სიუჟეტი- ბევრგან ეს თამაში, აკრძალული იყო, ბევრგან კი გაპროტესტებული. აბა თქვენ წარმოიდგინეთ ადამიანის ფსიქიკა პოსტალის თამაშის შემდეგ. თქვენ ალბათ გიჩნდებათ კითხვა: კი მაგრამ რას ერჩიან ამ თამაშს რატომ კრძალავენ? პასუხიც უბრალოა - სისასტიკე სისასტიკე და უცენზურო ლექსიკა. მოდით გაგაცნობთ სიუჟეტს: ჩვენი მთავარი გმირია the dude (თარგმანში ეს ნიშნავს როგორც "ჯიგარს"). ჩვენი გმირი ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწეოდა ქალაქ პარადაისში- დადიოდა სამსახურში, ყიდულობდა რძეს, იხდიდა ბანკში ფულს და ანახლებდა თავის ჩეკს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ის გადაწყვეტს რომ ყველაფერი ამის შესრულება სხვანაირად შეიძლება.( ხალხის დახოცვით, მათი დაწვით, მთლიანად სუყველაფრის განადგურება და სხვა).
GAMEPLAY-Postal 2-ს კარგი გეიმფლეი აქვს. ჩვენ დავრბივართ ქალაქში, ვხოცავთ უმოწყალოდ მოქალაქეებს. აგრეთვე ჩვენ ვასრულებთ მისიებს, რომლებიც შეცვლილია უბრალო დღეებით, ანუ თითო დღეს, ვასრულებთ სხვადასხვა მისიებს. მისიებიც ჩვეულებრივია. მაგალითად პირველი მისია ეს არის ბანკის ჩეკის განახლება. ეს მისია შეგვიძლია შევასრულოთ ორი ხერხით: 1)ჩავდგეთ რიგში და განვაახლოთ ჩეკი ჩვეულებრივად(ალბათ ეს ხერხი იმათთვისაა ვისაც ხალხის ხოცვა არ უყვარს და თავგადასავლები) ხოლო 2)დავაშინოთ იქ მყოფი ხალხი, ვცემოთ, ვურტყათ ფეხები, "დავასაქმოთ" (ბოდიშით და "დავაშარდოთ"). და მოვიპაროთ ბანკში არსებული ფული, ამ შემთხვევაში ჩვენს გმირზე ძებნას გამოაცხადებენ. აი ასე შეგვიძლია შევასრულოთ სხვადასხვა მისიები. ჰო, მე ვახსენე სისასტიკე, მართლაც, საკმარისია ჩვენს ხელში ჩავიგდოთ ვინჩესტერი, ავტომატი ან პისტოლეტი, ჩვენ ვიქცევით სიკვდილის მანქანად და არ ვინდობთ არავის. ჩვენს არსენალში აგრეთვეა: მაკრატელი, რომელიც შეგვიძლია ვესროლოთ ადამიანს, ხოლო თუ მარჯვენა მაუსს დავაწკაპუნებთ მაკრატელს ბუმერანგივით ვისვრით და ისევ დაგვიბრუნდება.
მაკრატელის გარდა ჩვენ გვაქვს: ნიჩაბი (საკმარისია, ადამიანს დავარტყათ ცოტა ზემოთ და მას თავი ძვრება,რომლითაც შეგვიძლია ვითამაშოთ ფეხბურთი), ელექტროშოკი(მაგარი რაღაცაა, ადამიანს ვაელექტროვებთ, და ის ცოტახანი უძრავია, მაგრამ ცახცახებს), პოლიციელის ჯოხი, ყუმბარა, მოლოტოვის კოქტეილი, ატომური ბაზუკა (სადაც ვისვრით, ანადგურებს ყველაფერს),და ა.შ. მეორე ნაწილში დამატებულია ორგინალური მაყუჩი - კატა. დიახ, დიახ კატა. საკმარისია კატას უკნიდან მივეპაროთ და ის ჩვენი ვინჩესტერის ან ავტომატის (m16) ლულაზე აღმოჩნდება. მაგრამ ამ მაყუჩსაც ერთი მინუსი აქ, ვინჩესტერის რამოდენიმე გასროლით, მაყუჩი-კატა სკდება, ხოლო ავტომატის ტყვიამფრქვევით გამოყენებით მაყუჩი-კატა ტყვიებთან ერთად ხვდება ადამიანს თავში.
გრაფიკა- პირველ ნაწილთან შედარებით , გრაფიკა სუფთა 3D-ეა. აგრეთვე ამ ნაწილში ფიზიკაც გაუმჯობესებულია. (მაგალითად როცა ადამიანს თავს წავაძრობთ, ფეხი რო დავარტყათ თავის დაგორავს) მოკლედ ამ ნაწილს კარგი გრაფიკა აქვს.

ხმა და ეფექტები-მეორე ნაწილს კარგი ხმა აქვს და კარგი ეფექტები, გარკვეულად ისმის მოწინააღმდეგეების შეძახილები და ყვირილი. და რაც მთავარია პირველ ნაწილს ბევრად ჯობია.
შეფასება- პოსტალი თავისი გიჟური გეიმფლეით და უცენზურო ლექსიკით იმსახურებს 6.5 ქულას. თუმცა Running with scissors (უი, დამავიწყდა მეთქვა, ეს კომპანიაა, რომელმაც მოიგონა პოსტალი) ამ გიჟური თამაშის მესამე ნაწილს ამზადებს, რომელიც ამ წლის მაისში გამოდის, ისინი გვპირდებიან რეალისტიკურ გრაფიკას, ახალ-ახალ იარაღებს, და შეცვლილ გეიმფლეის. რავიცი აბა დაველოდოთ მესამე ნაწილს.
©Head Crusher