- ბექგრაუნდ-ისტორიების სისტემა გადმოტანილია Dragon Age: Origins-იდან. თამაშის პირველი ორი საათი დამოკიდებულა პრეისტორიაზე რომლებიც იქნება ერთმანეთისგან განსხვავებული. საწყისები მნიშვნელოვნად შეცვლიან სიუჟეტური სვლების მიმართულებებს მომავალში.
- ერთ-ერთ ასეთ ბექგრაუნდ ისტორიის სახელია - "ჩინელი აგენტი". აგენტის ისტორიის გაშუქება ჯერკიდევ ბომბების ჩამოყრამდე იწყება. მთავარი გმირი არის "სისხლიანი დრაკონების" წევრი, რომელმაც მონაწილეობა უნდა მიიღოს ჰუვერ დემის დამბის განადგურებაში, დამბა მოთავსებულია არიზონასა და ნევადის საზღვარზე, კოლორადოს მდინარის შავ კანიონში. თქვენი დავალებაა - გადალახოთ ამერიკელების თავდაცვა, დაამონტაჟოთ ბომბი და დაბრუნდეთ ევაკუაციის ადგილზე. მარგრამ, როგორც ყოველთვის, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის და უკანა გზაზე, თქვენს გმირს "power armor"-ებში გამოწყობილი ამერიკელი მეომრები ხვდებიან. მოთამაშე და მისი რამდენიმე გადარჩენილი მეგობარი, კანიონის ერთ-ერთ გამოქვაბულს აფარებენ თავს. გამოქვაბულში ისინი სპეციალურ კაფსულებს ხსნიან და იწყებენ ხარაკირის გაკეთებას. მაგრამ ზუსტად ამ დროს იწყება ატომური დაბომბვის პირველი ტალღა... რამდენიმე ხნის შემდეგ მოთამაშე გამოდის გამოქვაბულიდან, იხდის ჩაფხუტს და კოლორადოს მდინარეში თავის შემზარავ სახეს ხედავს...
- პრეისტორია დინამიურად იზრდება პერსონაჟის შექმნაში. "გულით" თამაში ორი უნიკალური პერკის არჩევის საშუალებას გვაძლევს. ერთ-ერთი მათგანი ძალიან გავს Fallout 3-ის გულის მასკას. პერკი, ყველა გულს გმირისადმი ურეაქციოს ხდის. მეორე პერკი გიცავთ რადიაციისგან და გაძლევთ რადიაციული ღრუბლის შექმნის საშუალებას (მნათობ გულებს ქონდათ დაახოლეობით იგივე F3-ში), რომელიც ყველა გარშემო მყოფს აყენებს ზიანს, ხოლო გულებს პირიქით ჰილავს.
- ჩინელ აგენტს თავიდანვე აქვს სკილები Sneak, Small Arms, Explosives და ასევე SPECIAL სეტი.
- ყველას ვისაც დაეზარება პრეისტორიის თამაში, შეუძლია აირჩიოს ოფცია "მარტოხელა მოხეტიალე". ამით თქვენ ძირითადი კომპანიის სუფთა ფურცლიდან დაწყებას შეძლებთ.
- SPECIAL გავს FALLOUT 3-ისას, სკილების მომატება იქნება უფრო გართულებული, ამჯერად ყველას ბოლომდე აწევას ვეღარშეძლებთ. უფრო დეტალური ინფორმაცია ცნობილი არარის რადგან, შემქმნელებს ჯერ სრული სურათი არააქვთ ჩამოყალიბებული.
- Gambling-ი დაბრუნდება, მაგრამ არა სკილის სახით. თქვენი წარმატების მაჩვენებელი იქონიებს ზეგავლენას აზარტულ თამაშებშე. ასევე იქნება ბონუსები სკილებისთვის "Sneak" და "Science".
- თამაშს ასევე დაემატება სატრანსპორტო საშუალებები რომლებიც უდაბნოს ტერიტორიების შესწავლაში დაგეხმარებათ. ტრანსპორტის მართვის საშუალება თამაშის დაწყებიდან რამდენიმე საათში გექნრბათ. მანქანის დეტალების შოვნას სპეციალურ მაღაზიებში, ქვესთებით და მოგებული რბოლების საშუალებით შეძლებთ. ამჯერად უდაბნო უზარმაზარი ჭიებისა და სკარპიონების სახლიც გახდება. ისინი კი თქვენი ავტომობილის ნომერ პირველ მტრებად მოგევლინებიან.
- Update: ჟურნალ PC GAMER-ში New Vegas-თან დაკავშირებული ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
- თამაშს დაამატებენ "ჰარდკორ" გეიმერებისთვის შექმნილ სიძნელეს. მოცემულ რეჟიმში თქვენ ტყვიების ეკონომია მოგიწევთ, მკურნალობას დაჭირდება დიდი დრო, ხოლო თქვენს პერსონაჟს წყლის დალევა რეგულარულად მოუწევს. "ნორმალ" სიძნელე Fallout 3 მსგავსია.
- თამაშის სიუჟეტი ფოკუსირებულია ახალი ვეგასის, რესპუბლიკა ახალი კალიფორნიისა და მონებით მოვაჭრე დაჯგუფება "ცეზარის ლეგიონი"-ს შორის განვითარებულ კონფლიქტზე.
- თამაშში არის М4-ის მსგავსი ცეცხლსასროლი იარაღი და მინიგანის ახალი ვარიანტი.
- ახლო ბრძოლებისთვის VATS-ს რამდენიმე განახლებული მოქმედება დაემატა, მაგალითად ახლოს მოსულ მოწინააღმდეგეს შეგიძლიათ მთელი ძალით კუდუსუნში ამოარტყათ გოლფის ჯოხი .
- თამაშში ასევე იქნება ხუვერის დამბა, რომელიც ქალაქს ელექტრო ენერგიით ამარაგებს და ასევე ზონა 51.
- თამაშში რამდენიმე ტიპის სუპერმუტანტია მოცემული და ამჯერად ისინი ერთმანეთისგან ინტელექტის დონით განსხვავდებიან - დებილი, ჭკვიანი და ეგრედწოდებული ნაიტკინი.
- სუპერ მუტანტების გარეგნობა ამჯერად ბევრად მრავალფეროვანი გახდება. ზოგი მათგანი F3-ისას წააგავს. არის მდედრობითი ლიდერის ტიპაჟიც, ორმოცდაათიანი წლების ვარცხნილობით.
- ქალაქების სქრინშოტები ჯერ არუნახებიათ. მხოლოდ კონცეპტ არტი.
- სკილების წიგნის ნაცვლად პერსონაჟის შექმნა სათამაშო ავტომატზე მოგიწევთ.
- მაკკარენნას აეროპორტი - ახალი კალიფორნიის ბაზა.
- სტრიფტიზ კლუბი - "ცეზარის ლეგიონის" ბაზა.
- სუპერმუტანტები განლაგებულები იქნებიან ლოკაციაზე სახელად შავი მთა.
- ასევე არის პატარა ქალაქები ფრემონტ და პრიმმ.
- კარმას ამჯერად რეპუტაციის სისტემაც დაემატება.