Trine 2, PC, X360, PS3, Wii U

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11703

Trine 2

Unread post#1 » 11 Jun 2010 04:06

>>>

Frozenbyte'ის წარმომადგენლებმა Trine'ის მეორე სერიის ანონსი გააკეთეს, რომელიც მხოლოდ ციფრული დისტრიბუციის სახით გავრცელდება, ხოლო თამაშის რელიზი მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი.

"ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ Atlus'თან პარტნიორობით, - განაცხადა Frozenbyte'ის პრეს-ატაშემ. - როგორც დამოუკიდებელი მწარმოებლები, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ისეთ გამომცემელთან ურთიერთობა, რომელიც ჩვენს შეხედულებებს იზიარებს, ყველაზე საუკეთესო გზაა ჩვენი თამაშის უფრო ფართო მასებში გასატანად."

"მე დარწმუნებულივარ, რომ ჩვენ 2011 წლის ერთ-ერთ ყველაზე კარგ თამაშზე ვმუშაობთ."

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Trine 2

Unread post#2 » 11 Jun 2010 10:09

Atlus მაგარი ხალხია
პირველზე როგორც თქვეს მომაბეზრებელი იყო მარა ამაზე იემდია გაითვალისწინებენ და გამოვა უკვე შედევრი
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11703

Trine 2

Unread post#3 » 18 Jun 2010 16:36

პირველი ტიზერი - მაგრადაა გაკეთებული =) ჯობია პირველს ვიზუალურათ
>>>
ფიზიკაში და მსგავს მომენტებშიც წინაა წაწეული

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Trine 2

Unread post#4 » 19 Aug 2011 17:47

I won't miss.

Riddick
Posts: 11703

Trine 2

Unread post#5 » 19 Aug 2011 23:39

ძაან ლამაზია. ვიზუალის მსგავსი, დინამიური/საინტერესო გეიმფლეი რო გაუქაჩონ, სასწაული გამოვა.
ესეთ თამაშებში, მთავარია თავგადასავალი ტანჯვას არ დაემსგავსოს. აი მაშინარიუმი გაიხსენე თუნდაც, ედვენჩერის სულია მთავაარი =)) ან სურნელი )))

Riddick
Posts: 11703

Trine 2

Unread post#6 » 11 Nov 2011 15:40

ახალი თავგადასავალი მთავარი პერსონაჟების კიდევ უფრო ახლოს გაცნობაში დაგვეხმარება. ჯადოქარი ამადეი კვლავ ცდილობს ცეცხლოვანი რგოლის მაგიის შესწავლას, მაგრამ ამაოდ. მას მხოლოდ ხის ყუთების შექმნა და მათი ჰაერში გადაადგილება გამოსდის. იგი ასევე სამი შვილის მამაა, რომლებმაც, მისგან განსხვავებით, იციან თუ როგორ უნდა ცეცხლოვანი გროლის სროლა.
რაინდი პანტი - სამეფოს უშიშარი გმირი, უბრალო ხალხის დამცველი, წესრიგის და კანონის მატარებელი. მას ფარხმალის და უზარმაზარი ჩაქუჩის მეშვეობით, ყველანაირი მოწინააღმდეგის დამარცხება შეუძლია გარდა ერთისა!... - გემრიელად და არომატულად შემწვარი საჭმელი, რომელზეც უარს ვერასდროს ამბობს, ხოლო მუცლის ზომა კი ამისგან უზარმაზარ ზომებს აღწევს.
ქურდი ზოია მოხერხებული კაუჭით ყველა სახურავზე აცოცდება. მას არ აწუხებს ღირსების და პატიოსნების საკითხები, მას მხოლოდ თავგადასავალი იზიდავს, რის გამოც ხშირად რთულ სიტუაციებში ვარდება. მეორე ნაწილის გმირები, ახალ შესაძლებლობებსაც მიიღებენ, რომლებიც თამაშის პროცეს კიდევ უფრო მდიდარს და საინტერესოს გახდიან. თამაშის დახურვა, პირველი ნაწილის მსგავსად, კოოპერატიულ რეჟიმში იქნება შესაძლებელი. წარმოდგენილი სიძნელეები, ყველა დონის მოთამაშეს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ხოლო თამაშის შესანიშნავ გრაფიკას 19 კომპოზიციისგან შემდგარი საუნდტრეკი დაამშვენებს. ქვევით მოცემულ ვიდეოში, კიდევ ერთხელ შეგიძლიათ დარწმუნდეთ თამაშის შესანიშნავ ატმოსფეროა და სილამაზეში - 720p:

>>>

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Trine 2

Unread post#7 » 11 Nov 2011 15:51

ძალიან მაგარია.
ულამაზესი სამყარო და გემოვნებიანი, სტილს მორგებული საუნდტრეკი <3
I won't miss.

Riddick
Posts: 11703

Trine 2

Unread post#8 » 11 Nov 2011 16:00

ფერები? )) საერთოდ დიდიხანია ერთი კითხვა მაქ, ძველი 90 წლების ულამაზესი 2D პლადფორმერები რატო არ ენატრება ხალხს და რატო არ გამოდის მათი თანამედროვე მემკვიდრეები? რისი ღირსეული პასუხიცაა Trine 2. მთავარია მოსაბეზრებელი თავსატეხებით არ იყოს გატენილი და დინამიურად ერწმოდეს ამ სამი პერსონაჟის გაიმფლეი ერთმანეთს. დემო გამოსულია ისე რამდენადაც ვიცი და თვითონაც ძალიან მალე გამოდის.

