Omikron: The Nomad Soul, Review

თემების ფორმატები # საერთო შთაბეჭდილება # მიმოხილვა # ანალიზი # სერიის რეტროსპექტივა # სხვა
Riddick
Posts: 9463
Contact:

Omikron: The Nomad Soul

Unread post#1 » 14 Oct 2012 14:54

Omikron: The Nomad Soul - ქვესთის, RPG, პირველი პირის ექშენის და Fighting ელემენტების მქონე PC და Sega Dreamcast თამაში. Quantic Dream-ის მიერ შემუშავებული პირველი სათამაშო პროექტი, რომელიც კომპანია Eidos Interactive მიერ იქნა გამოცემული. თამაშის პირველი რელიზი PC-ზე 1999 წლის 1 ნოემბერს, ხოლო შემდეგ Sega Dreamcast-ისთვის 2000 წლის 22 იანვარს შედგა.

>>>

გეიმფლეი
თავის დროზე Omikron: The Nomad Soul საკმაოდ უცნაური მულტიჟანრული თამაში გახლდათ. მისთვის კონკრეტული ჟანრის მისაკუთვნებლად გარკვეულ დეველოპერულ საიტებზე დისკუსიებიც კი იმართებოდა. თამაშში ერთდროულად რამდენიმე მოზრდილი სამყაროს გამოკვლევა, გარკვეული ნივთების შეგროვება - გამოყენება, პერსონაჟებთან ინტერაქტიული დიალოგები, პირველი პირის ექშენ სცენები და ორთაბრძოლებია გაერთიანებული. Omikron-ი სხვადასხვა, სიტუაციის მიხედვით გააქტიურებად მართვის სისტემებზეა დაფუძვნებული. პირველ მათგანში თქვენ მხოლოდ სიარული, სირბილი, ხტუნვა და ნივთების აღება შეგიძლიათ. მეორე რეჟიმის გააქტიურება იარაღის ამოღების შემდეგ ხდება, რის შემდეგაც თქვენ უკვე ჩაკუზული სიარულის, გადაკოტრიალების და რათქმაუნდა სროლის ფუნქციები გიჩნდებათ. მესამე რეჟიმი, ჩხუბი - თავის სპეც დარტყმებით მოცემული, კლასიკური ორთაბრძოლების მსგავსი სისტემა. თამაშის თითქმის ყველა მოქმედება მესამე პირის ხედიდან ხდება, მაგრამ დროთაგანმავლობაში გარემოს უკეთ დასათვარიელებლათ, პირველი პირიდან ხედვაზეც შეგიძლიათ გადართვა. გამოსაკვლევად მოზრდილი და თავისუფლად გადაადგილებადი ლოკაციებია მოცემული (ახლის ძიების ერთადერთი ხელის შემშლელ ფაქტოს ალბათ მხოლოდ ხშირი ჩატვირთვის ეკრანი წარმოადგენს). ქალაქის მრავალრიცხვოვან ქუჩებში მანქანები და ფეხით მოსაიარულე მოქალაქეები მოძრაობენ, ანათებს სარეკლამო ბილბორდების თვალისმომჭრელი შუქი. ეს არის თამაში რომელშიც ქალაქში ფეხით და ავტომობილით თავისუფლად გადაადგილება ჯერ კიდევ Grand Theft Auto 3 გამოსვლამდე იყო შესაძლებელი. ავტომობილის მართვა როგორც დამოუკიდებლად, ასევე ავტომატურად არის შესაძლებელი, ანუ იძახებ ტაქსს, რომელიც დანიშნულების წერტილზე ჩამოგსვავს. ომიკრონის ქუჩებში უამრავი ინტერაქტიული ადგილია მოცემული - სიცოცხლის მოსამატებლად აფთიაქს შეგიძლიათ ესტუმროთ, სხადასხვა ტიპის ამუნიციის და შეიარაღების გასაუმჯობესებლად კი იარაღების მაღაზიაში მიბრძანდით.

