Fallout: New Vegas, ანონსის ინფო > RPG > PC, X360, PS3 ...

თამაშების ▶ დეტალების სია ▶ აღწერა ▶ შთაბეჭდილება ▶ პრევიუ ▶ მიმოხილვა ▶ ანალიზი ▶ სერიის რეტროსპექტივა
User avatar
Riddick
Posts: 10073

Fallout: New Vegas

Unread post#1 » 05 Jan 2010 00:45

>>>

გავრცელდა Bethesda Softwork, Zenimax Media Company და Obsidian Entertainment-ის ახალი პროექტის დეტალები - საუბარია Action/RPG FALLOUT: New Vegas-ზე, რომლის გამოსვლაც Xbox 360, PS3 და PC-ზა დაგეგმილი. ინფორმაცია მოწოდებულია Game Informer-ის ბოლო ნომრიდან, რომელიც ჯერ გაყიდვაში არ გამოსულა.

- ბექგრაუნდ-ისტორიების სისტემა გადმოტანილია Dragon Age: Origins-იდან. თამაშის პირველი ორი საათი დამოკიდებულა პრეისტორიაზე რომლებიც იქნება ერთმანეთისგან განსხვავებული. საწყისები მნიშვნელოვნად შეცვლიან სიუჟეტური სვლების მიმართულებებს მომავალში.

- ერთ-ერთ ასეთ ბექგრაუნდ ისტორიის სახელია - "ჩინელი აგენტი". აგენტის ისტორიის გაშუქება ჯერკიდევ ბომბების ჩამოყრამდე იწყება. მთავარი გმირი არის "სისხლიანი დრაკონების" წევრი, რომელმაც მონაწილეობა უნდა მიიღოს ჰუვერ დემის დამბის განადგურებაში, დამბა მოთავსებულია არიზონასა და ნევადის საზღვარზე, კოლორადოს მდინარის შავ კანიონში. თქვენი დავალებაა - გადალახოთ ამერიკელების თავდაცვა, დაამონტაჟოთ ბომბი და დაბრუნდეთ ევაკუაციის ადგილზე. მარგრამ, როგორც ყოველთვის, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის და უკანა გზაზე, თქვენს გმირს "power armor"-ებში გამოწყობილი ამერიკელი მეომრები ხვდებიან. მოთამაშე და მისი რამდენიმე გადარჩენილი მეგობარი, კანიონის ერთ-ერთ გამოქვაბულს აფარებენ თავს. გამოქვაბულში ისინი სპეციალურ კაფსულებს ხსნიან და იწყებენ ხარაკირის გაკეთებას. მაგრამ ზუსტად ამ დროს იწყება ატომური დაბომბვის პირველი ტალღა... რამდენიმე ხნის შემდეგ მოთამაშე გამოდის გამოქვაბულიდან, იხდის ჩაფხუტს და კოლორადოს მდინარეში თავის შემზარავ სახეს ხედავს...

- პრეისტორია დინამიურად იზრდება პერსონაჟის შექმნაში. "გულით" თამაში ორი უნიკალური პერკის არჩევის საშუალებას გვაძლევს. ერთ-ერთი მათგანი ძალიან გავს Fallout 3-ის გულის მასკას. პერკი, ყველა გულს გმირისადმი ურეაქციოს ხდის. მეორე პერკი გიცავთ რადიაციისგან და გაძლევთ რადიაციული ღრუბლის შექმნის საშუალებას (მნათობ გულებს ქონდათ დაახოლეობით იგივე F3-ში), რომელიც ყველა გარშემო მყოფს აყენებს ზიანს, ხოლო გულებს პირიქით ჰილავს.

- ჩინელ აგენტს თავიდანვე აქვს სკილები Sneak, Small Arms, Explosives და ასევე SPECIAL სეტი.

- ყველას ვისაც დაეზარება პრეისტორიის თამაში, შეუძლია აირჩიოს ოფცია "მარტოხელა მოხეტიალე". ამით თქვენ ძირითადი კომპანიის სუფთა ფურცლიდან დაწყებას შეძლებთ.

- SPECIAL გავს FALLOUT 3-ისას, სკილების მომატება იქნება უფრო გართულებული, ამჯერად ყველას ბოლომდე აწევას ვეღარშეძლებთ. უფრო დეტალური ინფორმაცია ცნობილი არარის რადგან, შემქმნელებს ჯერ სრული სურათი არააქვთ ჩამოყალიბებული.

- Gambling-ი დაბრუნდება, მაგრამ არა სკილის სახით. თქვენი წარმატების მაჩვენებელი იქონიებს ზეგავლენას აზარტულ თამაშებშე. ასევე იქნება ბონუსები სკილებისთვის "Sneak" და "Science".

