Sunset Overdrive, Xone, PS4, PC, NS / Action Adventure / მონახაზი

თამაშები ▶ პრევიუ ▶ დეტალები ▶ აღწერა ▶ შთაბეჭდილება ▶ მიმოხილვა ▶ სერიის რეტროსპექტივა
User avatar
Riddick
Posts: 10200

Sunset Overdrive

Unread post#1 » 30 Nov 2019 19:42

Sunset Overdrive>>>
Infamous-ის და Dead Rising-ის შეჯვარების ექსპერიმენტის დროს, ქვაბში რამდენიმე ტონა საღებავი რო ჩაგეღვაროს დიდი ალბათობით Sunset Overdrive გამოვა. ზომბი სეთინგის მიუხედავათ, თამაშში ყველაფერი, იქნება ეს გეიმფლეი, სიუჟეტი, თუ პერსონაჟები მხიარულების შემოტანაზეა მიმართული . გამოკვეთილად იგრძნობა Funk და Punk სუბკულტურების ზეგავლენა.

Sunset Overdrive მოქმედება ზომბებით სავსე, გახსნილ სამყაროში ვითარდება, სადაც ჩვენი გმირი "სიარულის გარდა" ყველა მეთოდით გადაადგილდება. არა სიარულიც შეუძლია, მაგრამ გარემო ისეა მოწყობილი, რომ იშვიათად გჭირდება. შეგილია რელსებზე მიმავალი მატარებელივით, პრაქტიკულად ნებისმიერი ტიპის მოაჯირზე და მავთულზე ისრიალო, ან ბატუტივით იხტუნავო მანქანებზე, რაც ელვისებურ პარკურთან ერთად, ჩვეულებრივი მოკვდავივით მიწაზე სიარულს დიდად აღარ განდომებს.

მაღალი ტემპის ექშენს დინამიკას კიდევ რამდენიმე ელემენტი უმატებს - პირველ რიგში მრავალფეროვანი, სასაცილო და ზოგ შემთხვევაში აფსურდული იარაღები. ასევე ზოგადად თამაშის კომიქსური წყობა, რაც სთორითელინგის და პერსონაჟების გარდა, უშუალოდ გეიმფლეის მომენტებში, სხვადასხვა ეფექტებით საკმაოდ კარგად გადმოიცემა.

პ.ს. რამდენადაც სასაცილო არ უნდა იყოს, ზევით ნახსენებ თამაშებთან ერთად, ეკრანზე მიმდინარე მოვლენები რაღაცით Crazy Taxi-საც გავს.
https://www.youtube.com/watch?v=GoHkvaCH4pg&ab_channel=teodore

User avatar
Riddick
Posts: 10200

Re: Sunset Overdrive

Unread post#2 » 05 Apr 2020 21:52

მეორე დღეა ვთამაშობ. არ ველოდი რო ესეთი გაკეთებული იქნებოდა.
ესეიგი გვაქ სადღაც მეოთხე GTA 4 ხელა ქალაქი, დაყოფილი 3 დიდ ნაწილად.
დეტალიზაციით და ხარისხით Batman: Arkham Knight და Dying Light შევადარებდი. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი ხელით აწყობილის და უნიკალურის შთაბეჭდილებას ტოვებს. ქალაქი არაა ბრტყელი, არი ვერტიკალური ლეველდიზაინი, თავის სახასიათო უბნებით, რომლებსაც, მიმდინარე ქაოსის მიუხედავათ მაინც მარტივად იმახსოვრებ (რაც თავიდან წამოუდგენელი გგონია).

თამაშს რო იწყებ, სადღაც 2 - 3 საათი დეველოპერი თავის წესებზე გადასვლას გეჩალიჩება. დიზაინი ისეა აწყობილი, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გადაადგილდებოდე ჩვეულებრივად, ფეხით. ამის გამო ელემენტარული, "რივოკით" სირბილის ფუნქციაც არააქ გმირს. ეს ყველაფერი ცოტა უხერხულობაში გაგდებს, ვერ ხვდები როგორ შეილება თამაშოდბე მუდმივი პარკურის რეჟიმში... მაგრამ იმდენად გრამატიკულად გიწყობენ ხელს, რომ ზევით ნახსენები დროის ბარიერის გავლის მერე ავტომატურად ხვდები რა, როგორ და რისთვის ხდება შენ გარშემო. ხვდები, რომ მოძრაობაშია სიცოცხლე და რაც უფრო სწრაფია მოძრაობა, მით უფრო კარგადაა ყველაფერი.