>>>

სიუჟეტი
სიუჟეტის მიხედვით, ფუტურისტულ სამყაროში განვითარებად, მისტიკურ ტრილერთან გვაქვს საქმე. ომიკრონი - Rad'an-იდან მეორე პლანეტა PHAENON-ზე განთავსებული მჭიდროდ დასახლებული ქალაქი გახლავთ. იგი სიცივისგან დამცავი უზარმაზარი კრისტალური გუმბათის ქვეშ არის მოთავსებული (პლანეტაზე გამყინვარების პერიოდია) და სხვადასხვა სექტორებად იყოფა: Anekbah, Qualisar, Jaunpur, ჯაჰანგირი და Lahoreh. მის მობინადრეებს კი სპეციალური ნებართვის გარეშე საკუთარი სეკტორების დატოვება სასტიკად ეკრძალებათ. თამაშის დასაწყისში, თქვენ, პოლიციელის სახელად კაილის სხეულში სახლდებით. კაილის სხეულში ჩასახლებული სული, ნამდვილი კაილის და მისი მოწყვილე დენის დაწყებული სერიული მკვლელობების გამოძიებას აგრძელებს. მოპოვებული ინფორმაციის თანახმად ცნობილი ხდება, რომ სერიული მკვლელი ჩვეულებრივი ადამიანი არ არის, იგი დემონია რომელიც პარალელურ სამყაროებში მოხვედრილი ადამიანების სულების იპარავს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოცემული დემონი თვითონ კაილის სხეულში ჩასახლებული მოთამაშის სურლის მოპრვასაც ცდილობს, მაგრამ მისი ბოროტი ზრახვის განხორციელებას, მოთამაშის სხვა სხეულებში ჩასახლების შესაძლებლობა უშლის ხელს (თამაშის ქვესათაურიც ზუსტად აქედან გამომდინარეობს - Nomad Soul). მოგვიანებით, მთავარი გმირი "გამოღვიძებულებათ" წოდებული საიდუმლო ანტისახელმწიფო მოძრაობის წარმომადგენლებს ხვდება და არკვევს, რიმ დემონები ომიკრონის სახელმწიფოს წევრებს შორისაც არიან. მათი მთავარი მიზანი კი, მათივე ღმერთი ასტაროტის ტყვეობიდან დახსნაა.

>>>

გაგრძელება
კრიტიკოსების შერეული შეფასებების მიუხედავათ, თამაშმა გარკვეულ კომერციულ წარმატებას მაინც მიაღწია, რაც უკვე მის მეორე ნაწილზე დაფიქრების საშუალებას იძლეოდა. თამაშის მთავარი გეიმდიზაინერის და სცენარისტის, დედვიდ კეიჯის მტკიცებით, გულშემატკივრების მიერ ახალი ნაწილის გამოშვებასთან დაკავშირებულ თხოვნებს, იგი სამი წლის განმავლობაში ყოველ კვირას გამოგზავნილი ათასობით წერილს მეშვეობით იღებდა. მაგრამ მოულოდნელათ სტუდიასა და თამაშის გამომცემელ Eidos Interactive-ს შორის გარკვეული უთანხმოება გაჩნდა. შედეგათ, კეიჯმა და მისმა გუნდმა Eidos-თან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა და თავიდან Vivendi Universal-თან, ხოლო შემდეგ Atari-თან გააგრძელეს პარტნიორობა. გარკვეულ მომენტში სტუდიამ ახალი სერია - Omikron: Exodus დაანონსა, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობი Fahrenheit-ის გამო, მეორე ნაწილი მალევე გაყინეს. მოგვიანებით კიდევ ერთი, ამჯერად Omikron: Karma-ს შექმნის შესახებ გახდა ცნობილი, მაგრამ მასაც წინა პროექტის ბედი ეწია. ხელის შემშლელი ფაქტორი კი ამჯერად Heavy Rain გახდა. მას შემდეგ Omikron: The Nomad Soul მომდევნო ნაწილის შესახებ აღარაფერი გვსმენია.

