The Elder Scrolls, Retrospective

თემების ფორმატები # საერთო შთაბეჭდილება # მიმოხილვა # ანალიზი # სერიის რეტროსპექტივა # სხვა
User avatar
Tom Clancy
Posts: 1546
Contact:

The Elder Scrolls

Unread post#1 » 24 Feb 2012 22:29

ალამი აუდიტორიას.

ეს თემა მოიცავს The Elder Scrolls სერიების შექმნის/წარმოების ისტორიას და მის ევოლუციას, საჭირო, საინტერესო ინფორმაციით. ტექსტი საინტერესო წასაკითხი უნდა იყოს როგორც სერი(ებ)ის მოყვარულისთვის, ასევე მის სამყაროში ახლად შესული პიროვნებისთვის. თემაში მაქსიმალურად ვეცდები არ გავავლო პარალელი სხვა თამაშებთან, შესაძლოა ეს მოხდეს მინიმალური რაოდენობით, ისიც მხოლოდ დადებითი მხარის აღნიშვნით. ამ თემაში გადავხედავთ სერიის ისტორიას, '2011 წლის თამაშის' (2011 GotY) წინაპრებს და დეველოპერების გუნდის 20 წლიან გზას. შიგადაშიგ იქნება ცალკეული თამაშებისა და ზოგადად სერიის აღწერა/დახასიათება. აქვე მივაწერ, ვიცი, რომ თემა ზედაპირულია და მხოლოდ ზოგად ინფორმაციას შეიცავს. ჩემი დროში შეზღუდულობის, თემის მოკლე დროში დაწერის და სერიების უზარმაზარი ინფორმაციული ბაზის გამო ვერ ჩავუღრმავდებოდი თემაში მოყვანილ ვერც-ერთ საკითხს, ამიტომ ტოპიკს overall სახეს მივცემ და შემდეგ, ნაწილ-ნაწილ განვავრცობ. გამოხმაურებები შესაძლებელია მოვაქციოთ როგორც ნაწერი თემის, ასევე ზოგადად Elder Scrolls-ის სერიების განხილვის ჩარჩოში. ასევე სასურველია შემოთავაზებულ იქნას იდეები თემის განვრცობის, განახლების მიმართულების შესახებ. ტოპიკს მოგვიანებით დაემატება spin-off-ების (Redguard, Battlespire) აღწერა.

The Elder Scrolls

Elder Scrolls-ის თამაშები პირველ რიგში ცნობილნი არიან მათი დიდი, უნიკალური და მდიდარი შიგთავსით სავსე სამყაროებით და მათში არსებული მოთამაშეზე მინიჭებული თავისუფლებით. სერიების დევიზია - "იყავი ვინც გინდა, აკეთე რაც გინდა" ("Be whoever you want, do whatever you want"), ასევე - "იცოცხლე სხვა სიცოცხლე, იცხოვრე სხვა სამყაროში" ("Live another life, in another world"). დეველოპერები თითოეულ თამაშში ცდილობენ გაამართლონ მათი დევიზი და მიანიჭონ მოთამაშეს მაქსიმალური თავისუფლება. მოთამაშეს დიდი და ფართო არჩევანი პერსონაჟის როგორც შექმნის, ასევე განვითარების კუთხით. თითოეულ თამაშში შესულია სამყაროს რასები (მათგან უმრავლესი არჩევითი), ყველა მათგანს აქვს ისტორია, რომელიც აყალიბებს მათ ფილოსოფიასა და ხასიათს. ნახსენებ ისტორიაში რასიული მხარე ზღვაში წვეთია მის მთლიან სახესთან შედარებით. თუმცა მასზე საუბარი შორს წაგვყივანს და იმ თემიდან გადაგვიყვანს, რის გამოც ახლა თამაშებში არსებული თამაშს დაქვემდებარებული playable რასები ვახსენე. პერსონაჟის შექმნისას რასებს შორის გადაწყვეტილების მიღება მოთამაშისთვის იდეალური პერსონაჟის შექმნის შესაძლებლობას აფართოვებს. რასებს შორის სხვაობა მხოლოდ გარეგნობაში არ გამოიხატება, მათი ფიზიკური მონაცემები და მორალური ხასიათი ერთმანეთისგან განსხვავებულია. რასების ევოლუციის ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ აქ - Evolution of Elder Scrolls Races - From Arena to Skyrim პროტაგონისტს არც-ერთ თამაშში არ აქვს სიუჟეტური ფონი (back story), ეს საკითხიც დამოკიდებულია მოთამაშეზე და მის ფანტაზიაზე. თამაშის დაწყებისას მიღებულია სტანდარტი (ეხება ყველა ნაწილს) - თამაშის გახსნა ხდება დახურული სივრცის ლოკაციაში, სადაც, როგორც წესი, მოთამაშე სწავლობს მექანიკის მარტივ სისტემას მცირე ტუტორიალის სახით (ექვემდებარება ჩართვა/გათიშვას), მცირე დროის შემდეგ კი - მას შემდეგ რაც მოთამაშე ეუფლება თამაშის მართვას - ჩვენს წინაშე გადაიშლება მასიური სამყარო, რომელიც დაუვიწყარ მომენტს ტოვებს ჩვენს მეხსიერებაში. თუ გითამაშიათ, გაიხსენეთ მოროვინდის დაწყებისას გემიდან გამოსვლის ან ობლივიონისა და სკაირიმის პირველი დანჯენიდან გაღწევის მომენტი. მსგავსი opening ფორმატი სამყაროს კვლევის წყურვილს უფრო ამძაფრებს და თამაშის გახსნილობას განსაკუთრებულ ეფექტს სძენს. როდესაც ზოგადად Elder Scrolls-ის სერიებზე მიდის საუბარი, არ შეიძლება არ იყოს ნახსენები მისი მოდერთა ჯგუფი (mod community), რომელიც მის თამაშებს ბევრად მეტ ღირებულებას აძლევს, ვიდრე ეს მის არ-არსებობის შემთხვევაში იქნებოდა. ეს უკანასკნელი აფართოვებს ყველანაირი თავისუფლების გზას მომხმარებლებში - გვეხმარება მოვირგოთ თამაში ინდივიდუალური გემოვნებისა და შეხედულებების მიხედვით, ამოვიღოთ/ჩავამატოთ/შევცვალოთ/გავაუმჯობესოთ შიგთავსი. ეს ყველაფერი კი დეველოპერებისთვისაც სასარგებლოა - ერთიდან მეორე სერიაში გადასვლისას ყოფილა შემთხვევები, რომ ამა-თუ-იმ დეტალის არსებობაზე გავლენა მოუხდენია ფანის მიერ შემუშავებულ მოდს. სერიებში კომპოზიტორებად წარმოდგენილნი არიან Eric Herberling (Arena, Daggerfall) და Jeremy Soul (Morrowind, Oblivion, Skyrim).
The Elder Scrolls Chapter I: Arena
>>>
პატარა არენიდან დიდ სამყარომდე

