Alone in the Dark, Review

თემების ფორმატები # საერთო შთაბეჭდილება # მიმოხილვა # ანალიზი # სერიის რეტროსპექტივა # სხვა
Riddick
Posts: 9408
Contact:

Alone in the Dark

Unread post#1 » 17 Jan 2010 01:47

>>>


Alone in the Dark

როდესაც დეველოპერების გუნდს რევოლუციური იდეების ვაგონი უგროვდებათ, უცებ მოდის მკაცრი გამომცემელი. იდეები იჭრება, სახიჩრდება და უბრალოდ ქრება, მაგრამ რჩება საინტერესო მექანიკის საწყისები რომლებზე დაყრდნობითაც შემდგომში, ისეთი თამაშიები იქმნება როგორიცაა მაგალითად Army of Two. ცუდია? ვერ დაგეთანმებით, საკმაოდ ნორმალურია.

Eden Games-სის თანამშრომლებს კი გაუმართლათ, მათი მოთოკვა ეტყობა საჭირო არგახდა, რამაც მათ ფანტაზიის უნარს საკმაო გასაქანი მისცა. იდეებმა თავიანთი სიცოცხლით ცხვრება დაიწყეს, მოაწყვეს ომი ძალაუფლების მოსაპოვებლად და ყველანი ერთათ Alone in the Dark-ში ჩაეტენენ. აქედან კი ერთდროულად ქვესთი, survival horror და GTA-ს კლონი გამოვიდა. ისიც კი საოცარია, რომ ავტორებმა თამაშის დასრულება მოახერხეს. ხოლო ის ფაქტი, რომ იგი სავსებით ნორმალური გამოვიდა - სულაც სენსაციდ მიგვაჩნია.

თამაშის მოქმედება, ცენტრალური პარკის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ შენობაში იწყება, სადაც ჩვენი მთავარი გმირი, ედვარდ კარნბი უცხო ადამიანების გარემოცვაში მოულოდნელად გონს მოდის და ხვდება, რომ ორი საკმაოდ დიდი პრობლემების წინაშე დგას. მას ამნეზიის გამო არაფერი ახსოვს, გარშემო მყოფი უცხო ადამიანები კი მისი მომხრეები ნამდვილად არარიან და რამდენიმე წუთში შესაძლოა სიცოცხლესაც გამოასალმონ. როგორც შემდგომში ირკვევა, კარნბის თამაშის დასაწყისშივე სიკვდილი არუეწრია, უეცრად რაღაც უცხო ძალის შემოტევა იწყება რომლის დროსაც ჩვენი გმირი ტყვეობიდან გარბის. ვის და რატომ უნდადა ედვარდის მოკვლა, როგორ აღმოჩნდა წინა საუკუნის 20 წლების დეტექტივი თანამედროვე ნიუიორკში და ქალაქის ქუჩებში რატომ დარბიან ზორმბირებული ადამიანები - ეს კითხვები თქვენ თამაშის დაწყების თანავე გაგიჩნდებათ. პასუხების გაცემას კი თამაშის შუამდე მისვლის შემდგომ შეძლებთ და ისინი საკმაოდ ბანალური აღმოჩნდება.

>>>

კარნბი - არასტანდარტული გმირი. შესახედავად 40 წლის კაცი, მანერებით გამოცდილი ლოთი, ხოლო საუბრის დროს ყოველი მომდევნო სიტყვის დროს იგინება, ხანდახან დედასაცკი ახსენებს.