მუსიკა
თამაშის მუსიკალური გაფორმება დევიდ ბოუის და რევს გებრელსის შექმნილია. ბოუის კომპოზიტორის როლის გარდა, კიდევ ერთ საინტერესო ინგეიმ პერსონაჟის, ომიკრონის კომპიუტერულ ქსელში მაცხოვრებელი ხელოვნური ინტელექტის როლიც მოარგეს. თამაშის საუდტრეკი ძირითადად ელექტრო მუსიკისგან შედგება და საკმაოდ დასამახსოვრებელი ტრეკებით არის დაკომპლექტებული.
https://coub.com/view/24rzbh

User avatar
hellwalker
Posts: 4924
Contact:

Omikron: The Nomad Soul

Unread post#2 » 14 Oct 2012 19:31

ძალიან ცუდათ რეალიზებული პროექტი იყო ჩემი აზრით, თამაშის კეთება არ იცოდნენ როდესაც ეს დაიწყეს, და იგრძნობა რომ არ არის შეკრული ელემენტარულ დონეზე თამაში. ბევრი იდეებია ჩაყრილი და flows გარეშე ეჯახება და ანაცვლებს ერთმანეთს და არასდროს არ ერწყმის.

იდეები თვითონ საინტერესოა და დახურვა არ მინანია, თუმცა საკმაოდ დამთრგუნველად გაუმართავია, ენდინგშიც ქონდა ფარენჰეიტის მსგავსი 180 გრადუსით შემოტრიალება და ბევრად უსიამოვნო შედეგით.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 9463
Contact:

Omikron: The Nomad Soul

Unread post#3 » 14 Oct 2012 20:42

და ღირსებებზე ვერაფერს იტყვი? აი მოცემულ სეთინგში ცამეტი წლის წინანდელი სენდბოქსი მაგალითად. თან სტუდიის პირველი პროექტი იყო, ამდენი განსხვავებული მექანიკა, ამხელა ამბიციები და დღემდე ამდენი ფანი. ეხა 2012 ში რო ვითამაშო შეილება მართლა ისეთი მომეჩვენოს როგორც დაწერე, მარა თავის დროზე ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. იმდენი რაღაცის შერწყმა ხდებოდა რო ხარისხის საზომებით მაშინაც არ დამიწყია ზომვა, იმიტო რო ეს პირველი იყო თავის ჟანრში, მსგავსი რამე ნანახიც არ მქონდა და რაც მთავარია კეიჯის ყველა პროექტის მსგავსად, რაღაც ახალს ამბობდა თამაში. რო ჩავრთე და ნელნელა გავერკვიე რა ხდებოდა მაგარი გაოცებული ვიყავი, დღემდე მახსოვს ეგ გრძონა. რაღაც საერთოდ ახალს და საინტერესოს რო შეიცნობ ისეთი გრძნობა მქონდა.
https://coub.com/view/24rzbh

User avatar
hellwalker
Posts: 4924
Contact:

Omikron: The Nomad Soul

Unread post#4 » 15 Oct 2012 02:02

მხოლოდ იმას რომ არ მინანია დახურვა, პირველი არ იყო არცერთ ჟანრში.
არც სენდბოქსი ყოფილა უაზროდ დიდი ქალაქი იყო სადაც ძალიან ცოტა მისიები იყო, ერთის მხრივ რეალობის შეგრძნება შეიძლება შეექმნა ამას მაგრამ არ ქმნიდა უბრალოდ ეგ იყო, დიდი ლოკაცია და იდეების აჯაფსანდალი. ზოგი კარგი იყო, ზოგი ცუდი მთლიანობაში საშუალო დონის ექსპერიენსი იყო.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 9463
Contact:

Omikron: The Nomad Soul

Unread post#5 » 15 Oct 2012 05:22

პირველი თამაში იყო რომელმაც მოცემულ სეთინგში ამდენი ჟანრის გაერთიანება ცადათქო. მოთამაშეებს კიდე, ჩემს ჩათვლით, დღემდე თბილათ ახსოვთ ეს პროექტი და მოცემული სეთინგის მოყვარულს მთელი გულით ურჩევდი. ჩემ შეკითხვას რაც შეეხება, რავი მართლა საინტერესო იყო შენი თვალით დანახული ომიკრონის ღირსეული მხარეები.
https://coub.com/view/24rzbh

User avatar
hellwalker
Posts: 4924
Contact:

