Legacy of Kain, Retrospective

თემების ფორმატები:
ფართო შთაბეჭდილება . მიმოხილვა . ანალიზი . სერიის რეტროსპექტივა . სხვა
User avatar
SLaYeR
Posts: 4721
Contact:

Legacy of Kain

Unread post#1 » 25 Aug 2009 19:37

Legacy of Kain-ის სერიები გამოირჩევა გავრცობილი სიუჟეტით რომელიც ყველა სერიაში უფრო და უფრო ჩახლართული და საინტერესო ხდება. სერიების ერთერთი მთავარი თემაა "ბედი", იდეა რომ ადამიანის ბედი შეიძლება იქნას დანახული, შეცვლილი და მოთამაშისთვის ახალი სახით წარმოდგენილი. ასევე უნდა აღინიშნოს "დროში მოგზაურობის" თემაც, რომელიც გაიძულებს ითამაშო ყველა ნაწილი რათა საფუძვლიანად გაერკვე თამაშების სიუჟეტში, რაც სავსეა პარადოქსებით.
Legacy of Kain -ის სერიები თავდაპირველად უნდა გამოეშვათ Crystal Dynamics-ს და Silicon Knights-ს, თუმცა კანონიერი ბრძოლის შემდეგ Crystal Dynamics-მა თითონ გააგრძელა თამაშების გამოშვება Eidos-თან ერთად. ეს არის Action სერიები სადაც ყველა სერია მოიცავს puzzle-ის ელემენტებს. Legacy of Kain-ის იდეა თავდაპირველად მოუვიდა Danis Dyack-ს Silikon Knight-ის დამფუძნებელს - "a game which adults would want to play", Crystal Dynamics დათანხმდა თამაშის გამოშვებაზე 1993 წელს, შექმნის პროცესში Silikon Knight-ს სჭირდებოდა ჯგუფირაც Crystal Dynamics-მა გაუგზავნა. 1996 წელს პირველი თამაში მზად იყო: Blood Omen: Legacy of Kain
Blood Omen: Legacy of Kain [PS, PC]

Developer: Silicon Knights
Publisher: Crystal Dynamics

2D Action-Adventure თამაში დაახლოებით დიაბლოს სტილში, პირველი თამაშI სერიებში და ერთადერთი რომელიც შექმნა Silicon Knights-მა, თამაში წარმოდგენილია ფენტეზის სტილში დამუშავებულ სამყაროში - Nosgoth. მოთამაშე კი ირგებს Kain-ის როლს, ის იყო დიდგვაროვანი რომელიც მოკლეს და რომელსაც ნეკრომანსერი Mortanius-ისგან მიეცა შანსი, აღმდგარიყო როგორც ვამპირი და შური ეძია თავის მკვლელებზე...
Legacy of Kain: Soul Reaver [PS, DC, PC

Developer: Crystal Dynamics
Publisher: Eidos Interactive

ამჯერად თამაშმა 3D Action Adventure-ში გადაინაცვლა, ეს არის მეორე თამაში სერიებში რასაც მოჰყვა კიდევ ერთი გაგრძელება Soul Reaver 2. თამაშის მოქმედება ხდება Blood Omen-იდან 1500 წლის შემდეგ და ამჯერად მთავარი პერსონაჟია მოჩვენებად ქცეული ვამპირი Raziel, Kain-ის ყოფილი ლეიტენანტი და მარჯვენა ხელი. Kain-მა მას ჯერ გამოზრდილი ფრთები ჩამოაგლიჯა, შემდგომ კი Abyss-ში გადააგდებინა სადაც იგი Elder God-მა გააცოცხლა რათა გაეხადა თავისი Soul Reaver (Kain-ის ხმალი) და შური ეძია Kain-ზე. თამაში გამოირჩევა იმ დროისათვის საკმაოდ კარგი გრაფიკით და ატმოსფეროთი რასაც გოთიკურ სტილში მაღალ დონეზე დამუშავებული სამყარო ქმნის.
Legacy of Kain: Soul Reaver 2 [PS2, PC]

Developer: Crystal Dynamics
Publisher: Eidos Interactive

მესამე თამაში სერიებში რომელიც იწყება ზუსტად იმ მომენტიდან სადაც დამთავრდა Soul Reaver. Kain და Raziel შედიან პორტალში და გადადიან 30 წლით ადრე Blood Omen-ის მოვლენებამდე. სიუჟეტი გრძელდება და მთავარი გმირი კვლავ Raziel-ია, ამჯერად ის მოგზაურობს დროში რათა გაიგოს პასუხი თავისი ბედის შესახებ. თამაშის გრაფიკა და გეიმფლეი გაუმჯობესდა თუმცა გარკვეული მინუსებიც არის, ასევე წინა ნაწილთან შედარებით საკმაოდ ადვილი თამაშია


