BioShock, Review

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Re: BioShock

Unread post#21 » 04 Apr 2017 00:45

BioShock Remastered
რო ვიყიდულობდი (კაპიკებში) შევედი გვერდზე და რევიუების წითელი მოუსთლი ნეგატივ გამიტყდა.
ბაგების და გაუმართაობის პრობლემები, ძირითადად დაქრაშვაზე არი ერთი ამბავი.
იტოგში დავაყენე და რატომღაც ჯოისტიკი ავიღე, თან ნაზად ვაჭერ კნოფკებს ))) გავიდა 5 წუთი, სიწყნარეა, გავიდა 10 წუთი, მოიმატა სიმამაცემ და შევედი კლავიატურაზე გადავიყვანე. სადღაც ერთი საათი ვითამაშე და რო დავიკიდე დაქრაშვა უცებ დამეწია ვიზუალის წინსვლის თემა. თითქოს იდეალურამდე ერთი ნაბიჯი აკლდა და 10 წელი გავიდა სანამ ამ ნაბიჯს გადადგავდნენ. თან კიდე ბოლომდე არ ვიცი იმუშავებს თუ არა წესიერად. ცვლილებების სია არ მინახია, იდეაში მთავარი დამსახურება მაინც სრულფასოვანი ანტიალიასინგი და მაღალი ხარისხის ტექსტურები უნდა იყოს, მარა ვისაც გითამაშიათ დამუღამებული გექნებათ რამდენად აფუჭებდა მთლიან სურათს.

Riddick
Posts: 11696

Re: BioShock

Unread post#22 » 04 Apr 2017 00:52

field of view გაზრდაც დამატებულიაქ ოფციებში და აი დაახლოებით შედეგი http://i.imgur.com/oHlf4Ow.png

Riddick
Posts: 11696

Re: BioShock

Unread post#23 » 23 May 2017 01:45

მაგარი საჩუქარი გამიკეთა ცხოვრებამ ამ თამაშის რემასტერის სახით. არადა ყველა დედის ტრაკს აგინებდა რო ვიყიდე. თან ჯერ ვიყიდე და მერე შევედი რევიუების საკითხავად )) გაუვალი ქრაშები, ბაგები, ოპტიმიზაცია და ფეკალის ვედროების რახარუხი. ეხაც იგივე იქნება შეგიძლიათ გადახედოთ. და ამხელა პოზიტივით დატვირთულმა რო დაყენდა უკვე მეც გადმოდებული მქონდა სკეფსისი (თვალ დახუჭულის დონეზე ვიყავი). დაჟე ჯოისტიკი იყო არჩეული და არ გამომირთია, ვიფიქრე თუ შემომასხა რამე გადამუშავებული მასა ეგრევე დავრდროფავთქო. და არვიცი რა მოხდა მარა გაზაფხულზე ხის ტოტზე შემხტარი ბეღურასავით დაუკრა )))
თამაშობ და ვითო ბიოშოკია მარა რაღაც სხვა თამაშივით იგრძნობა, თან იმ მომენტში არ ვიცოდი რო მთლიანად ძრავი ქონდა გამოცვლილი, მარტო ტექსტურების ამბავი მეგონა. BioShock უშნო არასდროს არ იყო, მარა პირველივე კადრებიდან ხვდები რო ის ვიზუალი რისი დადებაც თავიდან იყო მიზანი ზუსტად იმას უყურებ.

ხამი ფოტოგრაფის ვოლქსრუ მქონდა, სტიზეც საკაიფოდ ავტვირთე მარა აქაც დავდებ.

იმგური აპატარავებს და გაადიდეთ, რაღაც დეტალები იკარგება:

/ http://i.imgur.com/WEiFMTI.png / http://i.imgur.com/SVOTSxK.png / http://i.imgur.com/1N6c1Hq.png / http://i.imgur.com/q4jJp3B.png / http://i.imgur.com/Dgy4OCu.png / http://i.imgur.com/kPufkWn.png / http://i.imgur.com/w3naRDo.png / http://i.imgur.com/MtGbttY.png / http://i.imgur.com/fEppzLT.png / http://i.imgur.com/mN25ifd.png / http://i.imgur.com/UeuOx3k.png /
/ http://i.imgur.com/ld4iPLL.png / http://i.imgur.com/R2BeUUg.png / http://i.imgur.com/VzzqRJh.png / http://i.imgur.com/VFoR90T.png / http://i.imgur.com/6qOibfr.png / http://i.imgur.com/vi1M6Gf.png / http://i.imgur.com/oG9mLnz.png / http://i.imgur.com/IhWqDkK.png / http://i.imgur.com/RIjMvXG.png / http://i.imgur.com/73JwmUR.png /

