Thief, Retrospective

თემების ფორმატები # საერთო შთაბეჭდილება # მიმოხილვა # ანალიზი # სერიის რეტროსპექტივა # სხვა
User avatar
SLaYeR
Posts: 4809
Contact:

Thief

Unread post#1 » 20 Oct 2012 23:58

>>>

Thief The Dark Project/Thief Gold

პირველი სერია სახელად Thief: The Dark Project გამოვიდა 1998 წელს. მისი დეველოპერი იყო Looking Glass Studios ხოლო გამომცემელი Eidos Interactive. ეს იყო პირველი სტელს თამაში first person-ში და ასევე პირველი რომელმაც გარკვეული ინოვაცია შემოიტანა და სინათლის და ხმის ეფექტების გამოყენება გეიმფლეის მნიშვნელოვან ნაწილად წარმოადგინა. თავდაპირველად Thief იქმნებოდა როგორც action-ზე ორიენტირებული თამაში, თუმცა შექმნის პროცესში მთავარი ყურადღება stealth-ს დაეთმო. საბოლოო დიზაინი first person shooter-ის მსგავსი იყო სადაც საჭირო ხდებოდა მოწინააღმდეგის თავიდან არიდება. ამის გამო სერიას აღწერდნენ როგორც first-person sneaker, sneak-em-up ან first-person looter. Thief კომერციულადაც წარმატებული აღმოჩნდა და მომავალი სტელს თამაშების შთაგონებადაც იქნა მიჩნეული. ასევე შეირაცხა ყველა დროის ერთერთ საუკეთესო თამაშად. 1999 წელს გამოვიდა თამაშის განახლებული ვერსია Thief: Gold, რომელსაც დაემატა დაახლოებით 4 საათის სათამაშო, სამი დამატებითი რუკა და განივრცო სიუჟეტი. ვინაიდან თამაში ნაკლებად არის გათვალისწინებული მოწინააღმდეგეებთან შებრძოლებაზე, ამიტომ პერსონაჟის სიცოცხლის უნარიანობა და საბრძოლო გაწაფულობა შეზღუდულია. პერსონაჟის საბრძოლო აღჭურვილობაში შედის ხმალი, ხელკეტი და მშვილდი. ხელკეტის გამოყენება შესაძლებელია მოწინააღმდეგის გასათიშად, ხოლო მშვილდის გამოყენება უფრო მრავალფეროვანია, მაგალითად შესაძლებელია წყლის ისრებით ჩირაღდნების ჩაქრობა, ისრით თოკის სროლა და მასზე აცოცება. მრავალფეროვანია გადაადგილების გზები, ამ გზებზე კი ჩრდილი ყველაზე უსაფრთხო თავშესაფარია. პერსონაჟის ხილვადობას სპეციალური ინდიკატორი აჩვენებს. ამასთან ერთად მოთამაშეს შეუძლია მოწინააღმდეგის ფეხის ხმით განსაზღვროს მისი ადგილმდებარეობა, თუ რამდენად ახლოს ან შორს არის იგი. სხვადასხვა ობიექტების გამოყენებით შესაძლებელია მოწინააღმდეგის გატყუება ან ყურადღების გადატანა, თუმცა სიფრთხილე მოთამაშისთვისაც საჭიროა, რადგან მიწის ზედაპირს განსხვავებული ხმა შეიძლება ქონდეს, მაგალითად ხალიჩაზე გადაადგილება ნაკლებ ხმას გამოსცემს ვიდრე ხრეშზე ან ფილაქანზე.

