Guacamelee!!!, Review

თემების ფორმატები # საერთო შთაბეჭდილება # მიმოხილვა # ანალიზი # სერიის რეტროსპექტივა # სხვა
User avatar
Riddick
Posts: 9371
Contact:

Guacamelee!!!

Unread post#1 » 14 Aug 2013 16:13

Guacamelee!!!
============
>>>

რასთან ასოცირდება თქვენთვის მექსიკა? ტეკილა, მამლების ბრძოლები, სომრეროები, აგრესიული ნარკო-კორტელები და დენი ტრეხო, რომელიც მესიჯებს არ წერს? DrinkBox Studios დეველოპერებს კი პირველ რიგში როგორც ჩანს ლუჩადორები მოსდით აზრად - მექსიკელი რესლერები, რომლებიც უკვე დიდიხანია განსაკუთრებულ კულტურულ მოვლენად იქცნენ. მოცემული სახეობის ორთაბრძოლების სხვა პერსონაჟების ფონზე ისინი ყურადღებას მათი მკვეთრი მასკებით, მყვირალა კოსტიუმებით და დაუჯერებელი აკრობატული ილეთებით იქცევენ. ერთი სიტყვით, ნამდვილი ნაციონალური გმირები!

>>>

მდიდრებიც ტირიან
==============

ხუანი - გარეგნობით აბსოლიტურად ჩვეულებრივი მექსიკელი ბიჭი. მშვიდობიანად ცხოვრობს თავის ფერმაში და ოცნებობს ადგილობრივი ელ-პრეზიდენტეს გოგონაზე. მაგრამ ფერაში ცხოვრების რუტინა მაგარი მოსაყნენია, ხომ ხვდებით რას ვამბობ?

ყველაფერი კი კარლოს კალაკადან დაიწყო, რომელმაც თვით ეშმაკის მოტუება შეძლო და მიცვალებულების დღის მომდევნო აღნიშვნის დროს ელ-პრეზიდენტეს ბრწყინვალე ქალიშვილი მისტიკური რიტუალისთვის მოიტაცა. მაგრამ ჩვენი გრმირი დარდს ნაჩვევი არ გახლავთ, ის ხომ არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. იგი ნამდვილი ლუჩადორია და მშვენიერი მანდილოსნის ღირსების დასაცავად, მზადაა ძვლებში დალეწოს ბოროტმოქმედის მზაკვრული არმიის ყველა წევრი!

ლუჩადორობის მიუხედავათ, ხუანი მიამიტი გულის გამო, ჩვეულებრივ მაცხოვრებლებსაც ვერ ეუბნება დახმარებაზე უარს. თუ საქმე საქმეზე მიდგა დაკარგულ მუსიკოსსაც იპოვნის, ქათმებს საქათმეშიც შეყრის და გოგონას დაკარგულ კუკლასაც უკან მოუტანს (კაი ტიპი იტოგში). მოცემული დავალებების შესრულება უმაღლესი დონის გმირისთვის რათქმაუნდა აუცილებლობას არ წარმოადგენს, მაგრამ მათზე უარის თქმაც აშკარად არ ღირს, ადგილობრივებს ხომ კეთილი საქციელის დაფასება არ ეშლებათ და კაი ბიჭობისთვის კარგადაც იხდიან, ან თუ გადახდა არ მოუდნათ რაიმე საინტერესო გაუმჯობესებას მაინც გამოკრავთ ხელს.

>>>

619
=====

ისტორია, კი. რათქმაუნდა არი, მაგრამ უბრალოა და აშკარად მოწინააღმდეგეთა არმიაზე საბრძოლო პრიომების გამოცდის მიზეზის არსებობისთვის იქნა მოფიქრებული. ერთი შეხედვით საბრძოლო სისტემაც მარტივი ჩანს: დასაწყისში გმირს სახეში რახუნის მეტი მართლა არანაირი სიღმისეული დარტყმები არ გააჩნია (მაქსიმუმ, ერთი ორი სახეში გალაწუნების შემდეგ მოწინააღმდეგის ქეჩოში დაჭერა და სასურველი მიმართულებით თავისუფალ ფრენაში გაშვებაა შესაძლებელი). მაგრამ სიუჟეტის განვითარებასთან ერთად, რესლინგის სიღრმისეული პრიომების არსენალიც საგრძნობლად იზრდება - აბერკოტები, სახით კედლების ლეწვა და მოწინააღმდეგეების სხვადასხვა ორიგინალრი მეთოდით და მიმართულებით ტყორცნის პრიომები. ამ ყველაფრის გამოყენება კი წარმოუდგენელი, ფაქტიურად განუსაზღვრელი რაოდენობის შესაძლო კომბინაციების კეთების დროს მოგიწევთ. გარკვეული დამუღამების შემთხვევაში, მოწინააღმდეგეების სახის ძვლების კორექტირება, Devil May Cry მსგავსად, ჰაერში აგდების და აღარ ჩამოდგების პრინციპამდე შეგიძლიათ დაიყვანოთ.

