Splinter Cell, Characters Revie

თემების ფორმატები # საერთო შთაბეჭდილება # მიმოხილვა # ანალიზი # სერიის რეტროსპექტივა # სხვა
Disturbed
Posts: 195
Contact:

Splinter Cell

Unread post#1 » 13 Nov 2011 16:57

Splinter Cell: მთავარი პერსონაჟები
====================================================================
>>>

Lawrence Williams
==================
>>>

ლაურენს უილიამსი.ახალი წევრი NSA-ში,რომელმაც წამოიწყო და შექმნა
ახალი,საიდუმლო ორგანიზაცია ''მესამე ეშელონის'' სახელწოდებით.ლაურენსი იყო ამბიციური
და გამოცდილი პოლიტიკური ფიგურა.უილიამსი ჩნდება PS2,XBOX-ისა და Gamecube-ის ვერსიებში,
მაგრამ ის იხსენიება ხიშამ ხამზას სახელით XBOX 360-ის,PS3-ისა და PC-ის ვერსიებში. იმისდა მიუხედავად რომ ეს ორგანიზაცია შექმნა თვით ლაურენსმა,იგი მაინც ფიქრობდა რომ ეს სახიფათო იქნებოდა
NSA-სთვის და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისთვის.

Irving Lambert
========================
>>>

პოლკოვნიკი ირვინგ ლამბერტი იყო ''მესამე ეშელონის'' დირექტორი და
Sam Fisher-ის ინსტრუქტორი NSA-ში მოსვლიდან.ლამბერტს ევალებოდა Sam Fisher-ისთვის ინფორმაციის გადაცემა ყოველი დავალების პროცესში.Sam Fisher-ის ადგილმდებარეობა დგინდებოდა
სპეციალური მოწყობილობით,რომელიც სემს ქონდა მიმაგრებული ყურის ქვეშ.ამ დანადგარს კოხლეარული იმპლანტი( დაახლოებით ისეთივე და იმავე ფუნქციის შემსრულებელი,როგორიც ჯეისონ ბორნს ქონდა ჩამაგრებული ორგანიზმში).ეს იმპლანტი საშუალებას იძლეოდა გაეგოთ
Sam Fisher-ის ადგილმდებარეობა,მდგომარეობა და მოწინააღმდეგის სტატუსი.ლამბერტი აგრეთვე იყო Fisher-ის უახლოესი მეგობარი.ლამბერტის გახმოვანება დაევალა დონ ჯორდანს,მაგრამ მას მოუწია ერთი სერიის გამოტოვება ''Pandora Tomorrow'',რომელშიც გაახმოვანა დენის ჰეისბერტმა,სერიალების 24 საათისა და The Unit-ის ვარსკვლავმა.

Sam Fisher
===================================================================
>>>

უფროსი ლეიტენანტი Samuel Leo Fisher-ი,რომელიც არის მთავარი პერსონაჟი თამაშისა Splinter Cell.ეს პერსონაჟი შექმნა Ubisoft-მა და რეკომენდაცია გაუწია Tom Clancy-მა.Sam Fisher-ი მონაწილეობას იღებდა ''მესამე ეშელონის'' ახალ პროექტში,რომელსაც Splinter Cell-ი ეწოდებოდა.ეს პროექტი იყო სრულიად გასაიდუმლოებული,რომელიც ეკუთვნოდა ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების დეპარტამენტს.პერსონაჟი გაახმოვანა მაიკლ ირონსაიდმა.

Anna Grímsdóttir
==========================================
>>>

ანა გრიმსდოთირი იყო კომუნიკაციების ექსპერტი ''მესამე ეშელონში''.მას ევალებოდა Fisher-ის ტექნიკური უზრუნველყოფა დავალების შესრულების პროცესში,დიდი სირთულის ტექნოლოგიებთან შეხებისას ინფორმირება.პერსონაჟი გაახმოვანა კლაუდია ბესომ.

პროფილი - Sam Fisher Navy SEAL Gulf War
=================================================================
>>>

