Batman (NES) Review, Retrospective

თემების ფორმატები # საერთო შთაბეჭდილება # მიმოხილვა # ანალიზი # სერიის რეტროსპექტივა # სხვა
User avatar
Blankbanshee666
Posts: 181
Contact:

Batman (NES) Review

Unread post#1 » 15 Mar 2015 22:03

>>>

დავბრუნდი მორიგი რივიუთი, მართალია ცოტა დაგვიანებით (დაახლოებით 1 კვირა ალბათ), მაგრამ მაინც. ნუ მქონდა რაღაც მიზეზები, კერძოდ - ვთამაშობ რამდენიმე თამაშს ერთდროულად, ზოგს psp-ზე, ზოგსაც კი ps2-ზე, თითქმის ბოლომდე მიყვანილი თამაშები, რომლებსაც მხოლოდ 1საათი ჩაჯდომა ჭირდება და სიზარმაცის გამო გავწელე საკმაოდ დიდხანს. თუმცაღა ზუსტად გუშინ დავამთავრე პირველი ომის ღმერთი, და Legacy Of Kain : Blood Omen. მათ მიმოხილვებს შემოგთავაზებთ მომავალში. რაც შეეხება დღევანდელ რევიუს, როგორც ხედავთ არ ვღალატობ რეტროსპექტივას, და ჩვენს წინაშეა ბეტმენის თამაში, რომელიც ფილმის მიხედვითაა შექმნილი, თუმცა არის პატარ-პატარა ცვლილებებიც. როგორც მოგეხსენებათ ფილმების მიხედვით გამოშვებული თამაშების 70-80% ნაგავია, თუმცა გამოერევა ხოლმე ერთგვარი "გამონათებები", როგორიც მაგალითად ბეტმენის ეს ზემოთხსენებული თამაშია. ბევრს აღარ შეგაწყენთ დიდი შესავლით და გადავიდეთ თამაშის "გაკვეთაზე"

>>>

როგორც ზემოთ ვახსენეთ, თამაში ფილმის მიხედვითაა, თუმცა პატარ-პატარა ცვლილებით, მაგალითად ფილმის ერთ-ერთ სცენაში, სადაც ბეტმენმა უნდა გადაარჩინოს ნაპიერი (ის ხომ ჯოკერია) ქიმიურ ხსნარში ჩავარდნისგან, მაგრამ ბეტსი ამას ვერ ახერხებს, და იგი ვარდება ამ ხსნარში. ხოლო თამაშში ბეტმენი პირდაპირ აგდებს ნაპიერს ქიმიურ ხსნარში. (ეს ნიუანსი megadrive-ის ვერსიაშია). რაც შეეხება ზოგადად ფილმს, მე მომწონს ბარტონისეული ბეტმენი, ბნელი და პირქუში ბრიუს უენი, რომელიც ებრძვის დანაშაულს გოთემის ბნელ ქუჩებში ღამ-ღამობით. ფილმს საკმაოდ კარგი და ბნელი ატმოსფერო ქონდა, ზუსტად ის რაც ბეტმენს სჭირდებოდა. ჯოკერიც შესანიშნავადაა არჩეული, ნიკოლსონის უბადლო შესრულებაზე არაფერს ვამბობ. ზემოთხსენებული თამაში რამდენიმე პლატფორმაზე გამოვიდა, ესენია : Gameboy, Sega Megadrive, და NES. როგორც ყოველთვის მეგადრაივის ვერსია საუკეთესოა ამ შემთხვევაში, თუმცა არჩევანი NES-ის ბეტმენზე შევაჩერე. მიუხედავად იმისა რომ, ფილმის მიხედვით უფრო მეგადრაივის ვერსიაა, ვიდრე NES-ის.

>>>

ზოგადად NES-ის ვერსიას ჰქონდა ერთგვარი პროტოტიპი ანუ ბეტა-ვერსია, რომელიც სხვადასხვა ქათსინებს და პატარ-პატარ ცვლილებებს გვთავაზობდა, რაც ასე განსხვავდებოდა ფინალური ვერსიისგან. უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ ან უყუროთ ამ ვიდეოს. ხოლო მოცემული ბეტა-ვერსიის გატესტვა შეგიძლიათ აქ
რაც შეეხება გეიმფლეის, ჩვენს წინაშეა საიდ-სქროლინგ პლატფორმერი, უჩვეულო იმდროის თამაშებისგან განსხვავებით რაც NES-ზე იყო, კერძოდ კი შესაძლებლობა wall-jumping-ისა (მეგადრაივის ვერსიისგან განსხვავებით), რომელიც გაგახსენებთ Ryu Hayabusa-ს კედლებზე ხტომას ნინძა გაიდენიდან. ასევე ჩვენ ბეტსის შეუძლია იჩხუბოს მუშტებითაც და გამოიყენოს 3 სასროლი იარაღი : 1)ბეტერანგი - იგივე ბუმერანგი ბეტმენის სიმბოლოთი, 2)ბეტ-დისკები, და 3)ჰარპუნის ტიპის სასროლი პისტოლეტი. ნუ რაც შეეხება wall-jumping-ს, ეს უბრალოდ საშუალებას გაძლევთ უფრო ზემოთ ახტეთ. თამაში შედგება სულ რაღაც 5 ეპიზოდისგან და ბოლოში როგორც ფილმში, ვებრძოლებით ჯოკერს.

