Luigi's Mansion 3, შთაბეჭდილება

კონკრეტული თამაში ◀ პრევიუ ◀ დეტალები ◀ აღწერა ◀ შთაბეჭდილება ◀ მიმოხილვა ◀ სერიის რეტროსპექტივა
Riddick
Posts: 10341

Luigi's Mansion 3

Unread post#1 » 15 Nov 2020 02:05

Luigi's Mansion 3
მეორე თამაშია რასაც ვთამაშობ სვიჩზე და ესეც საკმაოდ არა ცალსახა ექსფერიანსი გამოდგა (Link's Awakening იყო პირველი). თავიდან მაგარი აჟიტირებული ვიყავი. ნინტენდოს ექსკლუზივები საერთოდ უცხოა ჩემთვის, ამას პლიუს რეპუტაცია და უკვე ყველგან შედევრს ელოდები.

თამაში თავიდანვე სასწაულად პოზიტიური და ხარისხიანად გაკეთებული მულთფილმის მუხტი შემოაქ. ყველაფერი რაღაც პატარა დღესასწაულივით იწყება და ვითარდება. თავიდან დიდიხნის დავიწყებული გრძნობა მქონდა, რაღაც შენთვის სრულიად უცხო ტერიტორიაზე რო ხარ, აი ბავშობაში დიდ თაითლებს პირველად რო ნახულობ და რო არ იცი რას უნდა ელოდო. მაგრამ რამდენიმე საათის მერე გამოვერკვიე და უკვე გავედი იმ დონეზე, სადაც შემილია შედარებით ობიექტურად ვთქვა რა და როგორ არი შიგნით მოწყობილი.

ზოგადი ანალიტიკა რო გვერდზე გადავდო, პირადად მე რაც ყველაზე მეტად მომეწონა, სადღაც 12 13 საათი გეიმფლეის მერე, არის ზევით უკვე ნახსენები, ხარისხიანი მულტფილმის ვიზუალური სტილი. დეტალიზაციის, მრავალფეროვნების და სილამაზის გამო ყველა ოთახი, თუ ლოკაცია პატარა დღესასწაულივით აღიქმება.

ასევე დიდ პოზიტივში რასაც გამოვყოფდი არის გეიმფლეი მექანიკები. ერთ პატარა ლუიჯის აქვს ფანარი, სულების "გასაყინად", უნიტაზის ტუმბო ჯოხი, როგორც სასროლი იარაღი, მისტიური ლედ ფანარი, რომელიც დამალულ ობიექტებს აჩენს და მტვერსასრუტი რომლითაც ისრუტავ, ან "განისრუტავ" (პირიქით უბერავ) აფსოლიტურად ყველაფერს. ამას ემატება შენივე კლონის შექმნის შესაძლებლობა. "ტყლარწ-ლუიჯა" რომელიც თითქმის ყველა საინტერესო ფაზლის ამოხსნაში აქტუალურია - ერთი ეხმარება მეორეს. პლის გვაქვს სიტუაციური გეიმფლეი მექანიკები, რომლიდანაც ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი, რისი ნახვაც ჯერჯერობით მოვასწარი, არის - ხერხი. ხერხი, რომლის აღების მერეც თამაში უცებ Red Faction: Guerrilla ხდება და სასწაულ სიამოვნებას განიჭებს. სადაც ეს ნივთია ხელმისაწვდომი იმ ოთახში თითქმის ყველაფერი დეტალურად ილეწება <3

თავიდან ვფიქრობდი, რომ თვითონ სასტუმროს დიზაინსაც ერთ-ერთ პლიუსად ჩავთვლიდი, მაგრამ რაც უფრო შორს გავდივარ, ექსფერიანსი მით უფრო გავს სწორ ხაზოვანს, ან უფრო მინი ჰაბების ექსფერიანსს - გაქ ერთი საერთული, გადიხარ, იწყება მეორე სართული. რაც დიდად ექსფლორაციის მუღამს არ აღძრავს. სრულიად სხვა საქმე იქნებოდა შენთვითონ რო ირჩევდე თუნდაც სართულს და დაბოდიალობდე იქით აქით. ან არათანმიმდევრობითი, რომ იყოს გახსნა, რომ უფრო ერთ დიდ ლოკაციად აღიქმებოდეს და არა ტურებად. თავიდან იყო ამის ილუზია.