The Elder Scrolls სერიების ისტორია იწყება 1992 წლიდან. ეს არის დრო, როდესაც მოხდა საბედისწერო ცვლილება Bethesda Softworks კომპანიის ისტორიაში. ცვლილება გულისხმობს კომპანიის თამაშების წარმოების მიმართულების შეცვლას, მათი ერთის მეორე ჟანრით ჩანაცვლებას, რაც მოხდა Arena-ს სახით. ამ უკანასკნელის გამოცემამდე კომპანია ძირითადად მისი სპორტული ჟანრის თამაშებით იყო ცნობილი, მას შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. თამაშის შექმნაზე მუშაობის მთავარ ინიციატორებად მიიჩნევიან Ted Peterson, Vijay Lakshman და Julian LeFay. ამ ადამიანებმა წამოიწყეს მუშაობა იმ თამაშზე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა როლური თამაშების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, წარმატებულ და საკულტო სერიებს. სწორედ ამ თამაშზე მუშაობისას შეუერთდა Bethesda Softworks-ს ტოდ ჰოვარდი, რომელიც დღეს მის სახეს წარმოადგენს. კომპანიაში მისი პირველი სამუშაო იყო Arena-ს CD ROM ფორმატში გატესტვა. სხვათაშორის, თამაშის CD ROM-ის ვერსიაში ჩამატებული იყო რამდენიმე პერსონაჟის გახმოვანება და CGI ვიდეო კადრები.

The Elder Scrolls: Arena Official Trailer - >>>

იდეაში, Arena უნდა ყოფილიყო შუა საუკუნეების თემატიკაზე შექმნილი გლადიატორული თამაში. თამაშის მთავარ აზრს წარმოადგენდა მოთამაშისა და მისი გუნდის არენაზე ასპარეზობა, სამყაროში მოგზაურობა კი მხოლოდ ერთი მიზნით ხდებოდა - ერთი არენიდან მეორეში გადასასვლელად. ეს ხდებოდა მანამ, სანამ მთავარი პერსონაჟი სამყაროს ცენტრალური ქალაქის, Imperial City-ს არენაში არ გაიმარჯვებდა და მიიღებდა "Grand Champion"-ის წოდებას. ამასთან, მოთამაშეს შეეძლო უმნიშვნელო კვესტების აღება/შესრულებაც. ეს იდეა რადიკალურად განსხვავდება იმ სახისგან, რომელიც თამაშმა საბოლოოდ მიიღო. თამაშის წარმოებასთან ერთად, დეველოპერების ხედვა შეიცვალა და თამაშის იდეაც გაფართოვდა. მის მარტივ სტრუქტურას დაემატა როლური ელემენტები, ქალაქები, დანჯენები, სათადარიგო დავალებები და აქამდე მთავარი აზრი ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა. თამაშს უკვე წარმოადგენდა კვესტების მრავალფეროვნება, დიდი სამყარო, ბევრი ლოკაცია, პერსონაჟის განვითარების ბევრი გზა, etc. ბევრისთვის საკვირველია, თუ რატომ ჰქვია თამაშს Arena, მაშინ, როდესაც მასში საერთოდ არ არსებობს ის არენა, რომელიც თავდაპირველად მის შექმნის მიზეზს წარმოადგენდა. წარმოების მიმართულებისა და თამაშისთვის სახის შეცვლის შემდეგ მასზე მომუშავე გუნდმა გადაწყვიტა, შეეცვალა მისთვის სახელი და სათაურიდან ამოეღოთ სიტყვა "არენა". თუმცა მათ აქაც იცვალეს აზრი და ასე არ მოიქცნენ. თამაშს სახელი შეუნარჩუნდა, თუმცა მის უკან იდეა შეიცვალა. ამ შემთხვევაში არენა მთლიანად სამყაროს გულისხმობს, ტამრიელის იმპერიის საშიში და შემზარავი სახის წარმოსაჩენად. თამაში ითამაშება პირველი პირის ხედვით. საბრძოლო პროცესში უმთავრესი დატვირთვა აქვს მაუსს. Fast Travel-ს სხვა, უფრო მეტი ფუნქცია აქვს, ვიდრე სერიის სხვა თამაშებს. კერძოდ: მის გარეშე შეუძლებელია ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლა (იგულისხმება free roam-ით major ქალაქების მიღწევა). თუმცა სამყაროს კვლევისას შესაძლებელია გადავაწყდეთ უამრავ დანჯენს, ტავერნას, პატარა დასახლებას. Arena საკმაოდ ცივია ახალი მოთამაშეების მიმართ. თამაშის დასაწყისში სიკვდილის დიდი შანსია. ეს გამოწვეულია იმით, რომ თავიდანვე შესაძლებელია მოთამაშესთან შედარებით მაღალი ლეველის მტრის გამოჩენა. სიუჟეტში მთავარ როლს ირგებს გმირი, რომელმაც უნდა დაამარცხოს Jagar Tharn, იმპერატორ Uriel Septim VII-ეს გამყიდველი მებრძოლი მაგიკოსი, რომელმაც "ქაოსის კვერთხის" (Staff of Chaos) საშუალებით იმპერატორი გამოამწყვდია ობლივიონის რეალმში. მოთამაშეს მთავარ მიზანს წარმოადგენს დანაწევრებული კვერთხის რვა ნაწილის პოვნა, შეგროვება, იაგარ თარნის დამარცხება და იმპერატორის კვლავ კვერთხის საშუალებით მუნდუსზე დაბრუნება. თამაშში განვითარებული სიუჟეტის ნაწილის წიგნის სახით წაკითხვა შესაძლებელია სერიის მომდევნო თამაშებში - Daggerfall, Morrowind, Oblivion, Skyrim, სახელად "The Real Barenziah".
The Elder Scrolls Chapter I: Arena-ს შემქმნელები იყვნენ/არიან სამაგიდო, pen an' paper როლური თამაშების ფანები. სწორედ მათი ზეგავლენის შედეგად შეიქმნა Elder Scrolls-ის სამყარო. ხოლო უშუალოდ თამაშ Arena-ს შექმნაში დიდი გავლენა აქვს Ultima Underworld-ს

