Resident Evil: Remake, Review

თემების ფორმატები : საერთო შთაბეჭდილება ; მიმოხილვა ; ანალიზი ; სერიის რეტროსპექტივა ; სხვა
User avatar
Riddick
Posts: 9367
Contact:

Resident Evil: Remake

Unread post#1 » 17 Nov 2013 18:35

RE:RE - GameCube-ზე 2002 წელს Capcom Production Studio 4 მიერ შექმნილი და Capcom მიერ გამოცემული, Survival Horror ჟანრის ერთერთი ეტალონური წარმომადგენლის, პირველი Resident Evil (იაპონიაში ცნობილი როგორც Biohazard) რიმეიკი გახლავთ. 2008, 2009 წლებში თამაში Resident Evil Archives: Resident Evil სახელწოდებით Nintendo Wii-ზეც გადაიტანეს. რიმეიკი მნიშვნელოვნად იქნა გადაკეთებული, მასში მოცემულია თანამედროვე ვიზუალური ეფექტები, გადამუშავებულია გეიმფლეი მექანიკა, ლოკაციები და სიუჟეტური შემადგენელი; სინდი მიკამის განცხადებით, მოცემული თამაში "70% განსხვავდება ორიგინალისგან".

>>>

RE:RE Capcom და Nintendo შორის დადებული ექსკლუზიური ხელშეკრულების მეშვეობით შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც საბოლოოდ სერიის სამი ახალი ნაწილი ვიხილეთ. თამაში ასევე ცნობილია რამდენიმე არაოფიციალური სახელით - Resident Evil: Remake და Resident Evil: Rebirth (შემოკლებით REmake და REbirth). 2004 წელს Resident Evil Zero და Resident Evil 4 დემო ვერსიასთან ერთად იგი Pure Evil 2-Pack ფორმატში, კიდევ ერთხელ იქნა გამოცემული (იაპონიაში Biohazard Double Feature).

>>>

სათამაშო პროცესი
REmake გამოირჩევა ფოტორეალისტური გარემოს ხარისხით. გაუმჯობესებულია როგორც გრაფიკა ასევე ხმა. გარკვეული გეიმფლეი ელემენტები შედარებით მოგვიანებით გამოსული სერიებიდან არის გადატანილი. პლიუს ამას, წარმოდგენილია სირბილის გაცილებით დახვეწილი ანიმაცია Resident Evil Zero-დან. თამაშში ასევე დამატებულია რამდენიმე ახალი ლოკაცია (რამდენიმე მათგანი 1996 გამოსული ვერსიისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო მასში ვერ მოხვდა).

თავსატეხების უმეტესი ნაწილი გადაკეთებულია, ხოლო გეიმფლეი მექანიკაში დამატებულია თავდაცვითი შეიარაღება, ისეთი როგორიცაა მცირე ზომის დანა და ყუმბარა, რომლებიც მხოლოდ ზომბების დაჭერის შემთხვევაში გამოიყენება. ჯილ ვალენტაინს აქვს ელექტროშოკი, ხოლო კრის რედფილდი ზომბებს პირში ყუმბარის ჩათხრა შეუძლია, რის შემდეგაც მათ იარაღით აფეთქებს. მოცემული ტიპის შეიარაღება შეგიძლიათ დააყენოთ როგორც ავტომატურ, ასევე მექანიკურ რეჟიმზე.

>>>

სიუჟეტი
მთლიანობაში სიუჟეტი თითქმის უცვლელი დარჩა, იგი კვლავ ამერიკელი სეც დანიშნულების გუნდის, ზომბებით და თავსატეხებით სავსე სასახლეში მოხვედრის ამბავს მოგვითხრობს. პირვანდელი FMV ვიდეო რგოლები CG ფორმატშია გადატანილი. სცენარის ხელახლა გადაწერის მთავარი მიზანი კი, თამაშისთვის უფრო სერიოზული ფონის მიცემის მიზნით მოხდა. ასევე გაუმჯობესებულია თარგმანის ხარისხი. პლიუს ამას, რიმეიკს გააჩნია უამრავი ახალი სათამაშო რეჟიმი და რამდენიმე დასასრული, რომელიც ორიგინალში არ ყოფილა.
    პერსონაჟები - "ალფას" დანაყოფი:
  • Jill Valentine - თამაშის მთავარი გმირი, ერკვევა ასაფეთქებელ ნივთიერებებში.
  • Chris Redfield - თამაშის მთავარი გმირი, BBC ყოფილი პილოტი.
  • Albert Wesker - «S.T.A.R.S» დანაყოფის მეთაური.
  • Barry Burton - სპეცნაზის ყოფილი წევრი, იარაღების სპეციალისტი და კრისის მეგობარი.
  • Brad Vickers - კომპიუტერების ექსპერტი, ფასუხისმგებელია ინფორმაციის მოძიებაზე.
  • Joseph Frost - სპეციალისტი სატრანსპორტო საშუალებების დარგში.
    პერსონაჟები - "ბრავის" დანაყოფი:
  • Rebecca Chambers - გუნდის ყველაზე ახალგაზრდა წევრი, ექიმი.
  • Enrico Marini - მეთაურის თანაშემწე.
  • Forest Speyer - სნაიპერი და ტრანსპორტის სპეციალისტი.
  • Kenneth J. Sullivan - ექსპერტ-ქიმიკოსი.
  • Richard Aiken - კავშირგაბმულობა.
>>>