- თამაშს ასევე დაემატება სატრანსპორტო საშუალებები რომლებიც უდაბნოს ტერიტორიების შესწავლაში დაგეხმარებათ. ტრანსპორტის მართვის საშუალება თამაშის დაწყებიდან რამდენიმე საათში გექნრბათ. მანქანის დეტალების შოვნას სპეციალურ მაღაზიებში, ქვესთებით და მოგებული რბოლების საშუალებით შეძლებთ. ამჯერად უდაბნო უზარმაზარი ჭიებისა და სკარპიონების სახლიც გახდება. ისინი კი თქვენი ავტომობილის ნომერ პირველ მტრებად მოგევლინებიან.

>>>

    Update: ჟურნალ PC GAMER-ში New Vegas-თან დაკავშირებული ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
  • თამაშს დაამატებენ "ჰარდკორ" გეიმერებისთვის შექმნილ სიძნელეს. მოცემულ რეჟიმში თქვენ ტყვიების ეკონომია მოგიწევთ, მკურნალობას დაჭირდება დიდი დრო, ხოლო თქვენს პერსონაჟს წყლის დალევა რეგულარულად მოუწევს. "ნორმალ" სიძნელე Fallout 3 მსგავსია.
  • თამაშის სიუჟეტი ფოკუსირებულია ახალი ვეგასის, რესპუბლიკა ახალი კალიფორნიისა და მონებით მოვაჭრე დაჯგუფება "ცეზარის ლეგიონი"-ს შორის განვითარებულ კონფლიქტზე.
  • თამაშში არის М4-ის მსგავსი ცეცხლსასროლი იარაღი და მინიგანის ახალი ვარიანტი.
  • ახლო ბრძოლებისთვის VATS-ს რამდენიმე განახლებული მოქმედება დაემატა, მაგალითად ახლოს მოსულ მოწინააღმდეგეს შეგიძლიათ მთელი ძალით კუდუსუნში ამოარტყათ გოლფის ჯოხი .
  • თამაშში ასევე იქნება ხუვერის დამბა, რომელიც ქალაქს ელექტრო ენერგიით ამარაგებს და ასევე ზონა 51.
  • თამაშში რამდენიმე ტიპის სუპერმუტანტია მოცემული და ამჯერად ისინი ერთმანეთისგან ინტელექტის დონით განსხვავდებიან - დებილი, ჭკვიანი და ეგრედწოდებული ნაიტკინი.
  • სუპერ მუტანტების გარეგნობა ამჯერად ბევრად მრავალფეროვანი გახდება. ზოგი მათგანი F3-ისას წააგავს. არის მდედრობითი ლიდერის ტიპაჟიც, ორმოცდაათიანი წლების ვარცხნილობით.
  • ქალაქების სქრინშოტები ჯერ არუნახებიათ. მხოლოდ კონცეპტ არტი.
  • სკილების წიგნის ნაცვლად პერსონაჟის შექმნა სათამაშო ავტომატზე მოგიწევთ.
  • მაკკარენნას აეროპორტი - ახალი კალიფორნიის ბაზა.
  • სტრიფტიზ კლუბი - "ცეზარის ლეგიონის" ბაზა.
  • სუპერმუტანტები განლაგებულები იქნებიან ლოკაციაზე სახელად შავი მთა.
  • ასევე არის პატარა ქალაქები ფრემონტ და პრიმმ.
  • კარმას ამჯერად რეპუტაციის სისტემაც დაემატება.

Forve
Posts: 64

Fallout: New Vegas

Unread post#2 » 05 Jan 2010 00:55

კარგია კარგი. განსაკუთრებით მაქნანის ამბავი მომეწონა. ცოტა გრაფას შეუცვალონ რატომღაც ფალაუტ 3 ცოტა მაღიზიანებდა გეიმფლეის მხრივ. სროლის სისტემაც დაამუშავონ წესიერად. რომ ვუმიზნებ, მოხვდეს ისე რომ მაინც და მაინც პაუსის რეჯიმში არ მომიწიოს გადასვლა.

მაგრამ რაღაც ედონისავით უფრო ჯღერს ვიდრე ახალი თამაშისავით

User avatar
Riddick
Posts: 10073

Fallout: New Vegas

Unread post#3 » 05 Jan 2010 10:30

მეც მანქანის ამბავმა ყველაზე მეტად მომხიბლა და მართლა გამიხარდება გეიმფლეის რაღაც მკვდარი ელემენტები რო უფრო რეალურით შეცვალონ. ძაან მომბეზდა ბოლოს თამაში - უაზრო დიალოგები უაზრო ლოკაციები და უაზრო პერსონაჟები. მანქანებს რაც შეეხება ეგრევე Rage გამახსენდა x3 ერთმანეთს პარავენ იდეებს აშკარად ...

User avatar
hellwalker
Posts: 5469
Contact:

Fallout: New Vegas

Unread post#4 » 05 Jan 2010 10:36

იმედია Kotor 2 team იმუშავებს და არა nwn2 team და მართმადიდებელ მშობელთა კავშირის გამოშვებულ თამაშს არ დაემსგავსება.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Hexblade
Posts: 103

Fallout: New Vegas

Unread post#5 » 04 Feb 2010 19:08

Debut Trailer, Awesome.