ზოგი ილეთი სიუჟეტის მიხედვით იხსნება, ზოგიერთის შეძენა კი ადგილობრივ მაღაზიაში მოგიწევთ. მარა არ ინერვიულოთ - ასორტიმენტი არც თუ ისე დიდია და თამაშის ბოლომდე აბსოლიტურად ყველა პრიომის შეძენას მოასწრებთ.

მაგრამ, ყველაფრის მიუხედავათ, თამაში "სანახაობრივათ" ბრძოლის მოტივაციას ვერაფრით გიჩენთ. მაღალი დონის ოსტატობის გამოვლენისთვის არანაირი დამატებითი ჯილდო არ არსებობს. "სუპერ ბრუსლი ბრაზერის" დემონსტრირებისთვის ერთადერთი რაც შეილება მოხდეს, მოწინააღმდეგემ მიზერული დოზით გაზრდილი ოქრო გადმოყაროს (რაც მოტივიაციისთვის ნამდვილად არ არის საკმარისი).

>>>

მიცვალებულთა დღე
===============

ორთაბრძოლებს თამაშის მთავარ ელემენტს ნამდვილად ვერ უწოდებთ, რადგან შეტაკებებს შორის, ლეგენდარული Castlevania-ს მსგავსად, ჩვენ მოზრდილი თავისუფალი სამყაროს გამოკვლევა გვიწევს. როგორც წესი, ლეველები სხვადასხვა საიდუმლო ლუთით და ბონუსებით არის სავსე, მაგრამ მათი ხელში ჩაგდება გამოცდილი გეიმერისთვისაც საკმაო სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. პლადფორმერის ელემენტები კი დეველიპერებს ორთაბრძოლებზე ჰარდკორული გამოუვიდათ. და თუ ტურში უბრალოდ გასასვლელათ სერიოზულად დაძაბვა არ დაგჭირდათ, ნუ იდარდებთ, რადგან მნიშვნელოვანი ბონუსების მოსაპოვებლად Super Meat Boy-ში მიღებული გამოცდილების გახსენება ყველა ვარიანტში მოგიწევთ. თამაშის პლადფორმერული შემადგენელს კიდევ ერთი, საკმაოდ იშვიათი თავისებურება, აკრობატიული ილეთების შესრულების დროს სპეც დარტყმების გამოყენების საჭიროება გახლავთ (მაგ. სუპერ აბერკოტი - შორს გადასახტომად და სხვა).

დეველოპერებს საბედნიეროთ თამაში ზედმეტად არ გაურთულებიათ: უპირო უფსკრულში ჩავარდნისას, შემქმნელის ყურადღებიანი ხელი კვლავ მის ნაპირას დაგატელეპორტებთ. მაგრამ არათანაბარი ბრძოლის პროცესში დაღუპვისას, ხელახლა დაწყება ბოლო "ჩექფოინთიდან" მოგიწევთ, რომლებიც თამაშში არც თუ ისე ხშირია.

ცოტა მოგვიანებით ცოცხლების და მკვდების სამყაროებს შორის გადასვლის შესაძლებლობა გეხსნებათ, რაც ბრძოლების და თავსატეხების სირთულეს ერთი ორად ზრდის. მოცემული დაახლოებით Outland-ის მსგავსად არის რეალიზებული: ცოცხლების სამყაროში ყოფნისას ჩვენი დარტყმები მკვდარ მოწინააღმდეგეებს არ ხვდებათ, და პირიქით. ხოლო ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლისას ახალი პლადფორმები და გასასვლელები ჩნდება, რაც თამაშის თავსატეხებში რეგულარულად არის გამოყენებული.

რაშუაშია ქათამი? მაგ კითხვის დასმა თამაშის პროცესში მოულოდნელად გადაქათამების შემდეგაც შეგიძლიათ! მაგრამ არის პლიუსებიც - ფრინველის ფორმაში წვრილ გასაძრომებში გასვლა, ფრენა, მოწინააღმდეგეების დაკორტვნა და მაღალ ხმაზე კუკარიკუს ძახილის შეძლებთ.

