Blade Runner, Review

თემების ფორმატები # საერთო შთაბეჭდილება # მიმოხილვა # ანალიზი # სერიის რეტროსპექტივა # სხვა
User avatar
Riddick
Posts: 9371
Contact:

Blade Runner

Unread post#1 » 05 Sep 2014 18:58

Blade Runner - 1982 წელში გამოსულ ფილმზე დაფუძვნებული, Westwood Studios მიერ შექმნილი პროექტი. 1997 წელში გამოშვებული თამაშის მთავარი პიარ ლოზუნგი შემდეგნაირად გამოიყურებოდა - "პირველი სამგანზომილებიანი სათავგადასავლო თამაში რეალურ დროში" («the first real time 3D adventure game»).

>>>

სიუჟეტი
Blade Runner გარკვეულწილად ფილმის სიუჟეტს იმეორებს და არც ისე შორეული პოსტაპოკალიფტური მომავლის სეთინგში გადავყავართ. თამაშს 16 ენდინგი აქვს. ეს კი შესავლის ვიდეო რგოლში მოცემული ინფო:

2019 წელი, ლოს ანჯელესი. არცთუ ისე შორეულ მომავალში გარდაუვალი ხდება. გაჩაღდა მესამე მსოფლიო ომი, რომელიც გამარჯვებული და დამარცხებული მხარეების გარეშე დასრულდა. მასში ყველამ წააგო. დედამიწის ფლორა და ფაუნდა პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა, გადარჩენილმა ცხოველების და მცენარეების ჯიშებმა საშინელი მუტაციები განიცადეს. პლანეტის მოსახლეობა რამდენიმეჯერ არის შემცირებული. ქალაქების ქუჩები დაცარიელებულია; გარეუბნებში და მიწის ქვეშ კი "განსხვავებულებად" წოდებული მუტანტები გამოჩდნენ. მაგრამ ადამიანებს ძირითადი საფრთხე მათში არ დაუნახავთ. იყვნენ კიდევ ერთი ტიპის "მუტანტები" - გენური ინჟინერიის დახმარებით გაოყვანილი ნახევრად ადამიანები. მათ ყველაზე მძიმე სამუშაოებისთვის იყენებენ, და აგზავნიან იქ სადაც არცერთი ადამიანი არ ისურვებდა წასვლას - შორეულ პლანეტებზე. მსგავსი ტიპის უნივერსალური მონების წარმოებას, მონოპოლისტი კოპრორაციისთვის და მისი დამფუძვნებლისთვის, დოქტორი ტაილერისთვის, უდიდესი შემოსავალი მოჰქონდა. ფული შემდგომი გამოკვლევებისთვისაც საკმარისი იყო. 2019 წლისთვის მსგავსი "რობოტების" მეექვსე თაობის, კოდური სახელწოდებით Nexus 6 გამოშვება დაიწყო. ვერც ვიზუალურად, ვერც ქცევის მანერით და ვერც ხმით, მათ ჩვეულებრივი ადამიანებისგან ვერ განასხვავებდით. მოცემულ სერიაში ჯარისკაცებთან ერთად, იყვნენ "გასართობი" მოდელებიც, რომელთა გამოყენებაც ყველაზე დაუჯერებელი მიზნებისთვის ხდებოდა. მაგრამ ზუსტად მეექვსე თაობიდან დაიწყო ნამდვილი პრობლემები. გახშირდა რეპლიკანტების (გენეტიკურად მიღებული მოდელების სახელი) დედამიწაზე გამოქცევის ფაქტები. ისინი ნამდვილი ადამიანების მიმართ თბილი გრძნობებით არ გამოირჩეოდნენ, პირიქით, მათ "დაბადებიდანვე" აგრესია ქონდათ ჩანერგილი. ამ ყველაფრის გამო სოციუმმა მათში ნამდვილი მტერი დაინახა. ჩამოყალიბდა რეპლიკანტებთან ბრძოლის სპეციალური დანაყოფი - «სამართებელზე მორბენალნი».

სიუჟეტი წარმოადგენს დეტექტიურ გამოძიებას არეული ფაქტებით, მტკიცებულებებით და გარემოებებით. მოვლენების სერია, გაქცეული რეპლიკანტების მიერ ზოომაღაზიის დარბევის გამოძიებისას იწყება. მაგრამ მალე, მთავარი გმირი, რეი მაკკოი, თვითონვე აღმოჩნდება დანაშაულის მონაწილე და ვერ არკვევს, არის თუ არა თვითონაც რეპლიკანტი. Blade Runner 5 ნაწილად იყოფა, რომლებიდანაც პირველი არის პროლოგი, ხოლო ბოლო, ძალიან მოკლე, - დასასრული. თამაშის განმავლობაში ხშირად დგება "კარგი" ან "ცუდი" არჩევანის გაკეთების მოთხოვნილება, ხოლო უმეტესწილად არჩევანი არაერთგვაროვანია. «სამართებელზე მორბენალთა» მთავარი მიზანი - «რეპების» «სამსახურიდან განთავისუფლებაში» მდგომარეობს. რეპლიკანტის გამოვლენა კი სპეციალური რეპლიკანტ-ტესტის Voight-Kampff-ის მეშვეობით არის შესაძლებელი.

