- Published by: LucasArts / BioWare
- Developed by: BioWare Austin
- Release Date: Spring 2011
- Genre: MMORPG
Star Wars: The Old Republic–ში მოქმედება ვითარდება Kotor-ის მოვლენებიდან 300 წლის შემდეგ. აქ მოთამაშეები შეუერთდებიან ნაცნობი კონფლიქტის ორივე მხარეს რესბუბლიკას და იმპერიას.
ამ ეპიკურ მმო–ში მოთამაშეები გამოიკვლევენ გალაქტიკას, როგორიც იყო ის Darth Vader–ის გამოჩენამდე ათასობით წლით ადრე. მათ შეეძლებათ ითამაშონ როგორც ჯედაით და სითხით, ასევე კლასიკური სტარ ვარსის სხვა პროფესიებით. თითოეულ პროფესიას ექნება თავისი არასწორხაზოვანი ღრმა და დეტალური სიუჟეტით გაჯერებული კამპანია, რომლის განმავლობაში მოთამაშეებს მრავალი რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ და შეიძენენ თანამებრძოლებს რომლებიც მზად იქნებიან მისთვის თავი გაწირონ ან პირველივე ხელსაყრელ მომენტში უღალატონ, მოთამაშის ქმედებიდან და მათდამი დამოკიდებულებიდან გამომდინარე. ასევე შესაძლებელი იქნება კამპანიის მეგობრებთან ერთად გავლა.
The Galactic Republic
ESTABLISHED:21,400 BTC
A BRIGHT LIGHT IN THE DARKNESS...
ოცი ათას წელიწადზე მეტია, რესპუბლიკა ცივილიზაციის და განვითარების ყველაზე დიდი კერა იყო. მართული გალაქტიკური სენატით, რომელიც ასობით მზის სისტემის და პლანეტის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, რესპუბლიკა არის მშვიდობის და პროგრესის ცენტრი და მანათობელი შუქურა უკიდეგანო კოსმოსის სიბნელის წინააღდეგ.
ჯედაების ორდერმა საკუთარ თავზე აიღო გალაქტიკის და მშვიდობის დაცვა. მათი წმინდა მოვალეობაა ბნელეთის წინააღმდეგ ბრძოლა და მთელს გალაქტიკაში მშვიდობის და ბალანსის დამყარება. ჯედაები ათასი წელია ამ როლში ემსახურებიან გალაქტიკას და ამ დროის განმავლობაში დიდი პატივისცემა და ნდობა დაიმსახურეს მოკავშირეების, და დიდი სიძულვილი მტრების.
ასი წლის წინ, ყველაზე დიდი ამ მტრებს შორის დაბრუნდა...
სითხების იმპერიის შემოტევა რესპუბლიკა და ჯედაების ორდერისთვის მოულოდნელი იყო, დიდი და მძიმე ომის შედეგად, რესპუბლიკა დაიმსხვრა. მათი მთავარი პლანეტის, კორუსკანტის იმპერიალების მიერ გადაწვის შემდეგ, სენატი იძულებული იყო კორუსკანტის ხელშეკრულებისთვის მოეწერა ხელი. რომლის შედეგად მათ მოუწევდათ უარი ეთქვათ დიდი ხნის მოკავშირეების მხარდაჭერაზე, მათ შორის რესპუბლიკის ერთერთი ყველაზე ერთგული მოკავშირეების ბოზანებისთვის.
ხელშეკრულების გაფორმებიდან სულ რამდენიმე წელიწადში, მზის სისტემების დაკარგვამ, საბრძოლო და არსებობისთვის აუცილებელი მარაგის არქონით გამოწვეულმა კრიზისმა და კორუსკანტის ქუჩებში ქაოსმა სენატი პარალიზებული დატოვა.
დანაწევრებული მმართველი კლასი ეწინააღმდეგება სენატის ყველა გადაწყვეტილებას, და კიდევ უფრო ასუსტებს მოქალაქეების მორალს. შექმნილი მდგომარეობის ჯედაებზე გადაბრალებამ, სენატი კიდევ უფრო დააშორა მისი ლეგენდარული მცველებისგან.
ჯედაის ორდენი კვლავ რესპუბლიკის დასაცავად იბრძვის, მაგრამ მათი საბჭო კორუსკანტიდან, ჯედაების უძველეს მშობლიურ პლანეტა ტითონზე გადავიდა.
რესპუბლიკამ გაწვრთნა სპეციალური დანაყოფები მეომრების, დისციპლინირებული და გუნდურად მუშაობაზე ორიენტირებული ელიტარული ტრუპერები ხშირად მუშაობენ ჯედაებთან ერთად, მაგრამ თანდათან ირგებენ რესპუბლიკის მთავარი დამრტყმელი ძალის როლს.
მიუხედავად ომით გამოწვეული ეკონომიკური დეპრესიის და მათი მტრების შეუწყვეტელი განვითარების, რესპუბლიკის სულისკვეთება რჩება ძლიერი. გამბედავი ახალი ლიდერები ჩნდებიან მათ რიგებში, მზად მყოფი სითხების ბნელი იმპერიის წინააღმდეგ საბრძოლველად, გალაქტიკის მათგან განსათავისუფლებლად და რესპუბლიკის გადასარჩენად.