Blood Omen 2: Legacy of Kain [PS2, XBOX, GC, PC]

Developer: Crystal Dynamics
Publisher: Eidos Interactive

მეოთხე თამაში სერიებში, ქრონოლოგიურად სთორი ხდება Blood Omen-ის შემდეგ როდესაც Kain ახალგაზრდაა, მაგრამ ეს მოვლენები რეალურ ისტორიაში არ მომხდარა, Soul Reaver 2-ის დასასრულის დროს მომხდარი პარადოქსი, რომელმაც დროის ხაზის გამრუდება გამოიწვია, Kain-ის წარსულზე აისახა და მოვლენები შეცვალა, ამის შედეგად Kain-ს გაახსენდა Blood Omen 2 ის მოვლენები.
Legacy of Kain Defiance [PS2, XBOX, PC]

Developer: Crystal Dynamics
Publisher: Eidos Interactive

ბოლო და გადამწყვეტი სერია სადაც ყველაფერს ფარდა ეხდება, გადამწყვეტი ბრძოლა სადაც მხოლოდ ერთი დარჩება ცოცხალი... Defiance აგრძელებს ლორდი ვამპირი Kain-ის და მისი ყოფილი თანაშემწის, Raziel-ის სთორის...Soul Reaver ის დროს, როდესაც მოკვდა Raziel და აღდგა Elder God-ის მიერ, Kain გადავა წარსულში და მას გაყვება Raziel, რომელიც ნელნელა ფარდას ხდის მოვლენებს რამაც Nosgoth მიიყვანა საუკუნო გახრწნამდე. თავისუფალი სურვილის დამყარებით, როდესაც მან უარი თქვა მოეკლა Kain როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, Raziel იგებს რომ Kain-ით მანიპულირებდა Moebius, გაეჩაღებინა ბრძოლა ვამპირთა წინააღმდეგ რადგან ის უკანასკნელი იყო ამ რასიდან. Raziel-ის მართვით კი, რადგან მას გააჩნია "თავისუფალი სურვილი", რაც არ შეიძლება დანახული იქნას Moebius-ის მიერ, Kain ცდილობს იპოვოს გზა თავისი საქციელის შედეგების გასაუქმებლად და Nosgoth-ისთვის დიდების დასაბრუნებლად
საიტები თამაშის ისტორიის და კონტენტის შესახებ:
Dark Chronicle
The Lost Worlds
Nosgothic Realm
თამაშის პაჩები და რეკომენდირებული ვერსიები:

ვინაიდან თამაშები გამოსულია კონსოლებზეც და PC-ზეც, ამიტომ დავწერ განსხვავებებს რაც დაგეხმარებათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ვერსია.

PC ვერსიების სათამაშოთ რეკომენდირებულია Steam-ზე და GOG-ზე დარელიზებული ვერსიები, თუმცა ამ ვერსიებში დარღვეულია aspect ratio და სჭირდება დამატებითი Widescreen-ის პაჩები. იმის მიუხედავად რო თამაშებს მოყვება კონტროლერის support-იც, ეს არ არის გათვლილი Xbox360-ის კონტროლერებზე, რისთვისაც უმჯობესია დააყენოთ Xpadder, დაკონფიგურებულ ფაილებს კი ქვემოთ დავდებ. Blood Omen: Legacy of Kain არ არის გამოსული არც Steam-ზე და არც GOG-ზე.

Blood Omen: Legacy of Kain - შეგიძლიათ ითამაშოთ PS-ზეც და PC-ზეც, PS ვერსიას შდარებით მეტი დრო სჭირდება ჩასატვირთად ხოლო PC-ზე თამაში გათვლილია ძველ Windows-ზე, ამიტომ XP-სთვის და მისი შემდგომი სისტემებისთვის დაგჭირდებათ სპეციალური Patch.

Legacy of Kain: Soul Reaver - შეგიძლიათ ითამაშოთ PS-ზეც და PC-ზეც.