>>>
The Trickster - Pagan-თა ღვთაება
Thief-ის სიუჟეტი ვითარდება ქალაქში სახელად City, რომელსაც მართავს ბარონი და რომელიც აკონტროლებს ვაჭრობას, გადასახადებს, კანონს და ჯარს. სეთინგი მოიაზრება როგორც steampunk, უფრო ზუსტად კი fantasy steampunk, ცნობილი ფილმების Brazil-ის და City of Lost Children-ის მსგავსი, რომელიც დასახლებულ ურბანულ გარემოში აერთიანებს გვიანდელი შუა საუკუნეების საზოგადოებას, ადრეულ ინდუსტრიულ ტექნოლოგიას და მაგიას. მაგალითად მცველები ატარებენ მეტალის აბჯარს, აღჭურვილები არიან ხმლითა და მშვილდით, ქვაფენილით მოკირწყლული ქუჩები განათებულია ელექტრო ენერგიით, ნაგებობები კი წარმოადგენს ნახევრად ხის სახლებს და ქვისაგან ნაგებ რეზიდენციებს. შესაძლებელია კრისტალად ქცეული ცეცხლის, წყლის, მიწის და ჰაერის ელემენტების ყიდვა ან ლეველებში პოვნა. პერსონაჟები უმეტეს შეემთხვევაში საუბრობენ თანამედროვე ინგლისურით თუმცა მათი აქცენტები ზოგჯერ განსხვავდება. სამყაროში სამი მნიშვნელოვანი მონაწილე ჯგუფია: The Keepers, The Order of the Hammer და Pagans. The Keepers საიდუმლო საზოგადოებაა. გაურკვეველია ისაც აქვს თუ არა რომელიმე წევრს დაჯგუფების გარეთ სოციალური ცხოვრება. მათ აერთიანებთ ბალანსის იდეა და ჩართულები არიან სხვადასხვა სასწავლო თუ სამეთვალყურეო საქმიანობებში. The Order of the Hammer იგივე The Hammerites თეოკრატიული რელიგიური მებრძოლი დაჯგუფებაა, რომელიც City-ის ისტორიაში დიდი ხანია ჩანს. მათი სახელი Builder-ის იარაღისგან - უროსგან მომდინარეობს. Builder მესიანური ფიგურაა რომელმაც კაცობრიობა პრიმიტიული ცხოვრებიდან გამოიყვანა. დაჯგუფების იკონოგრაფიაშიც მრავლად არის უროს გამოსახულება. Hammerite-ები საუბრობენ და წერენ სახასიათო სტილით, რომელიც წარმოებულია ადრეული ახალი ინგლისურიდან. Pagan-ები ნაკლებად ჩანან სერიაში, თუმცა მათი როლი სიუჟეტისგან განუყოფელია. Pagan-თა გამონათქვამები ლექსებიდან, სიმღედებიდან ან პერგამენტის ფრაგმენტებიდან მომდინარეობს, რომელიც მიტოვებულ ტაძრებში და ნანგრევებშია ნაპოვნი. გამოირჩევიან ცუდად გასაგები გლეხური დიალექტით. მათი დამწერლობა საუბრობს ადამიანთა ხელით ბუნებრივი წესრიგის განადგურებაზე და რწმენის სისტემაზე რომლის ხედვაც არსებობის წრიულ ბუნებაშია.

>>>
Hammerites
სერიების მთავარი გმირი ცინიკური, კარგად დისციპლინირებული და დახელოვნებული ქურდი Garret-ია, რომელიც შემთხვევით ერევა ეპიკური მოვლენების წყებაში. Garret ბავშვობაში Keeper-ებმა აიყვანეს, როდესაც მშობლების გარეშე დარჩენილი ქუჩაში ქურდობით ირჩენდა თავს და ერთერთი ქურდობის დროს Keeper Artemus-ის დანახვა შეძლო და მისი გაძარცვა სცადა. თუმცა მოგვიანებით მათ ფარულ იერარქიულ გზებს ვერ შეეგუა და საიდუმლო გაერთიანება მიატოვა. მან Keeper-ებთან დახელოვნებული ქურდობით დაიწყო ცხოვრება - გაეძარცვა მდიდრები საკუთარი კეთილდღეობისთვის. Garret წარმოჩინდება როგორც ცივი და ულმობელი პერსონაჟი, თუმცა მას აქვს პროფესიული სიამაყე და კლავს მხოლოდ მაშინ როცა აუცილებლობა მოითხოვს. ასევე თბილი და მზრუნველი ჩანს მათ მიმართ ვისაც მეგობრად მიიჩნევს, როგორებიც არიან Viktoria და Artemus.
Thief-ის სთორი Garret-ის პერსპქტივიდან არის მოთხრობილი, რომელიც კომენტარებში აღწერს გარემოებებს. დანარჩენი ინფორმაცია პერსონაჟებზე და სამყაროზე, მისიის ბრიფინგებში და cutscene-ებში, წიგნებში და გრაგნილებშია აღწერილი, ხშირად კი შესაძლებელია პერსონაჟების საუბრის მოსმენა.