ეხა მეორეს ჯერია, მეგონა გადავაბავდი, მარა იმდენად ნოყიერი იყო რო გადავწყვიტე შესაბამის მომენტს დაველოდო :)

Riddick
Posts: 11696

Re: BioShock

Unread post#24 » 23 May 2017 01:58

ამას ცალკე დავდებ. თამაშს რო ხურავ დამატებულია მუზეუმი, რომელშიც გაჩვენებენ რა სტადიები გაიარა თამაშმა, რა მონსტრები ვერ მოხვდნენ შიგნით და სხვა მსგავსი ვკუსნიაშკები. არამგონია ვინმემ სპოილერად რო მიიღოთ ეს მასალა, ამიტო ამ ყველაფრის სქრიებსაც გამოუშვებ: http://imgur.com/a/EOl2Y

და რაც მთავარია, თვითონ თამაშში დაამატეს შესაგროვებელი რეტრო ფირფიტები, რომელზეც ჩაწერილია დეველოპერების კომენტარები სხვადასხვა ძირეულ ტოპიკებად და ძაან საინტერესოა (ათივე შეკრულია ფლეილისტში).

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: BioShock

Unread post#25 » 23 May 2017 02:22

ისე აღწერე მომინდა მეც გადათამაშება.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: BioShock

Unread post#26 » 14 Mar 2021 23:59

ამ თამაშის პირველი ორი ნაწილი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილებაა ამ მედიუმში. იმდენი იშვიათი რამის ხორცშესხმაა ერთ პროექტში, მსგავსის გამეორება რამდენადაც არ უნდა განვითარდეს ტექნოლოგია ყოველთვის ურთულეს ამოცანად დარჩება.

პირველი დახურვიდან მოყოლებული, სულ მაინტერესებდა თუ როგორ მოხდა ამ ყველაფრის შექმნა და ჩვენამდე მოტანა. რა ეტაპები გაიარეს, რა, რის მერე გაჩნდა და ინტეგრირდა პროექტში, რა სიუჟეტური მესიჯები იდო რეალურად მის უკან და რატო მოქმედებდა წარმოსახვაზე ესე ბომბივით ეს "სიზმარში მოგზაურობა"

История разработки "BioShock": Часть 1 - Концепт "Isla de Salvacion"
История разработки "BioShock": Часть 2 - Концепт "Nazi Laboratory"
История разработки "BioShock": Часть 3 - Концепт "Подводный Восторг"
Обзор серии "BioShock". Часть 1
История разработки "BioShock 2"

დოკუმენტური სერიალის დონის კონტენტი, რომელშიც ნაჩვენებია ბიოშოკის შექმნის ისტორია, დაწყებული სისტემ შოკ ორიდან შთაგონებული, სრულიად უსახური კონცეფტით და დამთავრებული ნაწარმოებით, რომელიც გასული საუკუნის ამერიკის ყველაზე მდიდარი ოჯახების იდეოლოგიას, მათ სოცმხედველობას და მისწრაფებებს ეხმაურება, პარალელურად კი, როგორც თვითონ ავტორი ამბობს, სრულიად შემთხვევით ცხადყოფს ებრაელი ერის იდენტობის პრობლემას და აკრიტიკებს მას.

კონტენტი დეველოპმენტის ცოდნის შეძენის თვალსაზრისითაც ძალიან დონეა. სერია ისეთ რაღაცეებს ცემს პასუხს როგორიცაა მაგალითად ადამის მოფიქრება და მის გარშემო ეკოსისტემოს აწყობა. როგორ გაჩნდა ბიგ დედის, ლითელ სისტერის, "აღტაცების" იდეა. ვინ და როგორ განსაზღვრა თამაშის საფირმო სტილი, საიდან და როგორ წამოვიდა შიანაარსობრივი შევსება. ეს და კიდე უამვარვი საინტერესო საკითხია გავლილი. ერთი ჩაჯდომით უყურე და ყველა ვიდეო გადმოვწერე. სერიოზულად ვისიამოვნე.

***
წლების მერე, ყველაფერი ამის გადააზრებით უშუალოდ ვხვდები თუ რამხელა მნიშვნელობის ხელოვნების ნიმუშია. ეს არი მეოცე საუკუნის ადამიანის ერთგვარი იდეოლოგიური კრახის სახე ხატი, Rapture -ში ყოფნა კი იმიტოა ესეთი იდუმალი, რომ მასში შენ ამ ადამიანების ამპარტავნობის კრახს და მათი საწყისებთან დაბრუნების თვალყრუის დევნების საშუალება გეძლევა <3

თუ მოახერხებთ აუცილებლად უყურეთ.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 158 guests


cron