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Trine 2

Unread post#9 » 12 Nov 2011 09:55

პირველი Trine მალე მომბეზრდა, არადა დიდი მუღამით დავიწყე, ამასაც რო ვუყურებ ლამაზია მარა მგონი იგივე იქნება

► Show Spoiler
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

BoromiR
Posts: 638

Trine 2

Unread post#10 » 19 Nov 2011 09:04

სლეირას ვეთანხმები, მეც დამევასა პირველი ტრაინი მარა... ცოტა ბორინგი იყო სამწუხაროდ =(

Riddick
Posts: 11703

Trine 2

Unread post#11 » 10 Dec 2011 00:25

გამოვიდა:
Release Date: Dec 7, 2011
Developer: Frozenbyte, Inc.
Genre(s): Platformers
Metascore 88 out of 100
User Score 9.2 out of 10
Official Site: trine2.com
Rating: E10+

მინიმუმი:
OS: Windows XP/Vista/7
Processor: Intel Core 2 Duo @ 2.0 Ghz / AMD Athlon 64 X2 4000+
Memory: 1 Gb
Hard Drive: 1.5 Gb free
Video Memory: 256 Mb
Video Card: nVidia GeForce 7600 / ATI Radeon X1600

User avatar
Slacker
Posts: 358

Trine 2

Unread post#12 » 10 Dec 2011 02:15

გადმოვწერე
და შევინახე.
მე მომეწონა წინა ნაწილი ბოლოში დამღალა პროსტა
მარა მაინც ძალიან კარგი და თვალს რომ უხარია ისეთი სამყარო ჰქონდა
ღირდა თამაშად, ესეც ასეთი იქნება ალბათ
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

BoromiR
Posts: 638

Trine 2

Unread post#13 » 10 Dec 2011 07:14

მეორე უფრო მაგარია ვიდრე პირველი, თან გაცილებით. კო-ოპში მინდა ძალიან მაგრა ვინმესთან ამის ნათამაში. იტოგშე 1 საათი ვითამაშე....
...... მერე სკაირიმი გამოვიდა.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Trine 2

Unread post#14 » 10 Dec 2011 12:55

მოსულა პირატულით კო-ოპში თამაში?
I won't miss.

BoromiR
Posts: 638

Trine 2

Unread post#15 » 10 Dec 2011 17:29

კი.

Riddick
Posts: 11703

Trine 2

Unread post#16 » 10 Dec 2011 19:47

მერე თუ იცი დაწერე ინსტრუქცია და ვითამაშოთ ხოლმე.

BoromiR
Posts: 638

Trine 2

Unread post#17 » 11 Dec 2011 13:08

რა ინსტურკცია ჰამაჩია ერთი საჭირო და ვსო. ... პრობლემა სხვაშია...
მე ისარი მაქვს მუხლში.
gamespot-მა 8.5/10 დაუწერა. სხვა კრიტიკებმა 9/10 ფარგლებში. ერთი სიტყვით მართლადაც შესანიშნავი თამაშია. სრულყოფილ სიამოვნებამდე მაკლია დიდი ტელევიზორი, მაგალითად 24', და 3დ სათვალეებით. ამბობენ ყველაზე მაგარი 3დ თამაში არისო რაც კი გამოსულაო.

Riddick
Posts: 11703

Trine 2

Unread post#18 » 10 Aug 2014 11:03

10 საათი დამიგროვდა უკვე, როგორ არ ვიცი, მარა ზომამ ნამდვილად გადააჭარბა მოლოდინს )) რაც დაახლოებით მეგონა იმასთან შედარებით ორი იმდენი გავიარე უკვე და კიდე ბევრი დარჩა როგორც ჩანს )) ძალიან ლამაზი და მედიტაციური თამაშია, ძაან მომეწონა, უბრალოდ ზომებმა არ უნდა მოგაბეზროს და პატარა პორციებათ უნდა ითამაშო.

Riddick
Posts: 11703

Trine 2

Unread post#19 » 14 Aug 2014 16:38

14 საათზე ავედი და მთავარი კომპანიაც დამთავრდა :) პატარა პორციებით ვთამაშობდი და ბოლომდე არ მომბეზრებია, პირიქით რაღაც ანტიდეპრესანტივით მოქმედებს, აწყნარებს და მედიტაციაში გადაყავხარ მუსიკას და ატმოსფეროს. ძალიან მომეწონა, რასაც ნამდვილად არ ველოდი. ბოლოს კი შემხვდა რამდენიმე საფიქრალი ადგილი, მარა ეს მედიტაციური ატმოსფერო მაინც არ დაურღვევია.
რავი მე პირველი არ მაქ ნათამაშები და შეიძლება კარგიც ვქენი, რადგან ეს პირველიც არი და მისი გაუმჯობესებული ვერსიაც.
ეხა რაღაც დამატებითი გობლინების კომპანია გაიხსნა და იმას კოოპის გარეშე ვერ გავალ თუ იცით? რაღაც კატაპულტია და ვერ ვასწრებ ასვლას რო გადამაგდოს მეორე ნაპირზე.

NoiZ
Posts: 315

Trine 2

Unread post#20 » 22 Aug 2014 23:45

გობლინების დლც არ მაქვს ნათამაშები და ვითამაშოთ ეგ მაინც რა :/
პს ჩამოვედი როგორც იქნა და მგონი აწი სულ ონლაინ ვიქნები, ტაკშტო მე მცალია! =დ

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 155 guests