თამაშში კარნბის მთავარი იარაღი ცეცხლა. მის გარეშე თქვენ მტრის განადგურებას ვერ შეძლებთ, მაგრამ "ცეცხლთან თამაშის" წესების ათვისება თავიდან შესაძლოა გაგიჭირდეთ. ნუ რათქმაუნდა შეგიძლიათ ერთი არყის ბოთლის მაგივრად, ერთ მოწინააღმდეგეზე (ზომბირებულ და ძალიან აგრესიულ იმბიცილზე მაქვს საუბარი) 60 ტყვია დახარჯოთ, იგი დაეცემა, ცოტახანი გაჩუმდება.... რო ჩაივლით კი უცებ ადგება და რამე მნიშვნელოვანს მოგაჭამთ, ესეიგი რამინდოდა რომ მეთქვა, სანამ არ დაწვავთ არ დაისვენებს და სულ თქვეს გვერდით იქნება =) აქედან გამომდინარე, ცეცხლმოკიდებული სკამიც კი უკეთ დაგეხმარებათ ვიდრე ცხრა მილიმეტრიანი ბერეტა.

ასეთი რთული ვითარების გაანალიზების შემდეგ, თქვენ ავტომატურად დაიწყებთ ყველანაირი ნივთების მოგროვებას, ჯიბეებში ჩალაგებას და ბრძოლისთვის ადაპტირებას: გაზის ბალონები, არყის სავსე ბოთლები (შესაძლოა ცარიელიც რომელსაც შემდგომში აავსებთ), ცხვირსახოცები, წეპოვანი ქაღალდები, ელემენტები და ბინტები, რის შემდეგაც თვითნაკეთი შეიარაღების ჯერი დგება. survival horror-ის წესებიდან გამომდინარე კი პერსონაჟის ტანზე სულ 8 ცალი ნივთი ეტევა.

>>>

ობობების მოკვას კი იარაღით მშვენივრად შეძლებთ, მაგრამ თუ ტყვიები არგაქვთ ყველაზე კარგი დამხმარე მაინც რაიმე მყარი საგანი იქნება.

აი ნაჯახის ან ხმლის კურტკაში ჩადებას კი ნამდვილად ვერ მოახერხებთ: კარნბის მსგავსი შემთხვევისთვის ჩანთები სამწუხაროდ თან არ აღმოჩნდა. ამიტომ დიდი იარაღები, სკამები, ცეცხლსაწინააღმდეგო ბალონები, ტაფა და ყველა მოზრდილი ნივთის თან წარებას ვერმოახერხებთ, ისინი მხოლოდ იმ ტერიტორიაზე გამოიყენება სადაც იმ მომენტისთვის იმყოფებით. თქვენ ამოძრავებთ მაუსს ხოლო პერსონაჟის ხელში მოთავზებული ტაფა მაგალითად, იმოეორებს ამ მოძრაობას, მაუსის ნებისმიერი სწრაფი მოძრაობა კი ავტომატურად დარტყმაში გადის, ეს კი ბრძოლის დროს უამრავი მანევრის გაკეთებაში დაგეხმარებათ.

ედვარდის ტყავის კურტკაში აკურატულად ჩალაგებული ნივთები, ყველაზე ხშირად მინიატურული ბომბების გასაკეთებლად დაგჭირდებათ. აი მაგალითისთვის ერთ-ერთი რეცეპტი: მორბის ცხოვრებით დატანჯული, ზომბის მაგვარი მამრი, ვიღებთ ადვილად აალებადი სითხით სავსე პლასმასის ბოთლს ქურთუკის ჯიბიდან, უმიზნებთ ამ საყვარელ არსებას სიფათში, ბოთლი მიფრინავს, კადრი ნელდება, მაგრამ თქვენ ხვდებით რო მხოლოდ ბოთლის სროლა ზომბს ვერაფერს უზავს, იღებთ იარაღს, ბოთლი უკვე ზომბის ცხვირწინაა და უცებ ისმის გასროლა, რომლის შედეგადაც ჩვენი მეგობარი ძირს ასვენია რამდენიმე ტონით უფრო მუქი და მახინჯი ვიდრე იყო. ახლა ცოტა რთული ვარიანტი: იგივე პლასტმასის ბოთლს შემოვახვით ორმხრივი სკოჩი, მივაწეპოდ ტყვიების შეკვრა, ბოთლი გავხვრიტოთ დანით და ჩვენს მეგობარს ვესროლოთ ფეხთან. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია მის დატოვებულ კვალს ცეცხლი მოუკიდოთ და დავტკბეთ მხურვალე სტრიფტიზით. ორონდ გახსოვდეთ: მოცემულ ვარიანტებს თამაშში არავინ გასწავლით და ბომბების რეცეფტების მოფიქრება მხოლოდ თქვენზე იქნება დამოკიდებული.

