მხოლოდ იმ ადამიანში რომელიც ტკივილით არის განწმენდილი. ახლა ღირს იგივე პრობლემას შევხედოთ “ფსიქოლოგიური” მხრიდან (ყველაზე თვალსაჩინოდ ეს გამოჩნდება Alessa-ს მაგალითზე, მაგრამ მუშაობს James-თანაც, Anjela-სთანაც, Eddie-სთანაც და ა.შ. ესეც თქვენ ფიქრისთვის მასალა - წარმოიდგინეთ სახელები და ოდნავ შეცვალეთ “ავადმყოფობის ისტორია” პერსონაჟის შესაბამისად) ნუ, თუ შევხედავთ ამ კუთხიდან, მაშინ უნდა შევხედოთ გონების თვალით და თავიდანვე უარვყოთ ნებისმიერი მისტიკა - ესეიგი “Incubus”-ი ღმერთი და სამოთხე - ჩვენი პაციენტის (Alessa) გონების პროდუქტია. საცოდავი გოგონასთვის რეალური გარე სამყაროს მთელი ცხოვრება მხოლოდ ტკივილი და ტანჯვა მოაქვს (ფანატიკოსი დედის წყალობით). ასე, რომ მალე პაციენტში იზრდება სურვილი, გაექცეს რეალობას, თავს უშველოს. და მაშინ Alessa-მ შექმნა თავის წარმოდგენაში სამყარო, რომელიც შეეფერებოდა ამ მიზანს. რაც უფრო აუტანელი ხდებოდა რეალობა, უფრო ხშირად მიდიოდა პაციენტი თავის სამყაროში და მალე საერთოდ მოწყდა სინამდვილეს (იხილე აუტიზმი). მისი ეს სამყარო გახდა ერთადერთი რეალობა მისთვის. ამგვარად, “ფსიქოლოგიური“ თვალსაზრისით “Incubus”-ი - ეს აბსტრაქტული სახეა, სიმბოლოა იმ გრძნობისა, რომელიც აიძულებს ადამიანს გაექცეს რეალობას თავის შინაგან სამყაროში (დიახ, სწორედ ამიტომ, რაც ძლიერია ეს გრძნობა მით უფრო იძირება პერსონაჟი შინაგან ქვეცნობიერ სამყაროში) ფაქტიურად, ტკივილი აიძულებს გონებას, ეძებოს გადარჩენის გზა და იწყებს საკუთარი სამყაროების შექმნას. ვფიქრობ, შეამჩნიეთ, ორივე შეხედულება დაახლოებით ერთი და იმავე აზრს ასახავს - სხვათა შორის, ეს საერთოდ Silent Hill-ის სიუჟეტის განმასხვავებელი ნიშანია.

>>>

3-5 არის თუ არა შინაგანი ღმერთი მატერიალური?
---------------------------------------------------------------------------------------------------------
ვფიქრობ, ყურადღებიანი მკითხველი უკვე მიხვდა რისი თქმა მინდოდა ამ თავში. აუცილებელი არ არის, ღმერთი მატერიალური იყოს - ბოლოს და ბოლოს ის მხოლოდ ყველაზე ძლიერი გრძნობის პროექციაა ქვეცნობიერ სამყაროზე. სად ვხედავთ მას ჩვენ? - მხოლოდ ალტერნატიულ სამყაროში... მინდა ავღნიშნო, რომ ალტერნატიულ სამყაროს ახასიათებს შეამკოს უხილავი (და აუხსნელიც კი) საგნები ვიზუალური სახეებით (თუნდაც აბსტრაქტულით, ქვეცნობიერიდან ამოღებულით). მოდით გავიხსენოთ Silent Hill 3-იდან მომენტი, როდესაც Heather-ი გადმოაფურთხებს “Incubus”-ს Claudia კი მას გადაყლაპავს სინამდვილეში მოხდა კი ეს მომენტი?? შესაძლებელია, სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირად მოხდა და პერსონაჟმა რომელიც Alessa-ს სამყაროში იმყოფებოდა, დაინახა ეს Claudia-ს მიერ “Incubus”-ის გადაყლაპვა.

3-6 დამახინჯებული აღქმის გავრცელების და ერთმანეთზე ზედდების პრინციპი
---------------------------------------------------------------------------------------------------------
როგორც ვიცით, ძლიერი გრძნობებით განვითარებულ “Incubus“-ებს შეუძლიათ მოახდინონ ზემოქმედება სხვა ადამიანების მიერ სინამდვილის აღქმაზე (ანუ მეტაფორა “ერთი ადამიანიდან მეორეზე გადაცემული გრძნობა”. შესაბამისად, რაც ძლიერია გრძნობა, მით უკეთესად გადაეცემა ის და აიძულებს სხვა ადამიანებს, დაინახონ სამყარო ისეთი, როგორსაც ხედავს ინკუბატორი (ეს გვიხსნის, როგორ შეეძლო აღექვა Alessa-სეული სამყაროს აღქმა (“ჩირქი, რომელიც ონკანიდან მოდის და ა.შ.) Lisa-ს, რომელიც მუდამ Alessa-ს გვერდზე იმყოფებოდა. განსაკუთრებით ძლიერ Incubus-ებს შეუძლიათ გადაფარონ შედარებით სუსტი Incubus-ების მოქმედება - ამიტომაც James-ს შეეძლო თავისი თვალებით დაენახა კიბეებზე Anjela Orosco-ს ქვეცნობიერი სამყარო. მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთი “გადაფარვა” შესაძლებელია მხოლოდ ნეგატიური ემოციებით ძალიან ძლიერად განვითარებულ Incubus-თან ძალიან ახლოს. შესაბამისად, როდესაც Incubus-ი (რაიმე გრძნობა) იკრებს დიდ ძალას, ის იწყებს ადამიანების სინამდვილის აღქმის აქტიურ გადაფარვას დიდ მანძილებზეც კი - ეს გვიხსნის, როგორ შესძლო Alessa-მ, აეძულებინა ადამიანები, აღექვათ სინამდვილე მისი შინაგანი სამყაროს მსგავსად. პრინციპში ამას მივყავართ იმ აზრამდე, რომ Incubus-ები - არის რაღაცა რადიოგადამცემის მსგავსი, მოქმედების განსაზღვრული რადიუსით - და სიგნალები ეცემა აღქმის ალტერაციას, რომელიც მოქმედებს ინკუბატორის ტვინზე (რადგანაც ის იმყოფება Incubus-ის მოქმედების რადიუსის შიგნით). Incubus-ის გაძლიერებით იზრდება მოქმედების რადიუსი - და, ხანდახან, გარკვეულ პირობებში, იწყებს მოქმედებას სხვა ადამიანის გონებაზე (გრძნობა გადაეცემა, და იწყებს ადამიანების ჩათრევას “ინკუბატორის” ქვეცნობიერ სამყაროში. მაგალითი: Eileen-ი რომელიც Walter-ის ბავშვობის დროინდელი შიშებით არის შეპყრობილი “His pain...I feel it... ").

3-7 რადიოს მოქმედების პრინციპი
---------------------------------------------------------------------------------------------------------
როგორც ვხედავთ, Incubus-ები მოქმედებენ თითქმის როგორც რადიო გადამცემები=), მოქმედებენ ადამიანის მიერ სამყაროს აღქმაზე, ასევე შეუძლიათ გადაფარონ სხვა Incubus-ების მოქმედება. (თუმცა SH1-ის ბიბლიოთეკის წიგნის მიხედვით, ეს შეიძლება დავახასიათოთ, როგორც “ფსიქიური ენერგიის გარე ენერგეტიკული ველები“ - დაწვრილებით 4-3 პუნქტში) ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ისინი გადაფარავენ ხოლმე არა მარტო Incubus-ების სიგნალებს, არამედ სხვებსაც - მაგალითად, რადიო სიგნალებს, და ქმნიან ხარვეზებს. აი რადიოს მოქმედების პრინციპი James-ის მაგალითზე - დაბოდიალობს Sunderland-ი ქალაქში, მის შორიახლოს დგას მოქალაქე - James-ის Incubus-ი იწყებს სიგნალების გამოსხივებას მოქალაქის მონსტრად აღქმის ალტერაციაზე - James-ის გარე ენერგეტიკული ველი ძლიერდება და მოქმედებს რადიომიმღებზე, ის კი მუშაობს ხარვეზით. სხვათა შორის, შეამჩნევდით, რომ რაც უფრო ალტერნატიულია პერსონაჟის ირგვლივ სამყარო, მით ძლიერად შიშხინებს რადიო (ამასთან ძლიერდება Noise Effect-ი) (თუ იმყოფებით “კოშმარულ“ სამყაროში ხორცის/ჟანგიანი კედლებით, და აუწევთ დინამიკს ხმამაღლა, გაიგებთ, რომ შიშინი ისმის მუდმივად - ეს საკმაოდ საინტერესოა) კიდევ აღნიშვნის ღირსია ის რომ როდესაც Silent Hill 1-ში Harry-ი მირბის Resort Area-ში, აღქმის ალტერაციის წინ (ხიდზე) რადიო თითქოს და უმიზეზოდ იწყებს ხმაურს.