User avatar
Riddick
Posts: 10073

Fallout: New Vegas

Unread post#6 » 05 Feb 2010 01:31

ვიდეო ჩაგისწორე არანახებდა იმას. რაღაც დიაბლო გამახსენდა რო ვნახე :D

Forve
Posts: 64

Fallout: New Vegas

Unread post#7 » 05 Feb 2010 07:47

ვა ცოტა შეცვალეს ატმოსფერო

კარგი შთაბეჭდილება დატოვა

თუმცა ჯერ ადრე ძალიან რამის თქმა

User avatar
hellwalker
Posts: 5469
Contact:

Fallout: New Vegas

Unread post#8 » 05 Feb 2010 08:01

ეტყობა სინემატიკს რომ სხვები აკეთებენ.
ეს ქალაქი ასე განათებულ აშენებული არ მიდის რაღაც fallout-ის ატმოსფეროში
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 10073

Fallout: New Vegas

Unread post#9 » 05 Feb 2010 09:04

დაფიქრდი აბა New Vegas რატო ქვია და მიხვდები რო მიდის :D

Hexblade
Posts: 103

Fallout: New Vegas

Unread post#10 » 05 Feb 2010 13:05

მიდის, წავიკითხე სადღაც რო სხვა ტერიტორიებისგან განსხვავებით Vegas ცოტა შენარჩუნდა აპოკალიფსის მერე და ელეკტრო ენერგია აქვთ და რამე...

User avatar
hellwalker
Posts: 5469
Contact:

Fallout: New Vegas

Unread post#11 » 05 Feb 2010 17:28

Riddick wrote:დაფიქრდი აბა New Vegas რატო ქვია და მიხვდები რო მიდის :D

nop
ვაბშე შეცვლის ატმოსფეროს
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Hexblade
Posts: 103

Fallout: New Vegas

Unread post#12 » 05 Feb 2010 19:27

მე კიდე პირიქით მგონია რო 1-2ს ატმოსფერო შეიძლება დაბრუნდეს... Tycho ხო ბაზრობდა New Vegas-ზე და რამე.

Hexblade
Posts: 103

Fallout: New Vegas

Unread post#13 » 07 Feb 2010 12:31

აუ ახალი კალიფორნია იჩითება და Nightkin-ები... გაასწორა.

User avatar
SLaYeR
Posts: 5265

Fallout: New Vegas

Unread post#14 » 07 Feb 2010 15:47

Riddick wrote:მანქანებს რაც შეეხება ეგრევე Rage გამახსენდა x3 ერთმანეთს პარავენ იდეებს აშკარად ...

F2 ში თრეულობდი მანქანას, და მესამეში რატო არ დამატეს არ ვიცი, Rage-მა აქეთ მოპარა F2-ს მასე რო მიუდგე
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5469
Contact:

Fallout: New Vegas

Unread post#15 » 07 Feb 2010 15:59

აუ f2ში ნაწილებს რო დასდევდი
მაგარი იყო хD იმენა კრუტოი მასტი იყავი კადილაკით მგონი უდაბნოში კატაობდი, მერე ქალაქში რო დგებოდა მანქანა :D
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 5265

Fallout: New Vegas

Unread post#16 » 07 Feb 2010 17:35

კი კი, თან მე იმენა სასტავით ვმოძრაობდი, მივაყენებდი მანქანას და მუტანტი და ხალხი გავეძრობოდით ქალაქში, Enclave-ის ზმანზე ვიყავი თან და დიდი machinegun-ით შუაზე ვწყვეტდი სუყველას )))))) ბოლოს ბესპრიძელში გადავედი და 2 ბავშვიც შემომაკვდა xD
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Hexblade
Posts: 103

Fallout: New Vegas

Unread post#17 » 07 Feb 2010 18:10

ლოლ წარმოვიდგინე ეხლა, ალბათ 2 ბავშვს კისრები დაატეხე და მანქანით წახვედი :D

User avatar
SLaYeR
Posts: 5265

Fallout: New Vegas

Unread post#18 » 08 Feb 2010 13:07

ეგრევე ვხიე შუაზე გაწყდა ბავშვი, child killer გავხდი
მთელი ქალაქი გამომეკიდა, ვიდექი და ვხოცავდი ყველას, ვეღარ ვთიშავდი კომბატს ;/
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

BoromiR
Posts: 638

Fallout: New Vegas

Unread post#19 » 09 Feb 2010 12:57

ტრეილერის რეპლიკაზე იკაიფეთ: "War Never Changes"
ნუთუ ყველას ესე უდგება სნეიკის სიტყვების მოპარვა ყველა თამასში?
"Was Has Changed"
-სხვაგვარად ამის გაგება უბრალოთ შეუძლებელია რა არგუმენტიც არ უნდა გამოიყენონ.

Hexblade
Posts: 103

Fallout: New Vegas

Unread post#20 » 09 Feb 2010 13:30

"War, war never changes." ეს ყველა ფოლაუტში არის ეგრე, პირველშიც მასე იძახის მგონი და რატო პარავენ სნეიკს? ))

Return to “Games”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 6 guests