ამჯერად იმ რუბრიკისგან თავს შევიკავებ, სადაც ძველ თამაშებს მიმოვიხილავ და ისევ დავუბრუნდები თამაშების მიმოხილვების წერას. თამაში, რომელსაც მე მიმოვიხილავ, Hitman 2-ის შემქმნელებისგანაა, ანუ კომპანია Io Interective-ისა და Eidos-ისგან. FF ესაა თამაში - საინტერესო სიუჟეტით, შესანიშნავი გრაფიკითა და საინტერესო გეიმფლეით.
* * *
For Freedom !
FF-ს გეიმფლეი უნიკალურია: ჩვენ გვყავს აჯანყებულთა რაზმი, რომლებიც შეგვიძლია ვმართოთ სხვადასხვა ბრძანებებით:1) მომყევით !, 2) შეუტიეთ !, 3) დაიცავით ! აჯანყებულთა რაზმის რაოდენობა დამოკიდებულია ე.წ. "ქარიზმ"-ის ლეველზე, რომლის მომატების შემთხვევაში გემატებათ კიდევ ერთი წევრი. შეიძლება ითქვას, რომ FF-ს და Kane And Lynch:Deadman-ს ბევრი საერთო აქვთ, რადგან Kane And Lynch-შიც ტერორისტთა არმიას ვმართავთ და ბრძანებებსაც ემორჩილებიან. საკმარისია, ერთ-ერთ აჯანყებულს მივუთითოთ რომელიმე მოწინააღმდეგეზე შეტევა და იგი მყისვე ემორჩილება ბრძანებას. ჩვენი არსენალი არც ისე მდიდარია: რუსული კალაშნიკოვი, კოლტის ტიპის იარაღი, ბაზუკა, მოლოტოვის კოქტეილი, ყუმბარები, ვინჩესტერი, და სნაიპერი SVD
ძირს საბჭოთა კავშირი !
როგორც ზემოთ ვახსენე, აჯანყებულთა რაზმში კიდევ ერთი წევრის მოსამატებლად საჭიროა ე.წ. "ქარიზმ"-ის ლეველის მომატება. თუ თქვენ დიაბლოში ლეველის მოსამატებლად დემონებს ხოცავდით, FF-ში ლეველი მოგემატებათ, დროში აწევის, რაიმეს აფეთქების ან პატიმრების განთავისუფლების შემდეგ. ქარიზმის ლეველის ზღვარი კი 12-ია. რაც შეეხება აჯანყებულებს, თუ ერთ-ერთი ბრძოლაში დაიჭრა, შეიძლება მას იქვე დაეხმაროთ ან ჩაანაცვლოთ სხვა მებრძოლით, რომლებიც რუკის ყოველ კუთხე-კუნჭულში დგანან და კოცონზე ხელებს ითბობენ. რა თქმა უნდა მათთან შეიძლება ამუნაცია და დასეივება ან ბაზაში დაბრუნება. ხოლო იმათთვის ვინც არ იცის რა არის ჟანრი Tactical Action, და არც უთამაშია Tom Clansy's Ghost Recon და Tom Clancy's Rainbow Six, ვურჩევ დაიწყოს ეს ჟანრი FF-ით. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. FF-ის სიუჟეტი შემდეგშია: ქრის სთოუნი და მისი ძმა სანტექნიკოსები იყვნენ. ერთ დღეს მათ იძახებენ ერთი პოლიტიკოსის სახლში, მაგრამ ძმებს მისვლისთანავე არეულ-დარეული სახლი ხვდებათ. სანამ ისინი სახლში მივიდოდნენ, საბჭოთა ძალებმა იქ ყველა ამოხოცეს და მძევლებიც აიყვანეს. შემდეგ, კრისი ათავისუფლებს მომავალ აჯანყებულთა რაზმის გენერალს, და ისინი ერთად გადიან პოლიტიკოსის სახლიდან. გენერალი კრისს ასწავლის იარაღის ხმარებას (მცირე ტუტორიალი) და ჩაჰყავს მიწისქვეშა საკანალიზაციო ბაზაში, სადაც აჯანყებულნი არიან განლაგებულნი და ებრძვიან საბჭოთა ძალებს რათა გაათავისუფლონ ნიუ-იორკი.
ხოლო შემდგომ აჯანყებულთა ბაზა ჩვენთვის სახლად იქცევა. პირველი ტურის შემდეგ ჩვენ ვბრუნდებით ბაზაში, სადაც გვავალებენ სხვადასხვა მისიებს და ვმოგზაურობთ სხვადასხვა ლოკაციებში. მაგ. პირველ მისიაში - Police Station-ში ჩვენ გვავალებენ სნაიპერების ლიკვიდაციას და გვაძლევენ ბომბს, ხოლო სნაიპერები მეორე ლოკაციაში - Post Office-ში არიან. ვაფეთქებთ სნაიპერებს, ვბრუნდებით მეორე ლოკაციაში - Police Station-ში, სადაც გველოდება ჩვენი შემდეგი მისია - გავათავისუფლოთ აჯანყებულთა რაზმის ლიდერი იზაბელა.
ნიუ იორკი ნანგრევებში
ბევრს, ვისაც FF არ აქვს ნათამაშები, თითქმის განადგურებული ნიუ იორკის დანახვისას, უცბად გაახსენდება Crysis-ის მეორე ნაწილი (რომელიც მზადების პროცესშია), მაგრამ ამ მსგავსებას ხელს უშლის, საბჭოთა პლაკატები და წარწერები, რომლებიც ფაქტიურად ყოველი ფეხის ნაბიჯზეა. როგორც მიხვდით, ლაპარაკი ვიზუალურ მხარეზეა. FF (Fredom Fighters) -ს მართლაც რომ შესანიშნავი ვიზუალური მხარე აქვს Glacier engine-ის გრაფიკული ძრავის წყალობით, რაც კიდევ ერთ საბაბს იძლევა იმისა რომ უნდა ითამაშოთ ეს თამაში. მაგრამ ვიზუალურ მხარეში ერთი პატარა მინუსია, არაა სისხლები. სამაგიეროდ უხვადაა აფეთქებები: დაცხრილეთ მანქანა და დატკბით სანახაობით. შესაბამისად, სეზონებიც ლამაზად ისახება FF-ში. მოწინააღმდეგებსაც სეზონურად აცვიათ - თოვლში და წვიმაში ჯარისკაცებს თბილად აცვიათ. წვიმის დროს ცა მოღრუბლულია და ლამაზადაც ელავს, და ცოტა არ იყოს, მტრის გარჩევა ცოტა ძნელია. თოვლის დროს ირგვლიც ცივა და ფანტელებიც ლამაზად ირევა ერთმანეთში, ხოლო როცა მზე ანათებს და ირგვლიც სუფთა ცაა, ყველაფერი დღესავით ნათელია. რაც შეეხება გლიჩებს და ხარვეზებს, ისინი ძალიან ცოტაა თამაშში.
* * *
საბოლოო ჯამში FF-ი ეს არის შედევრი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ეს არის სრულყოფილი თამაში, რომელშიც შეტანილია ტაქტიკის ელემენტები. მე ძალიან მოხარული ვიქნები თუ Eidos-ი მეორე ნაწილს გამოუშვებს.
©Sleepwalker