Oddworld: Abe’s Oddysee, Review

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11705

Oddworld: Abe’s Oddysee

Unread post#1 » 06 Dec 2012 18:04

Oddworld: Abe’s Oddysee - სტუდია Oddworld Inhabitants მიერ შექმნილი, უნიკალური ვიზუალური სტილის მქონე, სათავგადასავლო ჟანრის თამაში, რომლის რელიზიც 1997 წელს Sony PlayStation, DOS და Windows შედგა. თამაშს ბევრი პრიზიაქვს აღებული და ხუთ ნაწილად ჩაფიქრებული, ეგრედწოდებული Oddworld Pentalogy-ის პირველი ნაწილი გახლავთ (პეტალოგისს ფარგლებში ასევე გამოშვებული იქნა Oddworld: Abe's Exoddus, Oddworld: Munch's Oddysee და Oddworld: Stranger’s Wrath).

>>>

გეიმფლეი: თამაში ორ განზომილებიანი პლადფორმერის სტილშია შესრულებული. სათამაშო სამყარო ცალკეულ ეკრანებად არის დაყოფილი, თქვენ კი მათ შორის გადასვლის მეშვეობით მოგზაურობთ.
სხვადასხვა სახის სათამაშო თავსატეხების გადასაწყვეტად გმირს სხვადასხვა უნიკალური შესაძლებლობები გააჩნია: მაგია, საუბარი, გარშემო მყოფ ნივთებთან ურთიერთქმედება, შესაბამის ჩანთებში მოთავსებული ყუმბარების, ქვების და ხორცის ნაჭრების გამოყენება.
გმირის შესაძლებლობებში მრავალი ფიზიკური მოქმედებაც არის შესული: მიპარვა, სწრაფი სირბილი, გადატრიალება, მიზიდვა, ახტომა, დაკუზვა.
Oddworld ასევე იარაღების საკმაოდ დიდი მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა, მაგრამ უბრალო "გაისროლე მოკალი" სქემით არცერთი მათგანი არ მუშაობს. მათი გამოყენება აკრობატიკის, საუბრის, ან მაგიის გამოყენებასთან ერთად ხორციელდება - ანუ უნდა მოატყუოთ მოწინააღმდეგე და კონკრეტულად იცოდეთ, თუ რაშია მათი ძალა და სისუსტე.
გეიმფლეის დროს ინტერფეისს ვერსად დაინახავთ, იგი უბრალოდ არ არის. მოთამაშისთვის ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა ორიგინალური ხერხით ხორციელდება: უკანა ფონზე მიმდინარე შეტყობინებები, მოთამაშის მიერ გააქტიურებადი - ინსტრუქციული ეკრანები, მედიტაციით გააქტიურებადი ციცინათელები, ნახატები კლდეებზე, ან პერსონაჟების ურთიერთობა.
მთავარ პერსონაჟს არააქვს სიცოცხლის მაჩვენებელი, რადგან იგი ყოველგვარი ზიანის მიღების შემთხევაში იწამსვე მუდაკენების სამოთხეში მიეშურება. ერთადერთი გამონაკლისი, ფუთკარი, მოთამაშე მათ რამდენიმე ნაკბენს უძლებს. სიკვდილის დროს პერსონაჟი სხვადასხვა მიმართულებით გაფრენილ ჩიტებად იქცევა, რომლებიც უახლოეს "ჩექფოინთზე" კვლავ ერთად იკვრებიან და თქვენ თამაშს აგრძელებთ.
სათამაშო ენა - პერსონაჟებთან ურთიერთობისთვის მოთამაშეს უნიკალური მედიტაციური ენა გააჩნია. შესაბამისი ღილაკის გამოყენების შემთხვევაში გმირი რაიმე პატარა ფრაზას ამბობს, ან სტვენის მსგავს ხმას გამოსცემს. მედიტაციის მეშვეობით თქვენ მოწინააღმდეგების ლაპარაკის მოსმენის და მათი მართვის შესაძლებლობაც გეძლევათ. დაგიპნოზებული სლიგით შეგიძლიათ ირბინოთ, ჩამოწიოთ რიჩაგები, მოკლათ სხვა მოწინააღმდეგები, გახსნათ ხმის საკეტები, უბრძანოთ სლაგებს (ძაღლის ანალოგი), მაგრამ არ შეგიძლიათ ხტომა, გადაკოტრიალება და არანაირი სახის აკრობატიული მოძრაობების კეთება. საქმის დასრულების შემდეგ, თქვენ საკუთარ ორგანიზმში ბრუნდებით, ხოლო სლიგი ნაწილებად სკდება და შესაბამისად სლიგების სამოთხეში მიემგზავრება.
მონა-მუდაკენების გაპარება, მედიტაციით შექმნილი ჩიტების პორტალით ხორციელდება (თამაშში გასასვლელად მუდაკენების გადარჩენა საჭირო არ არის, ეს მხოლოდ თამაშის ბოლოს, დადებითი დასასრულის მიღებისთვის გვჭირდება, რომელსაც მხოლოდ 99 მუდაკენიდან მინიმუმ 50 განთავისუფლების შემთხვევაში მიიღებთ. მათი პოვნა საკმაოდ ძნელია, რადგან უმეტესობა საიდუმლო ოთახებში, ან რაიმე სხვა ნაკლებად ყურადღება მისაქცევ ადგილას იმალება).
თამაშისთვის შექმნილ ძრავს A.L.I.V.E. ეწოდება (Aware Lifeforms In a Virtual Environment). იგი თავის დროზე რეალისტურობის და მოწინააღმდეგეების მაღალი დონის AI-ს გამო, ძალიან დადებითად იქნა შეფასებული. Abe’s Oddysee-ს მისი დროის სტანდარტებთან შედარებით გრაფიკაც საგრძნობლად გამოირჩევა (თამაში რომელმაც თავის ვიზუალით და ატმოსფერულობით ძალიან ბევრ კონკურენტს გადააბიჯა თავზე).