ასევე იყო კიდევ ერთი ძალიან სერიოზული შემადგენელის ილუზია - ქოინების. ანუ რეალურად რისგან შედგება თამაში? ხვდები ახალ სართულზე, აქესფლორებ ოთახებს, ეძებ შემდგომი სართულის გასაღებს და აგროვებ, აგროვებ, აგროვებ, აგროვებ, უსასრულოდ აგრვებ გოლდს და ქაღალდის ფულს. მოცემულ რესურსს მომენტებში, შეიძლება ვთქვათ, რომ უბრალოდ ჰერიდანაც ისრუტავ. ყველგან და ყველაფერში ხმაურიანი მონეტებია დამალული და შენც ესე პატიოსანი ლაბორატორიის ვირთხასავით დაყვები ამ ყველფერს, არ ტოვებ ერთ კუთხეს - თაროები, კანალიზაციის მილები, ნაგვის ყუთები, დინამიკები, უჯრები, კარადები, ბალიშები, ფარდები, მაგიდები, ვაზები... მოკლედ ყველაფრიდან ისრუტავ ფულს და ... და ეს ფული არაფერში არ გჭირდება :) ანუ იმდენად ბუტაფორიული ეფექტის მქონე სისულელეებს ყიდულობ, რომ როდესაც ამის გაანალიზებას იწყებ სერიოზულად გიტყდება (თამაშის ნახევარი მაინც გავლილიმაქ და მაღაზიაში იყიდება მხოლოდ ორი სახარჯი ნივთი, რომლიდანაც ერთი აჩენს დამალულ სულს, რომელსაც ისედაც ვერ აცდები და მეორე აჩენს ქოინების ჩესთს, რომ მერე იმ ქოინებით იყიდო ქოინების ჩესთის გამომჩენი )))) ნუ იდეაში მიხვდით ). ტეხავს.

და რადგან გატეხვაზე გადავედით, ბარემ ერთსაც დავამატებ. თამაში რო დავიწყე, სადღაც 5 საათზე, ისე სასტიკად გავიჭედე, რომ მართლა განცვიფრებული ვიყავი. მერე გადავლახე კომპლექსი, შევედი და ვნახე სოლუშენი იუთუბზე. ძაან გამიკვირდა, რო იქ სადაც ყველაფერი კაზუალურია, უცებ რაღაც ვაფშე ნიპრიჩომ ფაზლი დამიდეს, რომელიც აი ძალიან ამოვარდნილია თამაშის დინამიკიდან, რის გამოც ჩემნაირი მოშნად ხალხი აღმოჩნდა. და ნუ კარგი. ერთი ნიჩივო. ესეთი ღირსებების თამაშს ნამდვილად ეპატიება. მაგრამ. ამ ყველაფრის მერე გავიჭედე კიდე მინიმუმ 6 7 ჯერ. კიდე ვიწვალე, ვიფიქრე და ყველა სოლუშენი მაინც იუთუბზე ვნახე. ეხა ძალიან რო არ გამიგრძელდებს მაგალითების გაშლას არ დავიწყებ, უბრალოდ ვითყვი რო ყველაფერი მუშაობს > დეველოპერის ჩანაფიქრი რო უნდა გამოიცნო, რომელიც ლოგიკური არ არი, მაგრამ ისე ვერ გახვალ < პრინციპით. რაც უკვე მთლიანობაში, იმ მინუსებთან ერთად რაც ზევით ვთქვი, საკმაოდ შემაწუხებელია. კარგია რომ ჯერ პლიუსების ფონზე თამაშის სურვილი ისევ მაქ, ვნახავ რა და როგორ იქნება და საბოლოოდაც მივაწერ რამეს.

Riddick
Posts: 10341

Re: Luigi's Mansion 3

Unread post#2 » 15 Nov 2020 21:55

იმდენად გემაროია სქრინების სვიჩიდან გადმოწერა, რო თუ SD ბარათი და მერე მისი USB -ით PC -ზე წამკითხავი არ გაქ, იმიჯები მარტო კონსოლზე გრჩება, ან თითო-თითოს დებ სოც-ქსელებში. რაც სერიოზული აუტიზმია. მარა მოვახერხე და აწი მექნება სქრინები.