>>>

აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, თამაშში გვხვდება ბოროტმოქმედები DC-ის კომიქსებიდანაც, როგორებიცაა : Deadshot, KGBeast, Maxie Zeus, Heat Wave, Shakedown, და Nightslayer. რაც შეეხება ბოსებს, აქ ისინი 6ნი არიან: 1)Killer Moth, 2)მოწყობილობა ცნობილი როგორც Machine Intelligence System, 3)the Electrocutioner, 4)მანქანა ცნობილი როგორც, Dual-Container Alarm, 4)Firebug, და 6)თვით ჯოკერი. თამაშის ერთის შეხედვით ადვილია, თუმცა ბოლოსწინა ტურებში სირთულის დონე იწევს და შეიძლება ჯოკერთან მისვლა გაგიჭირდეთ, ვინაიდან თუ 1 ეპიზოდის მესამე ნაწილში ბევრჯერ მოკვდით, მთლიანი ეპიზოდის თამაში თავიდან გიწევთ, მაგრამ მადლობა დეველოპერებს რომ უთვალავი გაგრძელება გვაქვს მეგადრაივის ვერსიისგან განსხვავებით. ნუ ბოსები დიდად არ წარმოადგენენ დიდ სიძნელეს, შეიძლება პირველად მალევე მოგკლათ ერთ-ერთმა ბოსმა, მაგრამ რამდენიმე "ჩაჯდომა" და ჯოკერსაც ადვილად მოკლავთ.

>>>

როგორც ნინძა გაიდენში, ბეტმენშიც შთამბეჭდავი ქათსინებია, (ჩემი ფავორიტი მაინც ბეტა-ვერსიის ქათსინები დარჩება). რაც იმდროისთვის პატარა ინოვაცია იყო თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ. გრაფიკული მხარე რათქმაუნდა ნორმალურია, ნუ იასამნისფერი ბეტმენი გასაგებია, შავ ფონზე უფრო ადვილად შეიმჩნევა. ხოლო NES-ის სტანდარტებზე თამაში მშვენივრად გამოიყურება. ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი ამ თამაშისა არის მუსიკა. შესანიშნავი 8 ბიტიანი ჰანგები თამაშის პროცესს უფრო საინტერესოს და დინამიურს გახდის. კომპოზიტორი კი ამ მშვენიერებისა გახლავთ Naoki Kodaka, რომელიც ცნობილია სხვადასხვა NES-ის თამაშების საუნდტრეკებით, კერძოდ კი - Blaster Master (1988), Spy Hunter (NES) (1987), Journey to Silius (1990) და ა.შ.

>>>

Batman (1986)-ის და Batman:The Caped Crusader-ისგან განსხვავებით, მოცემული ბეტმენი პირველი იყო, რომელიც დაფუძნებული იყო ფილმზე.

>>>

საბოლოო ჯამში NES-ის ბეტმენი ერთ-ერთ საუკეთესო თამაშია, მიუხედავად პატარ-პატარა მინუსებისა. შეიძლება მეგადრაივის ვერსია უკეთესია, მაგრამ NES-ის ვერსია უფრო challenging-ია. რათქმაუნდა ორივე ვერსიას მშვენიერი replayability აქვს. ნუ გეიმბოის ვერსია შედარებით სხვა experience-ს გვთავაზობს, მაგალითად ამოღებულია melee combat და აქცენტი უფრო გაკეთებულია ბევრ პლათფორმინგზე. ასეა თუ ისე, ჩემთვის ზემოთხსენებული ბეტმენი ჩემს ფავორიტ თამაშად დარჩება სუპერგმირებზე, გამოშვებული NES-ზე.

>>>
ფინალური სცენა


© Blankbansheee (AKA - Head Crusher)

Riddick
Posts: 9408
Contact:

Batman (NES) Review

Unread post#2 » 15 Mar 2015 22:58

კაია ამ დროინდელ კლასიკას რო თამაშობ, რო წერ ნოსტალგია მაწვება ხოლმე ))
p.s. ოსტები
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature

User avatar
Blankbanshee666
Posts: 181
Contact:

Batman (NES) Review

Unread post#3 » 15 Mar 2015 23:04

yeah :3 დროდადრო დავწერ ხოლმე კაი კაი რამეებზე რეტრო თამაშებიდან. ისე ბავშვობაში შავ-თეთ ეკრანიან ტელევიზორზე, მეგადრაივის ბეტმენი უფრო მახსოვს ვიდრე NES-ის. ნესის ვერსია ცოტა ბუნდოვნად.