>>>

პერსონაჟები: თამაშში ოთხი ძირითადი პერსონაჟი ფიგურირებს.
მთავარი გმირი ეიბი - მონობაში დაბადებული, მონა-მუდაკენი, რომელსაც არავითარი შეხება არ ქონია თავისი ხალხის მდიდარ კულტურასა და ისტორიასთან.
წამყვან ფიგურათ, მუდაკენების მოდგმის შამანი, ბიგფეისი ითვლება. მისი სახელი მისივე მასკის წარმომავლობიდან მოდის და ღვთაებრივი ხის დასახელებას ნიშნავს.
მთავარი ანტიგმირი - RuptureFarms-ის გენერალური დირექტორი გლუკონ მალუკი. საკუთარი ფაბრიკის შემოსავლების გასაზრდელად იგი ყველაფერზეა წამსვლელი.
პერსონაჟთა სიაში აბეს სატრანსპორტო საშუალება, აქლემის მსგავსი ორფეხიანი ელუმიც ფიგურირებს. ელუმი მაღალი სიჩქარით გადაადგილდება და პარალელურად შორს ხტომაც იცის. მოთვინიერებული ელუმი აბეს სულ კუდში დაყვება, მაგრამ თუ სადმე თაფლი დაინახა ჩათვალეთ, რომ თანამებრძოლი დაკარგულია.