>>>

Viva la Mexico!
==============

მაგრამ თუ პლადფორმერების, თავსატეხების და ლამაზი ორთაბრძოლების მიმართ გულგრილი ბრძანდებით, ან საერთოთ თამაში თქვენს ხელში შემთხვევით მოხვდა, გულს მაინც ნუ გაიტეხთ. ავტორებმა უკვე თავიანთ წინა პროექტში Tales from Space: Mutant Blobs Attack დაამტკიცეს, რომ მახვილგონივრულად და თანამედროვეთ შეუძლიათ ხუმრობა. მარა აი თუ იუმორიც შორსაა თქვენგან, შეგიძლიათ უბრალოდ ჩაი დალიოთ და interpressnews.ge-ს სიახლეებიის Facebook-ზე დაშიარებით დაკავდეთ.

მთლიანობაში კი, ადგილებში ზედმეტი ჰარდკორის მიუხედავათ, თამაში რეალურად დადებით განწყობაზე დაგტოვებთ. შესანიშნავი ვიზუალური სტილის გამო, Guacamelee-ს გაკვეული მულთფილმებისთვის ფორის მიცემა შეუძლია. ხოლო უზომოდ ატმოსფერული, თანამედროვე და კლასიკურ მოტივებზე დაფუძვნებული საუნდტრეკი თამაშს კიდევ უფრო სახალისოს და სასიამოვნოს ხდის.

User avatar
SLaYeR
Posts: 4778
Contact:

Guacamelee!!!

Unread post#2 » 14 Aug 2013 16:23

ძალიან სერიოზული რამეა, სტიმზე რო დაიდო მაშIნ ვნახე პირველად და ძალიან მინდა თამაში
სეილს ველოდები რაც ალბათ შემოდგომამდე არ იქნება მარა არ მეჩქქარება : D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Riddick
Posts: 9371
Contact:

Guacamelee!!!

Unread post#3 » 14 Aug 2013 17:05

პირველი დანახვისთანავე მაგრად დამევასა )) მერე ცოტა რესერჩი გავაკეთე და აგერ, ჩვეულებრივი აღწერის მაგივრად მიმოხილვამდეც მივიდა საქმე. სტიმზე არამგონია, მარა ამდღეებში ტორენტების ვერსიას უეჭველი ვნახავ. ერთადერთ მინუსათ, სხვა მსგავსი "ვკუსნიაშკების" მსგავსად, ამაზეც ხანგრძლივობას ამბობენ. სადღაც 6 დან 12 საათამდე, მარა მკიდია, მთავარია ის 6 საათი იყოს საკაიფო ბოლომდე.

User avatar
SLaYeR
Posts: 4778
Contact:

Guacamelee!!!