სამხედრო ვეტერანი ასობით გასაიდუმლოებული ომებისა. Sam Fisher ითვლება ერთ-ერთ გამოცდილ და გაწვრთნილ ოპერატიულ მუშაკად სადაზვერვო საქმიანობაში.NSA-ში მუშაობამდე იგი მუშაობდა CIA-ში(ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში),სპეცდანიშნულების რაზმში,სადაც მან მიიღო უფროსი ლეიტენანტის წოდება. მანდ დატოვა სამსახური 1996 წელს,მაგრამ ფორმაში ჩამდგარი და მოწესრიგებული დაბრუნდა 2004 წელს სრულიად გასაიდუმლოებულ ფილიალში,''მესამე ეშელონში'',NSA-ში.Fisher-ი ითვლებოდა მოხერხებულობის ექსპერტად.მას განვლილი ჰქონდა პრაქტიკა სხვადასხვა ტექნოლოგიურ სამუშაოებში.ის ძალიან გამოცდილია შეიარაღებულ და შეუიარაღებელ ბრძოლაში.კარგად ფლობს რამოდენიმე ენას, მაგალითად რუსული, კორეული, არაბული, გერმანული, ჩინური, პერსიული და ესპანური, უპირატესობას ანიჭებს მარტო მუშაობას. თუმცა არც ისე ბევრი რამ არის ცნობილი მის ადრინდელ ცხოვრებაზე.ცნობილია რომ მან დაამთავრა სამხედრო სკოლა-ინტერნატი მალევე,როცა მშობლები დაიღუპნენ.მაშინ ის პატარა იყო.აგრეთვე მას მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი პოლიტოლოგიის სპეციალობაში.Sam Fisher-ის ბავშობის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია 1980წლის ასაკამდე.მისი არგასაიდუმლოებული ბიოგრაფია ამტკივებს,რომ იგი 1980 წლის მერე ფიქსირდება შეერთებული შტატების,საჰაერო სამხედრო ბაზაში,დასავლეთ გერმანიაში,სადაც სემი შეხვდა NSA-ის კრიპტანალიტიკს რიგან ბერნს,რომელიც მოგვიანებით ცოლად მოიყვანა(დაახლოებით 1984 წლის დასასრულსა და 1985 წლის დასაწყისის პერიოდში),იმის შემდეგ რაც მან გაიგო,რომ რიგანი ორსულად იყო.სავარაუდოდ ამ პერიოდში სემის მეუღლე საქართველოში მუშაობდა დიპლომატ-თანაშემწედ.1985 წლის ზაფხულში რიგანმა გააჩინა ერთადერთი შვილი სარა (მაისი 31). ოთხი წლის ქორწინების შემდეგ სემი და რიგანი დაშორდნენ ერთმანეთს. რიგანი მოგვიანებით გარდაიცვალა კიბოს დაავადებით,როდესაც სარა 15 წლის იყო(სადღაც 2000წ 15,16,17 წლის,დაახლოებით).1989 წელს სემმა მიიღო მონაწილეობა CIA-ის ოპერაციაში სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად,როდესაც ისინი შევიდნენ პანამის ერთ-ერთ ბანკში ნარკობარონ მანუელ ნორიეგას ფულის მოსაძებნად.სემი აგრეთვე ვეტერანია პერსიის შენაკადთან მომხდარ ომში(1990-1991).აგრეთვე სენეგალ-მავრიტანიის სპეცოპერაციაშიც მიიღო მონაწილეობა(1989-1991). ამ ყველაფერმა დიდი როლი ითამაშა იმაში,რომ სემი აიყვანეს ''მესამე ეშელონში'' პროექტი ''Splinter Cell''.როდესაც ის შეხვდა ირვინგ ლამბერტს,პოლკოვნიკმა სემი დაარწმუნა მის შესაძლებლობებში და მოუწოდა აქტიურ შამუშაოში ჩაბმისაკენ. ამ ორი ათწლეულის განმავლობაში Sam Fisher-ი მონაწილეობას იღებდა მრავალრიცხოვან შეიარაღებულ კონფლიქტებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით,მეტწილად არატრადიციულებშიც. მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ის მსახურობდა ცხელ წერტილებში,ისეთი როგორებიცაა პერსიის შენაკადი მაგალითად ერაყი, ქუვეითი, ირანი, კოლუმბია, სენეგალი და ავღანისტანშიც კი, ასევე შენიღბულ დავალებებში ჩრდილოეთ კორეა, სამხრეთ კორეაში, რუსეთში, პანამაში, ყოფილ აღმოსავლეთ გერმანიაში, მიანმარში, ჩინეთში და საქართველოს რესპუბლიკაში. ამ ფარულ ოპერაციებში ის არა მარტო გადარჩა,არამედ უდიდესი სიძნეელები გადაიტანა. იგი იყო სავსე გაუმაძღარი ცნობისმოყვარეობით და პატიოსნებით. საბრძოლო მომზადებამ და ჯაშუშობამ განაპირობა მისი ზრდასრულ ადამიანად ჩამოყალიბება,მისი ტაქტიკური გამოცდილების ნაწილი გახდა ინსტიქტი.იგი არის წყნარი,ინსტიქტით სავსე და დაკვირვებული. მიუხედავად იმისა რომ ის ყოველთვის სრულად აცნობიერებს და დარწმუნებულია თავის შესაძლებლობებში,ხვდება რომ მისი გადარჩენა,ზოგჯერ ღმერთის საჩუქარიც შეიძლება ყოფილიყო. მაღალ დონეზე გაწვრთნილი,კვალიფიცირებული და გამოცდილი.ფიშერს აქვს მკაფიოდ მუქი იუმორი,რაც ხელს უწყობს შიშის დაძლევას და იმას რომ კონტროლი არ დაკარგოს.აგრეთვე რაც მთავარია განსხვავებით სხვა ახალგაზრდა თანამშრომლებისა ის არ არის ბრმა იდეალისტი. მაგრამ დისციპლინის მისაღწევად,აუცილებელი თავისი საქმისთვის,თავის თავში ფიშერს მოუწია დაემარხა ზოგიერთი ასპექტი.მან შეიძინა ,,შესანიშნავი შრამების კოლექცია’’. ალბათ ცოტა რამ თუ დარჩა მას დასამტკიცებელი მსოფლიოსთვის,ის არ მიისწრაფის დიდებისკენ.თუ სემ ფიშერი იბრძვის,ეს იმიტომ რომ მას სჯერა,მას შესწევს ძალა მოახდინოს პოზიტიური ცვლილებების პროვოცირება.

>>>

Bulletstorm
Posts: 114
Contact:

Splinter Cell

Unread post#2 » 29 Nov 2011 22:59

>>>

>>>

მარტო მე ვამსგავსებ?

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 16 guests