გახსოვთ ალბათ ჰაიპი ჰიდეო კოჯიმას და გილიერმო დელტოროს P.T. გარშემო, რომელიც იდეაში SH გაგრძელება უნდა ყოფილიყო და საბოლოოთ მივიღეთ მხოლოდ დემო. დემო რომელიც SadSquare Studio წევრებს ბოლომდე ეყოთ იმისთვის, რომ ზუსტად იგივე მოტივებზე თავიანთი ჰორორი გაეკეთებინათ.
წარმოგიდგენთ Visage. ჰორორს "რომელმაც აიღო Resident Evil 7 ასეტები და მისგან Silent Hill
სერიებიდან პირდაპირ წამოღებული ელემენტებით გააკეთა, P.T. ", რომელიც ესე უნდოდა ყველას.
და რატო უნდა ითამაშო ესეთი გულახდილი პლაგიატი.. მარა ვითამაშე (თან მიხარია რო მარტომ არა). ცოტა ისეთი ურთიერთობა გამოგვივიდა, თავიდან დამცინავად რო უყურებ ვინმეს, ან რამეს, მარა ნელნელა რო საპირისპიროდ იცვლება სურათი.
სადღაც 6 7 საათი ვითამაშეთ ალბათ და ყველანაირი პლაგიატის მიუხედავად, თამაში რეალურად ტოვებს დამოუკიდებელი, დასრულებული ჰორორის შთაბეჭდილებას. აქვს საკმაოდ ორიგინალური კონცეპტი, რომელსაც ესე ვერაფერს ვერ შევადრი.
დასაწყისში ძალიან გავს Resident Evil 7. მაგრამ ნახსენებისგან განსხვავებით, რაღაც მომენტში აქ თამაში ბევრად უფრო ბნელი ხდება. ფაქტიურად იქით მიდის, სადაც RE7 მინდოდა რო წასულიყო... და იმას აკეთებს რის გამოც შეუყვარდა RE7 ხალხს. აშინებს.
მაგრამ შიშის მუღამი რაშია? თამაში გაშინებს დამთრგუნველი გარემოთი და მოვლენების განვითარების ჯაჭვით. არი Jump scare მომენტებიც, მარა ესეც უფრო ატმოსფეროზე მუშაობს და არა იმაზე რო ვიღაცა ყვირილით დაგეტაკოს და მიკრო ინფარტი გადაგატანინოს.
თუ რაღც ხდება, პირველ რიგში თვითონ გარემოს აღქმაზე მუშაობს, უფრო გიმძაფრებს ატმოსფეროს და ჩართულობას.
ლოკაცია გიჩენს კლაუსტრაფობიულ გრძნობებს. აი სიტყვაზე სადღაც ხარ, ვერ გადიხარ და გასვლის, გამოფხიზლების მაგივრად, ნელნელა უფრო ღრმად ჩადიხარ ამ სივრცეში. ის გარემო რაც თავიდან უხერხულად გეჩვენებოდა, ნელნელა უფრო ცუდ ფორმენს იღებს. უფრო წყდება რეალობას და უფრო იკარგება იმის განცდა თუ სად ხარ.
კი, აქაც Silent Hill 4: The Room ზეგავლენა იგრძნობა, მარა იდეის რეალიზაცია საერთოდ სხვა ფორმით ხდბეა და პლაგიატს ვერ დავარქმევ.
ნუ ჯერჯერობით ბოლოში არ მივსულვარ და ვერ ვიტყვი მთლიანობაში რას წარმოადგენს, მაგრამ ის რაც ვნახე ნამდვილად მომეწონა და არ ველოდი.
დაგიბრუნდებით აფდეითებით რო დავხურავ.