Blair Witch: Rustin Parr, Review

თემების ფორმატები # საერთო შთაბეჭდილება # მიმოხილვა # ანალიზი # სერიის რეტროსპექტივა # სხვა
User avatar
Spawn
Posts: 158
Contact:

Blair Witch: Rustin Parr

Unread post#1 » 20 Dec 2009 00:59

>>>

Blair Witch Volume 1: Rustin Parr

  • შემქმნელები: Terminal Reality
  • გამომცემელი: Gathering of Developers
  • ჟანრი: Advanture/Horror/Thriller
  • დვიჟოკი: Nocturne Engine
  • გამოსვლის თარიღი: 3ოკტომბერი, 2000.
  • პლატფორმა: Windows PC
>>> >>> >>>

The Blair Witch Project-ზე მომუშავე ფილმის შემქმნელები საკმაოდ ღრმა ყურადღებით იყვნენ ჩართულები იმ იდუმალ მოვლენებში რომლებიც თავს იყრიდნენ Burkittsville (a.k.a Blair) Maryland-ში. მათ შეაჯამეს ყველა ეს ზებუნებრივი მოვლენა და მათგან ყველაზე საშიშ და შემზარავ ისტორიად მონათლეს Rustin Parr-ის საქმე. Burkittsville-ის ლეგენდებისა და სამოქალაქო ჭორების მიხედვით 1940-წელს ქალაქში გაუჩინარდა 7 მოზარდი ბავშვი. 1941-ში კი განდეგილმა Rustin Parr-მა დატოვა მისი საცხოვრებელი სახლი ტყეში და ეახლა ქალაქს, სადაც ადგილობრივი მაღაზიის პატრონს დაუტოვა მესიჯი "i'm finally finished".

Parr-ის სახლის სარდაფში იქნა ნაპოვნი 6 მკვდარი ბავშვი, და მეშვიდე Kyle Brody, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იდგა კუთხეში.
BW:Rustin Parr-ის ისტორია იქნება დაახლოებით იმის მსგავსი რაც ფილმში გაქვთ ნანახი, Parr-ის სახლი გახლდათ გასაღები - ფილმის ფინალური სცენისა და საიდუმლო დასასრულის.
სწორედ ამ მკვლელობების მთავარი თემა გახლავთ თამაში Blair Witch Volume 1: Rustin Parr.

>>>

თამაში შექმნილია Terminal Reality-ისაგან, მათი წინა თამაში იყო ცნობილი Nocturne, რომელიც მჭიდრო კავშირშია BW-ის ატმოსფეროსთან, ზოგიერთი კი სულაც პრექუელად მიიჩნევს. ამ ორი თამაშის დვიჟოკი და ზოგიერთი პერსონაჟი გახლავთ იგივე. Nocturne-ში თქვენ გიწევთ Elspeth "Doc" Holliday-ის მართვა თამაშის ძალიან პატარა მონაკვეთში, BW1-ში კი მთავარი გმირია. Holliday არის Spookhouse-ის აგენტი, სამთავრობო სააგენტო რომლებიც იძიებენ მსგავს მოვლენებს რაც ზემოთ ეწერა.

აგენტ Holliday-ს აგზავნიან Burkittsville-ში Rustin Parr-ის საქმის გამოსაძიებლად. მისი დავალებაა გაარკვიოს იყო თუ არა რაიმე არაამქვეყნიური ძალის ზეგავლენის ქვეშ Parr-ი, ამ შემზარავი მკვლელობების ჩადენის დროს.

Holliday იწყებს Burkittsville-ის აუხსნელი მოვლენების ძიებას, ამ სერიაში ბევრად ჩამთრევი სიუჟეტი შეიმჩნევა ვიდრე Nocturne-ში. ასე რომ თქვენ მოგიწევთ ქალაქის შესწავლა, მოქალაქეების გაცნობა, წიგნების კითხვა, საშინელი სიზმრების გაშიფვრა და საბოლოოდ იმის გაგება თუ რა ბოროტება იმალება ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ტყეში.

Torrent Link
Our humanity can only be understood if we embrace both the animal and the god within us

Riddick
Posts: 9458
Contact:

Blair Witch: Rustin Parr

Unread post#2 » 20 Dec 2009 17:03

რა მაგარი დროიყო ბიჭო ამას რო ვთამაშობდით =) უსერიოზულესი ატმოსფეროაქ და რამდენჯერმე სერიოზული სუნი დავაყენე შიშისგან x))) ბევრი დამახასიათებელი + სიაქ 1 ნაწილს და შემდეგი ორი მარტო ამის სიყვარულის პონტში შეილება ითამაშოს კაცმა თორე ისე ნაგავია ორივე. ეს მაინც ცალკე სრულყოფილი ისტორია გამოვიდა და თამ ძალიან საინტერესო სამყაროთი, ანუ იყო შთამბეჭდავი ზომის ტყე და ძალიან საინტერესოდ გაკეთებული ქალაქი. ვინც alan wake-ით დაინტერესდა მინდა უთხრა რო ბევრი რამე გადაიღეს remedy-ში ამ თამაშიდან. დღე, სადაც სიუჟეტური მხარე უფრო აქტიურია და ღამე, როდესაც რაღაც უბედურებებთან გიწევს საქმის დაჭერა. მართლა საინტერესო და ხარისხიანი ჰორორია და დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი თავიდან. კაი თემაა spawn ჯიგარიხარ რო გაგახსენდა და დაწერე ;)
https://coub.com/view/24rzbh