>>>

3-8 Incubus-ი და ტელევიზია
---------------------------------------------------------------------------------------------------------
ტელევიზორიც სიგნალების მიმღებს წარმოადგენს - და იქ ყველაფერი რადიოს ეფექტს ჰგავს - Incubus-ის ენერგეტიკულ ველს შეუძლია წარმოქმნას ტელე-ხარვეზები (სხვათა შორის, მათაც ქვიათ “თოვლი“ - საკმაოდ სიმბოლურია) - ეს გვიხსნის რატომ არ შეუძლიათ ინკუბატორებს Silent Hill-ში ტელევიზორის ყურება =)). ასევე უნდა ვივარაუდოთ, რომ ინკუბატორების ენერგეტიკულ ველებს შეუძლიათ ეკრანზე რაიმეს პროექცირება. ამასთან დაკავშირებით მახსენდება სუზუკი კოძი-ს წიგნი “ზარი”, სადაც სადაკო იამამურას ჰქონდა უნარი ფსიქიური ენერგიის საშუალებით ნებისმიერი აზრობრივი გამოსახულების პროექცია გამოეტანა ეკრანზე... საერთოდ, ჩემის აზრით “ზარი“ ძალიან ძლიერად გადაკვეთს Silent Hill-ის სერიის იდეებს (უფრო სწორი იქნებოდა, გვეთქვა, რომ SH გადაკვეთს ზარის იდეებს, იმიტომ რომ წიგნი გამოვიდა 1993 წელს) =)

3-9 ქვეცნობიერის პროექცია ტელე და რადიო მიმღებებზე, ანუ “Cheryl-ი ყუთში“ =))
---------------------------------------------------------------------------------------------------------
რადგან მიმღებებზე ვლაპარაკობთ, მაშინ უნდა განვმარტოთ, როგორ შეუძლია მსგავს ტექნიკას გამოსახოს გარკვეული სახეები. დავიწყოთ მაგალითების მოყვანა:
ა) SH1, სავაჭრო ცენტრი - Cheryl-ი ტელევიზორში.
ბ) SH2 - Mary-ს ხმა რადიოში არის James-ის იმედის გამოხატულება - უფრო სწორად, ეს წარმოადგენს იმედის “ნაყოფს”, საავადმყოფო - ვიქტორინა რადიოში, სასტუმრო (312 ოთახი) - ტელევიზორი აჩვენებს James-ის ქვეცნობიერში არსებულ იდუმალ მოგონებებს (აბა თითონ ხომ არ ჩაწერდა კასეტაზე ცოლის მკვლელობის მომენტს?) =), სასტუმრო (ბიბლიოთეკა) ექიმთან საუბარი ისმის ყურსასმენებში, სასტუმრო (დერეფანი) – Mary-ს და James-ის ლაპარაკი რადიოშია.
გ) SH3 - ისევ სავაჭრო ცენტრი - ისევ Cheryl-ია ტელევიზორში - ასახულია Heather-ის “დაკარგული მოგონებები“.
დ) SH4 – 302 ოთახში ტელევიზორით გამოწვეული შიში. ჩემის აზრით, ფრაგმენტები ადამიანის ქვეცნობიერიდან უშუალოდ ეკრანზე კი არ პროექცირდება, არამედ პროექცივდება მის აღქმაზე (ყოველ შემთხვევაში უმრავლეს შემთხვევაში). ანუ აქედან გამომდინარეობს, რომ სინამდვილეში როდესაც James-ს ესმის Mary-ს ხმა რადიოთი, რადიო სინამდვილეში მხოლოდ შიშხინებს (თუ ჩართულია), James-ს კი Mary-ს ხმა ესმის და ფიქრობს, რომ ეს რადიოდან ესმის, სინამდვილეში კი ეს ხმა ჟღერს მხოლოდ მის თავში. იგივე შეიძლება ითქვას Cheryl-ზე ტელევიზორებში და ტელეფონებში (SH1-ში). ამ ვერსიის მთავარ არგუმენტს წარმოადგენს შემდეგი ფაქტი - SH2-ში 312 ოთახში შესვლამდე უბრალოდ გამორთეთ რადიო - Mary-ს ხმა, (როდესაც ის ეძახის James-ს კასეტის ნახვის შემდეგ) მაინც ისმის (თუმცა რადიოს კვებას გამორთულია და დინამიკიც არ მუშაობს). აი აქ კი ყურადღებიან მკითხველს შეიძლება წარმოეშვას ვარაუდი: “თუ ცოლების ხმები რადიოში - ილუზიაა, მაშინ შესაძლებელია, რადიო შიშინებს მხოლოდ მთავარი გმირის ტვინში”. ვპასუხობ: თუ რადიოს გამორთვის შემდეგ Mary-ს ხმა არ წყდება, მაშინ რადიოს შიშინიც არ უნდა ქრებოდეს - მაგრამ ეს ასე არარის, შიშინი შეიძლება გამოვრთოთ და ხმასაც შეგვიძლია ავუწიოთ და დავუწიოთ. ესე იგი, შიშინი რეალურია (ან ეს ბაგია, შემქმნელების მიერ დაუსრულებელი პროგრამაა) როგორც ავღნიშნეთ, ცნობიერების პროექცირების ფენომენი გვხვდება ყველა ნაწილში და წარმოადგენს ალტერაციული აღქმის სტრუქტურულ ნაწილს. ცხადია, ამ ასე მოპოვებულ ინფორმაციას არ შეიძლება მთლიანად ვენდოთ, რადგან აკეთებს რა ქვეცნობიერის პროექცირებას, ტექნიკა არარის ვალდებული დაიჭიროს რეალური მოვლენები, რომლებიც ინკუბატორის მეხსიერებაშია შენახული. ნუ ეს საერთოდ ძალიან ფაქიზი საკითხია - უნდა ავღნიშნო, რომ ინდივიდის სურვილებიც აგრეთვე წარმოადგენს მეხსიერების ნაწილს და შეუძლია ასე თუ ისე ხელი შეუშალოს რეალურ მოვლენებს. (განსაკუთრებიტ მკაფიოდ არის ეს აზრი ასახული SH2-ში).

3-10 Silent Hill-ი და ალტერნატიული აღქმა
---------------------------------------------------------------------------------------------------------
ქალაქის ძალა ერთი მხრივ, Lost Memories-ში ნათქვამია "The power that absorbs and reflects what people hold in their hearts is established as being exclusive to the town of Silent Hill." მეორეს მხრივ, SH3-ის მოვლენების მიხედვით შეიძლება მივხვდეთ, რომ ალტერნატიული აღქმა არ არის დამოკიდებული ქალაქზე, ხოლო SH4-ის მთავარი გმირი Henry Townshend-ი მთელი თამაშის განმავლობაში ერთი წამითაც არ არის თვითონ Silent Hill-ში. როგორ აიხსნება ეს?? ნუთუ SH-ს ცუდმა შემქმნელებმა უბრალოდ ვერაგულად მოატყუილეს გულუბრყვილო მოთამაშეები??=) - რათქმაუნდა, შეიძლება ეს სიუჟეტური ბაგია?? (არამგონია) ან მხიარული იაპონური ხუმრობა, მაგრამ მე მგონია აქ რაღაცა ეშმაკობა იმალება. ქალაქის თავისებურება - SH-ში კონცენტრილებულია გარკვეული ძალა, ენერგია, ასე რომ მის ყველა სტუმარში აქტივიზირდება Incubus-ი - მაშინ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ინკუბატორ წამებულს - სად მიეცემა “ხსნა” (აღქმის ალტერაციის სახით). ამას გარდა, ეს იდეა ხსნის Lost Memories-დან სხვა გამონათქვამს "The shift to the otherworld that takes place outside the town depends entirely upon a unique power." თუ შევადარებთ ამას სხვა ნათქვამს "the human mind is where the otherworld dwells and holds power", ასევე 3-4 პუნქტს, ცხადი გახდება, რომ ადამიანის გონების სიძლიერე, გონების პოტენციალი მოიპოვოს ხსნა, წარმოადგენს სწორედ ამ “unique power“-ს. ამას გარდა... მაინც Silent Hill-ი ადგილია, სადაც ყველაზე იდუმალი გრძნობები და მოგონებები არსებობენ მარად - შეიძლება ამას ჰქონდეს გარკვეული მნიშვნელობა? სულები და მოჩვენებები “მოჩვენებების” პრობლემა დასდევდა SH-ს ყველა ნაწილს და განსაკუთრებით მძლავრად დადგა Silent Hill 4-ში... მოდით ბოლოს და ბოლოს გავერკვიოთ მათში (სულები და მოჩვენებები)