შედარებით ვრცელი სიუჟეტი და მეტი სპოილერი: ისტორიის მთხრობელის როლში თამაშის მთავარი გმირივე, გაქცეული მონა ეიბი გამოდის და განვლილი მოვლენების მოყოლას პირდაპირ ციხიდან იწყებს. RuptureFarms 1029 - უმსხვილესი ხორცპროდუქტების ფაბრიკა Oddworld-ის მსოფლიოში. ეიბი უმაღლესი დონის დამლაგებელია და თამაშის დასაწყისში უკვე მოპოვებულიაქ "წლის მსახურის" წოდება. ფაბრიკის საქმეები არცისე კარგად მიდის - პროდუქციისთვის საჭირო ცხოველები სწრაფი ტემპით ნადგურდებიან, ხოლო Meeches-ბის მოდგმა უკვე საერთოდ აღარ არსებობს. გვიან ღამემდე მომუშავე ეიბს, ცნობისმოყვარეობა სძლევს, და მაღალჩინოსნების კაბინეტში შეიხედავს, სადაც ზუსტად მოცემული პრობლემების განხილვა მიდის. მულოკი თავის პარტნიორებს ახალ გეგმას აცნობს, რომლის მიხედვითაც იგი მუდაკენებისგან ახალი პროდუქციის, სახელად «Mudokon Pops!» დამზადებას აპირებს. მოცემული ამბით შეშფოთებული, ეიბი ფაბრიკიდან გაქცევას გადაწყვეტს. გაქცევისას აღმოაჩენს, რომ მთვარეზე მოცემული შავი ლაქა ზუსტად მისი ფეხის ნაკვალევის მსგავსია და მუდაკენების რასის მნიშვნელობაზე დაფიქრდება - იქნებ იგი მოცემული პლანეტის ყველაზე მოწინავე რასის წარმომადგენელია? ფიქრებში გართული ეიბი შემთხვევით ეცემა და თავის დარტყმის შემდეგ გონებას კარგავს. გულწასულს, ხილვაში შამანი ეცხადება და სხვა მუდაკენების გადასარჩენად, ეიბს წმინდა გამოქვაბულებისკენ, მუდაკენების ტაძარში გამგზავრებას და სულიერად გაძლიერებას ურჩევს. გონს მოსული ჩვენი მთავარი გმირი დიდ თავგადასავალში ებმება და ციხიდან გარბის. გაქცევის შემდეგ, საკუთარი მოძმეების სამშობლოში ხვდება და ბიგფეისისგან გებულობს, რომ სრაბები და პარამინები სინამდვილეში ღვთაებრივ ცხოველებათ ითვლებიან, რის შემდეგაც მისი მთავარი, სულიერი გამოცდა იწყება. ათასგვარი წინაღობის გადალახვის შემდეგ, ბიგფეისი, ეიბის, ხელებზე ცხოველების სილუეტების წმინდა რუნებს ამოუწვავს, რის შემდეგაც ჩვენი გმირი ღმერთის მსგავს არსებათ, შრაიკულად გადაქცევის შესაძლებლობას იძენს. ახალი ძალებით, იგი უკან, ფაბრიკაში ბრუნდება, აჩერებს წარმოებას და დატყვევებული მუდაკენების განთავისუფლების პარალელურად, ხელმძღვანელობის გარკვეულ ნაწილსაც ანადგურებს. ბოლო მომენტში მას იჭერენ, გონს მოსული კი აანალიზებს, რომ დაბმულია, ხოლო მის წინ თვით მალიკი დგას და მის, ხორცის საჭრელ დანადგარში შეგდებას აპირებს. თითქოს ყველა იმედი გადაწურულია, მაგრამ ბიგფეისს არ ავიწყდება თავის რჩეული და Monsaic ტაძარში, თავისუფალ მუდაკენებთან ერთად, ეიბის გადასარჩენ გეგმაზე საუბრობს...

>>>

შედარებით ნაკლები სიუჟეტი და ნაკლები სპოილერი: თამაშის მოქმედება უცნობ პლანეტაზე ვითარდება. მასზე რამდენიმე სახეობის გონიერი რასა და სხვადასხვა ტიპის ცხოველები ბინადრობენ. ხორცის პროდუქტების დამზადებით დაკავებული, საკვების მწარმოებელი კომპანია RuptureFarms, ორი (სკრობების და პარამიტების), წარმოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯიშის გადაშენებამდე მიყვანის გამო, გარკვეულ სირთულეებს აწყდება. საგანგაშო სიტუაციის გამო დირექტორი მოლლუკი, ახალი პროდუქტის გამოშვებას გადაწვეტს, რომლის დამზადებაც ფაბრიკის მონებისგან უნდა მოხდეს. მოცემულ გეგმას შემთხვევით ერთერთი რიგითი მონა, ეიბი მოკრავს ყურს, მაგრამ ამასობაში მას ამჩნევენ და გაქცეულს, უკან სლიგს დაადევნებენ...

>>>

თამაშს დასასრულის ორი ვარიანტი: თუ ეიბმა 50 ზე ნაკლები მუდაკენი გადაარჩინა, განთავისუფლებული ძმები, ბიგფეისს სამაშველო ოპერაციაზე თანხმდებიან. მალუკს და მის ქვეშემრდომს მაგიური ელვით კლავენ, ხოლო ეიბი გონებას კარგავს. რის შემდეგაც ბიგფეისს იგი ზეიმში მყოფ განთავისუფლებულ მუდაკენებთან გადაყავს.
თუ ეიბმა არასაკმარისი მუდაკენები გადაარჩინა, მისი მოძმეები, მის დახმარებაზე უარს აცხადებენ და მულოკი მას ხორცის საჭრელ მანქანაში აგდებს.
იდეალურად გავლის შემთხვევაში (99-ვე მუდაკენის გადარჩენისას), თამაშის დახურვის შემდეგ სპეციალური ვიდეო გალერია იხსნება, რომელშიც ყველა CGI ვიდეო რგოლია თავმოყრილი.