User avatar
SLaYeR
Posts: 4850
Contact:

Blair Witch: Rustin Parr

Unread post#3 » 20 Dec 2009 17:48

ბიჭO მე ეს თავიდან ვითამაშე ქალი მყავდა და რაღაც ცუდი არსებები მეჩითებოდნენ, მაგრა არ მისწორდებოდა ის არსებები ვერ დავუჭირე მუღამი, ღამივ ვითამაშე და ვერაფერი ვერ ვიგრძენი, კიდე უნდა ვსინჯო ერთი ისეთი რამეები დაწერე : D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 9458
Contact:

Blair Witch: Rustin Parr

Unread post#4 » 20 Dec 2009 17:54

ფილმი მოგეწონა 1 ლი? ანუ თითონ ლეგენდა ტყეში მაცხოვრებ ვეძმაზე და ეგეთი სიტუაციები? ან თუ nocturne გითამაშია მაგას გავს მაგრად და ორივე მაგარი ჰორორია პრინციპში
https://coub.com/view/24rzbh

User avatar
SLaYeR
Posts: 4850
Contact:

Blair Witch: Rustin Parr

Unread post#5 » 20 Dec 2009 18:10

ფილმი მომწონს პირველ რიგში როგორც იდეა და ეგ ალქაჯიც საინტერესოა, მარა მანდ ზოგადად სთორი ასე იყო რო ეს რასტინ პარი თუ ვიღაცა იყო მკვლელი და ვიღაც გოგო კდიე გაგიჟდა და რაღაც მსგავსი ლეგენდა შეიქმნა, თამაშები მააგზეა
nocturne არ მითამაშია, საკაიფო ჰორორები თუა ორივეს მოვცხებ მაშინ : D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 9458
Contact:

Blair Witch: Rustin Parr

Unread post#6 » 20 Dec 2009 18:22

ანუ Rustin Parr იტაცებს ბავშვებს ქალაქიდან და ხოცავს პროსტა მარტო მაგით არ შემოიფარგლება სიუჟეტი, რატო და დისთვის აკეთებს ეს ტიპი ამას და საერთოთ თითონ იმ ადგილის ისტორიაა საინტერესო, ინდიელები წყევლა და ფილმის პირველ ნაწილთან კავშირი (ანუ ფილმი თანამედროვე დროზეა და თამაშები მემგონი 16 საუკუნის პერიოდიდან იწყება)
https://coub.com/view/24rzbh

User avatar
SLaYeR
Posts: 4850
Contact:

Blair Witch: Rustin Parr

Unread post#7 » 20 Dec 2009 18:40

ჩავუჯდები მე ამას, ესეიგი ფილმთან არის კავშირში ეს?
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 9458
Contact:

Blair Witch: Rustin Parr

Unread post#8 » 20 Dec 2009 18:45

პრიკველია უფრო გიო
ანუ თუ არმეშლება ესე მიდის
1 Blair Witch Project:Episode 3 Elly Kedward Tale
2 Blair Witch Project: Episode 2 The Legend of Coffin Rock (ესეც არარი ცუდი ატმოსფეროს და სთორის მხრივ პროსტა პატარაა)
3 Blair Witch 1: Rustin Parr

ანუ უკუღმა მიდის
https://coub.com/view/24rzbh

User avatar
Spawn
Posts: 158
Contact:

Blair Witch: Rustin Parr

Unread post#9 » 20 Dec 2009 18:50

SLaYeR wrote:ჩავუჯდები მე ამას, ესეიგი ფილმთან არის კავშირში ეს?


ეს კი:)

მეორე არც ისე, და მესამე ნაგვის ყუთია არც ჩართო
Our humanity can only be understood if we embrace both the animal and the god within us

User avatar
SLaYeR
Posts: 4850
Contact:

Blair Witch: Rustin Parr

Unread post#10 » 20 Dec 2009 18:52

კაი პირველს გავაღიზიანებ ჯერ მარტო და თუ გამისწორდა მერე გადავწყვეტ მეორეს რა ვუყო
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 9458
Contact:

Blair Witch: Rustin Parr

Unread post#11 » 12 Aug 2011 02:43

3 წუთამდე მოუსმინეთ, ძალიან მაგარია.
>>>
https://coub.com/view/24rzbh

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 15 guests