>>>

4 ჩაკეტილი წრე
============

უდავოა, რომ ადამიანის ცნობიერება დაკავშირებულია ფიზიკურ სხეულთან (ნაწილობრივ - ტვინთან). მაგრამ, ნიშნსვს თუ არა ტვინის სიკვდილი ცნობიერების სიკვდილს, გადასვლას არარსებობაში? ეს კითხვაა, რომელზეც ფილოსოფოსები უკვე ათასწლეულებია, თავს იმტვრევენ =)... ბუნებრივია, ადამიანის ცნობიერება დაკავშირებულია მატერიასთან და არ შეიძლება არსებობდეს “არსად”, მაგრამ ცნობიერებას აგრეთვე აქვს თვისება, ასახოს მატერია საკუთარ ქვეცნობიერებაში (მაგალითად მეხსიერება), და შექმნას საკუთარი არეკლილი მატერიის სამყარო (მაშინ ცნობიერება - სარკეა, ხოლო პირადი აღქმა - გამრუდებული სარკე). მაგრამ, დავუშვათ, რომ რაღაც მიზეზების გამო ცნობიერება ჩაიძირა ამ სამყაროში და ჰპოვა გამოხატულება იქ - ანუ ეს საკუთარი სამყარო მისთვის გახდა ერთადერთი რეალობა. მაშინვე გვახსენდება “ორობოროსის“ წრე (ეს სიმბოლო არის SH1-შიც). ასეა ცნობიერების შემთხვევაშიც - ის აგრძელებს არსებობას საკუთარი სამყაროს დახმარებით ("nurtured by that nightmare"- ასე იტყოდა Dahlia Gellispie) ფაქტიურად, ასეთ შემთხვევაში ცნობიერებას შეუძლია გადავიდეს მარადისობაში - ჩაკეტილ წრეში მოთავსებულს შეუძლია უსასრულოდ ირბინოს. ამ შემთხვევაში, სხეულთან კავშირის გაწყვეტაც ვერ დაარღვევს ჯაჭვს - ხოლო, ცნობიერება, რომელიც სხვა სიბრტყეზე მდებარეობს, ვერც ხვდება ფიზიკური სხეულის სიკვდილს, და თვლის რა საკუთარ სამყაროს ერთადერთ რეალობად, ბუნებრივია, აგრძელებს მასში “არსებობას“. ამ შემთხვევისთვის მინდა გავიხსენო Sound Track-ის ტექსტი "The Reverse Will"- იქ Laura იმეორაბს (სიტყვები უკუღმა მოდიან):
"Now I lay me down to sleep,
I pray the Lord my soul to keep,
If I should die before I wake,
I pray the Lord my soul to take". - ვფიქრობ, ეს სიტყვები საუკეთესოდ ასახავენ ზემოთქმულს.

4-2. White Noiz
---------------------------------------------------------------------------------------------------------
ამგვარად, ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგაც ცნბიერება არ ქრება, არამედ აგრძელებს არსებობას თავის სამყაროში (“სამოთხეში“), ასევე, სიკვდილის შემდეგ ქვეცნობიერი სამყარო არსად ქრება - ამას შეიძლება დავაკვირდეთ Walter Sullivan-ი (SH4). მაგრამ მაშინ სად იმყოფება თვიღ ქვეცნობიერი სამყარო? ადრე ის “ინკუბატორის“ ტვინში “ბინადრობდა“, მაგრამ სად შეიძლება იმყოფებოდეს სიკვდილის შემდეგ? რა თქმა უნდა, შეიძლება დავუშვათ, რომ ეს ქვეცნობიერი სამყარო არსებობს “პარალელური სამყაროს“ სახით, მაგრამ, ვფიქრობ, რომ “პარალელური სამყარო“ არ არის საუკეთესო მნიშვნელობა. სინამდვილეში, ეს სამყარო აგრძელებს არსებობას სინამდვილის შიგნით, მაგრამ ამავე დროს წარმოადგენს სინამდვილის “სხვა სიბრტყეს“ (საკმაოდ კარგად არის ეს გამოხატული Crimson Tome-ში: "It exists in a space separate from the world of our Lord. More accurately, it is within, yet without the Lord's world." - Lords Word-ს შესახებ ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკებთ, და აგრეთვე ექიმი ჩანაწერებში : “After all, there is no wall between here and there. It lies on the borders where reality and unreality intersect. It is a place both close and distant.") . ე.ი. ეს სამყარო აგრძელებს არსებობას, მაგრამ წამოადგენს რაღაც ენერგიის მსგავსს. ამასთან, შეიძლება ერთდროულად აგრძელებდეს არსებობას უამრავი ასეთი ქვეცნობიერი სამყარო, და ქმნიდეს თავისებურ „თეთრ ხმაურს“ (“White Noiz “) (ცნობისთვის - “თეთრი ხმაური“ - ხმოვანი ხმაურია, რომელშიც არის თავმოყრილი ყველა აღქმადი ხმოვანი სიხშირე სხვადასხვა პროპორციებში (მაგალითად ჩანჩქერის ხმა). ნაწილობრივ, “White Noiz“ გამოიყენება გარკვეული ხმაურის ჩასახშობად შემდეგი პრინციპით: “White Noiz “ შედგება სხვადასხვა სიხშირის ბგერებისაგად და ამის გამო ადამიანს არ შეუძლია გაარჩიოს ერთი გარკვეული ხმა - ყველაფერი არეულია ერთ გუგუნში - სცადეთ, ჩანჩქერთან მდგარმა, გაარჩიოთ მაგალითად ვინმეს ლაპარაკი =) - ყველაფერი უბრალოდ შეერევა “White Noiz“-ს. სხვათა შორის, თუ გაინტერესებთ, ბგერაც ენერგიაა) - სხვადასხვა ქვეცნობიერი სამყაროების პროპორციულ გაერთიანებას (სხვადასხვა სიხშირის ბგერების). “White Noiz “-ს ხშირად ეძახიან ხარვეზებს. მგონია, ბევრმა იცის, რომ რეალურად არსებობს “White Noiz “-ის თეორია, რომლის მიხედვითაც მიცვალებულები ცდილობენ, დაამყარონ კავშირი ახლობლებთან, იყენებენ რა სხვადასხვა სიგნალებს და ხარვეზებს. სხვათა შორის ინდიელები, რომლებიც იმ მიდამოებში ცხოვრობდნენ კოლონიზატორების მოსვლამდე, თაყვანს სცემდნენ იმ ადგილს, სადაც შემდეგ გაშენდა Silent Hill, როგორც "The Place of the Silent Spirits." და სწამდათ, რომ სულები აგრძელებდნენ არსებობას ქვებში, ხეებში და ა.შ. - მაშინ, შესაძლებელია, ქვეცნობიერი სამყარო აგრძელებს არსებობას სინამდვილის შიგნით, მაგრამ ის დაკავშირებულია გარკვეულ ადგილებთან (ანუ კონცენტრირებულია მათში)?? მსგავსი იდეა სრულიად შეესაბამება თანამედროვე იაპონური საშინელებათა ჟანრის საუკეთესო ნიმუშების კონცეფციას:
ა) “ზარი“ - სადაკო იამამურის ნეგატიური ფსიქიური ენერგია კონცენტრირებულია ჭაში, სადაც მოკვდა სადაკო და მისი სიკვდილის შემდეგაც ეს ენერგია აგრძელებდა არსებობას - იგი აისახა და იმოქმედა ტელევიზორზეც კი.
ბ) “ბნელი წყლები“ - ასევე, დამხრჩვალი გოგონას ნეგატიური ფსიქიური ენერგია ისევ არსებობს საცხოვრებელ სახლში, გოგონა თავის დედას ეძებს...
გ) „წყევლა“ - შეგვიძლია მოვახდინოთ ამ ფილმის ძირითადი იდეის ციტირება: „Ju-on” - იმ ადამიანის წყევლა, რომელიც გარდაიცვალა ისე, რომ გულში ატარებდა სიძულვილს, რჩება იმ ადგილებში, სადაც სიცოცხლეში იმყოფებოდა ხოლმე გარდაცვლილი. ამ წყევლასთან შეხებისას ადამიანი იღუპება და იბადება ახალი წყევლა“ ჰმმ... სიძულვილი გულში - ესეც ფსიქიური ენერგიაა... ამ ჩამონათვალში მინდა ჩავრთო “Silent hill”, მაგრამ მართლაც აგრძელებენ თუ არა SH-ს სერიები ფსიქიური ენერგიის იდეას, რომლებიც გარკვეულ ადგილებში არიან თავმოყრილი? დაწვრილებით გავარკვევთ ამას შემდეგ პუნქტებში.

