Tomb Raider, სერიის რეტროსპექტივა

საერთო < ისტორია < ამბავი < რეტროსპექტივა < კვლევა < ანალიზი < ესე
Riddick
Posts: 11696

Re: Tomb Raider

Unread post#41 » 02 Nov 2015 17:35

მეექვსე ნაწილი Tomb Raider: The Angel of Darkness-ზე. ქრონიკების მერე ძალიან შემეცვალა სერიისადმი დამოკიდებულება, აღარ მომწონდა ისე, ალბათ იმიტო რო მთავარი გმირის ამბავს ვეღარ ვარკვევდი, ცოცხალი იყო თუ არა. ბავშობაში ისე მიყვარდა რო სიკვდილის თემას ვერ ვეგუებოდი და იმდენი წელი გაგრძელდა შემდგომი ორი თამაშის დეველოპმენტი რო ჩემთვის ლარა მართლა იმ პირამიდაში დარჩა.
The Angel of Darkness ასევე არ იყო კარგად გასაგები, თუ საიდან მოვიდა ლარა, როგორ გადარჩა და ფაქტიურად ყველაზე დიდი ტვისტი ცუდად გადმოცემული გამოვიდა. ამ მომენტზე თვითონ ვიდეოშიც აკეთებენ აქცენტს, ამბობენ, რომ ბევრი რაღაც იქნა ამოჭრილი და გადასწორებული. ვიდეო ძალიან საინტერესოა და კარგად აჩვენებს მთლიან სურათს. ბევრი ისეთი დეტალი გავიგე რომელიც დღემდე მაინტერესებდა.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Tomb Raider

Unread post#42 » 17 May 2016 11:23

Tomb Raider III დავხურე ახლიდან და ძალიან ვისიამოვნე. დღევანდელი თვალით რო ვუყურებ არც მეორეზე და არც მეოთხეზე უკეთესი არ არის მთლიანობაში მარა მაინც ძალიან კარგია. ლეველ დიზაინი ძალიან საინტერესოა აქ: რამდენიმე გასვლის გზა, ზოგ გზაზე სეკრეტებია, ზოგან არა, ტყვიების დეფიციტი და მტრების ძალიან შემცირებული რაოდენობა, რაც მომენტებში ატმოსფერული ჰორორის დონეზე ადის. ინდოეთი, წყნარი ოკეანის კუნძულები და ანტარქტიდა საუკეთესო ლეველებია. მართალია მთლიანობაში მეორეც და პირველიც ბევრად მისტიური და ატმოსფერულია მარა ბუნების ატმოსფერო აქ საუკეთესოდ არის დაჭერილი.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Tomb Raider

Unread post#43 » 14 Apr 2019 03:21

https://www.youtube.com/watch?v=BnKi8F87Cro ფანების ვერსია, ახალი ბილდი დადეს როგორც ჩანს და აი დააკვირდით რა დონეზე ურტყავს თავში ანჩარტედიდან მოყოლებული TR რიბუთით გაგრძელებული ყველა ამ სტილის თამაშს რასაც მე მისდღემში დედას ვაგინებ და დაბალ დონედ მივიჩნევ. დააკვირდით რამხელა ჩართულობაა პლატფორმინგში და ამ ცოცვაში როცა გამოკვეთილად არ ჩანს დასაკიდებელი ადგილი, რა დონეზე იწევს მაღლა სათავგადასავლო თამასა როცა რისკის და შიშის ფაქტორი ჩნდება, როცა ეჭვი შემოდის, როცა თითოეული ნახტომი შეიძლება საბედისწერო გახდეს და ასჯერ გაზომვას რო მოითხოვს ნებისმიერი ნახტომი <3 ჯერ მარტო ბუნებრივობის და რეალიზმის თვალსაზრისით არის წინ ასეთი თამაში, იმაზე რო არაფერ ვთქვათ თუ როგორ პატივისცემით გეპყრობა როგორც მოთამაშეს და განდობს მთელ სმაყაროში თავგადასავალს
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Tomb Raider

Unread post#44 » 14 Apr 2019 11:44

ის დავიწყებული მუღამი მოდის მართლა. მარტოობის, ხიფათის და რეალური, მიტოვებული კატაკომბების. და მუსიკა როგორ მომნატრებია, მინიმუმ ერთი მესამედია ატმოსფეროსი და მისტიკის.

თავიდან უფრო სწორხაზოვანია და ბოლოს უკვე იჩითება კლასიკური სერიებისთვის დამახასიათებელი, "ფაზლ ლოკაცია" - ანუ ბევრი სხვადასხვა ფაზლების ერთიანობით როა მოცემული ერთი ადგილი და ბოლოს სახლივით რო იცი <3 ეჰ კაი დრო იყო

Return to “General”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 25 guests


cron