Unread post#4 » 31 Dec 2013 11:25

დიდი ხანია ასეთი გემრიელი რამე არ გამოსულა. მეგონა ძველ კონსოლზე ვთამაშობდი რაღაც სასწაულს )) ბოლომდე შევირგე.
ვიზუალურად ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით მრავალფეროვანს ხდის სამყაროების ცვლა, ფაქტიურად თითო ლეველის ორჯერ არის დახატული და ვერ ირჩევ რომელში იარო, ცვლი და ტკბები ფერებით. არის კიდე პატარპატარა ნიუანსები რაც ძალიან ამდიდრებს თამაშს, მაგალითად საფლავზე როცა ყვავილები და საჭმელია ატანილი, მკვდართა სამყაროში სუფრა გაშლილი, ანუ მიუვიდათ მკვდრებს)). ლოკაციები ასევე სავსეა რეფერენსებით სხვადასხვა თამაშებიდად, ასევე გაკრულია ცნობილი meme-ს პოსტერები მექსიკურ ვარიანტში )) მაგალითად Pedobear-ს ულვაშები აქვს და Pedrobear ქვია))
მუსიკამ რავი ყველაფერი გადმოსცა, თან ძალიან მრავალფეროვანი იყო და სხვადასხვა განწყობა მოქონდა. ტრადიციულ მექსიკურ სტილში შესრულებული დრამატული მომენტებით დაწყებული, კაცური საბრძოლო მუსიკით გაგრძელებული და რიტმული საცეკვაოთი დამთავრებული )) ხო რა თქმა უნდა მკვდართა სამყაროში ეს ყველაფერი სულ სხვანაირად ჟღერდა ))
სთორიც ლამაზია თავისებურად, მეტის მოთხოვნილებას არ აჩენსს, ამასთან იუმორით შეზავებულია და მშვიდად და ინტერესით მიყვები.
თამაში მეტროიდვანიას სტილშია, ამიტომ დიდი აქცენტია exploration-ზე, რა თქმა უნდა არც secret-ები დააკლეს, თითო ახალი სკილის აღების შემდეგ მივდიოდი და ლოკაციებშI მიმოფანტულ სკივრებს ვხსნიდი. 100% ავიღე ყველა ლოკაციაში )) ერთერთი sidequest კი რომელიც Good Ending-ს იძლევა დამალულ ლოკაციებში ნიღბის ნაწილების შეგროვებაა, აი აქ კი ისეთი რთული პლატფორმერი წავიდა გინებაზე რო გადახვალ და როცა მაინც გახვალ გმირად რო გრძნობ თავს (ამ შემტხვევაში ნამდვილ მაჩოდ)
კომბატი თავიდან თითქოს ერთფეროვანი იყო, მერე სკილები რო ვისწავლე ისეთ კომბოებს ვატარებდი ბევრ fighting თამაშს რო შეშურდება. sidequest იყო ერთი MK/Tekken სტილში მატარებინეს გრძელი კომბოები რომელიც უშუალოდ გეიმფლეიში ვერ გამოვიყენე მარა მსგავს კომბოებს უკვე ჩემით ვაწყობდი და ერთი წამითაც არ მომიწყენია, ნიხვატკაშიც კი დავრჩი )) boss fight-ებიც საკმაოდ საინტერესოა და ძალიან სწრაფი კომბატი მიდის სადაც ბოლომდე იხარჯები. რავი ვერასდროს ვამუღამებდი ამ ლუჩადორებს, მარა საერთოდ საპირისპიროდ შემეცვალა წარმოდგენა ))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Slacker
Posts: 258
Contact:

Guacamelee!!!

Unread post#5 » 02 Jan 2014 05:02

ეხლა ვთამაშობ და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ბავშვობის ოცნება ამიხდა ))
ყოველთვის რაღაც ასეთ თამაშზე ვოცნებობდი პატარაობაში
არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხესუს ნავასი.

User avatar
Riddick
Posts: 9371
Contact:

Guacamelee!!!

Unread post#6 » 09 Oct 2014 00:20

პირველი ბოსი მოვკალი და საკმაოდ დადებითად ვარ განწყობილი პროექტისადმი, მაგრამ რამე განსაკუთრებულს ჯერ ვერ ვამჩნევ (სახასიათო ვიზუალის გარდა). ვნახოთ, ვნახოთ...

User avatar
Riddick
Posts: 9371
Contact:

Guacamelee!!!

Unread post#7 » 10 Oct 2014 00:32

ძალიან წყნარად გამოვედი, ამოვკეცე სტიმი და წავშალე (სუ ესეთი ზრდასრული და გაწონასწორებული ადამიანის რეიჯ ქვითები მოგცეთ ღმერთმა).

User avatar
Slacker
Posts: 258
Contact:

Guacamelee!!!

Unread post#8 » 16 Oct 2014 00:36

არადა მაგრად ასწორებს ))))
არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხესუს ნავასი.

User avatar
Riddick
Posts: 9371
Contact:

Guacamelee!!!

Unread post#9 » 16 Oct 2014 01:33

არა ცუდი ნაღდათ არაა, პროსტა მაგრად ამეშალა ერთ მომენტზე ნერვები ))) ჯოისტიკი ყელზე შემოვიხვიე და ისე ვთამაშობდი მარა მაინც ვერ ავხტი )) და თან მერე როგორც გავარკვიე თურმე მთავარი გზა კიარა რაღაც სიკრეტ თრეჟერის დვიჟენია იყო (მაგაზე უფრო დავიგრუზე პროსტა).

User avatar
SLaYeR
Posts: 4778
Contact:

Guacamelee!!!

Unread post#10 » 16 Oct 2014 03:09

ეგეთები ბევრია, სკილებს სწავლობ ნელნელა და მერე ხტები. ერთი რისი დამუღამებაც გჭირდება ჰაერში uppercut და მუშტით გაქანებაა რო უფრო მაღალზე ახვიდე ან რამეს მიწვდე, ყველაზე რთული სეკრეტებისას გჭირდება ეგ. აქ რო გავედი გმირი მეგონა ბოლოს თავი, თან Fez-ის რეფერენსი იჩიტება ბოლოს :D მარა სეკრეტისთვისაა ესაც, ჩვეულებრივ walktrough-ში იოლადაა საქმე
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 16 guests