>>> >>>

მტრები, მოკავშირეები, გარეული ცხოველები: თამაშში ორი ტიპის მოკავშირე მუდაკენები გხვდება. პირველ კატეგორიას ფაბრიკის მონები, ხოლო მეორეს პლანეტის ძირძველი მაცხოვრებელი, თავისუფალი მუდაკენები წარმოადგენენ.
მტრების ძირითადი მასა სლიგებისაგან შედგება - ავტომატებით შეიარაღებული მოლუსკების მსგავსი არსებები, ფეხების მაგივრად კიბერ-პროტეზებით. სლიგები სიბნელეში ცუდად ხედავენ, რის გამოც ბნელ წერტილებში მათგან მიმალვა ძალზე ეფექტურია.
მაღალი, რვაფეხას ტანის მსგავს თავებიანი და შავ მოსასხამში გამოწყობილი გლუკონები, აბეს მთავარი მტრები არიან და Oddworld-ის სამყაროს ბნელი კაპიტალისტების მმართველ ძალას წარმოადგენენ. მონა მუდაკენები, RuptureFarms ფაბრიკა და სლიგების არმია, მათი ხელმძღვანელობის ქვეშ იმყოფება. გლუკონები ძირითადან მარტო ვიდეორგოლებში ჩანან, მათი რეალურად ნახვა და განადგურება კი მხოლოდ ერთ მომენტში - ფინალური სცენის მოლაპარაკებების ოთახშია შესაძლებელი.
გარეული ცხოველების სია სკრაბების და პარამიტებისგან შედგება.
სკრაბები - უდაბნოს ბინადარი, მაღალი მტაცებელი ცხოველები გახლავთ. ანადგურებენ მათ ტეროტორიაზე მყოფ ყველანაირ ცოცხალ არსებას. ერთმანეთთან შეხვედრა ყოველთვის ბრძოლით მთავრდება, რომლიდანაც მხოლოდ ერთი სკრაბი გამოდის ცოცხალი. მათი შეტაკების დროს ლოკაციაში უსაფრთხოთ შეგილიათ გადაადგილება.
პარამიტები - ტყის მასივის ბნელ გამოქვაბულებში მაცხოვრებელი, ჯგუფურად მონადირე ცხოველები. კუთხეში მომწყვდევის შემთხვევაში, თავგანწირვით იცავენ თავს. ერთდროულად თუ ერთზე მეტს გადაეყრებით, აუცილებლად თავს დაგესხმებიან.

>>>
წყარო

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Oddworld: Abe’s Oddysee

Unread post#2 » 06 Dec 2012 18:20

Cinematic Platformer-ის ერთერთი საუკეთესო ნიმუშად მიმაჩნია Another World-თან ერთად
თამაში რომელსაც აქვს განუმეორებელი ატმოსფერო, სამყარო რომელიც შეგითრევს და კაი ხანი ვერ გამოხვალ. მახსოვს შემთხვევით მოხვდა ჩემ ხელში თავის დროზე )) ღამის ბუნებაში რო გავედი იქ გადაწყდა ორივე სერიის დახურვა : D
სკარაბებზე და პარამიტებზე მაგარი სიკვდილის სცენები იყო ხოლმე, მაგათგან გაქცევა ალბათ ერთერთი საუკეთესო "გაქცევაა" თამაშებში, ბოლომდე რო გრძნობ საფრთხეს და ამოუცნობ ველურ ბუნებას გაურბიხარ
კარგი თემაა ბაჩ, რამე პირადი აზრივითაც მიამატე საინტერესო იქნება
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Ripster
Posts: 1857

Oddworld: Abe’s Oddysee

Unread post#3 » 06 Dec 2012 18:50

ვა რა საინტერესო რაღაცა ჩანს ტო
თან 97 წელი :|
აუცილებლად უნდა მოვსინჯო არ ვიცოდი აქამდე ამ თამაშის შესახებ ))
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
Ripster
Posts: 1857

Oddworld: Abe’s Oddysee

Unread post#4 » 27 Dec 2012 15:46

ეს ახლა რომ გამოვიდა Oddworld Stranger's Wrath HD
ამასთან რამე კავშირშია? ))
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11705

Oddworld: Abe’s Oddysee

Unread post#5 » 27 Dec 2012 20:33

არა, მესამე ნაწილია ეგ. თან 3D-შია გადატანილი და სხვა მუღამის თამაშია, უფრო ექშენის მხარეს მიდის.
ეს პირველია და ამასვე აქ მეორე თავისნაირი, იმაზეც ვაპირებ სტატიის დაწერას.
P.S. ამის HD ვარიანტიც გამოდის, მარა ჯერ არ დაუმთავრებიათ.

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Re: Oddworld: Abe’s Oddysee

Unread post#6 » 02 Jul 2023 11:07

R.E.L.I.V.E.
პირველი და მეორე ნაწილისთვის შექმნეს ენჯინი თანამედროვე სისტემებზე გასაშვებად.
ფაილებს ამოარქივებ და მზადაა.

სტიმისთვის exe ფაილზე სახელის გადარქმევაც მოსულა
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 257 guests