Lost in Shadow, Wii

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Lost in Shadow

Unread post#1 » 18 Jun 2010 13:38

ძალიან ორიგინალური და ლამაზი თამაში, ეს არის კიდევ ერთი იშვიათი თამაში, იშვიათობა როგორებადაც შეიძლება მოვიაზროთ Ico, Shadow of The Colossus, Braid...ვიზუალური და გრაფიკული თვალსაზრისით კი Ueda-ს თამაშებს ამსგავსებენ (Ico, Shadow of The Clossus). მე პირადად როგორც კი შევხედე ტრელერს Ico გამახსენდა. თამაშს ქმნის Hudson Soft (Bomberman ების შემქმნელი) ხოლო Publisher იქნება Konami. თამაშს თავიდან ერქვა Tower of Shadow. Lost in Shadow-ში მოთამაშე აღმოჩნდება იდუმალ კოშკში, ალტერნატიულ სამყაროში. კოშკი სავდეა მოძრავი აჩრდილებით. ფერიას დახმარებით მოთამაშე ეცდება გაანათოს გარე სამყარო და ამ შუქის დახმარებით გაიხსნას ახალი გზები აჩრდილთა სამყაროში. თამაშის მანძილზე აჩრდილი ბიჭი ამოხსნის საიდუმლოებს და შეებრძოლება მტრებს. თამაშის კომბინაციები: ჩრდილი, სინათლე, უკანა და წინა სამყაროები გეიმფლეის უნიკალური ნაზავია ცვალებად ლანდშაფტებთან და მხატვრულ ვიზუალიზაციასთან. ჩრდილის სამყაროს არანაირი შეხება არ ექნება გარე სამყაროსთან, რაც ასევე საინტერესო თემატური ელემენტია პროდიუსერის Shinichi Kasahara-ს თქმით.
არის სამყარო სადაც დგას კოლოსალური კოშკი. კოშკის სიმაღლე იმხელაა რომ ცამდე წვდება და უჩინარდება, მის გარშემო კი ულამაზესი ადგილებია რომელსაც ძნელია სხვა რამ დაერქვას თუ არა სამოთხე. კოშკში უამრავი აჩრდილია რომლებიც მაღლა და მაღლა მიიწევენ გარე სამყაროს სანახავად, როგორც ჩანს ისინი აქ რაღაც ბნელმა ძალამ გამოამწყვდია. ახლა კი ცოცხალი ბიჭის აჩრდილი მოევლინა მკვდართა აჩრდილთა განსათავისუფლებლად

>>>

საინტერესო სტატიები 1 2 3
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11705

Lost in Shadow

Unread post#2 » 18 Jun 2010 14:23

მე პირადად როგორც კი შევხედე ტრელერს Ico გამახსენდა

მეც =) მარა მერე რო მივხვდი რო ჩრდილით თამაშობ, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. ძაან საინტერესო მექანიკაა და ვაფშე პირველი თამაშია მგონი ამ სტილში =)

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Lost in Shadow

Unread post#3 » 18 Jun 2010 14:27

მიყვარს ასეთი რაღაცეები რა, შეიძლება გრაფიკა მაღალი დონის არ ქონდეს მარა სამყაროა ნახე რა კარგად შექმნილი, შენ კიდე უკან ჩრდილით თამაშობ <33333
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Alucard
Posts: 435

Lost in Shadow

Unread post#4 » 30 Jul 2010 20:19

ძალაიან სასიამოვნოა, რაღაც კაი სიტუაცია გაიჩითა მგონი დროა სლეიერ იზრუნო იმ საკითხზე ჩვენ რო მვიცით.

LS, Monado, Skyward sword, ეს და კიდე არის საინტერესო ვეშები.

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Lost in Shadow

Unread post#5 » 24 Sep 2010 20:07

From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Alucard
Posts: 435

Lost in Shadow

Unread post#6 » 03 Feb 2011 14:45

დავიწყე და ძალიან გამისწორდა, აი იცით როგორ ასწორებს? ეს ჩრდილი როა და რამე ერთი შეხედვით ხო საინტერესოა და მერე იმდენი ელემენტია შიგნი კიდე რო თამაშს ხდის ეპიკს.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 172 guests