4-3 აზრის ძალა, გრძნობის ძალა, ტკივილის ძალა და მაინც რა სახით აგრძელებს არესებობას ქვეცნობიერი სამყარო სიკვდილის შემდეგ
---------------------------------------------------------------------------------------------------------
ამ კითხვაზე გვპასუხობს SH1-ის სასკოლო ბიბლკიოთეკიდან წიგნი "...Poltergeists are among these. Negative emotions, like fear, worry, or stress manifest Into external energy with physical effects." ე.ი. ნებისმიერი აზრი, ნებისმიერი გრძნობა, ფლობს გარკვეულ ძალას, ენერგიას - და რაც უფრო ძლიერია ეს გრძნობა მით ძლიერი ფსიქოენერგეტიკული პოტენციალი აქვს მას - სწორედ ეს არის ფსიქიური ენერგია. მაგრამ რას წარმოადგენს თვითონ ქვეცნობიერი სამყარო - ეს არის ადამიანის მეხსიერების მძიმე გრძნობების, აზრების ერთიანობა. ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია, რომ ეს “სამოთხე“, ქვეცნობიერი სამყარო ფლობს უდიდეს ენერგიას (და ყველაზე დიდ ფსიქო ენერგიას ფლობს “Incubus”-ი, ღმერთი - ყველაზე ძლიერი გრძნობაა რომელზეც დამყარებულია მთელი ამ ქვეცნობიერი სამყაროს ძალა) - ვფიქრობ, სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ მთელი ეს სამყარო გადადის ენერგიაში. ასევე ჩვენ ვხედავთ, უარყოფითი ემოციებს (ტკივილი, სიძულვილი და ა.შ) ხშირად ყველაზე ძლიერია, ანუ ადამიანის ქვეცნობიერში ისინი დომინირებენ “ნათელ“ გრძნობებზე (სიყვარული და მსგავსი სისულელე) - ანუ გააჩნია ყველაზე დიდი პოტენციალი. ეხლა დავფიქრდეთ, რა არის ის ძალა, რომელიც აიძულებს ადამიანს, გაწყვიტოს კავშირი სინამდვილესთან და ჩაიძიროს საკუთარ სამყაროში?? - მართალია, ტკივილი, ტანჯვა, რომელსაც გვთავაზობს ემპირიული ცხოვრება. მაგალითად მოვიყვანოთ ისევ მრავალტანჯული Alessa - რატომ აღმოჩნდა მისი სამყარო ასეთი ძლიერი, რომ მისი ძალა მთელს ქალაქში გავრცელდა?? - ცხადია, იმიტომ რომ Alessa-ს შინაგან სამყაროში დაგროვდა ტკივილის სიძულვილის უზარმაზარი რაოდენობა - ამან კი მისცა მის სამყაროს ისეთი უზარმაზარი ძალა, რომ (Lost Memories) "Her agony is manifested and the entire town is swallowed up by the otherworld."


>>>

4-4 "Posessed”
---------------------------------------------------------------------------------------------------------
და როგორ ვლინდება ეს ფსიქოენერგეტიკული პოტენციალი სინამდვილეში?? ამ კითხვაზე პასუხს ვპოულობთ Silent Hill 3-ის მეტროში (Occult Magazine): "The souls of those who had died suddenly by suicide or accident don't realize they're dead. Sometimes they stay put and haunt the particular place ... The pain can get so bad that they turn to humans for salvation - or they begrudge humans they lives. At such times they can posess humans . Places , known as "famous suicide spots" or "high accident areas" are allways to blame." ე.ი. რაც უფრო დიდ ძალას იკლებს ქვეცნობიერი სამყარო, მით უფრო ამჟღავნებს თავს სინამდვილეში - ანუ მოაგროვებს რა გარკვეულ ძალას ის იწყებს გავლენის მოხდენას რეალობაზე - ზოგი ადამიანი გრძნობს და აღიქვამს კიდევაც ამ სამყაროს (და ესმით გარკვეული ბგერები) : "I'm...I'm...I'm sure I heard something in there... Yeah, that sound... It's the same one as back then." - ამბობს Frank-ი, ესმის რა უცნაური ხმა ბინაში, სადაც კონცენტრილებულია Walter-ის ფსიქიური ენერგია, ასევე გავიხსენოთ განგაშის ხმები SH (1-3) - ამგვარად, ჩვეულებრივ ადამიანებს (სხვათაშორის, SH-ში იზრდება საინტერესო ბალახი რომელიც შესაძლებლობას ჩვეულებრივ ადამიანს აღიქვას “სამოთხე“ - ამაზე მოგვიანებით) ეწყებათ აღქმის ალტერაცია ხოლო შემდეგ შეიძლება ჩათრეულები იყვნენ ამ სამოთხეში, რაც გამოიწვევს მათ სიკვდილს, მაგრამ ამ ადამიანების ცნობიერება და პიროვნება სამუდამოდ რჩება სხვის ქვეცნობიერ სამყაროში (რასაც ადგილი აქვს Lisa Garland-თან და SH4-ის პერსონაჟებთან) ფაქტიურად, ამაში მდგომარეობს დამახინჯებული აღქმის ურთიერთქმედების, გავრცელების და ერთმანეთზე ზედდების არსი რომელიც აღწერილია 3-6 პუნკტში. რაც უფრო დიდ ძალას იკრებს “სამოთხე“ მით უფრო ძლიერად მოქმედებს ადამიანის მიერ სინამდვილის აღქმაზე - ფაქტიურად, თუ მოიკრებს საკმარის ძალას, ეს ქვეცნობიერი სამყარო შეიძლება გავრცელდეს ყველა ადამიანზე - ანუ ყველა დაინახავს ამ ქვეცნობიერ სამყაროს და ის ფაქტიურად გახდება ერთადერთი რეალობა.

4-5 განსაკუთრებით როგორი ადამიანები ექვემდებარებიან ფსიქიური ენერგიის გავლენას? რა გარემოებებში ექვემდებარება ადამიანის გონება ფსიქიური ენერგიის გავლენას და შეიძლება იყოს ჩათრეული ვინმეს ქვეცნობიერ სამყაროში??
---------------------------------------------------------------------------------------------------------
ცხადია რეალური სამყაროსგან მაქსიმალურად მოწყვეტის პირობებში - ანუ:
ა) ძილის მდგომარეობაში (Richart Braintree და Frank Sunderland-ი Sullivan-ის სამყაროში ძილში ხვდებიან)
ბ) სიმთვრალის მდგომარეობაში (Cynthia Velasquez-ი Sullivan-ის სამყაროში მოხვდება სიმთვრალის მეორე დღეს)
გ) ხილვადობის გაუარესებისას - ბურუსი/ღამე.
დ) როგორც ვიცით, რაც უფრო მეტ ტანჯვას გამოცდის ადამიანი, უფრო მეტად შორდება რეალობას. ე.ი. ცხოვრებაში ტანჯული ადამიანის გონება (ადამიანები “ბნელი გულით“) განსაკუთრებით ექვემდებარებიან ქვეცნობიერი სამყაროების გავლენას. საერთოდ რაღაც მსგავსი წერია Lost Memories-ში "people with afflicted minds are easily drawn to the otherworld". სწორედ ამ მიზეზით, შემდგომში ქალაქი (როდესაც მასში თავმოიყრება უამრავი ადამიანის ფსიქიური ენრეგია) იწყებს ტანჯული ადამიანების მიზიდვას თავისკენ უზარმაზარი მაგნიტის მსგავსად.