ამბიციებისგან დატვირთული
მათავარი პრობლემა ისაა, რომ თამაში ძალიან იშვიათად გახსენებთ საკუტარი შესაძლებლობების შესახებ, შესაძლოა ეს პრობლემა სულაც არარის მაგრამ საწყენია ის ფაქტი, რომ ასეთი მრავალფეროვნება შესაძლოა ყველა ბრძოლაში ვერ გამოიყენოთ და რამდენიმე მოწინააღმდეგეს უბრალოთ მანქანით გადაუაროთ =). როგორც მოგეხსენებათ Alone in the Dark-ი არის open world-ისა და კარიდორული თამაშის უცნაური ნაზავი. აქედან გამომდინარე, თამაშში არაერთხელ მოგიწევთ სხვადასხვა ტრანსპორტის მართვა. ტარება რათქმაუნდა GT5 მსგავი რეალობით არ გამოირჩევა, მაგრამ სანახაობრივათ ბევრი მომენტი დაიმსახურებს თქვენს მოწონებას, მაგალითად: სცენა როდესაც თქვენ გარკვეული დროის მონაქკვეთში, მთავარი შენობიდან პარკის ცენტრალურ მოედანზე უნდა მიხვიდეთ. ამ მისიის შესასრულებლად ალბათ 22 ცდა მაინც დაგჭირდებათ, მაგრამ მოსაწყენი იგი 22 რეზეც არგახდება. გონკა მართლაც რომ ბრწყინვალედ გამოიყურება.


>>>

მანქანების როგორც ყველა თამაშში მყოფი ნივთი, შეგიძლიათ თავისუფლად შეისწავლოთ. გახსნათ "ბარდაჩოკი", ჩართოთ რადიო, გადახვიდეთ უკანა სიდენიაზე (და გაგიხარდეთ).

ქვესთი
ახლებური მართვის სისტემის საშუალებით, თავსატეხები ბევრად საიტერესო და დასამახსოვრებელი გახდა. თამაშის დასაწყისში, თქვენ შეგხვდებათ დაკეტილი ხის კარი, პირველი აზრი - გამომრჩა გასაღები და იწყებთ ძებნას, მაგრამ აქ ყველაფერი უფრო მარტივადაა. უბრალოდ აიღეთ ცეცხლსაწინააღმდეგო ბალონი და შეუდექით კარების შეურაჭყოფას...

ყველა მექანიკაში გარკვევას ერთდროულად ვერ მოახერხებთ. საწყის ტურებში შესაძლოა ტკივილით მოგიწიოთ გავლა - მათშში ექშენი ნამდვილად ბევრია, ხოლო თქვენკი ჯერ პერსონაჟის ნორმალური მართვაც კი არიცით. მონსტრებთან პირველი შეხვედრის დროს, იარაღიც კი ვერ ამოვიღე. სავარაუდოდ, ასეთი რთული და გაურკვეველი დასაწყისის გამო მოხდა თამაშის ნეგატიური შეფასებების ზრდა ინტერნეტ საიტებზე. დღესდღეობით, თამაშმა მოთამაშე თუ თავიდანვე კომაში არ ჩააგდო იგი უინტერესოდ ითვლება, აქკი ყველაფერი სხვაგვარადაა, რაც მეტს გადიხარ თამაშიც მითუფრო საინტერესო ხდება.

