God Of War : Chains Of Olympus, Kratos Portable

თემების ფორმატები - საერთო შთაბეჭდილება ; მიმოხილვა ; ანალიზი ; სერიის რეტროსპექტივა ; სხვა
User avatar
Blankbanshee666
Posts: 181
Contact:

God Of War : Chains Of Olympus

Unread post#1 » 15 Feb 2015 01:11

>>>

მაშ ასე. სანამ რივიუს დავიწყებდე. მინდა გაგახსენოთ ჩემი თავი. გახსოვთ ჰედ ქრაშერი? ^^ მისი საინტერესო რივიუები სხვადასხვა ძველ თამაშებზე როგორებიცაა : Duke Nukem 3D, Stubbs The Zombie, Freedom Fighters და ა.შ. დიახ მეგობრებო, ეს მე ვარ ისევ. I'm back ! ჩემი მოულოდნელი გაქრობა ალბათ, სიზარმაცის და ეთუზიაზმის დაკარგვის ბრალია (I think so ) მაგრამ, რატომღაც მოვედი ისევ წერის მუღამზე და ალბათ შემოგთავაზებთ ხოლმე დროდადრო სხვადასხვა რივიუებს :3 ესეც ასე. მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ ^^
***

დაბადების დღეზე მამაჩემმა საუკეთესო საჩუქარი გამიკეთა - PSP. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ჯიბის პორტატული კონსოლი. და საშუალება მომეცა მეთამაშა მილიონი მასთ-ჰევ თამაშები ისეთები როგორიცაა : syphon filter, god of war, dante's inferno, gran turismo, Metal gear solid : peacewalker (რომელსაც ამჟამად ვთამაშობ), killzone : liberation, Resistance, და ა.შ. რაღათქმაუნდა დღეს God Of War-ზე ვილაპარაკებ, რომელმაც ძალიან მომხიბლა. თამაში შესანიშნავად არის გაკეთებული როგორც გრაფიკული თვალსაზრისით, ისევე გეიმფლეის თვალსაზრისითაც. პსპ-ს სტანდარტებზე კი ვიზუალური მხარე ძალიან ლამაზია, და არაფრით ჩამოუვარდება ფლეისთეიშენ 2-ის წინამორბედებს.

>>>
საკმაოდ ადვილი ბოსი ბასილისკი, რომელიც თამაშის დასაწყისში გვხვდება

რაც შეეხება სთორის, მოვლენები ვითარდება 10 წლით ადრე პირველ God Of War-მდე. რათა ემსახუროს ღმერთებს, კრატოსი იბრძვის და იცავს ქალაქ ატიკას სპარსელებისგან, რომლებმაც ხომალდით დიდი ბასილისკი გადმოიყვანეს. ჩვენ მას თამაშის დასაწყისშივე ვუპირისპირდებით, სადაც კრატოსი მას თვალს ამოაცლის და გამწარებული ბასილისკი ქალაქისკენ მიიწევს. კრატოსი მას გაეკიდება და გზაში მოკლავს სპარსეთის მეფეს, რომელსაც ბრუტალურად გაუსწორდება.

>>>
დიახ, დამარცხებულ სპარსეთის მეფეს, სწორედაც რომ ეს დიდი სკივრი უნდა ვურტყათ თავში, ტვინის გასხმამდე ^^

ბოლოს როგორც იქნება, დაეწევა ჩვენი კრატოსი ბასილისკს, რომელსაც წააწყდება დანგრეულ ხიდთან და სასტიკად გაუსწორდება მას. შემდეგ იგი ღმერთებს ეკითხება : "ნუთუ ეს არის ის, რაც თქვენ გინდათ? დავიჯერო სხვა რამე არ არის?!" და შემდეგ წამში, იგი ხედავს, როგორ ეცემა მზე, და სამყარო იფარება წყვდიადში ნელ-ნელა. კრატოსი ხვდება რომ ეს არ არის ღმერთების ნიშანი. და სამყაროს ეუფლება მორფეუსი, სიზმრების ღმერთი. კრატოსი მზის ტაძრისკენ მიიწევს, და გზაში დავხოცავთ ბევრს მორფეუსის მსახურებს. ტაძარში ვხვდებით ათენას, რომელიც გვეუბნება, რომ ჰელიოსი, მზის ღმერთი, ციდან "ჩამოათრიეს", და ჩვენ გვევალება გავიგოთ ვინ დგას ამის უკან და გადავარჩინოთ სამყარო. რათქმაუნდა მთლიან სთორის მოყოლას არ ვაპირებ, რომ რივიუ მოსაწყენი არ გახდეს, და გადავიდეთ თვითონ თამაშის პროცესზე. ^^

