Blair Witch Volume 1: Rustin Parr
- შემქმნელები: Terminal Reality
- გამომცემელი: Gathering of Developers
- ჟანრი: Advanture/Horror/Thriller
- დვიჟოკი: Nocturne Engine
- გამოსვლის თარიღი: 3ოკტომბერი, 2000.
- პლატფორმა: Windows PC
The Blair Witch Project-ზე მომუშავე ფილმის შემქმნელები საკმაოდ ღრმა ყურადღებით იყვნენ ჩართულები იმ იდუმალ მოვლენებში რომლებიც თავს იყრიდნენ Burkittsville (a.k.a Blair) Maryland-ში. მათ შეაჯამეს ყველა ეს ზებუნებრივი მოვლენა და მათგან ყველაზე საშიშ და შემზარავ ისტორიად მონათლეს Rustin Parr-ის საქმე. Burkittsville-ის ლეგენდებისა და სამოქალაქო ჭორების მიხედვით 1940-წელს ქალაქში გაუჩინარდა 7 მოზარდი ბავშვი. 1941-ში კი განდეგილმა Rustin Parr-მა დატოვა მისი საცხოვრებელი სახლი ტყეში და ეახლა ქალაქს, სადაც ადგილობრივი მაღაზიის პატრონს დაუტოვა მესიჯი "i'm finally finished".
Parr-ის სახლის სარდაფში იქნა ნაპოვნი 6 მკვდარი ბავშვი, და მეშვიდე Kyle Brody, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იდგა კუთხეში.
BW:Rustin Parr-ის ისტორია იქნება დაახლოებით იმის მსგავსი რაც ფილმში გაქვთ ნანახი, Parr-ის სახლი გახლდათ გასაღები - ფილმის ფინალური სცენისა და საიდუმლო დასასრულის.
სწორედ ამ მკვლელობების მთავარი თემა გახლავთ თამაში Blair Witch Volume 1: Rustin Parr.
თამაში შექმნილია Terminal Reality-ისაგან, მათი წინა თამაში იყო ცნობილი Nocturne, რომელიც მჭიდრო კავშირშია BW-ის ატმოსფეროსთან, ზოგიერთი კი სულაც პრექუელად მიიჩნევს. ამ ორი თამაშის დვიჟოკი და ზოგიერთი პერსონაჟი გახლავთ იგივე. Nocturne-ში თქვენ გიწევთ Elspeth "Doc" Holliday-ის მართვა თამაშის ძალიან პატარა მონაკვეთში, BW1-ში კი მთავარი გმირია. Holliday არის Spookhouse-ის აგენტი, სამთავრობო სააგენტო რომლებიც იძიებენ მსგავს მოვლენებს რაც ზემოთ ეწერა.
აგენტ Holliday-ს აგზავნიან Burkittsville-ში Rustin Parr-ის საქმის გამოსაძიებლად. მისი დავალებაა გაარკვიოს იყო თუ არა რაიმე არაამქვეყნიური ძალის ზეგავლენის ქვეშ Parr-ი, ამ შემზარავი მკვლელობების ჩადენის დროს.
Holliday იწყებს Burkittsville-ის აუხსნელი მოვლენების ძიებას, ამ სერიაში ბევრად ჩამთრევი სიუჟეტი შეიმჩნევა ვიდრე Nocturne-ში. ასე რომ თქვენ მოგიწევთ ქალაქის შესწავლა, მოქალაქეების გაცნობა, წიგნების კითხვა, საშინელი სიზმრების გაშიფვრა და საბოლოოდ იმის გაგება თუ რა ბოროტება იმალება ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ტყეში.
Torrent Link