როდესაც პირველი 5 საათი კარიდორული სტილით ვითარდება, გებადება კითხვა: ნეტა იქნება ის «გახსნილი პარკი»? პარკი ადგილზეა და ნერვიულობაც არღირს. იგი ნამდვილათ დიდი და ატმოსფერული გამოვიდა. თავიდან მასში დიდად საინტერესო არაფერი ხდება, მაგრამ თქვენ მაინც შეძლებთ იშვიათი შენობების მანქანით მოინახულება და თქვენთვის საჭირო ნივთების მოგროვება. თამაშის ბოლოსკენ კი მისი მნიშვნელობა სიუჟეტურად უფრო იზრდება და მის ტერიტორიაზე მოგზაურობაც უფრო საინტერესო და სახიფათო ხდება.

ავტორები საკუთარ თამაშს ტელესერიალის ფორმატის მსგავს კონცეფციაში გვთავაზობენ: კომპანია 8 ნაწილისგან შედგება და ყოველი ნაწილის შემდეგ ეკრანზე ტიტრები ამოდის, რის შემდეგაც გვთავაზობენ "პერეკურს". თუ რჩევა გაითვალისწინეთ და აივნიდან დაბრუნებული კვლავ თამაშს მიუჯექით, შემდეგნაირ ანოტაციას გადააწყდებით «Alone in the Dark-ის წინა სერიებში». იდეა ძალიან კარგია - გავლილი თამაშიდან ქათ სცენების ყურება ყოველთვის საინტერესო გამოდის.


შემქმნელები ტყუილად არ ამაყობენ გახსნილი სამყაროთი. უბრალოდ შეხედათ რეალური ცენტრალური პარკისა და თამაშში მოცემული პარკის კარტას. განსხვავება მინიმალურია:

>>> >>>

1 პარკი სინამდვილეში 2 პარკი თამაშში

კარნბის წარსულიდან მომავალში მოგზაურობის ისტორიის ამბავი არცთუისე საინტერესო და ორიგინალური გამოვიდა. ატმოსფეროს მხრივ კი ავტორებმა მართლაც სამაგალითო ჰორორი შექმნეს. ემოციური მუსიკა ნერვებსა და ყურადღებას ერთდროულად ძაბავს, პარკის კოლორიტულ პეიზაჟებს საჭირო ბნელი ტონი შემოაქვს, ხოლო სიუჟეტი, თამაშს მაშტაბურობით და მთავარ როლში ლუციფერით უწყობს ხელს.

მაგრამ Аlone in the Dark-ს გაპრიალება აკლია, რაც თამაშს ბევრად უფრო მიმზიდველს გახდიდა. ხანდახან თამაში ახალი იდეებით გვაოცებს, მაგრამ მეორე წუთში მართვის სისტემა ამ შთაბეჭდილებას გვიქარწყლებს (ყველას გაუჭირდა ამ თამაშის მართვის სისტემის ათვისება ჩემგარდა მგონი =/ ). ტექნიკების ამხელა ასორტიმენტის მქონე თამაშისთვის, რაიმე სხვის მოფიქრება ალბათ შეუძლებელი იქნებოდა. ავტორები ძალიან დიდ გაქანებაზე წავიდნენ, ხოლო ეს ყველა გეიმერისთვის ადვილი გასაგები როდია. აქ ხომ თვალის დახამხამებისთვისაც ცალკე კნოფაა გამოყოფილი!


>>>

ზოგ მომენტში ექშენ სცენები ბრწყინვალედ გამოიყურება.