დაყენების ინსტრუქცია:
1. დააინსტალირეთ თამაში
2. დააინსტალირეთ Tfix რომელიც შეიცავს სხვადასხვა patch-ებს
3. სურვილის შემთხვევაში დააყენეთ Ultimate Difficulty Mod
4. თამაშში მოცემული key bindings-ის რამდენიმე ვარიანტიდან აირჩიეთ სასურველი
Thief II: The Metal Age

მეორე სერია სახელად Thief II: The Metal Age, რომელიც კვლავ Looking Glass Studios-ს ეკუთვნოდა 2000 წელს გამოვიდა. თამაში იყენებდა იგივე Dark Engine-ს და მთლიანობაშიც გავდა პირველ სერიას, თუმცა გრაფიკული და პროგრამული გაუმჯობესებები მაინც იგრძნობოდა. ძირითადი გეიმფლეი ასევე პირველი ნაწილის მსგავსია თუმცა დამატებულია ახალი ელემენტები. პერსონაჟს ხელი მიუწვდება ტექნოლოგიურ gadget-ებზე, მაგალითად დამატებულია remote eye camera, ახალი Vine Arrow რომელიც ეკვრის მეტალის გისოსებს, ახალი potion-ები. ლეველ დიზაინის გადაწყვეტაც მეტად ჭკვიანურია. პირველი ნაწილისგან განსხვავებით აქ შემცირებულია ბრძოლის და action-ის ელემენტები და stealth გეიმფლეიზე მეტი აქცენტია. თუ პირველ ნაწილში დიდი დრო შეიძლებოდა დახარჯულიყო სამარხების ძარცვაზე და მონსტრებისგან გაქცევაზე, მეორეში მისიები უმეტესად ქურდობაზეა, სადაც მოთამაშეს ძირითადად მდიდარი მაცხოვრებლების გაძარცვა ან პერსონაჟების ესკორტირება უწევს. როგორც დიზაინერებმა განაცხადეს Thief-ში ლეველები იქმნებოდა სთორის შესაბამისად, ხოლო Thief II-ში ჯერ შექმნეს ლეველები ხოლო სიუჟეტი შემდეგ მოარგეს. მთლიანობაში ლეველები გამოვიდა დიდი და პირველზე მეტად არასწორხაზოვანი. ცვლილებები შეეხო AI-საც. მცველებსს და ჯარისკაცებს ამჯერად ქალთა სქესის წარმომადგენლებიც მიემატათ. გრაფიკისთვის დაემატა ფერადი განათება.