თამაშების პლიუსებზე ლაპარაკისას ერთი მთავარი მომენტი გამომრჩა. კი დავწერე რო ძაან ლამაზი და ატმოსფერულია, მარა ასევე არი მაგარი მყუდრო -

https://i.imgur.com/DBkNrEr.jpg https://i.imgur.com/jomBOwg.jpg
https://i.imgur.com/X3aqtIF.jpg https://i.imgur.com/lXLbq1R.jpg https://i.imgur.com/8QieGGq.jpg
https://i.imgur.com/UOJdMIt.jpg https://i.imgur.com/jjoT4oV.jpg https://i.imgur.com/dEHGGr7.jpg

"დალაგებამდე და დალაგების შემდეგ"

Riddick
Posts: 10341

Re: Luigi's Mansion 3

Unread post#3 » 21 Nov 2020 22:05

https://i.imgur.com/RQVqnGP.jpg > https://i.imgur.com/v9bgfCD.jpg > https://i.imgur.com/NguMSOa.jpg > https://i.imgur.com/N8vmtko.jpg > https://i.imgur.com/rc4dnNi.jpg > https://i.imgur.com/krPLkUn.jpg

მოკლედ დავხურე. ბოლო ტურებში უფრო საგრძნობლად შემოვიდა მრავალფეროვნება. სხვადასხვა სართულებზე ბექთრექინგი დაიწყო. თვითონ სართულებიც უფრო საინეტერსო გახდა. ერთი სიტყვით ატმოსფერომ თავისი ქნა და სიამოვნება მივიღე. მაგრამ მთლიანობაში რეკომენდაციის გაწევა მაინც გამიჭირდება...

... გაჭირვების მთავარი მიზეზი არი "ფული". და მარტივად, რომ აგისხნათ რა არის ფული ლუიჯი მენშენ 3 - წარმოიდგინეთ მონსტრების რაოდენობა სერიოუს სემში, ან პეინკილერში. აი ზუსად ეგეთი ინტენსივობით გაქ Luigi's Mansion 3 ქოინებთან შეხება. აგროვებ და ვარდება ყველაფერიდან. აგროვებ გაუჩერებელი ინტენსივობით, თამაშის დასაწყისიდან, მის ბოლომდე. 20 საათი გეიმფლეიდან ქოინს მინიმუმ 8 9 საათი აგროვებ. და კი, ტვინი მო***ნი, მარა მაშტაბის გადმოსაცემად საჭიროა. აგროვებ და ეჭვი არ გეპარება, რომ ეს ფული უნდა გამოგადგეს რამეში (ხო?). და რა ხდება? არაფერი - ბოლოს თამაში უბრალოდ რეიტინგს განიჭებს იმის მიხედვით თუ რამედნი ქულა ააგროვე......... როგორი რამეა იცი, რო RPG -ს თამაშობდე, სკილფოინთებს აგროვებდე და სკილები არ იყოს.... საჭმლის ჭამის ვიდეოს უყურებდე და მაგით ცდილობდე გაძღოას... არვიცი. იმდენად დიდი სისულელეა, რო პროსტა ვერ ხვდები რამე ღადაობაა, თუ პროსტა რანაირად მოხდა ეგრე. სადღაც ტ** მყოფ, ფორმალურ მაღაზიაში, იყიდება რაღაც სამი ნივთი, ცალობით, რომელიც აფსოლიტურად არაფერში არ გჭირდება. ვსო. 8 საათი აგროვე ქოინები. საღოლ.

და რაც მთავარია კიდევ არი ესეთი მომენტები რამდენიმე. აი მაგალითად, უცებ რაღაცით ჩახერგილი გზა შემხვდა. იქვე იყო უნიკალური ტიპის შტეფსელი. დამირეკა ასისტენტმა და ახალი ტიპის გაჯეტი უნდა გავაკეთოთო. სადღაც საათი, საათ ნახევარი, დავხარჯე ამ გაჯეტის თემაზე, ავაწყე და ზურგის პილასოსში ჩავაშენებინე. მგონია რო აწი დიდი სისტემატიურობით დამჭირდება, მარა არა. ზუსტად 10 წამი და ვსო, მეტი არაფერი მსგავსი არ მიხმარია. ანუ რაღაცნაირი RPG -ა, ოღონ ამ RPG გარეშე. "ლეველების სისტემა გაქ, მარა ლეველებზე ვერ გადადიხარ" - ამბავია რა.

აქედან გამომდინარე ვერ ხვდები საერთოდ რა არი Luigi's Mansion 3. მაგრამ რაც აქვს, ნამდვილად ლამაზი, ატმოსფერუილი, მყუდრო და მომენტებში გასართობი ექსფერიანსია. განსაკუთრებით როცა გგონია რო ფულს რამე საკაიფოში დახარჯავ :)))

Return to “Games”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 22 guests