Fallout: New Vegas, PC, X360, PS3

ფორმატები ▶ გამოცდილება ▶ ანონსის ინფო ▶ რელიზის ინფო ▶ დეტალების სია ▶ პრევიუ
User avatar
hellwalker
Posts: 5362
Contact:

Fallout: New Vegas

Unread post#61 » 11 Aug 2013 07:03

სადღაც 70%ზე ვარ დახურვის. მეინ თამაში არ მისწოდება, დაუმუშავებლობა ეტყობა. მეინ სთორი ტიპიური არ არის მარა მოსაწყენია მაინც, NCR სრული ტასკაა, ჰოუსის პერსონაჟის არქეტიპი ყველა ფოლლაუტში იყო მომბეზრდა. ცეზარის ლეგიონი ორიგინალურია და fresh უნდა იყოს მარა უღიმღამოდ არის გაკეთებული და ეტყობა რომ რაღაც კონტენტი მოჭრილი იყო.

სამყარო დიდი უდაბნოა, ჩემთვის მოსაწყენი და ერთფეროვანი, სტალკერ 1-ის ფანებს შეიძლება გაუსწორდეთ გავს რაღაცით feel-ის პონტში(world/terrain მხოლოდ). ლეველ დიზაინში სერიოზულია მიქარული. მგონი ყველა ტერიტორია 1 x 1 -ზე არის გადმოღებული ზომების პონტში, და სოფლის ერთი სახლიდან მეორემდე 1 წუთი მირბიხარ, ძაან დამღლელია. ყველა ტერიტორია ეგრე ბოლომდე არის აწყობილი და უმეტეს ადგილას რენდომ loot-იც კი არ არის, უბრალოდ დარბიხარ უაზროდ ძაან ბევრს და სპრინტი გითავდება ძაან მალე. წარმოიდგინეთ აეროპორტის უზარმაზარი ტერმინალი, სულ ცარიელი და fed ex ქვესტებით სირბილი 300 მეტრიან ტერიტორიაზე.

world -ში როგორც დავწერე focal point-ები არაა თითქმის, ანუ უმეტეს დროს არაფერი მოჩანს ჰორიზონტზე რაც მიგიზიდავს და მუღამს გაგიჩენს იმ მიმართულებით წასვლის.

ბოლოსკენ მივიყვანე მეინ ქვესტები, ბოლო შტრიხები რო დარჩა და ედონებს და საიდ ქვესტებს ჩავუჯექი. აი addon-ებში სიტუაცია სრულიად საპირისპიროა.

სუპერ ორიგინალური, ახალი იდეები. ძაან ძლიერი შესრულებით ყველა ასპექტში, და საკმაოდ დიდი quest dlc-სათვის(expansion pack-ზე ბევრად პატარა, ნუ არც არის ექსპანსია), ერთი ამოსუნთქვით დავხურე ედონები, ღამე დავათენე და ძალიან ვისიამოვნე. თან ყველა განსხვავებულ feel-ს იძლევა, Old world blues და lonesome road განსაკუთრებით მომეწონა.

რამდენიმე ორიგინალური საიდ ქვესტი მეინ კამპანიაშიც შემხვდა უკვე, მაგრამ მაინც ჩამორჩებოდა ამათ. კაი იქნებოდა ედონების ხარისხით რომ ყოფილიყო მეინ თამაში.

დავისვენებ ცოტას და დავხურავ ბარემ, იმედია მეინ კამპანიის ბოლო 30% უფრო სასიამოვნო იქნება სათამაშოდ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Ripster
Posts: 1486

Fallout: New Vegas

Unread post#62 » 12 Oct 2013 03:13

))
1:23 ზე ქართველია.
You'd better do something about that cough

User avatar
Ripster
Posts: 1486

Fallout: New Vegas

Unread post#63 » 18 Feb 2014 04:21

რამდენიმე დღეა ტომის ვეწუწუნები რამის თამაში მინდა და ყველაფერი მეზარება თქო. სთიმზე ჰიტმენს ვრთავდი ხოლმე და თითო ტურს გავდიოდი (მგს ის შემდეგ სთელსის მოთხოვნილება გამიჩნდა)) ) აი დღეს კი გამახსენდა რომ fallout new vegasი მაქვს ნაყიდი კიდევ სთიმზე და ჩავრთე
ვიცოდი რომ სადღაც 15 წუთი ვითამაშებდი და პირველივე პერეკურზე გასვლის შემდეგ ალტ ფ4ით გამოვრთავდი მაგრამ... ))))) 4:18ია ახლა და თამაში 12 ზე ჩავრთე სადღაც))) მოკლედ ხო დახურული მაქვს და მთელი მეფი მოვლილი მაგრამ კარგად დამვიწყებია როგორც ჩანს და ახალივით მიდის