სიბნელეში, მაგრამ ნაწყენი არა.
ავტორებს ბლოკბასტერის შექმნა ქონდათ გადაწყვეტილი, მაგრამ ეს მათ არგამოუვიდათ. Alone in the Dark - ძნელი თამაში harcore მოთამასეებისთვის და არა რაიმე ჭრელი ფერებით შეფუთული ექშენი. მხოლოდ იმან, ვინც პირველ ეტაპებში გასვლა მოახერხა, ისწავლა კამერის მართვა და დაიმახსოვრა A კნოფკის ათასობით ფუნქცია - ნამდვილ სიამოვნებას მიიღებს Аlone in the Dark-ისგან. დანარჩენები კი ვინც ამ გზაზე წაიქცა, იმედ გაცრუებულები მოიშორებენ თამაშს თავიდან. მათი გაგებაც შეიძლება, მაგრამ ასეთი თავისუფლება გარშემო მყოფი სამყაროს მიმართ, ჩვენ თამაშებში დიდიხანია არგვინახავს.

https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature

Walter
Posts: 14
Contact:

Alone in the Dark

Unread post#2 » 18 Jan 2010 23:49

საღოლ ბაჩო ტაშს დაგიკრავდი ეხლა შენთან რო ვიყო. :shine:
კაი კომიკური სტატია კი გამოგივიდა მაგრად ვიცინე მარა საკამარისია წაიკითხო და ეგრევე თამაში გინდება. :)
თამაშს რაც შეეხება თავიდანვე მოხიბლული ვიყავი ორიგინალურობით თუმცა იმდენმა ხალხმა აბანძა და გაათახსირა ეს თამაში ჩემს გარემოცვაში რო გამინელდა ინტერესი. აი ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ კიდე ერთხელ მომინდა Park-ში წოწიალი და Oliver Deriviere-ეს მოსმენა.
თამაშს ვერ შევაფასებ ნათამაშები არ მაქ.

Riddick
Posts: 9408
Contact:

Alone in the Dark

Unread post#3 » 19 Jan 2010 01:31

გამიხარდა რო მოგეწონა :) და ვფიქრობ რო თამაშიც გაგისწორდება, თუ ითამაშებ დაწერე მერე...
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature

User avatar
Alucard
Posts: 435
Contact:

Alone in the Dark

Unread post#4 » 27 Jan 2010 14:59

Gameplay გამისწორდა ძალიან Item-ების ერთმანეთსი Fusing და მაუსეის მოძრაობა Melee Weapon-ზე სხვა თამაშებში რო შეზღუდულად იქნევს აქ იმენა ჯიგრულად ამოდზრავებს ხელებს.
კიდე მთელი პარკის დვიჟენიამ დარულა მანქანით ძაან სერიოზულად ვმოძრაობდი და რაააააღააააათქმაუნდა მუზეუმში რო შევედი ზომბები კი არ მომდევდნენ ზომბებს მივდევდი Katan-ით!!!

Riddick
Posts: 9408
Contact:

Alone in the Dark

Unread post#5 » 06 Jul 2011 19:44

ოსტები ემატებოდა მაგ ნაკრებს ჩემთვის. კაია რო შენც დაგიჭერია მუღამი, იმედია ატმოსფეროც იგრძენი.
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature

User avatar
Ripster
Posts: 1467
Contact:

Alone in the Dark

Unread post#6 » 09 Aug 2011 03:27

ცოტახნის წინ დავხურე
მომეწონა თამაში
სტატიაც ძალიან კარგია რიდიკ
+

კარნბი - არასტანდარტული გმირი. შესახედავად 40 წლის კაცი, მანერებით გამოცდილი ლოთი, ხოლო საუბრის დროს ყოველი მომდევნო სიტყვის დროს იგინება, ხანდახან დედასაცკი ახსენებს.

ჰეჰ :D

სანამ არ დაწვავთ არ დაისვენებს და სულ თქვეს გვერდით იქნება =)

ხო ეგენი მაგარი "მონდომებული" მონსტრები არიან
ნერვები მეშლებოდა ცეცხლოვანი სკამით დავრბოდი მთელი თამაში :D

გადახვიდეთ უკანა სიდენიაზე (და გაგიხარდეთ).