თამაში დაწერილია DOS სისტემისთვის. რამდენიმე წლის წინ, Daggerfall-თან ერთად, გახდა ოფიციალურად უფასო და მისი გადმოწერა შესაძლებელია ოფიციალური საიტიდან, შემდეგი ბმულის გამოყენებით -Download Full Arena Game
note: DOS-ის გადმოწერა/დაყენება/გამოყენებისთვის გამოიყენეთ შემდეგი თემა - http://gameover.ge/index.php?showtopic=1720

The Elder Scrolls Chapter II: Daggerfall
>>>
მეორე გრაგნილი

სერიებში რიგით მეორე ნაწილ Daggerfall-ზე მუშაობა მისი წინაპრის, Arena-ს რელიზისთანავე დაიწყო. ხოლო გამოვიდა 1998-ში. "არენას" შემთხვევის არ იყოს, თამაშის იდეა და მისი საბოლოო სახე განსხვავდებიან. მის შექმნაზე მუშაობა დაიწყო იმ იდეით, რომ მას ერქმეოდა Mournhold და განვითარდებოდა ტამრიელის კონტინენტის პროვინცია მოროვინდში. საბოლოოდ კი თამაშმა მოიცვა High Rock და Hammerfell-ის პროვინციები. თამაშის სამყარო ძალიან გაშლილ, დიდ ბრიტანეთზე ორჯერ ფართო მასშტაბს წარმოადგენს. ზუსტი მონაცემებით, მასში შესულია 15K ქალაქი 750K NPC. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მის მასშტაბებთან ერთად, თამაშის სამყაროში ყველაფერი შემთხვევით გენერირებადია, ანუ არ არის შეკრული და hand crafted, როგორც Morrowind, Oblivion და Skyrim. გეოგრაფია და პერსონაჟებიც ნაკლებად დეტალიზირებულია. თამაში დაწერილია XnGine, ერთ-ერთ პირველ 3D ძრავზე.

The Elder Scrolls: Daggerfall Official Trailer - >>>

Arena-ს პერსონაჟის აგებულებისა და განვითარების სისტემისგან განსვავებით, Daggerfall-ში მოთამაშეს ეძლევა შესაძლებლობა გამოიყვანოს მისი საკუთარი, custom კლასი (არენაში უბრალოდ მოცემული, მზა კლასების არჩევაა შესაძლებელი პერსონაჟისთვის). თამაშში არსებობს სპელების შექმნის სისტემა (spell creation), რომლის საშუალებითაც მოთამაშეს შეუძლია შექმნას საკუთარი სპელები სხვადასხვა ეფექტით, რის შედეგადაც თამაში ავტომატურად გამოითვლის ამა თუ იმ სპელისთვის მანას დანახარჯს/ღირებულებას (mana cost), რაც ხდება არჩეული ეფექტების სიმძლავრის მიხედვით. თამაშსი მოცემულია სხვადასხვა გილდია, ორდერი, რელიგიური კულტი, რომლებთანაც ინტერაქციაც მოქმედებს მოთამაშეს რეპუტაციაზე სხვა NPC-ებში. ყველა მათგანი შეიცავს საკუთარ უნიკალურ დავალებებს, სიუჟეტური ხაზებით. Daggerfall არის ქალაქი ბრეტონთა (რასა) სამშობლო High Rock-ში. სიუჟეტი ვითარდება მოთამაშის ირგვლივ, რომელიც ასრულებს იმპერატორის მიერ დავალებულ ორ მისიას - გაათავისუფლოს მეფე Lysandus-ის სული და გაარვკიოს, თუ რა მოუვიდა მის მიერ ბლეიდების (იმპერატორთა მცველი და დრაკონების წინააღმდეგ მეომარი გილდია) ჯაშუშისადმი გაგზავნილ წერილს. Daggerfall-ს აქვს სიუჟეტის ექვსი სახის დასასრული.