User avatar
SLaYeR
Posts: 4808
Contact:

Batman (NES) Review

Unread post#4 » 15 Mar 2015 23:08

მე NES-ზე რაღაც არაოფიციალური ბეტმენის თამაში მქონდა Batman/Flash ასე ერქვა მგონი, სახლის ინტერიერშო მოძრაობდნენ პატარები როგორც Chip და Dale. ეს Batman სეგას ვერსია ვითხოვე მარა ძალიან არ მომეწონა, თან იმ დროს უკვე ძალიან ბევრი თამაში ვიცოდი და ვერ იყო იმ სტანდარტის რაც მინდოდა ;/ გაგრძელებაც აქვს ამას Revenge of The Joker და აღარ არის უკვე ის ფილმებთან კავშირში. Batman Returns მერე სხვებმა გააკეთეს და ჩემი ფავორიტი მაინც Batman Forever რჩება სეგას ვერსია ^^
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Blankbanshee666
Posts: 181
Contact:

Batman (NES) Review

Unread post#5 » 15 Mar 2015 23:19

ჰაჰ მეც მქონდა ეგ ვერსია :D ეგ არის Monsters In My Pocket-ის ერთგვარი ჰაკი. ხო მეც სეგას ვერსიას ვთამაშობდი ხოლმე. Revenge თუ Return Of The Joker-ზე ამბობ? ეგეც კაი ნაწილია, მაგრა დამევასა. არა არა "ბეტმენი სამუდამოდ" საშინელებაა მითუმეტეს სეგაზე, თან მორტალ კომბატის ძრავზე როა გაკეთებული :D არკადის ვერსია კიდე ნორმალურია. აი მეგადრაივის 1-1 საუკეთესო ბეტმენი

User avatar
SLaYeR
Posts: 4808
Contact:

Batman (NES) Review

Unread post#6 » 15 Mar 2015 23:24

ჰო ჰაკი იყო, მერე ემულატორისთვისაც ვიშოვე მგონი წლების წინ რო ვათვალიერებდი
Return of The Joker იგივეა, სეგაზე Revenge ერქვა
Batman Foever მაგარია, არკადზე სულ სხვა თამაშია და სეგაზე მორტალ კომბატივით ექვს ღილაკს იყენებდა, თან სეკრეტები იყო ბევრი და საკმაოდ რთული თამაში იყო
Adventures ძალიან ამგარია, სეგას ვერსია ეგაც და მაგის საუნდტრეკების "ინსტრუმენტალი"(სხვა არ ვიცი რა დავარქვა) დღემდე მხვდება თანამედროვე ბეტმენის ფილმებში ანიმაციებში თუ თამაშებში, არადა იქამდე არ შემხვედრია არსად, ანიმაციურ სერიალში დენი ელფმანი იყო მახსოვს
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Blankbanshee666
Posts: 181
Contact:

Batman (NES) Review

Unread post#7 » 15 Mar 2015 23:31

ა ჰოჰო, ნეს-ზე რეთურნია და სეგაზე რევანში. მანდ ბოსთან ბრძოლები მომწონდა, ქულების დაკლებაზე რო უნდა იჩალიჩო რო დაამარცხო :D ორიგინალური იყო. ხო, რთული იყო ფორევა კი, მარა აი grapplin' hook-ით ასვლაზე რო ცალკე წვალება გიწევს, მაგან დამტანჯა. ხო ადვენთურა ძაან ძნელია, მარა whatever, it's still fun to play :3

User avatar
SLaYeR
Posts: 4808
Contact:

Batman (NES) Review

Unread post#8 » 15 Mar 2015 23:37

აუ არა hook არ იყო რთული, Y+UP და Y იყო, პროსტ ზოგ ადგილას დისტანცია უნდა დაგემუღამებინა რო ბრძოლაში გამოგეყენებინა და აგეცდინა ხოლმე დარტყმები, დალშე სეკრეტებს ვანგრევდი ჭერში მაგით. ბოლომდე სანამ არ გავილახებოდი იქამდე ვთამაშობდი ხოლმე, თან ყველა კაცის მოკვლაზე ვჩალიჩობდი რო სიცოცხლე მოეცათ ბოლოს. ატმოსფეროც მაგრა მომწონდა და ფილმისას მირჩევნია ბევრად. )) trial & error პრინციპი მანდ დავამუღამე ყველაზე მეტად :DD
Adventures ძალიან ძნელია მარა მანდ ტემპზე აყოლა უფრო მიჭირდა ხოლმე, ძალიან სწრაფი იყო და რო რთულდებოდა ბოლოს გული მერეოდა ხოლმე))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Blankbanshee666
Posts: 181
Contact:

Batman (NES) Review

Unread post#9 » 15 Mar 2015 23:44

ხო დიდად არ ჩავძიებულვარ ფორევას. ხო ადვენთურაში პირველი 2 ტურის მერე შევეშვი. გადავუვლი ისე ამდღეებში ემულატორით :3 მთლიანობაში ორივე Decent თამაშია.

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 16 guests