ზოგადად ხო არი ეგეთი თამაშების კატეგორია რომელზეც გგონია, რომ დასასრული საერთოდ არააქ? ანუ ბავშობაში, მარტო დასაწყისს რო ვთამაშობდით უმეტესობა და შუამდეც რო არავინ არ იყო მისული. PS1'ზე სუპერ უცნაური ვიზუალის და ზოგადად ექსპერიმენტალური 3D ტრასფორმაციის გამო, განსაკუთრებით ბევრი მეგონა ეგეთი. აქედან ერთერთი ზუსტად MediEvil იყო.
დღეს უკვე რეალურად ძალიან მოძველებულია, მარა თავის შარმი მაინც გამოყოლილიაქ. სამყაროს ძალიან სახასიათო ზღაპრის სტილი, რომელშიც ერთ-ერთი ცენტრალური როლი იუმორს და კარიკატურულობას უჭირავს. ამ ყველაფერს კიდე PS1 უკიდეგანოდ ცუდი 3D ვიზუალი რაღაცნაირად ესისხლხორცება ამ ყველაფერს. მიხარია რო მაინც ორიგინალის ნახვა გადავწყვიტე.
თამაში ისეა აწყობილი და ისეთი დინამიკააქ, რო ყოველთვის გაინტერესებს რა მოხდება შემდეგ ტურში. რა ლოკაცია, როგორი მტრები და სიტუაციები შეგხვდება. და რაც ასწორებს, თამაშის ბოლო მომენტამდე იგრძნობა, რომ დეველოპერები ცდილობდნენ მრავალფერონვნების შემოტანას. ყველა ტურს რაღაც პატარა თემა, ლეიტმოტივი და მიზანიაქ, რომელიც სხვა ტურებისას არ გავს. რაც ერთის მხრივ ძალიან კარგია, მაგრამ შესრულების ხარისხის გამო ბოლომდე მიზნობრივად ვერ მუშაობს.
არვიცი პრობლემების უმეტესობა რისი ბრალია. გამოცდილების არ ქონის, ბიუჯეტის, PS1 არქიტექტურის, თუ ყველაფრის ერთად, მარა მათი რაოდენობა საკმაოდ ბევრია. აი მაგალითად კამერა... ესეთი კატასტროფა მართლა პირველად ვნახე. ცალკე ბოსია პირველი ტურიდან, ბოლო წუთამდე. ასევე არი გეიმდიზაინის პრობლემები, რასაც მიყავხარ გაჭედვასთან, რის მერეც უნდა გამოხვიდე და უყურო, თუ რა უნდა ქნა (რაც ყველაზე მეტად არ მიყვარს). მსგავსი პროცედურის ჩატარება დაახლოებით 5 - 6 ჯერ დამჭირდა და თუ მაქსიმალურად ყველაფრის პატიებას ვცდილობდი თამაშისთვის, ბოლოს როცა რამდენიმე ტურით უკან დაბრუნება მომიწია, უკვე ენთუზიაზმზეც დამეტყო.
მთლიანობაში საკმაოდ "კრივოია" როგორც ლეველდიზაინი, ასევე გეიმდიზაინი. ანუ არი მომენტები რო უბრალოდ ვერ მიხვდები რა უნდა დეველოპერს შენგან და რო იგებ კიდე უფრო გიკვირს.
ასევე რაც უფრო შორს მიდიხარ პროგრესით, მით უფრო დაუხვეწავი ხდება თამაში. ისეთი შთაბეჭდილება გაქ, რო ბოლოსკენ უკვე ფული და დრო აღარ ყოფნიდათ ხარისხის შესანარჩუნებლად. ან უბრალოდ იცოდნენ რო ბევრი ბოლომდე მართლა არ ითამაშებდა. ფინალური ბოსის წინ რეალურად მაგას გეუბნება ერთერთი NPC - აქამდე არ მეგონა თუ მოხვიდოდიო. მგონი მთლიანად მოჩვენებითიც არ არი ის რაც თავიდან დავწერე.
და კი პრობლემები მართლა იყო, მაგრამ პრობლემების გარეშე მე PS1 ეპოქა ვერც წარმომიდგენია. ის გაუგებრობა და სირთულეები, რაც უინტერნეტობის და სასტიკი რუსული ლოკალიზაციების ფონზე, ამ საოცარი მედიუმის გაცნობას ახლდა თან ყოველთვის იმ დიდი მაგიის რაღაც განუყოფელ ნაწილად დარჩება. ის დრო როცა ჯერ საერთოდ არ ვიცოდი ბოლომდე რასთან მქონდა საქმე :)