აქვე გავიხსენებ, რომ ორმაგი ახტომის და ჰაერში წინ დეშის გახსნამდე, ცხოვრება შედარებით მოსაწყენი იყო, მაგრამ ამ ორი პრიომის შემდეგ, რაღაც "ფატალიტი" რეჟიმში მოვხვდი. ისედაც უსწრაფესი თამაში კიდევ ერთი 20 30 პროცენტით ასწრაფდა.

ქალაქი არი ძალიან ლამაზი, მხიარული და გემოვნებიანად აწყობილი. თავი სუ რაღაც მაღალბიუჯეტიან მულთფილმში გგონია. იგივე ატმოსფეროზე მუშაობს გმირის კასტამიზაცია, თავის სასწაული ტანსაცმელით, აქსესუარებით და მაკიაჟებით.

გვყავს მიმდინარე მოვლენებისთვის საკმაოდ შესაფერისი გმირები და ბევრ მომენტებში კარგი იუმორი, რომელიც სულ მეოთხე კედელის დანგრევას ჩალიჩობს ( პაროდირებს თამაშებზე ზოგადად, პლიუს საკუთარ თავზეც).

მოკლედ მშვენიერი რამეა ამ ერთფეროვანი დღეების ცოტა გასაფერადებლათ. ფაქტიურად თანამედროვე Crazy Taxi-სია უბრალოდ ჟანრიაქ შეცვლილი :)

პ.ს. ჯერ დასაწყისშივარ მაინც და ვნახოთ რამდენად შეინარჩუნებს ხარისხს და ხალისს ბოლომდე :)
https://www.youtube.com/watch?v=GoHkvaCH4pg&ab_channel=teodore

User avatar
Riddick
Posts: 10200

Re: Sunset Overdrive

Unread post#3 » 13 Apr 2020 02:04

დავხურე დღეს. თან ორი დამატებით მქონია გადმოწერილი, რამაც ბოლომდე მისვლა სადღაც 6 7 საათით გადაწია. ორივე კარგი დამატება იყო და არცერთი არ ამოვარდნილა საერთო სურათიდან. თან ისე გაკეთებული, რომ თავიდანვე ჩანს ორივე ლოკაცია მთავარ ქალაქში.

დამატებების დანიშნულებაა რო ბოლომდე ამოგიწუროს Sunset Overdrive იდეა. რო გამორთავ თვალებიდან და ყურებიდან ფრისკოს სტაფილოსფერი, ფორთოხლის ენერჯაიზერი უნდა მოგდიოდეს და თავზე დახატული ჩიტები და ვარსკვლავები დაგტრიალებდნენ.

ამდენი არცერთ თმაშში არ მისვრია მგონი. სადღაც 9000 მკვლელობას მიწერს სოჩიკი და 20 საათ ნათამაშებ დროს. მთავარი მომენტი ის იყო, რომ პირველ რიგში არ ველოდი თუ დავხურავდი, და მეორე რიგში არ ველოდი ესეთი ხარისხიანი რაღაც თუ შემრჩებოდა ხელში.
ტიტანისებური შრომაა თამაშში ჩადებული. ქალაქი, როგორც ზევით დავწერე, არის ძალიან ლამაზი, მრავალფეროვანი და "მრავალ სართულიანი". ყველა უბანს თავის სტილი და არქიტექტურააქ. ფერები და განწყობა სამაგალითოდ კარგა.

არვიცი ზუსტად რამდენი იარაღია თამაშში, მაგრამ არი ძალიან ბევრი და ძალიან მრავალფეროვანი. არი იარაღი რომელიც ისვრის ვინილის დისკებს. არი იარაღი რომელიც ისვრის კიბორგ ძაღლს, რომელიც რადიუსზე ყველას ჭამს. არი იარაღი რომელიც ისვრის დრონებს და ა.შ.
მოგბეზრდა რამე ერთის გამოყნება, შედიხარ, ყიდულობ რაღაც გასულ იარაღს და იმას ამუღამებ. პლიუს იარაღებს დებ გამაძლიერებლებს, რომლებიც რაღაც უნიკალურ ფაუერს უმატებს. მაგალითად ელექტრო იარაღში მედო ყინულის ბაფი და ტიპები ელექტრო კანკალიდან ყინულის კანკალში გადადიოდნენ.