>>>
City
პირველ ნაწილში განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა სამყაროს არქიტექტურული და ტექნოლოგიური ცვლილებებიც. ტექნოლოგიურმა წინსვლამ, რომელიც ახალი რელიგიური ძალის Mechanist-ების მოსვლამ გამოიწვია, შესაძლებელი გახადა კამერების და ორთქლზე მომუშავე რობოტების არსებობა. Thief II-ის სიუჟეტი კვლავ ჩაბნელებული City-ის ქუჩებსა და სახურავებზე ვითარდება. ქალაქში სადაც მაგია და ტექნოლოგია შერეულია, ქალაქში სადაც ამჯერად Metal Age დადგა, ხოლო შერიფის მსახურები თითქმის ყველა ჩრდილს მიღმა იმალებიან. Gorman Truart, ახლად არჩეული შერიფი უფრო მეტია ვიდრე არჩეული თანამდებობის პირი, ეს არის ადამიანი რომელსაც ბნელი და იდუმალი ზრახვები ამოძრავებს. ქალაქში ღარიბი და მიუსაფარი ხალხი ქუჩებიდან ქრება და მათზე აღარაფერი ისმის. ქალაქის დაცვის პატრულირების ზრდამ მოსახლეობა დაამშვიდა და უსაფრთხოების ყალბი შეგრძნება შეუქმნა, მაშინ როდესაც შერიფის ორგანიზაციაში კორუფცია და ღალატი მძვინვარებს. Gorman Truart-ის სამიზნე Garret-იც გახდა. Garret კი ცდილობს ცოცხალი გადარჩეს და გაარკვიოს შერიფის შურისძიების მიზანი. City-ის ინტრიგებში და საიდუმლოებებში კვლავ ფიგურირებს სამი გაერთიანება. The Mechanists, The Keepers და The Pagans. Mechanist-ები ყოფილი Hammerite სეპარატისტები არიან რომელთაც უარჰყვეს ორდენის მმართველობა. Mechanist-ებიც ისეთივე ფანატოკისები არიან როგორიც მათი Hammerite "ბიძაშვილები", თუმცა ტექნოლოგიურად მეტად განვითარებულები. მათმა გამოგონებამ შეცვალა ქალაქის ლანდშაფტიც. მათ ხელში არ უმართლებთ არც კრიმინალებს რადგან შერიფს დამცავი სისტემებით და მექანიკური მხეცებით ამარაგებენ, რომელთა მიზანიც ნადირობა და მოკვლაა. Pagan-ები სრულიად საპირისპირო ძალაა.იმის გამო, რომ მათი ძალები შესუსტებულია, Pagan-ები პარტიზანულ ბრძოლას მიმართავენ და ანტი ტექნოლოგიის გზავნილს Mechanist-ების წინააღმდეგ პატარ-პატარა რეიდებით ანხორციელებენ. Keeper-ები იდუმალი ცოდნის მფლობელები რომლებიც ქალაქის მოვლენებს აკვირდებიან, ამ მოვლენებში აქტიურ მონაწილეობას არ ღებულობენ და აგრძელებენ Garret-ის დარწმუნებას იმოქმედოს მათ სასარგებლოდ.

დაყენების ინსტრუქცია:
1. დააინსტალირეთ თამაში
2. დააინსტალირეთ Tafferpatcher რომელიც შეიცავს bugfix-ებს და patch-ებს
3. სურვილის შემთხვევაში დააყენეთ Ultimate Difficulty Mod 2
4. თამაშში მოცემული key bindings-ის რამდენიმე ვარიანტიდან აირჩიეთ სასურველი
Thief: Deadly Shadows