Omikron: The Nomad Soul

Unread post#6 » 15 Oct 2012 11:27

საქმეც მაგაშია რომ არ გაუერთიანებია, პროსტა ჩადო. კონსისტენცია არ ყოფილა.
დადებითი გარკვეულ მომენტებში ატსმოფერო ლოკაციის და სიუჟეტის ზოგიერთი ტვისტი, განსაკუთრებით როცა ჩასახლება გიწევდა სხვა სხეულში.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 9463
Contact:

Omikron: The Nomad Soul

Unread post#7 » 15 Oct 2012 14:44

ანუ მრავალჟანროვანი არაა, პროსტა დევს. მე რო ვითამაშე ეს ყველაფერი ერთ თამაშში იყო და ამავე თამაშის გარკვეულ სიტუაციაში სხვადასხვა მათგანს იყენებდი - ხან ჩხუბი გიწევდა, ხან სროლა, ხან პროსტა ქვესთ-ედვენჩერის პონტში სამყაროს იკვლევდი და RPG ელემენტების საშუალებით, ან ყიდულობდი, ან ანვითარებდი რამეს, მარა იდო ეს ყველაფერი, რასაკვირველია იდო (წისქვილში ხდებოდა ეს ყველაფერი, რასაკვირველია წისქვილში).
https://coub.com/view/24rzbh

User avatar
hellwalker
Posts: 4924
Contact:

Omikron: The Nomad Soul

Unread post#8 » 15 Oct 2012 17:32

კი იდო, შენ უფრო ადრე გაქ დახურული და მაშინ არ ვაკვირდებოდით დეტალურად თამაშებს ახალი იყო ყველაფერი, მე შედარებით გვიან ვითამაშე 2005 წლის ფარგლებში და ზოგადად უფრო ვაკვირდები როცა გეიმპლეი smooth არ არის, სულ თვალში მხვდებოდა ხოლმე მსგავსი რაღაცეები და ომიკრონს განსაკუთრებით ეტყობა ეს, ყველაზე გამოკვეთილი მაგალითი მორტალ კომბატის მსგავსი ფაიტინგი იყო, ეხა წარმოიდგინე მასს ეფექტს რო თამაშობდე და mk-ს კომბატი ქონდეს ზუსტად მსგავსი შეგრძნება იყო. Jade Empire-ი იგივეა მაგრამ შერწყმულია იქ გეიმპლეი დანარჩენ თამაშთან და იგივე არ იგრძნობა ომიკრონში.
საერთოდ Heavy Rain-ამდე ხშირად მოსდიოდი მსგავსი რაღაცეები კეიჯს, ეხლა heavy rain-ის იდეალურად თამაშთან შერწმული UI რო შეადარო ფერად კნოპკებს ფარენგეიტში მიხვდები რას ვგულისხმობ.

მაგ სტილში ნომადის სეტინგის და გეიმპლეის შერწყმის მხრივ არის თამაშო Anachronox, ესეც შორს არის უნაკლოსგან მაგრამ ბევრად მომწონს ნომადზე, იუმორი, ისტორია, ატმოსფერო სთორის და სხვადასხვა ჟანრების შეერთების კონსისტენცია უკვე შეკრული თამაშია.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 9463
Contact:

Omikron: The Nomad Soul

Unread post#9 » 15 Oct 2012 18:19

ქართული ენის გარჩევით თუ დავიწყებთ:

riddick: პირველი თამაში იყო რომელმაც მოცემულ სეთინგში ამდენი ჟანრის გაერთიანება ცადა
hellwalker: საქმეც მაგაშია რომ არ გაუერთიანებია, პროსტა ჩადო