პლიუს ამას, არი 4 ფოინთიანი სტილის შკალა, რომელიც ყველა ფოინთზე უფრო სასწაული ტრიუკების კეთების და ზიანის მიყენების საშუალებას გაძლევს. და პარალელურად არი "კრუტიზატორები" რომლებიც პასიურ სკილებს გიხსნის. მაგალითად შეგიძლია გააძლიერო სტილის ფოინთების აღების სისწრაფე და ავადმყოფი სუპერგმირივით წვა და აფეთქო მთელი რუკა. ანუ სწორი გადანაწილებით, ძაან ცუდი ტიპი შეგილია გახდე.

ზოგადად თამაშს აქვს, ჩემი აზრით, ძაან სწორი კრედო. ყველაფერი მიმართულია უშუალოდ გართობაზე და არა ჩელენჯზე. შენ ნიჭზეა უბრალოდ თუ რამდენად უფრო ეფექტურს გახდი ამ გართობას, რაშიც აფსოლიტურად ყველაფერი გიწყობს ხელს.
სადღაც თამაშის 40% ისე ამუღამებ პარკურს, რო პროსტა გაჩერების ინტერვალი არ გაქ მოძრაობაში და წამოიდგინეთ ესე გაუჩერებლად თამაშობ თამაშს 20 საათი ფაქტიურად. და არ გბეზრდება. იმიტო არ გბეზრდება, რომ ზევით ჩამოთვლილთან ერთად გაქ ძაან კარგი დონის პაროდიული სიუჟეტი და გყავს მაგარი საყვარელი პერსონაჟები.
იუმორი არცერთხელ არ ყოფილა პახაბნი, მარა სუ ახერხებდა გაცინებას. ძირითადად შაბლონებზე ღადაობით. მაგალითად ტური რო იწყება და დიდი მონსტრია სადმე, პერსონაჟი ამბობს ეს უეჭველი ბოლო ბოსი იქნებაო. ქვესთ გივერი დგას დიდი ძახილის ნიშნით თავზე, მიდიხარ და გეუბნება რო პროსტა ძახილის ნიშანს ვტესტავ, ქვესთი არ მაქო.
პარალელურად თანამედროვე კულტურაზეა ბევრი ღადაობა. შემხვდა როლფლეიერების გილდია, რომლებიც არ იყენებენ არაფერს, რაც შუა საუკუნეების სეთინგს არღვევს. იყვნენ ფანატიკოსი "ჩერდილდერები", მილიონერი გიკები, ინვალიდი ბოისკაუტები და სხვა.

რაც ასევე აღსანიშნია, არი ტანსაცმელი. რამე დიდ და ცნობილ ონლაინ მობაში არ იქნება ამდენი სკინი, რაც აქ ზმანია. თან არი უმაგრესი და ძაან ღადაობა. არვიცი რატო იწვალეს ამდენი, მარა თამაშს ერთი ლეიერივით ედება ის თუ როგორ ზმანზე თამაშობ. თან ძაან ბევრი სიუჟეტური ვიდეოა თამაშში და სუ შენზეა აქცენტი. რაც უფრო სისულელე გაცვია, მით უფრო ეფექტური ხდება მოვლენები.

გამისწორდა მტრების ამბავიც. ქალაქში არი სამი ძირითადი ძალა. ეს ზომბის მსგავსი მონსტრები, რომლებმაც ენერგეტიკული სასმლის გამო განიცადეს მუტირება, არიან ქუჩის ბანდები და არი მთავარი კორპორაციის რობოტები. და ნუ ეს ძალები მთელი თამაში სუ ერთმანეთში მუსირებს, სუ რაღაც ხდება ქალაქში, სუ ვიღაცა ვიღაცას დასდევს, აფეთქებს, ან ჭამს, რაც ასევე განწყობაზე მუშაობს. თან აქვთ მაგარი ღადაობა რეპლიკები ერთმანეთში და მაგასაც გირჩევთ მიაქციოთ ყურადღება თუ ითამაშებთ.

