Devil May Cry 5, PS4, Xone, PC | პრევიუ

კონკრეტული თამაშები < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11826

Devil May Cry 5

Unread post#1 » 12 Mar 2019 18:48

Devil May Cry 5 - საკულტო სერიალის ახალი ნაწილი, რომელსაც ცოტახანში 20 წელი შეუსრულდება. რიგით მეექვსე თამაშში, წინა სრიების თითქმის ყველა ცენტრალურ გმირს იხილავთ. იქნებინ მეორე ხარისხოვანი ცნობადი სახეებიც.

>>>

Capcom ბოლო პროექტი თითქმის ყველა ასპექტში თავის ქორ ელემენტებს უბრუნდება, რასაც ერთდროულად კარგიც მოაქვს და ცუდიც.
ნეგატივი ძირითადად სიუჟეტურ შემადგენელს შეეხო. როგორც გახსოვთ, წინა ნაწილში (DmC) სიუჟეტზე პასუხისმგებელი Alex Garland გახლდათ, რომელმაც საკმაოდ ფასეული ალუზიები დადო თანამედროვე რეალობაზე და თამაში ეს ასპექტი ახალ სიმაღლეზე აიყვანა. სამწუხაროდ ამჯერად ყველაფერი ნაკლებადაა სიმბოლიკით და ორაზროვნებით დატვირთული. მოქმედების ადგილი Red Grave City, ძალიან გავს თანამედროვე ლონდონს. სადაც უზარმაზარი დემონური ხე ამოდის მიწიდან, თან კი უამრავი სახეობის საზიზღრობა მოაქვს. მსგავსი სეთინგის გამო თამაშის უმეტესი ლოკაციებიც დიდი მრავალფეროვნებით და ატმოსფერულობით ვერ გამოირჩევა, მაგრამ ამ მომნტიდან უკვე პოზიტივზე შეგვიძლია გადასვლა. დანარჩენი, დაწყებული გრაფიკით, ანიმაციით, ვიდეო რგოლებით და რაცმთავარია გეიმფლეით, ერთ-ერთი სამაგალითოა სერიაში.

DMC5 სლეშერის მექანიკა მოდიფიცირებულია. ამჯერად მტრისთვის ზიანის მიყენება არა უშუალო ილეთის და იარაღის სიძლიერით, არამედ კომბინაციების სწორი გადაბმით განისაზღვრება. ანუ რაც უფრო დინამიური და სანახაობრივია თვქენი ბრძოლის სტილი, მითუ უფრო ეფექტურია მტრის წინააღმდეგაც.

ზემოთ ნახსენებ ცვლილებას ემატება ის ფაქტი, რომ Capcom მეხუთე ნაწილისთვის თამაშში ყველა ჩვენთვის ცნობილი პერსონაჟი ერთიანად წარმოგვიჩინა, ანუ მთლიანად ჩასვა ის მექანიკები, რომლებითაც ამდენი წლის მანძილზე ვერთობოდით და კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა ისინი.

თამაშს ვიწყებთ Nero, რომელსაც თავის ჩვეული კიბერნეტიკული ხელის მაგივრად, ახლა უკვე ათობით სხვადასხვა დანიშნულების და ფუნქციონალის პროტეზის დაყენება შეუძლია, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის სათამაშო პროცესს.

მერე მოქმედი გმირი იქნება V საკმაოდ უცნაური და ორიგინალური საბრძოლო სტილით. მისი ბრძოლა მთლიანად დაფუძნებულია მისივე მინიონებზე, რომლებიც პერსონაჟისგან დამოუკიდებლად დადიან, თქვენ უბრალოთ მათ გარკვეულ ბრძანებებს აძლევთ. მინიონების რიცხვში არის გრიფონი, პანტერა და ქვის დიდი გოლემი, რომელსაც შეგიძლიათ ზურგზე ააცოცდეთ და იქიდან მართოთ.

და თვითონ Dante, წარმოდგენილი უკვე მეოთხე სერიისთვის დამახასიათებელი გეიმფლეი მექანიკებით, რომლებშიც გაერთიანებულია რამდენიმე იარაღი და 4 საბრძოლო სტილი, რომლებზე გადართვაც უშუალოდ გეიმფლეის პერიოდში ხორციელდება. მოცემულ მრავალფეროვნებასთან ერთად, ბონუსის სახით დანტეს ახალი სახეობის იარაღიც აქვს. ოარი უზარმაზარი, ბორბლიანი ხმალი, რომლებიც სპეციალური კომბოების დროს მოტოციკლეტად იქცევა...

Riddick
Posts: 11826

Re: Devil May Cry 5

Unread post#2 » 15 Mar 2019 02:29

:kaffee:

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Devil May Cry 5

Unread post#3 » 15 Mar 2019 06:53

ჩავწერე, პროსტა ერთი 6 მისია ვითამაშე Demon თუ რაც ქვია სიძნელეზე და ძაან მარტივია, მარტო ბოსებთან ოდნავ გავიჭედე და გავიცოცხლე თავი.
რეფერენსად მესამე მაქ მარტო და ის ბევრად ძნელი, მუღამიანი და მრავალფეროვანი იყო.
რავი შეიძლება თავიდან გახურებენ და მერე რთავენ სირთულეს.
მაგის იქით ძველი სტილის DMC-ა რა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11826

Re: Devil May Cry 5

Unread post#4 » 15 Mar 2019 11:06

მე მეოთხე და DMC მაქ ბოლომდე ნათამაშები მარტო, მარა ვიცი რო პიველი სამი სერია იყო კაკრას ყველაზე მომთხოვნი სკილის პონტში. ეხა რასაც უყურებდი ამაზეც ამბობდნენ ძნელიაო, მარა ეტყობა "თანამედროვეთ ძნელია"

User avatar
Blankbanshee666
Posts: 185

Re: Devil May Cry 5

Unread post#5 » 15 Mar 2019 22:14

მეორე ნაწილი არადა ვაბშე არაა ძნელი, საკმაოდ ადვილია

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Devil May Cry 5

Unread post#6 » 22 Mar 2019 11:48

ერთი 16 მისია ძალიან ადვილია და მერე ბოლოსკენ იმატებს ჩელენჯი. ბოსფაიტები დამრჩა ეხა ბოლო.
უფრო ალბათ SSS რენკის აღებაზე ჩალიჩის მუღამი აქ ამას ვიდრე სირთულის.

თითონ კომბატი რაღაც მესამეში უფრო კარგი მახსოვს. აქ რაღაც ძალიან ადვილია ექსპლოიტების პოვნა და დასპამვა ვეშების ისე რომ რენკიც ნორმალური გაქ და ადვილად კლავ კიდეც.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Game”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 74 guests


cron