Creaks, შთაბეჭდილება / Amanita Design

კონკრეტული თამაში ◀ პრევიუ ◀ დეტალები ◀ აღწერა ◀ შთაბეჭდილება ◀ მიმოხილვა ◀ სერიის რეტროსპექტივა
User avatar
Tom Clancy
Posts: 1783

Creaks

Unread post#1 » 15 Nov 2020 19:21

>>>

Creaks

დიდი ხანია აქ თემა არ გამიხსნია, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვიზარებ, ვინაიდან ეს თამაში იმსახურებს ცალკე გამოყოფას და გარჩევას.

ამანიტა დიზაინს აქ რომ აფასებთ ეგ კარგად ვიცი, თუმცა ასევე ეჭვი მაქვს იმასაც ფიქრობთ, რომ ამდენი ორიგინალური პროექტის მერე ახალ თამაშში ცოტას მოიკოჭლებდნენ სტანდარტებში და ვერ შეინარჩუნებდნენ თავიანთი კრეატიულობის ხარისხს.

ამ თემას სწორედ იმიტომ ვხსნი, რომ გითხრათ - ეს ასე არ არის.
Samorost 2, Botanicula, Machinarium, Samorost 3, CHUCHEL, Pilgrims - კი, ყველას ერთი ხელწერა ეტყობა (და სწორედ ამ ხელწერის გამო გვიყვარს ეს დეველოპერი) მაგრამ ყველას თავიანთი განსხვავებული სამყაროები აქვთ და თავიანთ, ინდივიდუალურ მაგიურ ატმოსფეროს ატარებენ. ვიზუალური და აუდიო შესრულება ცალკე საკითხია, რომელიც პროექტიდან პროექტამდე ჩემთვის პირადად საგრძნობლად პროგრესირებს. აი ერთ დეტალს ვერ ვიტყვი რაშიც ეს დეველოპერები უკან მიდიან.

და ახლახან დავიწყე Creaks, რომელსაც მთელ ჩემს თამაშებში გამოცდილებაში ერთერთი საუკეთესო შესავალი აღმოაჩნდა. ენდინგამდე ჯერ არ მივსულვარ, მაგრამ ასე მგონია ინტრო უფრო სპოილერი იქნება კაცისთვის, ვიდრე ენდინგი :)
ძალიან გემოვნებიანად და ჩამთრევადაა დასაწყისი გაკეთებული, ათიანზე ასრულებს სამყაროში შეთრევის მომენტს და ერთი სული გაქვს გამოიკვლიო ეს ზღაპრული სამყარო. ასევე აღსანიშნავია, რომ დეველოპერისგან პირველი თამაშია სადაც მაუსი საერთოდ არ გჭირდება სათამაშოდ, მთელი მექანიკა კლავიატურის ან გეიმპადის მართვაზეა გაწერილი. პირადად ჩემთვის კარგი სიახლეა ეს და დადებითად მოქმედებს გეიმფლეიზე.

>>>

ვერ გეტყვით რომ საოცრად იდეალურად მიუყვება თამაშის განვითარება ინტროს შექმნილ მოლოდინს, მაგრამ ეს ალბათ სუბიექტური მომენტია - ბოლო 3 წელი ვიჯექი და ჩემი სამუშაო დაახლოებით ისეთი ფაზლების მოფიქრება და თამაშში ინტეგრაცია იყო, როგორიც Creaks-ის უმეტესი ნაწილია, მაგრამ ამის ფონზეც არ მბეზრდება და ვაგრძელებ თამაშს.
გეიმფლეი სცენებად არის დაყოფილი, სადაც თითო სცენა = თითო თავსატეხს. თავსატეხები მექანიკურად საკმაოდ გამართული და ლოგიკურია, სავარაუდოდ ხშირად გაიჭედებით და როცა ამოხსნით სასიამოვნო მიგნების მომენტიც გექნებათ, მაგრამ მაინც იგრძნობა როგორ სვამდა დეველოპერი ერთმანეთის მიყოლებით. საბედნიეროდ ამ მომენტს აბალანსებს თამაშის არაჩვეულებრივი გარემო, უცნაური შენობების ბიბლიოთეკებში ჩამალული ნახატები და სცენური ნარატივი. ეს ნარატივი სამაგალითოდ არის გაკეთებული - ნუ გასაკვირი არც იქნება მათთვის, ვინც ამანიტას სხვა თამაშებს იცნობს, მაგრამ აქ ძალიან გამოკვეთილად ჩანს. ალბათ მეტად სახასიათო პერსონაჟების გამო.