4-6 "Lingering thoughts", ცნობიერების ნარჩენები
---------------------------------------------------------------------------------------------------------
ხშირად, ალტერნატიულ სამყაროში ყოფნისას, შეიძლება დავინახოთ (ვიგრძნოთ) ბევრი ადამიანის აზრების და გრძნობების ნარჩენები. როგორც ჩანს, ეს გრძნობები იმდენად ძლიერი იყო, რომ გადავიდა ფსიქიურ ენერგიაში, რომელიც სამუდამოდ დარჩება ქალაქში (როგორც წესი, ეს ენერგია რჩება იმ ადგილებში, სადაც განცდილი იყო ეს ძლიერი გრძნობები - შეიძლება, ამიტომ სჯეროდათ ინდიელებს, რომ სულები არიან ხეებში, წყალში, მიწაში??), ეს ენერგია მოქმედებს აღქმაზე, ანუ ალტერნატიული აღქმის დროს ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ/აღვიქვათ სხვათა ქვეცნობიერი სამყაროების - აზრების, გრძნობების და ა.შ. ნაწილები. განვიხილოთ ეს SH3-ის მაგალითებზე:
ა) ტუნელში, რომელსაც პარკიდან ეკლესიამდე მივყავართ, ვპოულობთ სისხლიან წარწერებს. Lost Memories-ის მიხედვით, ეს "The voice of a believer that suggests self-sacrifice" - ანუ ადამიანის სიკვდილისწინა აზრები გადაიქცნენ ენერგიად, სამუდამოდ დარჩნენ იმ ტუნელში და გამოვლინდნენ Alessa-ს სამყაროში (ეს აზრები იმდენად ძლიერია რომ Alessa-ს სამყაროს აღქმაშიც შეაღწიეს)
ბ) სააღმსარებლოში Heather-ს ესმის ქალის ხმა, რომელმაც თავისი შვილის სიკვდილისთვის შურის საძიებლად მოკლა ადამიანი ("The owner of the voice committed a murder in order to get revenge for the murder of her own child." - LM ) – როგორც ჩანს, მორწმუნის წრფელი გრძნობები ამ დრომდე დარჩა სააღმსარებლოში.
გ) Stenley Colmann–ის დღიურები - ესეც არის ქვეცნობიერებათა ურთიერთქმედების შედეგი.
დ) მამის ჩანაწერები - არა მარტო უარყოფითი ემოციები ატარებენ ენერგიას, მამის სიყვარულის ნათელ გრძნობებს ქალიშვილისადმი (თუმცა ის არ იყო Cheryl-ის ბიოლოგიური მამა) ასევე გააჩნია ძლიერი ფსიქოენერგეტიკული პოტენციალი. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითი იყო თამაშიდან - სინამდვილეში ისინი ბევრად მეტია - ჩვენ დაწვრილებით გავარჩევთ ყველა ამ მოვლენას მეორე ტომში.

>>>

4-7 მოგონებების წრებრუნვა ბუნებაში
---------------------------------------------------------------------------------------------------------
როგორც ვხედავთ, თავდაპირველად “სამოთხე“ ისახება ადამიანის ტვინში და კონცენტრირდება იქ ენერგიის სახით, მაგრამ ამ ენერგიის მატარებლის, ტვინის, სიკვდილის შემდეგ ქვეცნობიერი სამყაროს ენერგია გროვდება იმ ადგილებში რომლებთანაც დაკავშირებულია ადამიანის ყველაზე ძლიერი მოგონებები (მაგალითად "Alessa's thoughts from her childhood linger in the church"-LM) - ანუ მოგონებების ენერგია თვითონ პოულობს ახალ ნავსაყუდელს, ენერგიის ახალ მატარებელს. ამ შემთხვევაში, ამ ენერგიას შეუძლია თავისუფლად ჩასახლდეს სხვა ადამიანის ტვინში. მაგრამ იქ გარკვეული სირთულეები რჩება: ადამიანის ცნობიერება ყოველთვის შეეწინაამღდეგება ასეთ ჩასახლებას (რადგანაც ეს მიგვიყვანს ქვეცნობიერებათა სინთეზთან, წარმოქმნის თავისებურ კონგლომერატს, ამას გარდა ქმნის საშიშროებას პიროვნების გაორებისა (გასამებისა, გაოთხებისა), რადგან ახალ მატარებელში ასევე შედის ყველა ის პიროვნება, რომელიც ასახულია სხვის ქვეცნობიერის სამყაროში). ბუნებრივია, ცნობიერება შეეწინაამღდეგება მსგავს მეზობლობას, დაიწყებს თავის თავში სხვა პიროვნების შემოსვლის წინააღმდეგ ბრძოლას. მაშინ როგორ უნდა გადავიდეს ფსიქიური ენერგია (“Incubus-ი”) სხვა გონებაში? აი სამი ვარიანტი:
ა) თუ ახალ მატარებელს თვითონ უნდა ეს და არ ეწინაამღდეგება (მაგალითად - Claudia Wolf)
ბ) მაქსიმალურად უნდა დაასუსტო ახალი მატარებლის პირველადი პიროვნება (მაგალითად - Heather Mason, Eileen Galvin)
გ) ან როცა ახალ მატარებელს ცნობიერება ჯერ არა აქვს ჩამოყალიბებული და მკაფიოდ გამოხატული (ანუ არაფერს ეწინაამღდეგება), როდესაც ახალი ინკუბატორი წარმოადგენს “სუფთა ფურცელს“ - ანუ სულ პატარა (ახალდაბადებული??) ბავშვია (მაგალითად - Cheryl Mason და Heather Mason) ამგვარად, ადამიანის პიროვნებას, მოგონებებს და ქვეცნობიერი სამყაროს, რომელიც ჩაღრმავებულია თავის ქვეცნობიერ სამყაროში, შეუძლია არა მარტო გამოეკიდოს White Noiz-ის სივრცეში, არამედ მოაგროვოს საკმაო ფსიქოენერგეტიკული პოტენციალი, გააგრძელოს არსებობა სხვა გონების შიგნით. ქვეცნობიერი ქვეცნობიერში?? ვფიქრობ სწორედ ეს არის, SH2-ის ენით რომ ვთქვათ, "The basement's basement" . ძალიან სიმბოლურია...

4-8 Holy Mother, Mother Reborn, რეინკარნაციის სპირალი
---------------------------------------------------------------------------------------------------------
დასაწყისისთვის გავარკვიოთ, რა არის Holy Mother-ი. ვფიქრობ, Holy Mother-არის ის რაც შიგნით ატარებს ღმერთს (როგორც ჩანს, სახელი დარქმეული აქვს ჩვეულებრივი დედისა და შვილის ანალოგიით). ვიტყვი ცოტა გასაგებად: ღმერთი იმყოფება (და ფორმირდება) წმინდა დედის სხეულში. მაგრამ, ვნახოთ მთელი თამაშის განმავლობაში რას ეძახიან Holy Mother-ს:
ა) Silent Hill 3-ში Alessa-ს (Heather - ანუ ცოცხალ ადამიანს) ეძახიან Holy Mother-ს (საუბარი კასეტაზე: (I heard that the Holy Mother has been found. Is this true? Vincent: Alessa has been found?")
ბ) Silent Hill 3-ის დასასრული - Claudia გადაყლაპავს Alessa/Heather-ის Incubus-ს და იღებს Holy Mother-ის როლს.
გ) Silent Hill 4 - კულტის მიმდევრები ეძახიან ტყეში ქვას “Motherstone”. დედა შეიძლება იყოს როგორც ცოცხალი ადამიანი, ისე რაიმე ადგილი, ასევე Holy Mothe-ის როლი შეიძლება ერთი ადამიანიდან (ადგილიდან) მეორეზე გადავიდეს. არაფერს გაგონებთ? მაგალითად, პუნკტები 4-6, 4-7 ;)?? მოდით გავაანალიზოთ: ღმერთი ფორმირდება ადამიანის ქვეცნობიერ სამყაროში, ანუ, ხატოვნად რომ ვთქვათ, ინკუბატორის ცნობიერება, ქვეცნობიერება და პიროვნება, რომლებიც ქმნის თავის სამყაროს, წარმოადგენენ “სამოთხის“ დედას და “ღმერთის” დედას. სიკვდილის შემდეგაც კი ინკუბატორის პიროვნებას შეუძლია გააგრძელოს არსებობა საკუთარ სამყაროში, რომელიც მოგონებებით არის დაკავშირებული გარკვეულ ადგილთან (სწორედ ეს არის MotherStone და MotherRoom 302 - ინდიელებს სწამდათ რომ მიცვალებულთა სულები (“Incubus-ები და ფსიქიური ენერგია) რჩებიან ქვებში, ხეებში და ა.შ. აგრეთვე ამ სამყაროს (რომელიც შეიცავს თავდაპირველი ინკუბატორის პიროვნებას ცნობიერებას და მეხსიერებას) შეუძლია იპოვოს ახალი მატარებელი - სწორედ ეს არის Holy Mother-ის ხელახლა დაბადება (რეინკარნაცია - სულის გადასვლა სხვა სხეულში) ე.ი. Holy Mother სხვა არაფერია, თუ არა ქვეცნობიერი სამყაროს და ღმერთის მატარებელი. ბოლოს და ბოლოს, ცნობიერების წრე, რომელიც საკუთარ თავშია ჩაძირული უსასრულოა.