პირადი:
ალბათ ჯობია თავიდან ვთქვა როგორ იყო. არა გეიმქუბი და wii ჩემთვის არავის უჩუქებია, უბრალოდ ისე მოხდა, რომ ახალი თაობის პროცესორი ჩამივარდა ხელში და მოცემული დეტალის ერთერთ უდიდეს პლიუსს ზუსტად ემულატორების გაცილებით ეფექტურად გამოყენების საშუალება წარმოადგენს (ანუ ის ყველაფერი რაც აქამდე ჭედავდა ეხლა უბრალოდ აღარ ჭედავს). ამან კი მოიტანა თემა - რა ვითამაშოთ. და ნუ რათქმაუნდა რაიმე ძველი, რაც გვინდოდა თავის დროზე, მარა გაიმაზა. აი ესე დაიწყო ჩემი და RE:RE ურთიერთობის ახალი, ახლა უკვე ინტიმური ურთიერთობის ეტაპი )) თამაშის სამმა დღემ რაღაც 10 15 წლის წინანდელ დროში დაგვაბრუნა და ზუსტად ის ემოციები მოიტანა რაც ადრე, რამე განსაკუთრებულის ერთად გასვლის დროს მოქონდა ხოლმე. ძველი, ტკბილად დაბერებული გეიმფლეი, უზომოდ ნოსტალგიური ანტურაჟი (სტატიკური, მაგრამ ამჯერად ანიმირებული კადრებით), მარტივი, მაგრამ ატმოსფერული თავსატეხები, რომლების მთავარი სიძნელეც მოთამაშის საერთო ყურადღებიანობაში მდგომარეობს (უნდა გახსოვდეს ყველა გაუხსნელი კარები და დაკეტილი გასასვლელი, იცოდე რა ნივთები გაქვს და რა დანიშნულება უწიერია ინვენტარში). მოცემული თავსატეხების სისტემას კი კიდე უფრო შეყავხარ ატმოსფეროში, რადგან თამაში ერთდროულად მთლიანი "მენშენის" დამახსოვრებას და მასში ხეტიალს გაიძულებს.

ერთი სიტყვით ძალიან ნოსტალგიურ ტალღაზე დამაყენა და არ შემეძლო რომ ეს თემა არ დამეწერა და არ გამომეხატა ის თბილი განწყობა რაც ამ რეტრო კლასიკამ მოიტანა. გამახსენდა ყველა მსგავსი ჟანრის თამაში და კიდევ ერთხელ გავბრაზდი იმაზე, რომ ესეთი ტიპის პროექტები უკვე აღარ გამოდის, მაგრამ ეგ უკვე სხვა თემაა.

>>>

BoromiR
Posts: 655
Contact:

Resident Evil: Remake

Unread post#2 » 17 Nov 2013 23:05

რესპეკტ მაგარია, აუ რამდენჯერ ვცადე ამის გაშვება და იმდენჯერ გინებით გამიშვა დოლფინმა...

User avatar
grigoli1970
Posts: 612
Contact:

Resident Evil: Remake

Unread post#3 » 17 Nov 2013 23:50

არასდროს მევასებოდა რეზიდენტის ზომბები და არც ახალ სერიებში მევასება, სტატია საკაიფოა ოღონდ

BoromiR
Posts: 655
Contact:

Resident Evil: Remake

Unread post#4 » 18 Nov 2013 00:19

ეს არ არის "ახალი" რეზიდენტი...

User avatar
grigoli1970
Posts: 612
Contact:

Resident Evil: Remake

Unread post#5 » 18 Nov 2013 00:27

მეოთხე და მაგის მერე გამოსულები ვიგულისხმე )))

User avatar
SLaYeR
Posts: 4776
Contact:

Resident Evil: Remake

Unread post#6 » 18 Nov 2013 05:04

RE1, RE2, RE3, RE Code Veronica, RE Zero, RE Remake
ესენი ყველა RE4-მდეა გამოსული
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Riddick
Posts: 9367
Contact:

Resident Evil: Remake

Unread post#7 » 03 Oct 2014 18:30

UPD - RE:RE:RE Preview >>>

User avatar
Riddick
Posts: 9367
Contact:

Resident Evil: Remake

Unread post#8 » 20 Jan 2015 11:40

მეგობრებო დღეს გამოვიდა Resident Evil HD Remaster-ის PC / PS3 / PS4 / Xbox 360 / Xbox One ვერსიები, ასე რომ ვისაც ყოველთვის გინდოდათ კლასიკასთან დაბრუნება, მაგრამ გრაფიკის გამო თავს იკავებდით, შეგიძლიათ ეს ვარიანტი ცადოთ. მე ვითამაშე თავის დროზე, როცა ეს სტატია დავწერე და ზევით შეგიძლიათ ნახოთ რა შთაბეჭდილებები დამრჩა (თან მე გეიმქუბის ვერსია ვნახე და ეს კიდე უფრო უკეთესია).

User avatar
Ripster
Posts: 1465
Contact:

Resident Evil: Remake

Unread post#9 » 21 Jan 2015 12:08

მიხარია!
სთიმზე მინდოდა დათრევა მაგრამ 45$ დაადეს ;დ კაროჩე თებერვალი წინ მაქვს და ჩავუჯდები ამას და ოთახის ღებვას! ;დ
You'd better do something about that cough

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 9 guests