როგორც ზემოთ იქვა, Daggerfall, Arena-სთან ერთად, გახდა უფასო და მისი გადმოწერა შესაძლებელია ოფიციალური საიტიდან, ხოლო გაშვება - DOS-ის ემულატორით.
Download Full Daggerfall Game

The Elder Scrolls III: Morrowind
>>>
ახალი ერა სერიების ისტორიაში


მესამე ნაწილი The Elder Scrolls სერიებში. მესამე და ბევრისთვის დღესაც ფავორიტი. მის წინამორბედებთან შედარებით, Morrowind-ში რადიკალურად არის შეცვლილი სამყაროს შექმნის პრინციპი და სახე. თუ აქამდე (Arena/Daggerfall) სამყაროში დიდი რაოდენობით, მაგრამ ძირითადად ერთფეროვანი კონსტრუქციები და ლანდშაფტი სჭარბობდა, მოროვინდში შედარებით პატარა (ეს Daggerfall-ის მასშტაბებთან შედარებით, თორემ ვვანდერფელის არეალი დღესაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამყაროა თამაშებში) და დეტალიზირებული გარემოა. შენობა-ნაგებობებს საუცხოო და მომხიბვლელი იერი გააჩნიათ. საუცხოო და დიდებულაია მათი არქიტექტურაც, რომელნიც ერწყმიან ვვანდერფელის ასევე საუცხოო და უნიკალურ გარემო-მიდამოს. ჩაღრმავებულია პერსონაჟები და მათთან ინტერაქციის საკითხიც. Elder Scrolls-ის სამყაროთი დაინტერესებულ პირს პირველ რიგში მოროვინდს ვურჩევდი, რადგან რასული პოლიტიკა და თვითონ სამყაროს ისტორია შიგ ჩემთვის საუკეთესოდ არის მოცემული. თამაშში არსებული უნიკალური გარემო-ატმოსფერო კი ამ ყველაფერს განსაკუთრებულ ხიბლს აძლევს.

The Elder Scrolls III: Morrowind Official Trailer - >>>

თამაში იწყება მოროვინდის (ტამრიელის პროვინცია) ნაპირებს მომდგარ გემში მყოფი პერსონაჟის ხილვითა და გაღვიძებით. ხილვაში მას ჩაესმის შემდეგი სიტყვები:
"They have taken you from the Imperial City’s prison, first by carriage, now by boat. To the east, to Morrowind. I am Azura, Queen of the Night Sky and Mother of the Rose. I am your protector. Fear not, for I am watchful. You have been chosen."
რის შემდეგაც ეღვიძება, ხედავს პირველ პერსონაჟს, დანმერს, გადის გემიდან, ივლის პატარა ტუტორიალს თამაშის მექანიკასთან დაკავშირებით, ირჩევს სახელს, რასას, სქესს, კლასს და დაბადების ნიშანს, ამის შემდეგ კი ეზიარება მოროვინდის დაუვიწყარ სამყაროს...
პერსონაჟის სკილების განვითარებისთვის საჭიროა პრაქტიკა, სწავლა ან ვარჯიში.
მთავარი სიუჟეტი შეეხება მოთამაშის გმირს, რომელიც არის Nerevarine, ღვთაება Nerevar-ის ხორციელი სახე, და რომელმაც უნდა დაამარცხოს ბოროტი ღვთაება Dagoth Ur (რომელმაც Lorkhan-ის გულის - არტეფაქტი, ამ უკანასკნელზე ვრცლად თემის გაფართოებისას ვისაუბრებთ - საშუალებით მოიხვეჭა უკვდავება) და მისი მიმდევრები. მთავარი სიუჟეტის დასრულების შემდეგ თამაში არ სრულდება და სამყაროს კვლევა/სათადარიგო დავალებების შესრულება კვლავ შესაძლებელია.

(განსაკუთრებით განივრცობა ამ თამაშის აღწერა/დახასიათება, მიემატება წარმოება/გეიმფლეი).

თამაშის გადმოსაწერი ბმული (შესულია ექსპანსიებიც) -_[V]]TES III: Morrowind + Bloodmoon + Tribunal

თამაშის ორ დამატებაზე (Tribunal, Bloodmoon) მოგვიანებით.
The Elder Scrolls IV: Oblivion
>>>
კაპიტალური სერია


Oblivion, TES-ის მეოთხე სერია. თავდაპირველად გამოვიდა 2006-ში Windows და Xbox360 პლატფორმებზე, ხოლო ერთი წლის შემდეგ კი PS3-ზეც. თამაშის წარმოება დაიწყო 2002 წელს, მოროვინდის რელიზის შემდეგ. მას შემდეგ, რაც გუნდმა მოროვინდში ძირითადი აქცენტი სტილისტიკას მიაქცია (თუმცა თავისი დროისთვის ტექნიკურადაც საკმაოდ მაღალ დონეზე იდგა) და მაქსიმალურად ეცადა შეექმნა და გადმოეცა განსხვავებული ატმოსფერო, ობლივიონის შემთხვევაში დევ-ჯგუფი უფრო ტექნიკურ გრაფიკაზე გახდა ორიენტირებული. ვერ ვიტყვით, რომ თამაში უსულოა და მხოლოდ ახალი ძრავის საშუალებით მიღწეული ვიზუალური შედეგის დემონსტრაციაა, თუმცა მის წინამორბედთან შედარებით მოიკოჭლებს სიღრმეში, ატმოსფეროში და დეტალიზაციაში. მიუხედავად ამისა, Oblivion ძალიან წარმატებული და დამსახურებული პროექტია. მასში მცირე ზომის შრომა არ არის ჩადებული და სერიებშიც საკმაოდ ბევრი ახალი მოთამაშე ჰყავს გაჩენილი.

The Elder Scrolls IV: Oblivion Official Trailer - >>>

წინაპრისგან განსხვავებით, რომლის სეთინგიც უცხო, მისტიური და საოცარი აღმოჩენებით სავსე სამყარო (Vvanderfell, Morrowind) გახლდათ, Oblivion უფრო ცივ, სტანდარტულ ადგილს ირჩევს. ისტორიის მიხედვით, Cyrodiil კონტინენტის კაპიტალისტური პროვინციაა, სადაც მდებარეობს დედა-ქალაქი Imperial-City (one with that arena : D). მწვანე, ცისფერ და ლურ ფერებში გადაწყვეტილი სამყარო რადიკალურად განსხვავდება მოროვინდის რუხი და იდუმალი ატმოსფეროს მქონე სამყაროსგან. თუმცა რამდენიმე გრაფიკული მოდი და ეს ფერებიც რადიკალურად შეიცვლება : D (dat joke).
სიუჟეტი კვლავ ამოუცნობი პატიმრის თვალებიდან იწყება. ამ შემთხვევაში იმპერატორი მას თავად ეწვევა და დიდ ხანსაც ვერ გასტანს. გმირი მის საბედისწერო დავალებას იმპერატორისგან იღებს, რომელიც სიტყვის დასრულების არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ გარდავა აწმყო რეალმიდან. თამაშის მთავარ პროტაგონისტს წარმოადგენს Mankar Camoran, Mehrunes Dagon-ის მიმდევარი ბოროტი, შეშლილი მეიჯი. სიროდიილი ივსება ობლივიონის რეალმში მიმავალი ჯოჯოხეთური კარიბჭეებით, რომელსაც ამაყად ხურავს ჩვენი გმირი. რა თქმა უნდა, მთავარ ქუესთთან ერთად მოთამაშეს სხვა ბევრი და არა ნაკლებ საინტერესო სათადარიგო დავალებების შესრულება შეუძლია.