მესამე სერია სახელად Thief: Deadly Shadows 2004 წელს გამოვიდა Windows-ისთვის და XBOX-ისთვის. ორივე პლატფორმისთვის დეველოპმენტიც ერთდროულად დაიწყო. ამჯერად თამაშის დეველოპერი Ion Storm გახდა, რადგან Looking Glass Studios დაიხურა, ხოლო პერსონალი Ion Storm-ში წავიდა.. Garret-ის გახმოვანებისთვისაც კვლავ Stephen Russell მოიწვიეს. წინა სერიების მსგავსად თამაშმა დადებითი შეფასებები დაიმსახურა. Thief: Deadly Shadows შორს წავიდა პირველი და მეორე სერიისგან როგორც ვიზუალურად ისე გეიმფლეით. თამაშის ვიზუალი, როგორც შელამაზებული და ტექნიკურად გამართული, შეიძლება განმსაზღვრელად ჩაითვალოს სერიებში. მისი რეალისტური და ჩამთრევი სამ განზომილებიანი გრაფიკა და ვიზუალური ეფექტები, პერსონაჟის ანიმაციებთან ერთად მნიშვნელოვნად განსხვავდება ძველი სერიებისგან. ერთერთი მთავარი ცვლილება გეიმფლეიში ეს არის ქალაქის გამოკვლევის შესაძლებლობა, მაშინ როდესაც პირველ და მეორე ნაწილში პერსონაჟს მისიიდან მისიაზე უწევდა გადასვლა. ამჯერად მოთამაშეს შეუძლია იაროს City-ის ქუჩებში მისიიდან მისიამდე, გაძარცვოს გამვლელები, თვალი ადევნოს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და მთავარი მისიების გარდა ეძებოს sidequest-ები. თამაშმა ასევე წარმოადგინა first person და third person ხედვის შეცვლის შესაძლებლობაც. მესამე პირიდან ხედვა თამაშს საკმაოდ აადვილებს, მაგალითად მაშინ როდესაც პერსონაჟის და მცველების დანახვა ერთდროულად ხდება შესაძლებელი, თუმცა პირველი პირიდან ხედვა მეტად ჩამთრევად ითვლება და ძველი Thief სერიების მოთამაშეებიც სწორედ მას ირჩევენ.

>>>
Keeper Guard და Keeper Assassin
Thief: Deadly Shadows არის first-person და third-person "sneaker" და მსგავსად წინა სერიებისა მთავარი აქცენტი კვლავ უცვლელია. მოთამაშე ამჯერადაც დახელოვნებული ქურდის Garret-ის როლს ირგებს, რომელიც stealth-ის, იარაღის და ხელსაწყოების დახმარებით გზას იკვლევს ქალაქში დავალებების შესასრულებლად. მოთამაშეს შეუძლია მოპაროს უდანაშაულო ხალხს, თავიდან აირიდოს, მოატყუოს, შეუტიოს ან გათიშოს მცველები. ნაძარცვის და ამუნიციის აღება ამჯერად მხოლოდ მასთან შეხებით ხდება. დაკეტილი ოთახების და სკივრების გაღება კი მინი-თამაშის შესრულების შემდეგ.
წინა სერიების მსგავსად სთორილაინი აქაც მთავარი მოვლენის გარშემო ტრიალებს, რომელიც ამჯერად Final Glyph-ის გააქტიურებას შეეხება. Final Glyph ყველაზე ძლიერი მაგიური საგანია რაც Thief სერიებში ყოფილა. ამავდროულად მითიური სერიული მკვლელი რომელიც ღამღამობით ჩნდება ხოცავს მსხვერპლს და ტყავს აძრობს. თავად Pagan-ებიც კი რომლბიც რეგულარულად ებრძვიან მონსტრებს, ამ არსებას საძულველად თვლიან. ეს არსება მხოლოდ ბავშურ ლექსებში და ძილისპირულებშია მოხსენიებული, ამიტომ მისი არსებობის ძალიან ცოტას სჯერა, Garret-ისა და Hammerite ინსპექტორი Drept-ის გარდა, რომელიც ბავშვობაში შეხვდა და გადაურჩა.

დაყენების ინსტრუქცია:
1. დააინსტალირეთ თამაში
2. დააინსტალირეთ John P's Collective Texture Pack
3. დააინსტალირეთ Sneaky Upgrade (ფორუმის გვერდი)
Thief 2X: Shadows of the Metal Age