>>>

Chains Of Olympus-ის გეიმფლეიში, არანაირი ინოვაცია არ არის, ეს ისეთივე ჩვეულებრივი სლეშერია, რომელიც ყველას ფლეისთეიშენ 2-ზე გვახსოვს, იგივე კომბოების სისტემა, მაგიის გამოყენება, მოწინააღმდეგეების ჰაერში აკენწვლა და რაღათქმაუნდა ყველასათვის საყვარელი ფატალიტების სისტემა, სადაც კრატოსი სასტიკად უსწორდება დარეტიანებულ მონსტრებსა და დემონებს. მაგიას რაც შეეხება, ის აქ როგორც წინა სერიებშია, რამდენიმე სახის გვაქვს : 1)Efreet, the Light of Dawn - რომელიც ცოცხლად წვავს მონსტრებს და საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს, 2)Charon's Wrath - ოქროს ნიღაბი, რომელსაც შერონის დამარცხების შემდეგ მოვიპოვებთ, მას შეუძლია გამოუშვას მწვანე სხივი, რომელიც ძალიან დიდ ზიანს აყენებს მოწინააღმდეგეს,3) Triton's Lance, რომელიც ჰგავს პოსეიდონის სამკაპს პირველი ნაწილიდან. ეს საშუალებას აძლევს კრატოსს ისუნთქოს წყალქვეშ. პორტაბელური ომის ღმერთი რა ომის ღმერთი იქნებოდა თუ არა, ეპიკური quick-time-event-ებით, სადაც დარეტიანებულ ბოსებს კრატოსი სასტიკად უსწორდება, სხვადასხვა ღილაკის დროზე დაჭერისას. დიახ, პორტაბელურ ვერსიაში ასევე არის ის აპგრედიების სისტემა რომელსაც წითელი orb-ების დახმარებით ვაკეთებთ.

>>>
კრატოსი ცდილობს თვალსაწიერი გაუფართოვოს ციკლოპს

თამაში ინარჩუნებს დინამიურობას და მოსაწყენი არ ხდება, პირიქით ის ერთ ამოსუნთქვაზე იხურება და "ნიხვატკაში" არ გტოვებთ, რადგან თამაშის დახურვის შემდეგ იხსნება სხვადასხვა ჩელენჯები. რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს, პსპ-ს სტანდარტებზე ომის ღმერთი შესანიშნავადაა გადმოცემული, და სულაც არ არის ცუდი შესახედავი. ლეველ დიზაინიც საინტერესოა, როგორც წინა ნაწილებში, აქაც შეგვეძლება ექპლორინგი და დამალული სკივრების აღმოჩენა, რომელიც ბევრი ბონუსებითაა სავსე.

***

და ბოლოს, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო თამაში პსპ-ზე, რომელიც დაუყონებლივ უნდა ჩაიწეროთ ახლავე ! ეპიკური ბოსს ბრძოლები, ძველი საბერძნეთის სეთინგი, მშვენიერი სთორი, და ყველასათვის საყვარელი, ქარიზმატული კრატოსი, რომელიც ყველაზე და ყველაფერზეა აღრენილი. რაღათქმაუნდა მარტო ეს ერთი ნაწილი არ გახლავთ პსპ-ზე, არის მეორე God Of War-იც, სახელად Ghost Of Sparta, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა, რომელსაც შემდეგისთვის შემოგთავაზებთ ^^

>>>

ესეც ჩვენი შერონი, რომელსაც დამარცხების შემდეგ, მის ოქროს ნიღაბს "ვახევთ"

P.S. იმედია მოგეწონებათ რევიუ, და ძალიან მომენატრა გეიმოვერის სასტავი.

მარად თქვენი Head Crusher ^^

User avatar
Riddick
Posts: 9361
Contact:

God Of War : Chains Of Olympus

Unread post#2 » 15 Feb 2015 14:03

კი მახსოვს შენი სტატიები :) დღესაც შენახულია, სარჩევში ნახე თუ მოგინდა.
Chains Of Olympus რაც შეეხება მეც ნათამაშები მაქ, ერთერთი საუკეთესო პროექტია PSP-ზე და სრულფასოვანი AAA თამაშის შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც პორტატულ კონსოლზე განსაკუთრებით სასიამოვნო აღსაქმელია ხოლმე.

User avatar
Blankbanshee666
Posts: 181
Contact:

God Of War : Chains Of Olympus

Unread post#3 » 15 Feb 2015 17:50

სენქს. კი გადავხედე და გავიხსენე ძველი დრო :3 თუგინდათ შემოგთავაზებთ ხოლმე დროდადრო პსპ-ს თამაშების რევიუებს ^^ გოსთ ოF სპარტაზე მინდა დავდო დღეს რივიუ

User avatar
Riddick
Posts: 9361
Contact:

God Of War : Chains Of Olympus

Unread post#4 » 15 Feb 2015 18:59

რავი მე წინააღმდეგი არ ვარ, თუ გაგისწორდება გზა ხსნილია :)

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 17 guests