Dishonored, შთაბეჭდილებები

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Dishonored

Unread post#1 » 30 Mar 2020 20:25

Dishonored

მეორეს შთაბეჭდილების გამო, ისევ პირველში დავბრუნდი, რომელიც თავის დროზე ბოლომდე არ მომეწონა. მიზეზი თამაშის პატარა ხანგრძლივობა და კომბატის გარშემო ორიენტირებული გეიმფლეი იყო, რომელიც თუ კარგი ენდინგით დააპირებდი წასვლას, თითქმის სრულიად უფუნქციო ხდებოდა (მხოლოდ ბლინკით შეგეძლო მთელი თამაშის გავლა).

პრობლემა მეორე დახურვაზეც ვიგრძენი, მაგრამ დიდათ არღარ შეუწუხებივარ. ვეცადე სტელს მექანიკები მაქსიმალურად გამენვითარებინა, რისი საშუალებაც საკმაოდ ბევრია თამაშში (ჩუმათ სიარული, ორმაგი ახტომა, დასაძინებელი დროტიკები და იგივე ბლიკი).

>>>
სეთინგმა და საერთო ვიზუალურმა ესთეტიკამ თავისი ქნა, მუღამი მომცა და თავიდან ბოლომდე თითქმის ერთი ამოსუნთქვით გავედი.

მეორეს რთულ პირობებში გამოვლილისთვის, აქაური სირთულეები უფრო გახურებას გავდა. მითუმეტეს აუთსაიდერის სკილებით, რომელზეც ბოლო ნაწილში თავიდანვე შეგილია უარის თქმა. რაც აუცილებლად გასაკეთებელია, რადგან სტელსს მხოლოდ ამ შემთხვევაში უჩნდება ხარისხიანი ჩელენჯი.

მიუხედავათ ამისა, სიამოვნება მაინც ბევრი მივიღე. არ მახსოვდა, ძალიან კარგად გაკეთებული ბევრი ტური, სიტუაციები და სიუჟეტური პერიპეტიები. თან მეორედ დახურვისას, თითქმის ყოველთვის უფრო მეტ დროს უთმობ "ფოტოგრაფიას" რაც აქ ცლკე მუღამი გახდა.

აქვე ვიგრძენი SSD ვინჩესტერის და Dishonored 1-ის ურთიერთქმედების ძალა. თამაში ზუსტად 1 წამში ირთვებოდა და ზუსტად 1 წამში ალოუდებდა დამახსოვრებულს, რაც ინტენსიური სტელსის პირობებში ძალიან დიდი კომფორტი იყო (მიხარია რო PS4 ლოადინგები ავიცილე თავიდან).

ვნახე გადათამაშების მთავარი მოტივატორი, ორი სიუჟეტური DLC-იც
The Knife of Dunwall - სტანდარტული, პირველის მისიების მგავსი ლოკაცია. ვეშაპების სასაკლაო, სადაც ერთი ვეშაპის მოკვლის შანსს თქვენც მოგცემენ (მისი ტანჯვის შემსუბუქების მიზნით).
The Bridgmore Witches - Dishonored 2 ლეველების დონის, ორიგინალური და დიდი, "ვიჩების" სასახლე, ლამაზი ბაღებით და მისტიური სიძველის ეფექტით.

და ბოლოს მინდა შევჩერდე იმ შეცდომაზე რომელიც გაუაზრებლად დაუშვი და გამიხარდება, თუ არ დაუშვებთ თქვენ. არ გავთიშე Quest marker-ები. რაც დაახლოებით იგივეა რაც ვიჩერ სამის კითხვის ნიშნები, ოღონდ დისჰონორდის სამყაროში. Quest marker საშუალებით თითქმის მთლიანად კვდება ლოკაციის ექსფლორაციის სიამოვნება და ტექსტიდან სივრცეში ორიენტირების საჭიროება, რაც თამაშის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობაა. დეველოპერები სახაზავით არიან საცემები, რომ თუნდაც ბოლო სიძნელეზე მაინც არ შეზღუდეს ეს ფუნქცია. რადგან თავისით ჩართულია და გამორთვას მხოლოდ ბოლოსკენ მივაგენი... რის გამოც კიდე ერთხელ დახურვის მიზეზი გამიჩნდა :)

ეს კი თვითონ დანველში მოგზაურობის "ფოტო ალბომი" : https://imgur.com/gallery/k8QDW7v

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 83 guests


cron