Strider, Review

თემების ფორმატები : საერთო შთაბეჭდილება ; მიმოხილვა ; ანალიზი ; სერიის რეტროსპექტივა ; სხვა
User avatar
Riddick
Posts: 9367
Contact:

Strider

Unread post#1 » 05 Mar 2014 22:58

Play
ცოტა რამ ისროიიდან: Strider ორიგინალი თამაში გასული საუკუნის 80 წლებში ჯერ არკადულ აპარატებზე, ხოლო შემდეგ საგრძნობლად გადამუშავებული 8 ბიტიან NES-ზეც გამოვიდა. საბოლოო ვერსია "დენდის" ეპოქაში გაზრდილ მოთამაშეებს ალბათ ხშირად მოგხვედრიათ თვალში. მთავარი გმირი, სტრაიდერ ჰირუ სწრაფი ბრძოლის სტილით და კედლებზე მოხერხებულად ცოცვით გამოირჩეოდა. როგორც ამბობენ, კედლებზე ცოცვის იდეა დეველოპერს Capcom ცეცხლ მოკიდებული ოფისის სახურავზე დაებადა, სადაც საავარიო გასასვლელიც კი არ იყო. მოცემული გეიმფლეი ელემენტი Strider რიმეიკში ბევრად მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე მის ორიგინალში. ადრე საქმე თუ სტანდარტულ პლათფორმერთან გვქონდა, თანამედროვე ვარიანტი უკვე metroidvania ჟანრისკენ არის გადახრილი - კვლავ გვერდით განთავსებული კამერა და ტურებში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა (მოთამაშეს შეუძლია დეტალურად გამოიკვლიოს ლოკაციები და საჭიროების შემთხვევაში უკანაც დაბრუნდეს). გმირის ალპინისტური სკილები ლოკაციების სწრაფად ათვისებაში და გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავალის პოვნაში გვეხმარება.

>>>

რიმეიკში, გმირის საბაზისო შესაძლებლობებთან ერთად როგორც ჩანს აბსურდული სიუჟეტის გადმოტანის ადგილიც დარჩათ, მის თანახმად 2048 წელს მსოფლიო უსაფრთხოებას დიდი ბნელი ძალა, ყურადღებით, კაზახური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დიქტატორი ემუქრება. სტრაიდერი მოცემულთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ KCCP კაზახ-სითისკენ მიემართება, ქალაქისკენ რომელიც თავის ცუდი ამინდებით და უზომოდ ბევრი რობოტიზირებული პატრულით გამოირჩევა.

>>>

მთელი ქალაქი ჩვენს განკარგულებაშია - რეალურად მხოლოდ მისი გარკვეული ნაწილები. მოსახერხებელი მინი კარტის და გმირის შესაძლებლობების მეშვეობით თქვენ ყველა კუთხე კუნჭულის გამოკვლევას შეძლებთ. ჭერის, ან ყალბი კდელების უკან მუდამ საიდუმლო ლუტია დამალული - როგორც სიმბოლური, ასევე რეალურად გამოსადეგი, მაგალითად გმირის ახალი ილეთები. საწყის ტურებში სტრაიდერმა ხმლის ქნევის და ხტუნვის მეტი თითქმის არაფერი იცის, ხოლო სიცოცხლის ბარი ძალზეც მოკლეაქცს. შემდგომში კი ფეხის გამოდებას, ორმაგ ახტომას და პრიომების მთელ არსენას შეისწავლის, იზრდება სიცოცხლის რაოდენობაც. გმირის პარალელურად მოწინააღმდეგეების პროგრესირებენ. ნათელი მაგალითი: დამწყებ ეტაპებზე აუცილებლად შეხვდებათ მოზრდილი რობოტი, რომელიც ნამდვილად შუალედური ბოსის როლს ასრულებს. გარკვეული დროის შემდეგ ზუსტად იგივე სახეობის მოწინააღმდეგე ჩვეულებრივი მტრების სიაში გადადის.

>>>

Strider დადებითად ძნელი და ამასთანავე დაბალანსებულია. ყველაზე პატარა მოწინააღმდეგეზე საკმაოდ ბევრი სიცოცხლის დახარჯვა შეიძლება, მაგრამ მისი მოკვლის შემდეგ ყველაფერს უკან აღიდგენთ; პლიუს ამას, სიცოცხლე ივსება ყველა ჩექფოინთზე და მინიმალური დოზებით გამოკიდებულია სპეციალური ყუთების სახითაც. ტურებში გასვლა განსაკუთრებულ სიძნელეს არ წარმოადგენს, რასაც ბოსებზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. რეცეფტი კი ზუსტად იგივეა რაც 30 წლის წინ: ყველა ბოსს საკუთარი ქცევის ალგორითმიაქ, ჩვენი მოვალეობა კი მათი შესწავლა, ბრძოლის პროცესში მისი დარტყმების აცილება და ჩვენი დარტყმების განხოციელებაა. სიტყვებზე საკმაოდ იოლად ჟღერს, მაგრამ საქმეში არც თუ ისე ცოტა დროს და ნერვებს წაგართმევთ.

>>>

ბოსებისგან თავისუფალ დროს თამაშის შესანიშნავი დინამიკით დატკბებით. სტუდია Double Helix 2013 წლამდე საკმაოდ საეჭვო ნაგავით იყო დაკავებული (მაგალითად ფილმის მოტივებით შექმნილ თამაშზე «Морской бой»...), მაგრამ ცოტა ხნის წინს ყველაფერმა გაცილებით პოზიტიური სახე მიიღო. სტუდიამ თავიდან საკულტო ფაითინგის Killer Instinct გაცოცხლება მოახერხა, ეხლა კი - კიდევ უფრო ძველი ფრანჩიზა Strider დაუბრუნა მოთამაშეებს. უცნაურია, რომ ბოლო მათგანს აქამდე არ ქონდა რიმეიკი, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა და თამაში Castlevania/Metroid დიდი ტრადიციების მემკვიდრეთ წარსდგა ჩვენს წინაშე.

>>>

User avatar
Riddick
Posts: 9367
Contact:

Strider

Unread post#2 » 01 Oct 2014 17:29

სადღაც ნახევარზევარ და ერთი 5 რეიჯიქვითი გავაკეთე უკვე. ძველი შინობივით ძნელი და ჩელენჯიანი აღმოჩდა. სეივები ჩექფოინთებივითააქ და ერთმანეთთან დიდი დაშორებების გამო კიდე უფრო ძნელი ხდება თამაში. ძალიან დიდი სურვილი კი მაქ დახურვის, მაგრამ როგორ მოვახერხებ არ ვიცი.

User avatar
Blankbanshee666
Posts: 181
Contact:

Re: Strider

Unread post#3 » 28 Oct 2015 16:53

ფლეისთეიშენზე ადვილი იყო ეგრევე გაგრძელებინებდა და რამე და თუ არვცდები უთვალავი continue-ები გქონდა :v

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 15 guests

cron