თამაშის გადმოსაწერი ბმული (შესულია ექსპანსიებიც) - TES IV: Oblivion w/ DLCs

Shivering Isles-ზე მოგვიანებით.

The Elder Scrolls V: Skyrim
>>>
Fus Ro Dah!


Skyrim-ზე მუშაობა ოფიციალურად სამი წლის წინ, Fallout 3-ის წარმოების დასრულების შემდეგ დაიწყო, ფურცელზე იდეა კი ობლივიონის რელიზიდანვე იწერება.მოროვინდის, ობლივიონის და FO3-ის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა დეველოპერების წევრთა რაოდენობა, სტუდიამ შეიძინა ბევრი ახალი ნიჭიერი ადამიანი, უკვე სტაჟირებულმა პერსონალმა კი ახალი ხედვით განაგრძო კრეატივის თამაშში ჩადება. დეველოპმენტის პერიოდში მთავარი მოტივაციას წარმოადგენდა ამ თაობის კონსოლების რესურსების მაქსიმალური გამოყენება და რაც შეიძლება მეტი კონტენტის ჩადება მასიურ, სიცოცხლით სავსე სამყაროში. მუშაობის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ VGA 2010-ზე სრულიად მოულოდნელად ტოდ ჰოვარდმა Elder Scrolls-ის მეხუთე სერია ოფიციალურად დააანონსა. ანონსის შემდეგ Bethesda Game Studios-ის ფორუმებში იმდენი ხალხი შევცვივდით, სერვერები მოკვდა და დროებით ფორუმებიც გაითიშა. აღდგენის შემდეგ კი შეიქმნა მრავალი excited თემა თამაშის უამრავ საკითხზე თეორიებით, იმედებითა და შემოთავაზებებით.
რამდენიმე ხნის შემდეგ Matt Grandstaff-მა ფორუმზე დააანონსა პირველი გეიმფლეი ტრეილერის გამოქვეყნების თარიღი. დაიწყო საშინელი და უსასტიკესი დროის ათვლა დეკემბრის ტრეილერამდე. ბოლო წუთებში ოფიციალური გვერდის წამში ორჯერ refresh და ტრეილერის გამოჩენის დროს ისევ სერვერების სიკვდილი. თუმცა ის მალევე აიტვირთა იუტუბზე, სადაც უკვე მეორედ მოგვიხდა მონიტორების მასიურად გაწმენდა. ტრეილერის ნახვის შემდეგ ისევ უამრავი ტოპიკი, სტატია და პრევიუ მისი ანალიზისა და თამაშის მომავლის შესახებ. გაირკვა ბევრი ახალი დეტალი და შესაბამისად დაიბადა ბევრი ახალი იდეაც. ამ დროისთვის hype უმაღლეს დონეს აღწევდა. დღეები ნელა გადიოდა. თითოეული ახლად გამოქვეყნებული სქრინი თუ სტატია გულმოდგინედ ირჩეოდა და განიხილებოდა. GameInformer-მა დაიწყო სკაირიმის ერთი თვის განმავლობის ექსკლუზიური მასალის გამოქვეყნება. კადრები თამაშზე მუშაობის პროცესიდან. თამაშის მუსიკა და ხმა, ექსკურსია სტუდიაში, სკაირიმის არტი და სხვა საინტერესო ვიდეოები. მოვიდა hands-on-ებისა და პირველი პუბლიცისტური გეიმფლეი დემოების ჩვენებების დროც. ჯერ E3, მერე QuakeCon და შემდეგ PAX. ყველა ივენტი განსაკუთრებული ემოციითა და მოლოდინით სავსე გამოდგა.