4-9 “This is God…?” (ღმერთის ანალიზი სერიების ყველა ნაწილში)
---------------------------------------------------------------------------------------------------------
Silent Hill-ის ყველა ნაწილში ჩვენ ვხედავთ უცნაურ არსებას, რომელიც ბინადრობს ქვეცნობიერი სამყაროს სიღრმეებში - ღმერთი, მაგრამ მისი სახე და არსებობის მიზეზი სხვადასხვა ადამიანში მუდმივად იცვლება. მოდით გავარკვიოთ, ამ ღმერთის რაობა თითოეულ ნაწილში:
ა) Silent Hill 1 – “Samael”. Alessa-ს ძირითადი სურვილი (სწორედ მის თავში გაჩნდა SH1-ის სამყარო) იყო სიკვდილი. Dahlia-მ მიაღწია თავის მიზანს - მისი დედობრივი მცდელობების წყალობით მისმა დამჯერე გოგონამ შეიძულა ყველა ადამიანი, სურდა მათი სიკვდილი. მაგრამ გოგონას მუდმივმა ტანჯვამ გამოიწვია მისი თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი ხასიათის ჩამოყალიბება - "It would be better for "myself" to die. After all, it's nothing to be afraid of... " Alessa-ს სურდა თავისი თავი იმ ტანჯვისა და ტკივილისგან გაენთავისუფლებინა რომელსაც აყენებდნენ გარშემომყოფი ადამიანები და თვითონ ცხოვრება. და ვინ არის “Samael”-ი?? - სინამდვილეში ის სიკვდილის ანგელოზია. ყველაფერი ემთხვევა. ანუ Alessa-ს ტკივილმა, სიძულვილმა და სიკვდილის სურვილმა ჰპოვა ასახვა Alessa-ს სამყაროში სიკვდილის ანგელოზის სახით, რომელმაც (სახელის და სტატუსის შესაბამისად) უნდა მოუტანოს სიკვდილი ყველა საძულველ ადამიანს და გაანთავისუფლოს Alessa ტანჯული ცხოვრებისაგან. ე.ი. ღმერთი ასახავს გოგონას პიროვნების დესტრუქციულ მხარეს, მის ყველაზე ძლიერ გრძნობებს და ქვეცნობიერ სურვილებს, რომლებმაც გამოიწვიეს თვით საკუთარი სამყაროს შექმნა.
ბ) Silent Hill 2 - აქ ერთდროულად ორი ღმერთია (სამიც კი - თუ დავითვლით რამდენიმე ჰმმმ... უცნაურ “ღმერთს“ რომელსაც ვხედავთ “DOG” დასასრულში)=). ღმერთი James-ისგან - Pyramid Head-ების წყვილია. დანაშაულის გრძნობა მუდმივად არსებობდა Sunderland-ში და, შესაძლებელია, გახდა მისი სადომაზოხიზმის მიზეზი. James-ი თვითონ მუდმივად ცდილობდა დაესაჯა თავი ჩადენილი დანაშაულისთვის ("That's why I needed you.... Needed someone to punish me for my sins.... "). და Pyramid Head წარმოადგენს სწორედ ამ დანაშაულის გრძნობის ასახვას. რომელიც Sunderland-ის ქვეცნობიერში ღრმად არის დაბუდებული და მის სამყაროში გამოიხატა ჯალათის სახით - ის მუდმივად ცდილობს მიაყენოს James-ს ტკივილი თავს ესხმის მას კლავს Maria-ს ცხვირში აჩეჩებს James-ს იმ სასტიკ სიმართლეს რომლისგანაც მრავალ ტანჯული კლერკი იმალება... ამგვარად, James-ის სამყაროს ღმერთი - თვითონვეა, უფრო სწორად მისი დესტრუქციული მხარე. ღმერთი Mary-სგან - Mary-ს სასოწარკვეთა, ტანჯვა და ქმრისადმი აგრესია ("Flowers? I don't want any damn flowers. Just go home already... Well what are you looking at? Get the hell out of here! Leave me alone already!!") იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი სიკვდილის შემდეგ გადავიდნენ ფსიქიურ ენერგიაში, და იქცნენ Mary-ს ღმერთად.
გ) Silent Hill 3 – “Alessa/Samael”. Alessa-ს ჯერ კიდევ სძულს ყველა ადამიანი, სურს განთავისუფლდნენ ტანჯვისაგან თვითონ და Heather-ი - ანუ ღმერთის და მისი სამყაროს არსებობის აზრი რჩება იგივე, მაგრამ მისი ღმერთის სახე იცვლება, ანუ Alessa-ს ქვეცნობიერი სიძულვილის ენერგია შეერევა Claudia-ს სურვილებს, მოგონებებს - ანუ ეხლა ღმერთი წარმოადგენს რაღაც საშუალოს Alessa-სა და Samael-ს შორის - სახე Alessa-სია (Claudia-ს სწამდა რომ ღმერთი უნდა მგვანებოდა Alessa-ს) - მაგრამ თუ დააკვირებით, დანარჩენი სხეული არის “Samael”-ის და გავს “Samael”-ს (Alessa-ს სწამდა, რომ ღმერთი სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო)
გ) Silent Hill 4 the Room – “ჩანასახი“. Sullivan-ს როგორც Alessa-ს არ შეეძლო მიეღო სინამდვილე მას ჭირდებოდა მხარდაჭერა, ზრუნვა რომელიც აკლდა ბავშვობაში. სჭირდებოდა ვინმე, ვისაც ის ეყვარებოდა. მაგრამ ასეთი ადამიანი არ იყო - და Sullivan-მა თვითონ შექმნა ის - თავისი დედა ეს ასახულია Walter-ის ქვეცნობიერ სამყაროში - გარე სამყარო (მეტრო, ციხე) სავსეა შიშის და სიძულვილის გრძნობებით, ("he was still filled with bitterness and resentment towards the rest of the world." - ადასტურებს Shraiber-ის ჩანაწერი), Sullivan-ის “სამოთხის“ ცენტრი არის Ashfield Heights Apt. (მის სამყაროში ის გამოხატულია, როგორც დიდი ორგანიზმი), ხოლო 302 ოთახი როგოც დედა, რომელშიც განისვენებს ღმერთი (“ანუ ჩანასახი”). ფაქტიურად Sullivan-ის ქვეცნობიერის ღმერთი თავად Sullivan-ია, რომელიც იმყოფება მოსიყვარულე დედის მუცელში, უფრო ზუსტად Walter-ის ყველაზე ძლიერი გრძნობის და სურვილის ანარეკლი. ამგვარად, ვხედავთ, რომ ღმერთი (განვითარებული “Incubus’-ი) - ეს არის ადამიანის სურვლიების და პიროვნების ანარეკლი საკუთარ ქვეცნობიერ სამყაროში. ღმერთი, როგორც ქვეცნობიერი სამყაროს ყველაზე ძლიერი არსება, განასახიერებს ადამიანის ყველაზე ძლიერ გრძნობას და სურვილს, და რაც უფრო ძლიერია ეს სურვილი - მით უფრო ძლიერი ხდება ღმერთი (ეს არის მიზეზი, თუ რატომ ვითარდება Incubus-ი ემოციისაგან, ამ მიზეზის გამო Claudia-მ გააძლიერა Alessa-ს ღმერთი/Incubus-ი მასში აგრესიის გაძლიერებით), რომელიც წარმოადგენს ქვეცნობიერი სამყაროს ძირითად ძალას - და ე.ი. ფსიქიურ ენერგიას იკრებს ქვეცნობიერი სამყაროც, და უფრო დიდ გავლენას ახდენს სხვა ადამიანებზე. როცა Heather-ი ეკითხება Vincent-ს ბიბლიოთეკაში "God"? Are you sure you don't mean "Devil??" – Vincent-ი შემთხვევით არ პასუხობს ასე "Whichever YOU like.". - მართლაც მიუხედავად იმისა რომ ღმერთი (ისევე როგორც “სამოთხე”) ყველა ნაწილში წარმოადგენს ერთი და იგივე ძალის გამოვლინებას (აზრის, გრძნობის ენერგია), ღმერთი ყოველთვის სუბიექტურია, ის შეიძლება იყოს როგორც “ღმერთი“, ისე “ეშმაკი“, რადგანაც ასახავს ადამიანის ნატურას.