მას შემდეგ რაც 2000 წლის 25 მაისს Looking Glass Studios დაიხურა, TTLG ფორუმზე ჩამოყალიბდა ჯგუფი Dark Engineering Guild, რომელთაც გადაწყვიტეს შეექმნათ თამაში რომელსაც Looking Glass Studios ვეღარ შექმნიდა. მაშინ როდესაც Ion Storm Austin-მა Warren Spector-ის მეთვალყურეობის ქვეშ Thief 3-ზე მუშაობა დაიწყო, Dark Engineering Guild-მა მაინც გააგრძელა თავისი საქმე რათა შეექმნათ კლასიკურ Thief თამაშებზე დაფუძნებული Thief 2X: Shadows of the Metal Age. საბოლოოდ 60-ზე მეტმა ადამიანმა მოახერხა ახალი Thief-ის შექმნა, რომელიც იყო არაოფიციალური ექსპანსიაა და დაფუძნებული იყო ტექნოლოგიაზე რამაც Thief 2 კლასიკად აქცია. Thief 2X: Shadows of the Metal Age შეიცავდა 13 მისიას, სადაც მოქმედება ვითარდებოდა ქალაქის ქუჩებში და სახურავებზე, უძველეს სამარხებში, სასტუმროებში, მუზეუმებში და კათედრალებში. დამატებული იყო ათი ახალი იარაღი თუ ინსტრუმენტი რითაც შესაძლებელი იყო მოწინააღმდეგისგან თავის არიდება, ასობით ახალი მოდელი, ტექსტურა და ხმა: 3000 დიალოგის ხაზი, ასევე ახალი მდედრობითი პერსონაჟი თხრობის ჩამთრევი სტილით რომელიც თამაშის ბოლომდე გრძელდება
სერიების გადმოსაწერი ბმულები:
ვინაიდან ძველი ვერსიების გაშვება პრობლემატური იყო თანამედროვე სისტემებზე, GOG.COM-ზე დაიდო დაპაჩული ვერსიები რომლის გაშვებაც ადვილია თანამედროვე სისტემებზე.. დაინსტალირების შემდეგ საჭიროა ტექსტურების, ბაგების და რეზოლუციის პაჩები რომელიც ზემოთ დევს. გადმოსაწერ ბმულებზე მითითებული ფაილებიდან გჭირდებათ მხოლოდ თამაშის საინსტალაციოები, სურვილის შემთხვევაში რუსიფიკატორიც.

Thief Gold Torrent Download
Thief II: The Metal Age Torrent Download
Thief Collection Torrent Download
Thief 2X: Shadows of the Metal Age Download

Windows 7-ზე თამაშები უნდა გაუშვათ Run as Administrator-ით, წინააღმდეგ შემთხვევაში თამაში ვერ დასეივდება
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1576
Contact:

Thief

Unread post#2 » 21 Oct 2012 00:04

მშვენიერი თემაა, თამაში კი ნამდვილი კლასიკა. აუცილებლად უნდა მოსინჯოს ყველამ, ვისაც ოდნავი სიმპათია მანც გააჩნია stealth ჟანრის მიმართ.

sigh წავიდა ესეც რიფლეიზე : D
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

User avatar
hellwalker
Posts: 4866
Contact:

Thief

Unread post#3 » 21 Oct 2012 01:12

მაგარი თემაა! და თამაშიც რათქმა უნდა, მოროვინდის შემდეგ ყველაზე fav თამაშია(მოსდევს legacy of kain)
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 9408
Contact:

Thief

Unread post#4 » 21 Oct 2012 17:47

მარტო მესამე მაქ ნათამაშები და ბევრი დადებითი მოგონება დამიტოვა თავის დროზე, რაც დღემდეც მომყვება. თემის კითხვის დროს თვალწინ მედგა ქალაქი და მისი საიდუმლო გზები, სახურავები, ჩაბნელებული ქუჩები, მისტიკა და მთვარიანი ღამე ))) მართლა იშვიათი შეგრძნებების თამაშია და ვთვლი რო ერთერთი საუკეთესოა თავის ჟანრში. არ მაგონდება ისეთი სტელსი რომლის მთავარი იდეაც მოცემულ თამაშზე მაგრად გადმოსცემდეს ჟანრის სპეციფიკას - შუა საუკუნეების ქურდი. მოცემული თემა კი მშვენიერი მიზეზია პირველი ორი ნაწილის გასაცნობათ, უეჭველი მოვსინჯავ ძალებს ))
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 10 guests