ძალიან, ძალიან მომწონს დამალული ობიექტების პოვნა როგორც აქვთ გაკეთებული - ზეთში დახატული ნახატებია, ანიმაციით და ხმით, რომლებიც ხშირად ფაზლებსაც შეიცავენ. თან სულ ისეთი სცენები და პერსონაჟებია დახატული რომ ინტრიგას გაძლევს და გაინტერესებს ვინ ცხოვრობს და როგორ მუშაობს ეს გარემო.

>>>

ყველაზე მეტად ეს "უცხოს" მომენტი მხიბლავს. თამაშებს რომ დაუარო სულ ერთი და იგივე და ნაცნობი გარემოა ყველგან, ზოგან კარგი შესრულებით, ზოგანი ცუდით, და აი ესენი აკეთებენ მართლა ძირეულად სხვანაირს და უცხოს, უმაღლეს დონეზე შესრულებული ვიზუალური და აუდიო სტილისტიკით.
ანძა და გზა...

User avatar
SLaYeR
Posts: 5399

Re: Creaks

Unread post#2 » 15 Nov 2020 21:09

აუ ძალიან მაგრა მაინტერესებს ეს, თან ფაზლები მაქვს მაგარი მონატრებული <3
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1783

Re: Creaks

Unread post#3 » 15 Nov 2020 21:33

სულში წაიღებს (c) :D
ანძა და გზა...

Riddick
Posts: 10330

Re: Creaks

Unread post#4 » 16 Nov 2020 19:51

ამათ თამაშებს უნდა გინიშნავდეს ფსიქოლოგი, რეაბილიტაციისთვის :)

ძაან დიდ პატივს ვცემ. საფირმო, მინიმალისტური ვიზუალური სტილი და დეტალიზაცია. რაღაც "რვეულის ბოლო გვერდზე ჩახატული", საყვარელი და ცოცხალი სამყაროები აქვთ, რო დადიხარ და პატარა კენჭიც რო ნაფიქრალია. ხმასთან ისეთი დამოკიდებულებააქვთ, ნებისმიერ რამეს გაგიცოცხლებენ ეკრანზე. ეს ხალხი შუა საუკუნეებში ჯადოქრები იქნებოდნენ ))

ეხა სერიოზული რაღაცეებიმაქ დაწყებული, მარა ამის ჯერიც აუცილებლად მომივა.
რო მორჩები დაწერე საბოლოო ვერდიქტი, საინტერესო იქნება (ოღონ არ დაგვასპოილერო))

User avatar
Tom Clancy
Posts: 1783

Re: Creaks

Unread post#5 » 17 Nov 2020 01:24

დავხურე, 11.8 საათი მიწერია playtime-ში.
ამბიციური და სასწაული არაფერი, კარგი ზღაპარივით ითამაშება თავიდან ბოლომდე, ბავშვობაში წიგნს რომ გადაშლიდი და ცოტა ხნით სხვაგან გადადიოდი, ეგ მომენტი უჭირავთ.
4 თუ 5 დამალული ნახატი გამომრჩა, ერთის გარდა სადაც უბრალოდ არ შევუხვიე ისე ავედი ზემოთ და მერე თამაშმა არ ჩამომიშვა არ ვიცი სად და რანაირად გავმაზე, ყველგან ყველაფერს ვნახულობდი, ე.ი. ძაან ვირთხულად ჰქონდათ ჩამალული :D
ანძა და გზა...

User avatar
Tom Clancy
Posts: 1783

Re: Creaks

Unread post#6 » 18 Nov 2020 13:46

ერთ კარგ adventure ან rpg თამაშს ვითამაშებდი ნახატებში როა იმ სამყაროს სეთინგში <3
ანძა და გზა...

Return to “Games”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 35 guests


cron