>>>

5) ლექსიკონი Silent Hill-ის მოყვარულებისთვის =)
=================================

თქვენ აქ ნახავთ ძირითადი თეორიული ცნებების მოკლე განმარტებებს. შეიძლება, ეს რამეში გამოგადგეთ (ყოველ შემთხვევაში ეს ბევრად მოკლე იქნება ვიდრე მთელი პირველი ნაწილი).
1) სინამდვილე - სამყარო, რომელსაც აღიქვამს ყველა “ნორმალური“ ადამიანი. თუ გავითვალიწინებთ ზოგიერთ ორაზროვან ნათქვამს SH-ში, შეიძლება ვივარაუდოთ რომ სინამდვილე ვიღაცის ქვეცნობიერი სამყაროა, რომელსაც აღიქვამს ყველა “ნორმალური“ ადამიანი.
2) ქვეცნობიერი (შინაგანი) სამყარო (“სამოთხე“) – “პირადი“ სამყარო, ჩამოყალიბებული ადამიანის ქვეცნობიერის სიღრმეებში. ეს სამყარო იგება თავისი პატრონის გრძნობებით და სურვილებით. 3) ალტერნატიული სამყარო - “1” და “2”-ის ნაზავი ილუზიის პრინციპის საფუძველზე. მაგალითი: ალტერნატიული სკოლა Silent Hill 1-ში.
4) ფსიქიური ენერგია - გრძნობების, ემოციების, მოგონებების ენერგიის განსაკუთრებული სახეობა. SH-ს იდეების მიხედვით, ნებისმიერი ადამიანური გრძნობა ფლობს ფსიქიურ ენერგიას და შეიძლება გადაეცეს სხვა ადამიანებს, იმოქმედოს მათ მიერ სამყაროს აღქმაზე, და მათ ქცევაზეც. ითვლება, რომ პატარა გოგონები ფლობენ ყველაზე დიდ ფსიქოენერგეტიკულ პოტენციალს მაგალითი: "MANIFESTATIONS OF DELUSIONS"
5) შეპყრობილი - ადამიანი, რომელიც იმყოფება ვინმეს გრძნობის, მოგონების ან პიროვნების გავლენის ქვეშ მაგალითი Eileen, რომელიც შეპყრობილია პატარა Walter-ის გრძნობებით.
6) მონსტრი - ადამიანის რაიმე (უარყოფითი) გრძნობების გამოხატვა მის ქვეცნობიერ სამყაროში გროტესკული პერსონაჟის საშუალებით, რომელიც ასოციაციურად დაკავშირებულია ამ გრძნობასთან. ალტერნატიულ სამყაროში რაიმე ობიექტი შეიძლება მონსტრი ეგონოთ, ალტერნატიული სამყაროს განმარტების თანახმად. მაგალითად: Jumper – Alessa-ს უფროსებისადმი შიშის ასახვა.
7) ღმერთი (“Incubus”) - ადამიანის ყველაზე ძლიერი გრძნობის ხაზი სურვილის ასახვა საკუთარ ქვეცნობიერ სამყაროში, ასოცირებული გარკვეულ არსებასთან ამ გრძნობის გაძლიერებისას ძლიერდება ქვეცნობიერი სამყაროს ფსიქიური პოტენციალი, მისი მოქმედების ხარისხი და ა.შ. პრინციპში ღმერთი შეიძლება განვიხილოთ როგორც ყველაზე ძლიერი მონსტრი. მაგალითად: Alessa-ს ღმერთი.
8) Victim (მოჩვენება) - პიროვნება რომელიც ჩაკეტილია ვიღაცის ქვეცნობიერი სამყაროს უსასრულო ციკლში, და იძულებულია იცხოვროს ამ სამყაროს კანონებით მაგალითი: Lisa Garland.
9) ალტერნატიული აღქმა - რეალურად არსებული ობიექტების აღქმა ქვეცნობიერი სამყაროდან მსგავს ობიექტებად. მაგალითად: James-ის მიერ საავადმყოფოს ალტერნატიული აღქმა.
10) ქვეცნობიერ სამყაროში ჩაძირვა - ადამიანის ცნობიერების გადასვლის პროცესი “Nowhere”-ში, რომელიც მიმდინარეობს გათიშვით/დაძინებით/სიკვდილით. მაგალითი: Richard-ის ჩაძირვა Walter-ის ქვეცნობიერ სამყაროში.
11) ფანტაზია - წარმოსახვის პროდუქტი. ფანტაზია ცვლის ცნობიერებაში აღქმული სინამდვილის გამოსახულებას, მისთვის დამახასიათებელია რეალობის ელემენტების გადაადგილება.
12) აუტიზმი (ბერძნული სიტყვიდან auto-თვითონ) - ცნება რომელიც აღნიშნავს შიზოფრენიკის კონტაქტების უკიდურეს დარღვევას და მის ჩაკეტვას საკუთარ თავში.
13) მე-ს გახლეჩვა - მდგომარეობს აფექტების, იდეების, მოქმედებების ერთმანეთისგან დაცილებაში. როგორც წესი, გახლეჩილი მე-ს ყველა ნაწილი ქვეცნობიერ სამყაროში იძენს რაიმე სახეს. მაგალითად: Walter-ის პიროვნების გახლეჩა “ადამიანი ლაბადაში” და პატარა Walter-ად.
14) ტკივილი - გრძნობა რომელიც SH-ს რელიგიაში ძალიან პატივდადებულია. ითვლება რომ ტკივილი გრძნობაა, რომელიც ფლობს ფსიქიური ენერგიის ყველაზე დიდ ძალას.

>>>
God made the priest – devil made the skomorokh

User avatar
SLaYeR
Posts: 6133

Silent Hill

Unread post#2 » 27 Jan 2010 23:53

დაალაგე ყველაფერი? კიდე რამე ხო არ მიგიმატებია? : D
მთლიანად ეს გადავწერო თუ დავიტოვო ისენი?
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Walter
Posts: 14

Silent Hill

Unread post#3 » 28 Jan 2010 01:16

ერთადერთი ადამიანი საქართველოში რომელმაც Silent Hill იცის სიგრძე სიგანზე.
Spawn გადარეკე ნობელის დაჯილდოვების ცერემონიალი მალეა. მე ხმას მოგცემ მართლა.

SH-ზე ასე ცოტა ნახევარ წუთში კომენტარის გაკეთება გამიჭირდება.
ეს არის თამაში რომელმაც გადალახა ყველა ადამინისთვის აღსაქმელი, სიამოვნების მინიჭების, და დაშოკვის ბარიერი. მაგრამ ამავდროულად ეს ხელოვნების ნიმუში არ არის ყველასათვის. დაჟე თამაშსაც რომ ვუწოდებ მიტყდება.
თეოსოფიის უდიდეს ნაწილს შეიცავს რაც ძალიან რთული გასაგებია და დროს მოითხოვს მეც უამრავი კითხვა მაქ თუმცა შეიძლება ამას არსებითი მნიშჰვნელობა არ ქონდეს. მთავარი არ არი ითამაშო და გაერთო არ არის ეს თამაში. აი ამიტოა ცხოვრება ლამაზი.

ზოგს შეიძლება რთული ფსიქოლოგიური მომზადების გავლა მოუწიოს თამაშის დაწყებამდე.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Silent Hill

Unread post#4 » 03 Jul 2010 07:06

აუ როგორ მინდა ამის წაკითხვა
სიგიჟემდე მაინტერესებს 4 თავი წავიკითხე და თვალები მტკივა ისსსსსე საშინლად ვეღარ ვაგრძელებ :(
7:06 ია ეხლა :D
გამოვიძინებ და ჩავუჯდები :(
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11690

Silent Hill

Unread post#5 » 03 Sep 2011 21:51

ეხა მოვრჩი, როგორც იქნა =) და ამასობაში, ერთი ძალიან არასასიამოვნო რამე მომივიდა. კითხვის პარალელურად, ვწერდი ჩემს შეხედულებებს და ვსვავდი ლოგიკურ კითხვებს. ვცდილობდი მაქსიმალურად დეტალურად განმეხილა ტექსტი, მასში მოცემული ყველაზე საინტერესო მომენტებიანათ, მაგრამ შუა წერის პროცესში, ზუსტად 5 წამით ჩაქვრა შუქი... და საკმაოდ ბევრი ნაწერიც თან წაიღო. თავიდან დაწერა არ მეზარება, მარგამ პირველი გრძნობით დაწერილს ვერ გავიმეორებ და ჯობია ესე დავტოვო.
უბრალოდ მოკლეთ ვიტყვი, რომ ძალიან საინტერესო, სადაო და ზოგ ადგილას დასახვეწი ნამუშევარია, რომელიც უდაოთ დიდი სიყვარულით და თამაშის შეცნობის დიდი სურვილით არის დაწერილი (რაც ავტორს ბევრ მომენტში კარგად გამოსდის).