>>>

    პერსონაჟები
  • რეი "მელია" მაკკოი (Ray «The Fox» McCoy) - თამაშის მთავარი პერსონაჟი. მარტოხელა მგელი, რომლის მთელი ცხოვრებაც მხოლოდ სამსახურით შემოიფარგლება.
  • ლეიტენანტი გუზა (Lt. Guzza) - მაკკოის უშუალო ხელმძღვანელი.
  • კრისტალ სტილი (Crystal Steele) - მაკკოის რიჟა კოლეგა, «სამართებელზე მორბენალი» ქალბატონი, რომელიც გამუდმებით Lucky Strike ეწევა და ვარჯიშობს სროლაში. მაკკოისადმი გააჩნია სიმპატიები. ზოგიერთ სიუჟეტურ ხაზზში მაკკოის მძიმე სიტუაციებიდან გამოსვლაში ეხმარება, ხოლო სხვებში - მისი სასიკვდილო მტერი გამოდის. ეპიზოდურად ჩანს მთელი თამაშის განმავლობაში.
  • გაფფი (Gaff) - «სამართებელზე მორბენალი», ძველმოდურად ჩაცმული უხამსი რეპლიკანტებზე მონადირე, უყვარს სხვების საქმეში ცხვირის ჩაყოფა და რჩევების მიცემა. ეპიზოდურად ჩანს მთელი თამაშის განმავლობაში.
  • რანსითერი (Runciter) - რეპლიკანტების მიერ გაძარცვული ზოომაღაზიის პატრონი.
  • ლუსი დევლინი (Lucy Devlin) - გოგონა ვარდისფერი თმებით. რანსითერის დამხმარე, რომელიც ზოომაღაზიის გაძარცვის შემდეგ უგზოუკლოდ არის გაუჩინარებული. სიუჟეტური განვითარების მიხედვით, ზოგ ვარიანტში ადამიანია, ზოგში რეპლიკანტი.
  • გორდო ფრიზი (Gordo Frizz) - წითელ პიჟაკიანი კომიკოსი. ეპიზოდურად ჩანს მთელი თამაშის განმავლობაში. სიუჟეტური განვითარების მიხედვით, ზოგ ვარიანტში ადამიანია, ზოგში რეპლიკანტი.
  • მარკუს ეიზენდულერი (Marcus Eisenduller) - უზარმაზარი მსუქანი კაცი, გენეტიკის დოქტორი. სიუჟეტის მიხევით მას რეპლიკანტები კლავენ.
  • სპენსერ გრიგორიანი (Spencer Grigorian) - სომეხი, ეჭვმიტანილი ფაბრიკის აფეთქების საქმეში, რომელსაც კრისტალ სტილი იძიებს.
  • იზო (Izo) - იაპონელი, ნახმარი ნივთების მაღაზიის მფლობელი, დაკავებულია იარაღებით არალეგალური ვაჭრობით.
  • კლოვისი (Clovis) - რეპლიკანტი, რეპლიკანტების ბანდის ლიდერი. ყოველთვის ჩრდილშია და მხოლოდ თამაშის ბოლოსკენ ჩნდება.
  • სადიკი (Sadik) - შავკანიანი იარაღების და ასაფეთქებლების სპეციალისტი. გამოირჩევა ათლეტიური ტანის მოყვანილობით. სიუჟეტური განვითარების მიხედვით, ზოგ ვარიანტში ადამიანია, ზოგში რეპლიკანტი.
  • ელდონ ტაილერი (Eldon Tyrell) - რეპლიკანტების გამოშვებით დაკავებული, კორპორაცია "ტაირელის" ხელმძღვანელი.
  • ჰოუვი ლი (Howie Lee) - სუში ბარის მფლობელი, მაკკოის მეგობარი.
  • ზუბენი (Zuben) - ჰოუვი ლის ბარში მომუშავე, რეპლიკანტი პოვარი.
  • რეიჩელი (Rachael) - რეპლიკანტი, ტაილერის პირადი მდივანი.
  • მორაჯი (Moraji) - იაპონელი მეცნიერი, მუშაობს კორპორაცია "ტაირელში".
  • ბობი (Bullet Bob) - იარაღების მაღაზიის მფლობელი, ანვითარებს მაკკოის ამუნიციას და მოდიფიცირებას უკეთებს მის პორტატულ კომპიუტერს.
  • ლუტერი და ლანსი (Luthur, Lance) - სიამის ტყუპი რეპლიკანტები.
  • ჯ.ფ. სებასტიანი (J.F. Sebastian) - ტყუპების მეგობარი და რეპლიკანტების ნერვული სისტემის შემქმნელი, ცხოვრობს მიტოვებულ სახლში.
  • დექტორა (Dektora) - ქერათმიანი სტრიპტიზის მოცეკვავე. სტიპტის ბარ ერლიში ცეკვავს . სიუჟეტური განვითარების მიხედვით, ზოგ ვარიანტში ადამიანია, ზოგში რეპლიკანტი.
  • ერლი ქიუ (Early Q) - ამავე სახელწოდების მქონე სტრიპტის ბარის მფლობელი.
>>>