The Elder Scrolls V: Skyrim Trailer - >>>

რამდენიმე წინადადებით, ოფიციალურად ასე დავახასიათებდი სკაირიმს:
ჯერემი სოულის შედევრალური მუსიკა, მეთიუ კაროფანოს არტისტული ნამუშევარი, ტოდ ჰოვარდის დიზაინერული ხედვა და სხვა უძლიერესი ხალხის ერთობლივად შექმნილი თამაში. Skyrim-ში წარმოჩენილია მოროვინდისა და ობლივიონის დადებითი თვისებები, რაც, თავის მხრივ ქმნის ახალს. სეთინგი - მრავალფეროვანი ლანდშაფტის, კონსტრუქციებისა და ნაგებობის პროვინცია, განსაკუთრებული კულტურითა და ისტორიით. ტამრიელის უკიდურესი ჩრდილოეთ პროვინცია, მთიანი, თოვლიანი რეგიონი. ასევე, ყველაზე ნაკლებად სტუმართმოყვარე მხარეებს შორის. ის უხსოვარი დროიდანაა სხვადასხვა რასის ცივილიზაციის კერა. უკანასკნელი ცნობებით, სკაირიმში დომინირებენ ნორდები, რომელთა სამშობლოდაც ითვლება. Merethic ერის გვიან პერიოდამდე მიწა მთლიანად ეკავათ ელფებს, სანამ საბოლოოდ არ გაძევდნენ Merethic ერის გვიან პერიოდში ნორდების მიერ, რომელთაც სათავეში ედგა მათი მეფე Ysgramor, რომლის მოღვაწეობის, დაბადებისა და სიკვდილის თარიღები ისტორიას არ შემოუნახავს. Skyrim ბევრი დიდი ბრძოლა-გადატანილი მიწაა, რომლის ლანდშაფტი სწორედა aმ ფაქტორის გამოა შეცვლილი და საბოლოოდ უსწორმასწორო. ადგილობრივ ნორდებს სჯერათ, რომ ისინი წარმოიშვნენ აქ, ასობით ქვის საფეხურით მისასვლელ მთა High Hrothgar'ზე, როცა ისინი უბრალოდ პროვინციაში იმიგრირებულ რასას წარმოადგენენ. სხვადასხვა ხალხის მიგრაციები სწორედ ის მიზეზი იყო, რამაც Skyrim'ს მრავალ ომ გადატანილი პროვინციის სახელი მისცა. ბრეტონები და რედგუარდები დღესაც ცნობილნი არიან, როგორც აქტიური მეამბოხეები პროვინციაში. მათი წინააღმდეგობა აღინიშნება ძირითადად ქალაქ Jehenna Elinhir'ში. Bend'r-mahk'ის ბრძოლამ რეგიონის ფართოზე ზეგავლენა მოახდინა და მიასაკუთრებინა Hammerfell'ისა და High Rock'ის ტერიტორიების მცირე ნაწილი. Skyrim'ის არქიტექტურა აისახება სიროდიილის ჩრდილოეთის ქალაქ ბრუმაში. მშენებლობაში გამოიყენება მტკიცე ქვა და მხვილი ქვა ყინვის კარგად გასაძლებად. უმეტეს წილად სახლებს გააჩნიათ სარდაფი, მიწისქვეშა ნაკვეთი. ეს საკმაოდ შეძლებული პროვინციაა, შესაბამისად აქვს მდიდარი ადგილები. "Solitude" -- ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი საგრაფოა რეგიონში, ადგილი, სადაც შედგა მეფე თაიანის ქალაქ-სახელმწიფო Dawn'ის დედოფლის, Macalla'სთან შეუღლება. მხარეში აღინიშნება მოროვინდის გავლენაც, კერძოდ Winterhold'ში, სადაც მოროვინდიდან დევნილებმა შეაფარეს თავი, და მოიტანეს იდეები დატოვებული მიწიდან.

თამაშის გადმოსაწერი ბმული -_by_R]TES V: Skyrim

შეგახსენებთ: თემა განახლდება ძირ-ფესვიანად და პერიოდულად.
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინდა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

BoromiR
Posts: 655
Contact:

The Elder Scrolls

Unread post#2 » 25 Feb 2012 07:08

მევასები ტომ.
როდესაც ზოგადად Elder Scrolls-ის სერიებზე მიდის საუბარი, არ შეიძლება არ იყოს ნახსენები მისი მოდერთა ჯგუფი (mod community)

+1
უფრო მეტს ვიტყვი. მოდერებს რომ არ გაეკეთებინებინათ ის რასაც აკეთებენ ბეთესთას თამაშების creation kit-მეშვეობით, ბეთესთა ასეთ პოპულარობას ვერ მიაღწევდა.
მე მახსოვს დღე როდესაც პირველად ვითამაშე მორროვინდი 2001 წელს. ეჰ... სექსზე მაგარი გამოცდილება იყო =D

ვახ ტო 11 წლის წინ იყო?

ღადაობა ისაა რომ ისეთ ღრმა ბავშობაში ვითამაშე როცა ინგლისური არ ვიცოდი. არ მახსოვს ვაბშე რა ხდება, განსაკუთრებით გარტყმაში არ ვარ bloodmoon+tribunal პონტებზე.
მახსოვს რომ თავიდან რუსული ვერსია მქონდა, ნუ დისკებით რაც იყიდებოდა რა. მაშინ სად იყო ინტერნეტი და რამე. და ეგ რუსული ვერსია იყო ბაგიანი. მთავარ კვესტს ვერ გადიოდი, კასსიუს კასსადიუსთან რომ მიდიოდა ( ვახ ტო მისი სახელიც მახსოვს იობანი კრაკადილ ) კვესტს ვერ ასრულებდი. ხოოოდა კაროჩე ერთი 3-4 წელიწადი ჩემი ცხოვრების გავატარე პროსტა ბოდიალობაში მორროვინდში ისე რო თამაშიც არ დამიხურავს ლოლ. მერე ინგლისური რომ ვისწავლე და აბსოლუტურად შემთხვევით ავღმოვაჩინე რომ ეგ რუსული ვერსიის ბრალი იყო მაგარი გამიტყდა..

ჯერემი სოულის შედევრალური მუსიკა, მეთიუ კაროფანოს არტისტული ნამუშევარი, ტოდ ჰოვარდის დიზაინერული ხედვა და სხვა უძლიერესი ხალხის ერთობლივად შექმნილი თამაში.

+ დაბოლილზე შექმნილი ყველაზე უკუღმართი ინვენტარი და ინტერფეისი ვიდეო თამაშების ისტორიაში
+ სიზარმაზე და 2005 წლის გამოთაყვანებული და მოძველებული ენჟინი რომელიც 2 CPU core-ზე და 3 გბ-ზე მეტს არ იყენებს ;/

jackson
Posts: 26
Contact:

The Elder Scrolls

Unread post#3 » 25 Feb 2012 20:35

მე რო კაცმა მკითხოს, Daggerfall ყველაზე მაგარია, 99-ში ვითამაშე და იმის მერე არც ერთ ТЕS-ს ისეთი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. იმას კი არ ვამბობ რო ცუდები იყვნენ, პროსტა 7 წლის ვიყავი და ისე დამარტყა, სკოლაში მასწავლებელს ვეკითხებოდი კვესტი ხომ არ გაქ მომცე მეთქი.