User avatar
Spawn
Posts: 157

Silent Hill

Unread post#6 » 12 Sep 2011 13:12

God made the priest – devil made the skomorokh

User avatar
Ripster
Posts: 1854

Silent Hill

Unread post#7 » 03 Oct 2011 18:13

ასწორებს თან ვთამაშობ და თან ამას ვკითხულობ :D უფრო ვუღრმავდები თამაშს :D
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

HarryMason
Posts: 2

Silent Hill

Unread post#8 » 12 May 2013 13:50

ნაწილობრივ წავიკითხე. ნამდვილად საინტერესოა, თუმცა, ჩემი აზრით, უმჯობესი იქნება, ცოტა უფრო ობიექტურად წერო. თამაშებიდან ბევრი რამ ცალსახად არ გამომდინარეობს, ამიტომ, ალბათ, ამა თუ იმ საკითხზე ყველა მოთამაშეს განსხვავებული აზრი უჩნდება. ჩემი აზრით, ჯობს ფაქტები (რაც თამაშით ან/და ოფიციალური მეგზურით - მაგ. დაკარგულ მოგონებათა წიგნით - დასტურდება) და შენი (ან ფანების) აზრები ერთმანეთისგან გამიჯნო. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მკითხველი შეცდომაში შეიყვანო. მაგალითად, მე ბევრ რამეში არ გეთანხმები, თუმცა ვერავინ იტყვის, ჩვენ შორის ვინაა სწორი, რადგან თამაში ბევრ შეკითხვას პასუხგაუცემელს ტოვებს (და თიმსაილენთი დაიშალა, სამწუხაროდ :შ ვერც იგი დაგვეხმარება). ჯობს ასეთი მარჩიელობა და ვარაუდები ცალკე პარაგრაფად გამოყო.
მაგრამ ის, რომ ბევრი იშრომე და საინტერესო თემა შექმენი უდავოა :)
ყოჩაღ!

User avatar
grigoli1970
Posts: 843

Silent Hill

Unread post#9 » 12 May 2013 16:27

HarryMason
თუმცა ვერავინ იტყვის, ჩვენ შორის ვინაა სწორი, რადგან თამაში ბევრ შეკითხვას პასუხგაუცემელს ტოვებს

ამით შენივე თავს ეწინააღმდეგები, ძაან კარგად აქ დაწერილი ყველაფერი და თავისი მოსაზრებები ძაან კარგად გადმოსცა ავტორმა, ამაზე უკეთესი სტატია მანახე ამ თამაშზე დაწერილი რა ენაზეც გინდა იყოს
smothered in the crib

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

Silent Hill

Unread post#10 » 13 May 2013 15:56

გრიგოლ მემგონი საერთოდ სხვა რაღაცა დაწერა მეისონმა ) ვეთანხმები ამ შემთხვევაში, თუმცა ერთ შენიშვნას მივცემ, ეს განყოფილება არარის რამე ოფიციალური ან ობიექტური რევიუების განყოფილება, ეს უფრო არის კონკრეტულად მოთამაშის experience კონკრეტულ თამაშზე, მისი შეხედულებები/ემოციები/და სუბიექტური რევიუ. (ყოველ შემთხვევაში მე ესე გავიგე)

შენ თუ რამეში არ ეთანხმები შეგიძლია შეეკამათო იმ კონკრეტულ საკითხში, რათქმაუნდა SH -ს მაგვარი თამაშებს ჩვევია ბევრი შეკითხვის დატოვება პასუხ გაუცემლად, იმიტომ რომ ამ თამაშის და ესეთი თამაშის სტილი/მუღამი ზუსტად რომ მაგაშია, რათქმაუნდა შეგვიძლია ფაქტებზე დაყრდნობით რამოდენიმე ვერსია ჩამოვაყალიბოთ თუმცა საბოლოოდ მხოლოდ შეგვიძლია ვიკამათოთ/ვივარაუდოდ და შეიძლება ვერც ვერასდროს ვერ გავიგოთ სრული ჭეშმარიტება.

HarryMason
Posts: 2

Silent Hill

Unread post#11 » 13 May 2013 18:14

ასეთი შემოთავაზება მაქვს
მე ვაპირებ საილენთ ჰილი ვიკის შექმნას.
ესაა ინგლისურენოვანი ვიკი.
რა თქმა უნდა იქ გაცილებით მკაცრი წესები იქნება, ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნული ფაქტებითა და თეორიებით.
ვიკის აუცილებლად შევქმნი, უბრალოდ არ ვიცი როდის, ჯერ არ მცალია, სამწუხაროდ.
და თქვენ მიიღებთ მის შექმნაში მოანაწილეობას?

ისე ამას წინათ ქართული ნარუტოპედია შექმნეს, რომელიც მე მომწონს, მაგრამ ბევრი რედაქტორი არ ჰყავს. არც მე ველი დიდ აქტიურობას. მაინც საქართველოა - ბევრმა არ იცის, რა არის საილენთ ჰილი.

Riddick
Posts: 11690

Silent Hill

Unread post#12 » 13 May 2013 19:49

Spawn-ას უნდოდა ქართული ვარიანტის შექმნა ვიკიპედიაზე. ეხა არვიცი რამდენათაა დაინტერესებული, მაგრამ რო ნახავს თემას სავარაუდოთ თითონ დაწერს. ნუ კიდევ არის რამდენიმე ადამიანი ფორუმზე რომელსაც შეილება დააინტერესოს მოცემულმა წინადადებამ.

Baracha
Posts: 62

Silent Hill

Unread post#13 » 16 Feb 2014 13:00

თუ შემიძლია რამით დახმარება, შემოგიერთდებით.

Riddick
Posts: 11690

Silent Hill

Unread post#14 » 04 Mar 2014 03:16

სამწუხაროდ ჯერ მარტო პირველი ნაწილია, მაგრამ ძალიან საინტერესოდაა გაკეთებული და მაქსიმალურად ფაქტებზე მიდის ორიენტაცია. არი რუსულ ენაზე და რო გამოვა გაგრძელება აუცილებლად დავდებ - >>>

***

გამოვიდა მეორე ნაწილი - >>>
არააქ მნიშვნელობა გითამაშიათ თუ არა, მაინც უზომოდ საინტერესოა და კარგი ფილმის ყურების ტოლფას სიამოვნებას იძლევა. მოცემულში მოთხრობილია თამაშის მეორე ნაწილის შესახებ, ველოდებით მესამეს და მეოთხეს.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Silent Hill

Unread post#15 » 05 Mar 2014 02:46

აუ ვუყურე და ზუსტად იგივე გრძნობა მომიტანა რაც თამაშის დამთავრებისას........
მართლა შედევრია. აი ყველას მინდა ვაჩვენო ეს თამაში და მინდა სახეში შევხედო როცა მორჩებიან

შვილები როცა მეყოლება და წამოიზრდებიან აუცილებლად უნდა ვათამაშო
განათლების მინისტრად რომ დამნიშნონ ამ თამაშს შევიტან სკოლის პროგრამაში)))))

Mary's Letter
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11690

Silent Hill

Unread post#16 » 06 Apr 2014 18:01

გამოვიდა მესამე ნაწილი - >>>
ნახეთ აუცილებლათ, ესეც მაგარი საინტერესოა (კარგადააქ ინფო შეკრული).

Baracha
Posts: 62

Silent Hill

Unread post#17 » 21 Apr 2014 23:29

ერთი თხოვნა მაქვს სპავნთან. თუ შეგიძლია ასე დეტალურად მოგვაწოდო ინფორმაცია ორდერის მთავარ, Halo of the Sun სიმბოლოზე? ყველაფერი რაც მაგის გარშემო შეიძლება ითქვას, უნგრული, რუნები, ლიბრა ♎, და ასე შემდეგ რა. დიდად მადლობელი დაგრჩები.

User avatar
Spawn
Posts: 157

Silent Hill

Unread post#18 » 22 Apr 2014 11:02

აქ ნახე - დააჭირე თითოეულ სიმბოლოს >>>

სხვა უფრო დეტალური ინფო Halo of the Sun-ზე არ ვიცი და მგონი არც არი
God made the priest – devil made the skomorokh

Baracha
Posts: 62

Silent Hill

Unread post#19 » 22 Apr 2014 13:33

ვიცოდი ეს. გაიხარე!

Riddick
Posts: 11690

Silent Hill

Unread post#20 » 30 Apr 2014 22:14

და აი მეოთხეც - >>>
სავარაუდოთ ახალ ნაწილებზეც იქნება გადაცემა, მარა იმათი გადმოტანა აღარ ღირს.

Return to “Industry”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 3 guests


cron