ძალიან ხე თამაშებია ეს falloutები ტექნიკური თვალსაზრისით მაგრამ მაგრად გითრევს რა
ერთი ქუესთი მეორეს მისდევს და რაღაცნაირად იძირები ამ პოსტ აპოკალიფსურ სამაროში
ყოველთვის ძალიან მიყვარდა ეს თამაში. ერთადერთი იმას ვნანობ რომ როცა პირველი ორი ნაწილი გამოვიდა ზედმეტად პატარა ვიყავი ამისთვის და გემო ვერ გავუგე იმ ძველ ნაწილებს რომლითაც არის განთქმული სერია))

მოკლედ მგონი გავუყვები ბოლომდე და ვისეირნებ ხოლმე საღამოობით დამტვრეული სამყაროს უდაბნოებში კიდევ ერთხელ
You'd better do something about that cough

Riddick
Posts: 9862

Fallout: New Vegas

Unread post#64 » 01 Nov 2014 21:58

ამჯერად ყველაფერი ცოტა სხვანაირდ დაიწყო, უფრო წყნარად, პოხუისტურად ლოკაციების დეტალურად შესწავლისადმი, უფრო ბებრული როლფლეინგის მუღამით - მე, უდაბნო, რადიაცია და მუტანტები. ჯერ ერთ უცნაურ დასახლებაში მოვხვდი, სადაც უცებ გაცნობილმა ბენმა თავის ცოლის დაკარგვის საქმის გამოძიება დამავალა, შემდეგ ბენის მეგობარმა, ახლო მდებარე რაკეტების გასაშვები სადგურიდან წამოსული "გულების" ამოხოცვა მთხოვა. ვერცერთ უარი ვერ უთხარი და ბოლოს საკმაოდ საინტერესო შედეგით დავრჩი. ბენის ცოლი იქვე მომუშავე ელზას მიერ მონობაში გაყიდული აღმოჩნდა, ხოლო "გულები" რომელთა გასანადგურებლადაც წავედი ბოლოს ადამიანების ტირანიისგან თავისუფალი მიწებისკენ სამოგზაუროთ გავუშვი.
"მეტრო ჩართონ"

Riddick
Posts: 9862

Fallout: New Vegas

Unread post#65 » 09 Nov 2014 23:23

ზუსტად მესამეს ისტორია გამეორდა. თავიდან ძაან ბოდრად დავიწყე, მომწონდა, ვერთობოდი, მარა მომბეზდა საშინლათ. რაღაც ძალიან მუხლზე გაკეთებულ თამაშს გავდა სამყაროს დამუშავების თვალსაზრისით. ლოკაციებს არ ეტყობოდა არაფერი ორიგინალურობის, ძალიან ერთფეროვანი და მოსაწყენი სამყარო, იმდენათ რო მომენტებში რეალური მეგონა. ქვესთები ზოგი ნამვილად საინტერესო იყო, მარა სხვა დანარჩენი იმდენად მოუხერხებელი და მოუქნელია, რო გიკარგავს თამაშის მუღამს.
"მეტრო ჩართონ"

User avatar
Ripster
Posts: 1486

Fallout: New Vegas

Unread post#66 » 07 Dec 2014 16:12

ვიღაც რუსები ჩალიჩობენ ახლა მთლიანად ლოკალიზაციაზე თამაშის
მოკლედ მაგას ველოდები და დავკრუგავ კიდევ ;დ
You'd better do something about that cough

User avatar
SLaYeR
Posts: 5136

Re: Fallout: New Vegas

Unread post#67 » 14 Apr 2020 06:55

მოდინგის მოყვარულებისთვის, ცნობილი იუტუბერის GOPHER-ის ტუტორიალი ნიუ ვეგასისთვის https://www.youtube.com/playlist?list=P ... XCx5da5Gd5

ყველა წვრილმანს გადის ძალიან გასაგებ ენაზე დღევანდელი მდგომარეობით რა მოდებია კარგი.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Games”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 4 guests