    სათამაშო პროცესი
  • იმის გასარკვევათ, არის თუ არა მოსაუბრე რეპლიკანტი, გამოიყენება ვაიტ-კამპფის ტესტი. მსგავსი პრინციპი სამი კატეგორიის კითხვებისგან შედგება: ადვილი, საშუალო და ძნელი. მოცემულ კითხვებზე ადამიანები და რეპლიკანტები სხვადასხვანაირად რეაგირებენ, სპეციალური სენსორები კი ამ დროს თვალის გუგის და პულსის მაჩვენებლებს აკონტროლებენ.
  • თამაშის დასაწყისში რეი ღამის ქალაქის ქუჩებში პოლიციის სპინერით გადაადგილდება - მფრინავი ავტომობილი, ხოლო თამაშის ბოლოსკენ უკვე ფეხით.
  • თამაშის ოფციებში თავიდან დიალოგების "ჩვეულებრივი" სტილია არჩეული, მსგავსი ოფციის დროს რეპლიკების არჩევა შეუძლებელია. მაგრამ არის სხვა ვარიანტებიც "თავაზიანი", "აგრესიული" და "ასარჩევი", რომლის დროსაც დამოუკიდებლად შეგიძლიათ აირჩიოთ დიალოგის თემები.
  • უმეტესობა სათავგადასავლო თამაშებისგან განსხვავებით, მთავარი გმირი მარტივად შიელება მოგიკლან, რის გამოც თამაშის ხშირად დასეივებაა საჭირო. თამაშს არააქვს "სიცოცხლის" მაჩვენებელი, მაგრამ რეი როგორც წესი სიკვდილამდე რეპლიკანტების რამდენიმე დარტყმას უძლებს. სიცოცხლის მომატება რაიმე საჭმლის ყიდვით, ან "ერთი ჭიქის ჩარტყმით" შეიძლება.
  • მთავარი გმირის ერთადერთ იარაღს მისი პისტოლეტი წარმოადგენს. მაკკოი სამი სიმძლავრის ტიპის ტყვიებს იყენებს. ყველაზე სუსტი ტრყვიების მარაგი განუსაზღვრელია.
  • პოლიციის დეპარტამენტში განთავსებულია ტირი. სროლაში ვარჯიში სავალდებულო არაა, მაგრამ ნამდვილად სასურველია.
  • თამაშში არის ფულის ერთეული, მისი მეშვეობით შეგიძლიათ იყოდოთ საჭმელი, სასმელი და იარაღის ტყვიები.
  • მტკიცებულებებს, დიალოგებს, ფოტოებს და ვიდეო ჩანაწერებს მაკკოი საკუთარ ჯიბის კომპიუტერში, გახსნილი საქმეების მიხედვით სორტირებულს ინახავს.

გრაფიკა

თამაში იყენებს 640x480 ეკრანის გაფართოვებას. გამოიყენება ვოქსელური გრაფიკა, შუქი და ჩრდილები. ინტერიერების უმეტესობა კინომატოგრაფიულობით გამოირჩევა. თამაშში Westwood Studios სხვა პროექტების მსგავსად (Command & Conquer), ბევრი ხარისხიანი ვიდეო რგოლია მოცემული.

>>>

    საინტერესო ფაქტები
  • თამაშის მთავარი გმირი რეი მაკკოი გახლავთ, ხოლო ფილმის - რიკ დეკკარდი (Rick Deckard). თამაშის მოქმედება ფილმის მოვლენების პარალელურად ვითარდება. ზოგიერთი ლოკაცია (პოლიციის დეპარტამენტი, ფრინველების ბაზარი, ბრედბერის შენობა) მთლიანად ფილმიდან არის გადმოტანილი.
  • მაკკოის ტაირელთან შეხვედრის ეპიზოდში, ნახსენებია, რომ დეკარდმა დატოვა თანამდებობა, მაგრამ სპეციალური საქმის გამოსაძიებლად იგი ისევ უკან იქნა დაბრუნებული.
  • სიუჟეტის განვითარების ხაზი დამოკიდებულია მტკიცებულებების და მოპოვებული ინფორმაციის რაოდენობაზე (მაგრამ მოთამაშეების მტკიცებით ამ ფაქტორზე დიალოგებში არჩეული რეპლიკები და ბოლოსთვის განადგურებული პერსონაჟების რაოდენობაც მოქმედებს).
  • ზოგიერთი პერსონაჟი შეიძლება როგორც ადამიანი, ასევე რეპლიკანტი აღმოჩნდეს. ვინ ვინ იქნება - შემთხვევითობის მიხედვით განისაზღვრება თამაშის დასაწყისში.
წყარო

qaravani
Posts: 6
Contact:

Blade Runner

Unread post#2 » 23 Oct 2014 03:13

ვაუ... ნეტა თავისდროზე გამეგო ამ თამაშის არსებობის შესახებ

User avatar
Ripster
Posts: 1465
Contact:

Re: Blade Runner

Unread post#3 » 12 Mar 2016 19:05

გუშინ მოვრჩი do androids dream of electric sheepის კითხვა და გამახსენდა რომ სადღაც აქ თამაშის თემაც იყო
უნდა ჩავუჯდე აუცილებლად
You'd better do something about that cough

User avatar
SLaYeR
Posts: 4778
Contact:

Re: Blade Runner

Unread post#4 » 12 Mar 2016 19:38

Off Topic
გაგისწორდა თარგმანი? მაგას ვიჩერს და 2035ს ვუმიზნებ საკოლექციოდ
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Ripster
Posts: 1465
Contact:

Re: Blade Runner

Unread post#5 » 12 Mar 2016 20:29

Off Topic
ბიჭო რავი კი
საკაიფოდ 'ორგანულად' იკითხებოდა დისკომფორტი არ შეუქმნია ნამდვილად ;დ ნუ ორიგინალს ვერ შევადარებ მხოლოდ ქართულად მაქვს წაკითხული

ვიჩერის მესამეს ველოდები მეც ახლა მარტის ბოლოს გამოდისო
არადა კაი ტიპი რომ ვიყო რუსულად გამოვიწერდი, მაგრამ რახან დავიწყე ქართულად ბარემ მაგით გავაგრძელებ

2035ი კი ეს ორი დღე ჩემი და კითხულობს ჯერ და ლამის წავართვა ;დდ ბოლო გვერდებზეა და ღამე ჩავუჯდები მგონი :3

დიკის დანარჩენ წიგნებს დავითრევ ალბათ ამ დღეებში
წამიღო ამან ;დ

გავაოფეთ მაგრად მაგრამ ამწამს ამოვარდა ნოტიფიკაცია ბლეიდ რანერი გადმოვწერეო uტორენტმა :3 მთავარია ვინ10 მა გაუშვას ;დ
You'd better do something about that cough

User avatar
SLaYeR
Posts: 4778
Contact:

Re: Blade Runner

Unread post#6 » 12 Mar 2016 20:51

რა ვერსია გადმოწერე თამაშის? მეც მინდა წესიერად თუ მიაქვს, თუ არადა იქნებ რამე მოდები იყოს.

დიკის იდინე ცრემლო წავიკითხე ქართულად და იყო რა, ხოდა ეხლა ეგ და უბიკი მაინტერესებს რამდენად ივარგებს, შეხედავ მშვენიერი წამოწყებაა მშვენიერად დაფერადებული ბიბლიოთეკა იწყობა, გადაშლი და ცნება/მცნება, აღქმა/აღთქმა ერევათ ხალხს.

Off Topic
ხო ვიჩერის თარგმანი ვერაა ისეთი დონის, მთარგმნელების პრობლემა გვაქვს სერიოზული, ფაქტიურად შევარდნაძე-სააკაშვილის პერიოდში მოკლეს ეგ სფერო, არადა ზოგადად ქართული ენა სასწაულია ფოლკლორული ან მითოლოგიური ელემენტების აღწერაში, გავკარი რუსულს. ძმები გრიმების ძველი ქართული დავით წერედიანის თარგმანი იყო ისეთ დონეზე რო გერმანიაში მაქვს გატარებული ბავშვობა, იქაურ ტყეებში მივლია და გამითევია ღამეები, ინგლისურადაც მაქვს რაღაცეები გადაკითხული და უბრალოდ ლამაზია საკითხავად თორე ატმოსფეროს მხრივ ძალიან მაგრად მოაქვს ქართულს.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

GHOST
Posts: 1505
Contact:

Re: Blade Runner

Unread post#7 » 13 Mar 2016 18:16

ჰაჰ, გუშინ ნიპრიჩომ გამახსენდა და ამოვაგდე ეს სცენა და მელანქოლია შემომაწვა, დღეს კიდევ თემას წავაწყდი.

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 17 guests