ერთი სიტყვით, თუ არ გინდათ რამე სერიოზული და გინდათ რამე გასართობი, ოღონ ამ სიტყვის აფსოლიტურად სრული გაგებით, ითამაშეთ Sunset Overdrive - ხარისხიანი და საკმაოდ უნიკალური მეგა, სუპერ, დუპერ ექშენ ედვენჩერი :) <3 ყოჩაღ Insomniac-ს იმედია მეორესაც გამოუშვებენ.
https://www.youtube.com/watch?v=GoHkvaCH4pg&ab_channel=teodore

User avatar
Riddick
Posts: 10200

Re: Sunset Overdrive

Unread post#4 » 13 Apr 2020 23:20

პირველი საათები - https://i.imgur.com/rGwIP26.jpg / https://i.imgur.com/mE8TapU.jpg / https://i.imgur.com/nCCnp7a.jpg

ქალაქს უმეტესი ნაწილი უბრალოდ ბუტაფორიული ფონი მგონია - https://i.imgur.com/4LyQkVe.jpg

ტავიდან ვერიდებოდი კომფლიქტებს - https://i.imgur.com/cX4HV1D.jpg :)

მეოთხე GTA და ბრუკლინი ტყუილა არ მიხსენებია, მგონი გავს - https://i.imgur.com/L9I6TIg.jpg

გავიფიქრე სუპერ გმირის მოსასხამი რო იყოს ვიღადავებდითქო - https://i.imgur.com/T17HnIg.jpg

ეს ქალაქის მეორე ნაწილი, სადაც ვერტიკალურობა უფრო აქტიურდება - https://i.imgur.com/ZPf1cTN.jpg / https://i.imgur.com/KoFOSmy.jpg

ექშენის მომენტების დასქრინვა რატომღაც იმის ნახევარი ეფექტური არ გამოდის, რაც რეალურად, მაგრამ რაღაც კადრებში მაინც იგრძნობა - https://i.imgur.com/HpNVSOW.jpg / https://i.imgur.com/6hXMDpm.jpg / https://i.imgur.com/jGAOyiW.jpg

ლარპელები - https://i.imgur.com/KwvF70B.jpg

ესეთი დეტალური და სიყვარულით გაკეთებულია სამივე ქალაქის ყველა მონაკვეთი - https://i.imgur.com/yH6RW5b.jpg

ლარპელებზე მუშაობისას, მასხარა სტაილი ავირჩიე, ბევრად ეფექტური გახდა სიუჟეტური ვიდეოები - https://i.imgur.com/QzSDmAL.jpg / https://i.imgur.com/9pYKJNv.jpg / https://i.imgur.com/01KdDZb.jpg

"აქვამენი ცისარტყელაში" - https://i.imgur.com/D9rErff.jpg / https://i.imgur.com/yEC3aAc.jpg / https://i.imgur.com/8GmCnLp.jpg

ბოლოსკენ ესეთი სურათი საკმაოდ ხშირია ქალაქის ქუჩებში - https://i.imgur.com/7glB6kY.jpg

დაახლოებით ესეთი ფერის და ფორმის ქაოსია მთელი ქალაქი, მარა ეჩვევი და მოგწონს https://i.imgur.com/w3UJFxD.jpg

ენდინგი, რომელიც არ მოეწონა მთავარ გმირს და რომლის მერეც სადღაც 7 საათი ვითამაშე კიდე - https://i.imgur.com/3gHVbua.jpg

დამატების ლოკაცია, რომელიც ბოლოს დავხურე, რაღაც "საშინელი" იარაღით ხელში - https://i.imgur.com/gsIx8K7.jpg

აქ ტანსაცმელის ამბავში უკვე ასტრალისკენ დავიძარი - https://i.imgur.com/84u3Ywf.jpg

როგორ მაბოყინებს ადგილობრივი კტულხუ - https://i.imgur.com/aBRyEUc.jpg

დახურვის მერე დამრჩა უამრავი კონტენტი სანახავი. ეს არი მარტო შესაგროვებელი, მარა იყო ძალიან ბევრი ჩელენჯი და კიდე ისეთი მისიები რომლებიც ბოლოს აღმოვაჩინე საერთოდ. ჯერ არ წამიშლია, გარკვევით მაინც გავერკვევი რაარი.

პ.ს. გუშინდელ პოსტთან ერთად დამეზარა სქრინების დადება და დღეს დავასრულებ ტრადიციას.
https://www.youtube.com/watch?v=GoHkvaCH4pg&ab_channel=teodore

Return to “Games”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 25 guests