REBUILT BY REMNANTS OF THE ORIGINAL SITH EMPIRE
DETERMINED TO DOMINATE THE GALAXY
სითხების ნამდვილი წარმოშობა საიდუმლოებით არის მოცული. სითხების რასამ, გალაქტიკური მაშტაბებით მნიშვნელობა მხოლოდ 3000 წლით ადრე შეიძინა, როდესაც ჯედაის ორდენიდან წამოსულმა ბნელმა ჯედაებმა, დაიპყრეს კორიბანი და სითხები საკუთარ ძალაუფლების და ფილოსოფიის ქვეშ მოაქციეს.
წლები გადიოდა, და ბნელი ჯედაები შეერწნენ მათ მიერ მართულ ხალხს, და საუკუნების მანძილზე სიტყვამ სითხი ახალი მნიშვნელობა შეიძინა. ამ ახალმა ძლიერმა ცივილიზაციამ, მართულმა ამბიციური ლიდერებით სწრაფი ზრდა განიცადა და 1500 წელიწადში მათი იმპერია რესპუბლიკის საზღვრებს მიადგა, ასე დაიწყო პირველი ინტერგალაქტიკური ომი.
სითხმა ბნელმა ლორდმა ნაგა შადომ, აგრესიული საბრძოლო კამპანია გამართა რესპუბლიკის წინააღმდეგ. თავდაპირველად სითხების შეტავა წარმატებული იყო, მაგრამ ჯედაების ორდერმა დაამარცხა თავისი ბნელი მოწინაამდეგე და რასაც გამანადგურებელეი შედეგები მოყვა სითხების იმპერიისთვის, მათი მთავარი პლანეტა კორიბანი ნანგრევებად იქცა.
მაგრამ სითხების უკანასკნელმა იმპერატორმა მოახერხა კოსმოსის სივრცეებში გაქცევა თავის ყველაზე ერთგულ ბნელ ლორდებთან ერთად.
უკანასკნელმა გადარჩენილმა სითხებმა დაიწყეს თავის იმპერიის აღდგენა შორეულ პლანეტაზე, იმედით რომ ერთ დღეს დაუბრუნდებოდნენ ძველ დიდებაზ.
შემდეგი მილენიის განმავლობაში, სითხების იმპერიამ ძალები მოიკრიბა. იმპერატორმა რომელმაც ბნელი რიტუალების მეშვეობით გაიხანგრძლივა სიცოცხლე და თავის ხალხზე აბსოლუტური კონტროლი მოიპოვა, შექმნა არმადა ძლიერი და ტექნოლოგიურად განვითარებუი საბრძოლო ხომალდების.
როდესაც შურისძიების დღე მოვიდა, სითხებმა ფარული კამპანია დაიწყეს რესპუბლიკის საზღვრებთან. ისინი აღვივებდნენ კონფილიქტს მმართველებს შორის და თავის ბანერ ქვეშ გადმოყავდათ კრიმინალები და ვარლორდები. სითხებმა დაიწყეს უეცარი, ძლიერი საბრძოლო კამპანია, რომელის მოულოდნელი იყო ჯედაებისთვის. მხოლოდ პირველი შეტევისას სითხებმა რამდენიმე მზის სისტემა მოაქციეს თავისი კნოტროლის ქვეშ, გაანადგურეს რესპუბლიკის ხომალდების წარმოება სლუის სექტორში და დაბოლკეს პოპულარული რიმას სავაჭრო გზა.
პირველი დარტყმის შემდეგ, იმპერატორის შესანიშნავი სტრატეგია და იმპერიის არმადის სიძლიერე არაერთი დამარცხების მიზიზად იქცა რესპუბლიკისთვის. მართალია იმპერია ბრძოლის უსასრულოდ გაგრძელების ყოველგავრ შესაძლებლობას ამჟღავნებდა, იმპერატორმა კიდევ ერთხელ გააკვირვა რესპუბლიკა.
მანამ იმპერატორის ბნელი საბჭო რესპუბლიკის ლიდერებთან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე აწარმოებდა მოლაპარაკებას, რამდენიმე სითხმა ბნელმა ლორმა და იმპერიალების ელიტარულმა დანაყოფებმა რესპუბლიკის დედაქალაქი გაანადგურეს.
ჯედაების ტაძარი ნანგრევებად იყო ქცეული და პლანეტა სითხების ტყვეობაში აღმოჩნდა. სითხებმა სხვა გამოსავალი არ დაუტოვეს რესპუბლიკის ლიდერებს და მათ მოუწიათ რამდენიმე მზის სისტემის სითხებისთვის დათმობა კორუსკანტის ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით.
კორუსკანტის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, იმპერატორი პირადი საიდუმლოებით მოცული მიზნების შესრულებას შეუდგა, იმპერიის კონტროლი კი ბნელ საბჭოს დაუტოვა. რაც ძალაუფლებისთვის სასტიკ პოლიტიკურ ბრძოლაში გარდაისახა. პოლიტიკურ ვაკუუმში, ყველაზე ძლიერი და ჭკვიანი სითხები ახალ ლიდერებად ევლინებიან იმპერიას, მისი მტრების განადგურებისთვის და იმპერიის საზღვრების გაზრდისთვის ბრძოლას იწყებენ.