Legacy of Kain: Soul Reaver 2 - PS2 ვერსიას აქვს დამატებითი მატერიალები მენიუში, Concept Art-ები, OST-ები, ვიდეოები სადაც ნაჩვენებია გახმოვანება და ა.შ. ამ მატერიალების მოძიება ინტერნეტშიც შესაძლებელია თავისუფლად. სამწუხაროდ ასევე აქვს რამდენიმე ცნობილი Bug, რომელიც არ უნდა გაგიკვირდეთ (მაგალითად Dark Forge-იდან გამოსვლის პრობლემა რისთვისაც შესვლამდე საჭიროა გვერდი აუაროთ აივანზე მსხდომ ფრინველებს).

Blood Omen 2: Legacy of Kain - ამ სერიის ყველაზე კარგი და ტექნიკურად გამართული ვერსია არის PC-ზე. კონსოლურ ვერსიებს აქვს fps-ის ვარდნის პრობლემები.

Legacy of Kain Defiance - ყველაზე პრობლემატური სერია კონსოლებზეც და PC-ზეც, პრობლემა მდგომარეობს კამერის მართვაში, თუმცა PC ვერსიაზე თუ Action-ების კონტროლს გადაიტანთ მაუსზე და default კონტროლით არ ითამაშებთ, შეძლებთ კამერის Mouse-ით მართვას (მე პირადად უპრობლემოდ ვითამაშე Mouse-ით), კონსოლურ ვერსიაზე კი ანალოგით კამერის მართვა და ბრძოლა ერთდროულად მოგიწევთ, იგივე პრობლემა გექნებათ PC-ზე კონტროლერით თამაშის დროსაც.

სურვილის შემთხვევაში Widescreen ვიდეოებისთვის შეგიძლიათ გადმოწეროთ ცალკე ფაილები და გადააწეროთ არსებულ ფაილებს.

ჩემი დაკონფიგურებული ფაილები Xpadder-ისთვის

Blood Omen:
Cuban Raul BO Installer (თამაში უნდა დაყენდეს ამ ინსტალერით) Mirror
Bink-Support for BO1 (უნდა გაეშვას თამაშის დაინსტალირების შემდეგ. არსებული ვიდეო ფაილები ინახება "kain" ფოლდერში, რომელიც თამაშის ფოლდერშია) Mirror
BinkBO32 (თუ ვიდეოები არ ეშვება, საჭიროა ეს dll ფაილი)

Soul Reaver:
Widescreen Patch and FPS Uncapper (პაჩს აქვს პრობლემა და თიშავს FMV-ებს), Mirror
Widescreen Patch and FPS Uncapper Fixed (მიყევით ინსტრუქციას), Mirror
Widescreen Movies (აირჩიეთ 32 ან 64 ბიტიანი bink32.dll ფაილი)

Soul Reaver 2:
Widescreen Support for Soul Reaver 2 (W.I.P)
Widescreen Movies (აირჩიეთ 32 ან 64 ბიტიანი bink32.dll ფაილი)

Blood Omen 2:
Widescreen Support For Blood Omen 2, Widescreen Patch Mirror
Widescreen Movies (აირჩიეთ 32 ან 64 ბიტიანი bink32.dll ფაილი)

Legacy of Kain Defiance:
Widescreen Support and Texture Upgrades, Widescreen Patch Mirror
Widescreen Movies (აირჩიეთ 32 ან 64 ბიტიანი bink32.dll ფაილი)
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 4775
Contact:

Legacy of Kain

Unread post#2 » 25 Aug 2009 19:52

აი, მაგრამ გასწორება ჭირდება raw თარგმანია, განსკუთრებით ბოლოში
>>>

ვინმეს თუ აქ სურვილი გასწორების და გამართულად წერა შეუძლია გამოგიგზავნით work ფაილებს. ^^

ჩემი ერთერთი უსაყვარლესი სერიაა, Kain>raziel :P

აი კიდევ ერთი სიანტერესო ფანსაიტი
>>>
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 4721
Contact:

Legacy of Kain

Unread post#3 » 25 Aug 2009 19:57

მე თებერვალში წავიკითხე მომეწონა : D
Kain > Raziel

+1
პრინციპში ენდინგში ყველაფერი მაინც თავის ადგილზე დგება ^^ ერთი Elder God საიდან გამოჩნდა SR ში და ბოლოს რა მოუვიდა ეგ მაინტერესებს, კარგი იქნებოდა კიდევ ერთი სერია ;///
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 258
Contact:

Legacy of Kain

Unread post#4 » 26 Aug 2009 19:13

Raziel > Kain >8<

User avatar
Riddick
Posts: 9298
Contact:

Legacy of Kain

Unread post#5 » 26 Aug 2009 19:39

პირველს ძაან დიდიხანი ვთამაშობდი ps1 ზე და ყველა სერია დახურული თუარა ნათამაშები მაინც მაქ აი სუსუ პირველის გარდა მარა რაღაც ვერც ამან გამიტაცა, ალბათ იმიტო რო უფრო თანამდეროვე ვამპირების სამყარო უფრო მომწონს სტილით და უფრო საინტერესოდ მეჩვენება
https://www.youtube.com/watch?v=0KJ_Nm7FGl4

User avatar
SLaYeR
Posts: 4721
Contact:

Legacy of Kain

Unread post#6 » 26 Aug 2009 20:26

do u like the world of darkness?
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Riddick
Posts: 9298
Contact:

Legacy of Kain

Unread post#7 » 26 Aug 2009 21:02

მასკარადს თუ გულისხმობ ძალიან მაგრად მომწონს :) ატმოსფეროაქ ძალიან მაგარი და აგერ hellwalker არის ვამპირების მასკარადის სრულფასოვანი ფანი )))
https://www.youtube.com/watch?v=0KJ_Nm7FGl4

User avatar
SLaYeR
Posts: 4721
Contact:

Legacy of Kain

Unread post#8 » 27 Aug 2009 00:28

fiction ვიგულისხმე თითონ, მასკარადი ხო საერთოდ ეპიკია ^_^
მე გამიჭედა მასკარადმა ;/// არადა თავიდან საკაიფოდ მიქონდა ყველაფერი, არც პაჩებმა უშველა არც ყველა პროგრამის გათიშვამ, ყველანაირ რესურსს ჭამდა მაგარ ლომკაში დამტოვა ;//
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 4775
Contact:

Legacy of Kain

Unread post#9 » 27 Aug 2009 00:40

ახალი wod არ მომწონს, ძველი იზ awesome
მაგრამ ძირითადათ თამაშებით ვიცნობ მაგ სამყაროს, bloodlines უფრო მომეწონა მე, მაგრამ რედემფშენიც მაგარია.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 9298
Contact:

Legacy of Kain

Unread post#10 » 27 Aug 2009 00:49

კი მეც მიჭედავდა და მაგისგამო ვერვითამაშე
https://www.youtube.com/watch?v=0KJ_Nm7FGl4

User avatar
hellwalker
Posts: 4775
Contact:

Legacy of Kain

Unread post#11 » 30 Dec 2009 13:05

>>>

:shine:
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 9298
Contact:

Legacy of Kain

Unread post#12 » 03 Jan 2010 12:37

ჰა ხოარგავხსნათ Raziel (Emo) vs Kain
https://www.youtube.com/watch?v=0KJ_Nm7FGl4

User avatar
hellwalker
Posts: 4775
Contact:

Legacy of Kain

Unread post#13 » 04 Jan 2010 08:24

Defiance არ დაგიხურია შენ აშკარად :)
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 9298
Contact:

Legacy of Kain

Unread post#14 » 04 Jan 2010 08:58

ნათამაშებიმაქ მარა Soul Reaver 2 დან უფრო ვამსგავსებ ემოს
https://www.youtube.com/watch?v=0KJ_Nm7FGl4

User avatar
hellwalker
Posts: 4775
Contact:

Legacy of Kain

Unread post#15 » 04 Jan 2010 10:21

Vae Victus!
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 4721
Contact:

Legacy of Kain

Unread post#16 » 12 Jan 2010 15:26

მეც victus ვიცოდი და მერე გადავამოწმე სანამ გავხსნიდი ტოპიკს და ყველგან victis იყო, გამიტყდა და დავაწერე
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 4775
Contact:

Legacy of Kain

Unread post#17 » 12 Jan 2010 15:29

SLaYeR
vae victis არის ლათინურად სწორედ, და ingame vae victus -ია :D
>>>
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 4721
Contact:

Legacy of Kain

Unread post#18 » 12 Jan 2010 15:35

ხო vae victus-ს ყვირის კაინი xD
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Alucard
Posts: 435
Contact:

Legacy of Kain

Unread post#19 » 17 May 2011 21:47

this is a must. კაია კარგად რო მოუყარე თავი Slay

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 258
Contact:

Legacy of Kain

Unread post#20 » 18 May 2011 01:01

კაია ჯოისტიკს რომ დავითრევ ჩავუჯდები ახლიდან

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 18 guests