User avatar
SLaYeR
Posts: 4778
Contact:

The Elder Scrolls

Unread post#4 » 02 Mar 2012 13:18

წავიკითხე, სერიოზული თემაა და ძალიან საინტერესო ^^
მე დიდად არ ვიცნობ TES-ს მარა Morrowind-ის სამყარო ყველაზე enchanting არის ჩემთვის
საერთოდ თამაშებში მიყვარს რაღაც უცხოს და ორიგინალურის ძებნა, მითუმეტეს სამყაროები, მათი დამუშავება, ატმოსფერო, ისტორია (ხანდახან)
რამდენიმეს გამოვარჩევდი ალბათ, ისეთებს როგორებიც არის Shadow of The Colossus-ის ან Planescape-ის უცნაური სამყაროები (გახსენება მეზარება კიდე სხვა თამაშების)..ამათ გვერდით კი თამამად შემიძლია ვახსენო Morrowind

ისე თემა article-ებში არ უნდა იყოს?
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Riddick
Posts: 9371
Contact:

The Elder Scrolls

Unread post#5 » 02 Mar 2012 17:06

SLaYeR
არა, სერიების მოკლე მიმოხილვებია ერთად და იმიტო (შენი თემების უმეტესობა რატო არაა არტიკლებში? ))

თემას რაც შეეხება, მშვენიერია. რაღაც მუზას ველოდებოდი რო წამეკითხა და კაკრას ერთ ფინჯან ჩაისთან ერთად გავეცანი ამწამს =) რამდენადაც პატივს არუნდა ვცემდე ამ სერიას, ჩემი ისტორიაც ბოროსავით სიკვდილამდე ბანალურია (შენი პოსტი რო წავიკითხე ლამის ცრემლები წამომივიდა)) და ზუსტად ესე გაგრძელდა (ამ დედა.... მშრალხიდზე ნაყიდი, რუსული ვერსიის დისკით!)

ხოოოდა კაროჩე ერთი 3-4 წელიწადი ჩემი ცხოვრების გავატარე პროსტა ბოდიალობაში მორროვინდში ისე რო თამაშიც არ დამიხურავს ლოლ. მერე ინგლისური რომ ვისწავლე და აბსოლუტურად შემთხვევით ავღმოვაჩინე რომ ეგ რუსული ვერსიის ბრალი იყო მაგარი გამიტყდა..

ეხაც მახსოვს როგორ ვთამაშობდით მე და სპაუნიჩი. სახლი გვქონდა ხეზე და იქ ვზიდავდით ნადავლს. რავი რაზეც ფანტაზია გვყოფნიდა ყველაფერს ვჩალიჩობდით. მცირე ბიზნესი გუარდების ხოცვით დავიწყეთ. მერე მთავრობამ როზისკში რო მიგვცა, საქმიანობას მხოლოდ ღამის საათებში ვახერხებდით და "ავარდნილი" ცხოვრების ნეგატიურმა მხარემაც არ დააყოვნა, ვამპირმა გვიკბინა. მერე ამ ვაპირიზმისგან განსაკურნებლად ცურვით გადავედით Bloodmoon-ის დათოვლილ კუნძულზე (წასვლის მიზეზი არ მახსოვს, სადღაც წავიკითხეთ მგონი რო იქ ვიღაც თუ რაღაც კურნავსო). მერე ამ დათვებთან მოგვიწია სხვათკები (ბუნება და კაროჩეს პონტებში) და ერთი სიტყვით fast travel მაგრად გვეკიდა, იმენა სამყაროს კვლელვით გატაცებული ბოტანიკოსებივით ვმოძრაოდით და რა ნაგავსაც ვიპოვიდით, ყველაფერი სახში მიგვქონდა. სავარაუდოთ ბევრათ დიდი თავისუფლების გრძნობა იყო და საერთოდ სხვა მოგონებას ტოვებს თამაშზე))) მარა სიუჟეტიც მაგრად მაინტერესებდა, ნეტა იცოდეთ რამდენი ვიწვალე და რეები ვცადე, მაგრამ დაბაგული იყო... საბოლოოთ ინგლისური მაინც არ ვისწავლე სასურველ დონეზე და ამასობაში გავიზარდე კიდეც ))) ეხა თუ დავიწყებ ისიც სკაირიმს (ზაფხულში ვაპირებ).

User avatar
SLaYeR
Posts: 4778
Contact:

The Elder Scrolls

Unread post#6 » 02 Mar 2012 17:12

riddick wrote:ეხაც მახსოვს როგორ ვთამაშობდით მე და სპაუნიჩი. სახლი გვქონდა ხეზე და იქ ვზიდავდით ნადავლს. რავი რაზეც ფანტაზია გვყოფნიდა ყველაფერს ვჩალიჩობდით. მცირე ბიზნესი გუარდების ხოცვით დავიწყეთ. მერე მთავრობამ როზისკში რო მიგვცა, საქმიანობას მხოლოდ ღამის საათებში ვახერხებდით და "ავარდნილი" ცხოვრების ნეგატიურმა მხარემაც არ დააყოვნა, ვამპირმა გვიკბინა. მერე ამ ვაპირიზმისგან განსაკურნებლად ცურვით გადავედით Bloodmoon-ის დათოვლილ კუნძულზე (წასვლის მიზეზი არ მახსოვს, სადღაც წავიკითხეთ მგონი რო იქ ვიღაც თუ რაღაც კურნავსო). მერე ამ დათვებთან მოგვიწია სხვათკები (ბუნება და კაროჩეს პონტებში) და ერთი სიტყვით fast travel მაგრად გვეკიდა, იმენა სამყაროს კვლელვით გატაცებული ბოტანიკოსებივით ვმოძრაოდით და რა ნაგავსაც ვიპოვიდით, ყველაფერი სახში მიგვქონდა. სავარაუდოთ ბევრათ დიდი თავისუფლების გრძნობა იყო და საერთოდ სხვა მოგონებას ტოვებს თამაშზე))) მარა სიუჟეტიც მაგრად მაინტერესებდა, ნეტა იცოდეთ რამდენი ვიწვალე და რეები ვცადე, მაგრამ დაბაგული იყო... საბოლოოთ ინგლისური მაინც არ ვისწავლე სასურველ დონეზე და ამასობაში გავიზარდე კიდეც ))) ეხა თუ დავიწყებ ისიც სკაირიმს (ზაფხულში ვაპირებ).