:D

ავტორები ძალიან დიდ გაქანებაზე წავიდნენ, ხოლო ეს ყველა გეიმერისთვის ადვილი გასაგები როდია. აქ ხომ თვალის დახამხამებისთვისაც ცალკე კნოფაა გამოყოფილი!

მაგრად წერ ძალიან რიდიკ :D
You'd better do something about that cough

Riddick
Posts: 9408
Contact:

Alone in the Dark

Unread post#7 » 09 Aug 2011 04:23

გაიხარე კომპლიმენტისთვის. ისე მეც ძალიან შეყვარებულივარ ამ თამაშზე.
ოსტები გადმოწერე ყველა ვარიანტში =) Link
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature

User avatar
Ripster
Posts: 1467
Contact:

Alone in the Dark

Unread post#8 » 09 Aug 2011 06:28

ეს თამაში რაც გამოვიდა
რამდენჯერმე მქონდა გადმოწერილი
ვერ ვთამაშობდი..
მართვას ვერ ვამუღამებდი..
მერე კი ერთხელ Slackerთან ვიყავი და მანახა ის სცენა სადაც მანქანით ქუჩებში მიქრიხარ
რაღაც ზებუნებრივი ატმოსფერო ჰქონდა მაგ ტურს :D
თან მაგარი საუნდტრეკი იყო

საუნდტრეკები მომწონს ყველაზე მეტად ამ თამაშში.
გადმოვწერ აუცილებლად
You'd better do something about that cough

Riddick
Posts: 9408
Contact:

Alone in the Dark

Unread post#9 » 12 Aug 2011 02:53

ჩემთვის, პარკის ტერიტორიაზე ხეტიალი და საიდუმლო ადგილების ნახვა იყო ყველაზე ატმოსფერული. თან პარკის რეალურ ანალოგზე რო დავდიოდი, ეგ უფრო მმატებდა ენთუზიაზმს. რაღაც რანდომ სიტუაცებიც იქმნებოდა ხოლმე. აი მივედი რაღაც წერტილზე და ვხედავ 5 ზომბი დგას, უცებ რაღაც კანისტრების და ბენზინების გადასხმა გადმოსხმას რო ვიწყებდი ეგ პროცესი იყო მაგარი საკაიფო. არიცოდი მოერეოდი თუ არა, სუ საინტერესო გეიმფლეი მიდიოდა.
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature

User avatar
Ripster
Posts: 1467
Contact:

Alone in the Dark

Unread post#10 » 12 Aug 2011 05:55

ისე ეგ ალბატ ჯოისტიკით გაცილებით ადვილი სათამაშო იქნება
შენ კლავიატურით ყომარობდი ხო ჩემნაირად? :D
You'd better do something about that cough

Riddick
Posts: 9408
Contact:

Alone in the Dark

Unread post#11 » 12 Aug 2011 13:07

კი და ვაფშე არ მქონია პრობლემა. მთავარია თავიდან მიხვდე რა და როგორ უნდა გააკეთო.
ჯოისტიკით უფრო ადვილი კი იქნება, მარა დამიზნება და მსგავსი მომენტები აქ უფრო საკაიფოა.
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature

Riddick
Posts: 9408
Contact:

Alone in the Dark

Unread post#12 » 28 Nov 2011 21:34

https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature

User avatar
Alucard
Posts: 435
Contact:

Alone in the Dark

Unread post#13 » 29 Nov 2011 17:28

ბიჭო ისეთი უაზრო და იმედგამაცრუებელი ენდინგები რო არ ქონდეს კიდევ ვითამაშებდი სიამოვნებით, სხვათვალსაზრისისთ მაგარი თამაშია ყველანაირად.

