Stoneshard, PC / turn-based RPG / მონახაზი

თამაშების ▶ დეტალების სია ▶ აღწერა ▶ შთაბეჭდილება ▶ პრევიუ ▶ მიმოხილვა ▶ ანალიზი ▶ სერიის რეტროსპექტივა
Riddick
Posts: 10068

Stoneshard

Unread post#1 » 22 Feb 2020 15:16

Stoneshard - პიქსელ არტის სტილში შესრულებული RPG, რომლის გეიმფლეიც მუდმივი პაუზის რეჟიმში მიმდინარეობს (ანუ გარემო მხოლოდ მაშინ მოძრაობს, როდესაც თქვენი გმირი). თამაშში ასევე მოცემულია ცოცხალი ეკოსისტემა, ავტომატურად გენერირებადი გარემო და ივენთები.

>>>

ცენტრალური სიუჟეტი სამყაროში მოულოდნელად გავრცელებული, უცნობი დაავადების გარშემოა აგებული. ამის პარალელურად, ადგილობრივ სამეფოში მეზობლებთან გაუთავებელი ომები მიმდინარეობს.

Stoneshard სიძნელის მხრივ საკმაოდ მომთხოვნია. მასში პერსონაჟის კლასიკური მაჩვენებლების გარდა, მოცემულია სხვადასხვა ტიპის პენლები, როგორიცაა ფიზიკური ტრამვებისგან, ან შიშისგან მიღებული შოკი, რაც შესაბამისი მომზადების გარეშე, ბრძოლის ველზე ფაქტიურად გამოუვალ მდგომარეობაში დაგტოვებთ. თამაშში მაქსიმალურად კრიტიკულად დგას ინვენტარის მენეჯმენტის და სეივის სწორად გაკეთების საკითხი, რადგან ბოლო, მხოლოდ გარკვეულ ადგილებშია შესაძლებელი, რაც მთელი დღის პროგრესის დაკარგვის შანსს ზრდის.

Stoneshard ამ ეტაპზე ადრეული სტადიის ერლიექსესში იმყოფება, რის გამოც ბევრი მოთამაშე კონტენტის უკმარისობაზე ლაპარაკობს. მათი თქმით, თუ პროლოგი სავსეა საინტერესო სიუჟეტური ინტრიგებით, სადღაც 3 საათის თამაშის შემდეგ, სამყარო ძალიან ერთფეროვანი ხდება.

Return to “Games”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 14 guests