წესით მარტივად უნდა მივხვდეთ, რომ ზევით მოცემულ წინადადებაში მე ჟანრთა ჰარმონიულად თანხვედრა არ მიგულისხმია. მე ფაქტი აღვნიშნე და შენ, შენი აზრით, რომ ცუდათ არის ეს ყველაფერი გაკეთებული, მეწინააღმდეგები და მეუბნები, რომ თურმე კიარ გაუერთიანებიათ, ჩადეს )) სუ რო მიეპნიათ )) ან მიმოეფანტათ )) თამაშში მაინც არი რამდენიმე რეალურად მუშა და ცვლადი მექანიკა. ანუ იმის თქმა მინდა, რო თამაშთან დაკავშირებული შენი პირადი აზრი, არანაირად არ ეხება მის ჟანრობრივ და გამოსვლის პერიოდში უნიკალურობის სტატუსს. აი მსგავსი შეფასებით მის ხარისხზე, ან ჟანრების კონსისტენციის დონეზე თავისუფლად შეგილია ილაპარაკო და გავიგებ, რომ მთლიანობაში შეილება ბევრი რამ არ მოგწონებოდა, პროსტა ეგ საერთოდ სხვა თემაა და მაგ თემას რაც შეეხება, მანდაც არ გეთანხმები, იმიტომ, რომ როგორც შენ, ასევე მეც ჩემი აზრი გამაჩნია, ჩემივე პირადული გამოცდილებიდან და უბრალოდ არა სერიოზული მეჩვენება 1999 წლის თამაშისადმი შენი ესეთი კრიტიკული პოზიცია.
https://coub.com/view/24rzbh

User avatar
hellwalker
Posts: 4924
Contact:

Omikron: The Nomad Soul

Unread post#10 » 16 Oct 2012 02:31

1999 არ არის რაღაც არქაული პერიოდი, მაგ დროს გამოვიდა baldur's gate. planescape torment, fallout.
ოქროს ხანა იყო თამაშების და არც open ended სამყარო ან კომპლექსურობა ყოფილა სიახლე, პირიქით იმდროს რომ თამაშებში feature-ები იდო არ დასიზმრებია ეხლანდელ თამაშებს, მათშორის გახსნილი სამყაროს რამდენიც გინდა მაგალითი იყო და უკეთ გაკეტებული.

მაგ პერიოდის თამაშის მიმართ თუ არ არის სერიოზული იყო კრიტიკული მაშინ ეხლანდელი ერთი კნოპკის ჭერიანი თამაშების მიმართ რა არის?

არის სერიოზული შეცდომები დაშვებული ომიკრონშიც და ფარენგეიტში და ეს ჩემთვის არის უბრალო ფაქტი, რომელიც heavy rain-ში გამოსწორებული და იდეალურ დონეზე მიყვანილი.
ომიკრონისაც და ფარენგეიტის ნაკლებიც, რაც ძირითადათ თამაშის ბოლოს იჩენს თავს საკმარისი იყო ჩემთვის რომ საკმაოდ კარგი პოზიტიური დასაწყისის დამსახურება წაეშალა.

მექანიკაზეც კვლავ ჩემ აზრზე ვარ და არგუმენტებიც მოვიყვანე, არ შეილება უბრალოდ რენდომით ჩადო თამაშში 15 მექანიკა და თქვა რომ ინოვაციურია ამის გამო, უნდა ჯდებოდეს საერთო სურათში და რაღაცას მატებდეს, beyond good and evil აიღე მაგალითად ყველანაირი გეიმლეი არის შიგნით თითქმის და არცერთი არ ჩანს ზედმეტი ან უხეშად ჩახერგილი. ომიკრონში კიდე ოხრად იყო მსგავსი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 9463
Contact:

Omikron: The Nomad Soul

Unread post#11 » 16 Oct 2012 03:24

მექანიკის თავსებადობის ხარისხს თამაშის ჟანრის განსაზღვრასთან რა კავშირიაქ? მითუმეტეს როდესაც შენ თვლი რო ცუდათ არის ერთმანეთთან შერწყმული და ეს საერთოდ აღიარებული ფაქტი არ არის? ))

მესმის, რომ heavy rain-ში ყველაფერი იდეალამდეა მიყვანილი, მაგრამ მოცემულ თამაშსაც ბევრი ღირსეული მომენტი გააჩნია და ისეთი კრიტიკა რომელიც ამბობს, რომ თურმე Omikron-ში მოცემული ყველა სახის გეიმფლეი მექანიკა იმდენად ცუდია, რომ მისი ჟანრის განსაზღვრაც არ შეილება, მართლა არ მესმის.
https://coub.com/view/24rzbh

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 19 guests