აი ეს ყველაფერი თვალწინ გამიცოცცხლდა და გადავვარდი კინაღამ სკამიდან
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

BoromiR
Posts: 655
Contact:

The Elder Scrolls

Unread post#7 » 03 Mar 2012 07:42

(ამ დედა.... მშრალხიდზე ნაყიდი, რუსული ვერსიის დისკით!)

ვააახ შეენც ინჩეს ჯოოოს =DDD

განსაკურნებლად ცურვით გადავედით

LOL

fast travel მაგრად გვეკიდა

არ ქონდა მორროვინდს ეგ : : : : :)

რა ნაგავსაც ვიპოვიდით, ყველაფერი სახში მიგვქონდა

მასე ვარ მე ეხაც ფოლაუტებში, დრაგონ ეიჯებში და სკაირიმებში :(

User avatar
Riddick
Posts: 9371
Contact:

The Elder Scrolls

Unread post#8 » 03 Mar 2012 14:06

არ ქონდა მორროვინდს ეგ

მფრინავი, ცოცხალი არსებების და გემების ნაჯვარი ქმნილებები რაიყო აბა? (სახელი არ მახსოვს)

User avatar
hellwalker
Posts: 4829
Contact:

The Elder Scrolls

Unread post#9 » 03 Mar 2012 14:23

Silt -Strider ^__^
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1546
Contact:

The Elder Scrolls

Unread post#10 » 03 Mar 2012 15:56

ეგ carriage არის. როგორც სკაირიმში ეტლებია. Silt Strider-ები, ხმაურს რომ გამოსცემენ <3
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინდა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

BoromiR
Posts: 655
Contact:

The Elder Scrolls

Unread post#11 » 03 Mar 2012 17:09

აუ მაგეებს მისდღემში არ ვხმარობდი. boots +200 speed-ით დავტასაობდი ყველგან. დავა-exploit-ე ბაგი და მიხაროდა... ვივეკს მახსოვს დაჭერობანა ვეთამაშე მასე.

assassin199127
Posts: 80
Contact:

The Elder Scrolls

Unread post#12 » 06 Mar 2012 19:54

battlespire და redguard რატო გამოტოვე?

User avatar
Tom Clancy
Posts: 1546
Contact:

The Elder Scrolls

Unread post#13 » 06 Mar 2012 20:30

ჯერ-ჯერობით ბევრი რამ მაქვს გამოტოვებული. ჯერ სერიაში მთავარი ნაწილები შევიტანე. თემაშიც დავწერე და დაემატება spin-off-ებიც.
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინდა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

assassin199127
Posts: 80
Contact:

The Elder Scrolls

Unread post#14 » 07 Mar 2012 19:56

მაგათ გარდა კიდე რა არის გამოტოვებული? :/

User avatar
Tom Clancy
Posts: 1546
Contact:

The Elder Scrolls

Unread post#15 » 07 Mar 2012 21:15

Achrdili wrote:მაგათ გარდა კიდე რა არის გამოტოვებული? :/
თამაშების მხრივ პორტატული სერიები - Stormhold, Dawnstar და Shadowkey. ამათ თუ დავუმატებ UESP-იდან ავიღებ მოკლე აღწერებს და ეგ არის, მე არ მითამაშია.
დანარჩენი რაც აკლია არსებულ ტექსტებს დაემატება და გააფართოვებს თემას.
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინდა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

assassin199127
Posts: 80
Contact:

The Elder Scrolls

Unread post#16 » 07 Mar 2012 22:39

ა, ეგენი იგულისხმე... :D მე ვაპირებდი TES I -ზე თემის გაკეთებას დახურვის შემდეგ მაგრამ მერე დამეზარა. TES II - თითქმის დავხურე მაგრამ ბაგებმა სისხლი გამიშრეს.

User avatar
Riddick
Posts: 9371
Contact:

The Elder Scrolls

Unread post#17 » 26 Mar 2012 16:35

ანონიმური წყაროს თანახმად, The Elder Scrolls MMOG დაანონსება მაისში გამართულ E3 2012-ზა დაგეგმილი. პროექტის დემოსტრაცია QuakeCon-ზეც მოხდება, სადაც მასთან ერთად Bethesda თავის კიდევ ერთ ახალი თამაში Doom 4 იქნება წარმოდგენილი. ანონიმუსის ინფოს თანახმად, MMO-ს მოვლენები The Elder Scrolls შორეულ წარსულში განვითარდება, რაც საკმაოდ ლოგიკურად და სიმართლის შესაბამისად მეჩვენება.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1546
Contact:

The Elder Scrolls

Unread post#18 » 26 Mar 2012 18:15

ობლივიონსაც წაუღია მმო ტესი.

შემდეგი თაობის პროექტისთვის სამუშაო ადგილები გამოაქვეყნეს რამდენიმე კვირის წინ, ალბათ FO4 ან TES VI. mobile device-ებზეც იწყებენ თამაშების წერას. ფართოვდება სტუდია, სკაირიმით მაგარი მოგება გაუშვეს.
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინდა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

BoromiR
Posts: 655
Contact:

The Elder Scrolls

Unread post#19 » 29 Mar 2012 20:42

მთავარია მმო არ გამოუშვან და everything is peachy

User avatar
Tom Clancy
Posts: 1546
Contact:

The Elder Scrolls

Unread post#20 » 01 May 2012 22:30

დღეს მოროვინდის გამოსვლის მეათე წელი შესრულდა <3
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინდა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 18 guests