Riddick
Posts: 9408
Contact:

Alone in the Dark

Unread post#14 » 29 Nov 2011 22:19

მაინტერესებს რას გულისხმობ და იქნებ განმარტო
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature

User avatar
Ripster
Posts: 1467
Contact:

Alone in the Dark

Unread post#15 » 30 Nov 2011 01:05

ენდინგი მეც არ მომეწონა
რაღაცნაირი პრიმიტიული იყო
უკეთესს ველოდი
რაღაც ეპიკურს და აქ კი რაღაც იდიოტობა შემოგვტენეს + ბოროტი იდიოტობა
აი მაგრად რომ გეფსია სახლისკენ რომ მორბიხარ რაც ძალა გაქვს
და ტუალეტის კარებთან რომ ჩაიფსავ დაახლოებით ასეთი შეგრძნება მქონდა:|
You'd better do something about that cough

Riddick
Posts: 9408
Contact:

Alone in the Dark

Unread post#16 » 30 Nov 2011 01:48

ბიჯო რა თამაშზე ლაპარაკობთ საერთოდ? მთელი თამაში ნელნელა, დინამიურად რო თავის კულმინაციისკენ მიდის, ბოლოს ჯოჯოხეთის 9 რკალის გაღების მერე, ლუციფერი sarah-ში რო ჩასახლდება (უხილავი! და არა რამე დიაბლოს იერზე მყოფი) და იმის გადაწყვეტა რო გიწევს, მოკლას თუ არა მთავარმა პერსონაჟმა, ის ქალი, რომელიც რამდენჯერმე სიცოცხლეს გადაარჩინა და თან შეუყვარდა? ეგარი მისაფსმელი სიუჟეტი? მე ეგრე პროფესიონალურად რო სცენარისტმა თან თამაში სრულყოფილად დაამთავროს და ამხელა ინტრიგა დატოვოს, მისტიკის და ატმოსფეროს მომენტი რაღაც boss fight არ ჩასვაროს, ძალიან ცოტამაქ ნანახი და ისიც ეხა კონკრეტულს ვერ გავიხსენებ. არვიცი თქვენ შეიძლება რამე მსგავსის მოლოდინი გქონდათ, მაგრამ მე ძალიან მესიამოვნა, რომ თამაშმა ბოლომდე შავი და ამოუხსნელი ატმოსფერო დაიტოვა.
რავი ვინმეს თუაქ დასასრულის ნახვის სურავილი და სპოილერის არ ეშინია:

>>>
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature

User avatar
Alucard
Posts: 435
Contact:

Alone in the Dark

Unread post#17 » 30 Nov 2011 02:08

კი ბაჩო მართალს ამბობ მარა ეგ ყველაფერი ისე იყო გაკეთებული რო მარილი აკლდა, ყოველშემთხვევაში მე ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა.
(და მგონი დროა ავატარიც გადავიყენო თორე ვატყობ ნერვები გეშლება ^^)

User avatar
Ripster
Posts: 1467
Contact:

Alone in the Dark

Unread post#18 » 30 Nov 2011 02:27

ისე მამენტ მართალს იძახი
სხვანაირად უფრო ცუდი იქენბოდა მაგ. ბოს ფაითი ან რამე მაგდაგვარი როგორც ახსენე

ალბათ ცუდმა დასასრულმა დამგრუზა და მაგიტომ დამიტოვა ასეთი დამოკიდებულება

გამიტყდა მაგრად მევასებოდა ის გოგო :D
You'd better do something about that cough

Riddick
Posts: 9408
Contact:

Alone in the Dark

Unread post#19 » 30 Nov 2011 03:40

მერე არ მოგეკლა, კაკრას მაგაშია მთავარი მუღამი რო ის ცოცხალია და უნდა გადაარჩინო, თან ვისგან )) ბოლო სუბებისდროს მაგრად არის სურათი შერჩეული, პარკში რო ზიან და ორივეს დემონის გამოხედვა როაქ, მეც მაგრად შემიყვარდა ეს ორი პერსონაჟი, არი მათში რაღაც დრამატული და რეალური. მიყვარს ეს თამაში და ვერ ვიტყვი ცუდს
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 17 guests