სადღაც 70%ზე ვარ დახურვის. მეინ თამაში არ მისწოდება, დაუმუშავებლობა ეტყობა. მეინ სთორი ტიპიური არ არის მარა მოსაწყენია მაინც, NCR სრული ტასკაა, ჰოუსის პერსონაჟის არქეტიპი ყველა ფოლლაუტში იყო მომბეზრდა. ცეზარის ლეგიონი ორიგინალურია და fresh უნდა იყოს მარა უღიმღამოდ არის გაკეთებული და ეტყობა რომ რაღაც კონტენტი მოჭრილი იყო.
სამყარო დიდი უდაბნოა, ჩემთვის მოსაწყენი და ერთფეროვანი, სტალკერ 1-ის ფანებს შეიძლება გაუსწორდეთ გავს რაღაცით feel-ის პონტში(world/terrain მხოლოდ). ლეველ დიზაინში სერიოზულია მიქარული. მგონი ყველა ტერიტორია 1 x 1 -ზე არის გადმოღებული ზომების პონტში, და სოფლის ერთი სახლიდან მეორემდე 1 წუთი მირბიხარ, ძაან დამღლელია. ყველა ტერიტორია ეგრე ბოლომდე არის აწყობილი და უმეტეს ადგილას რენდომ loot-იც კი არ არის, უბრალოდ დარბიხარ უაზროდ ძაან ბევრს და სპრინტი გითავდება ძაან მალე. წარმოიდგინეთ აეროპორტის უზარმაზარი ტერმინალი, სულ ცარიელი და fed ex ქვესტებით სირბილი 300 მეტრიან ტერიტორიაზე.
world -ში როგორც დავწერე focal point-ები არაა თითქმის, ანუ უმეტეს დროს არაფერი მოჩანს ჰორიზონტზე რაც მიგიზიდავს და მუღამს გაგიჩენს იმ მიმართულებით წასვლის.
ბოლოსკენ მივიყვანე მეინ ქვესტები, ბოლო შტრიხები რო დარჩა და ედონებს და საიდ ქვესტებს ჩავუჯექი. აი addon-ებში სიტუაცია სრულიად საპირისპიროა.
სუპერ ორიგინალური, ახალი იდეები. ძაან ძლიერი შესრულებით ყველა ასპექტში, და საკმაოდ დიდი quest dlc-სათვის(expansion pack-ზე ბევრად პატარა, ნუ არც არის ექსპანსია), ერთი ამოსუნთქვით დავხურე ედონები, ღამე დავათენე და ძალიან ვისიამოვნე. თან ყველა განსხვავებულ feel-ს იძლევა, Old world blues და lonesome road განსაკუთრებით მომეწონა.
რამდენიმე ორიგინალური საიდ ქვესტი მეინ კამპანიაშიც შემხვდა უკვე, მაგრამ მაინც ჩამორჩებოდა ამათ. კაი იქნებოდა ედონების ხარისხით რომ ყოფილიყო მეინ თამაში.
დავისვენებ ცოტას და დავხურავ ბარემ, იმედია მეინ კამპანიის ბოლო 30% უფრო სასიამოვნო იქნება სათამაშოდ.