რამდენიმე დღის წინ, The Game Awards 2018 ცერემონიაზე ოფიციალურად დაანონსდა The Outer Worlds. დეველოპერი Obsidian Entertainment (Fallout: New Vegas, KOTOR2, Pillars of Eternity, Tyranny, Neverwinter Nights 2 ... ). გამომცემელი Private Division.
თამაში არის პირველი პირის RPG , რომელიც სამეცნიერო ფანტასტიკისთვის დამახასიათებელ სეთინგში განვითარდება - რამდენიმე პლანეტა, კოლონიები და ძალაუფლების ცენტრებად წარმოდგენილი კორპორაციები.
ისტორია მოგვითხრობს კოლონიზატორების ამბავს, რომლებმაც პლანეტარული გადაფრენის დროს ავარია განიცადეს. კრეო ძილში მყოფი მგზავრების გაღვიძება შეუძლებელი გახდა. გარკვეული მედიკამენტების გარეშე ისინი უბრალოდ დაიხოცებიან. მაგრამ მთავრ გმირს გაუმართლა, მის კრიო ძილიდან გამოყვანას ეკიპაჟის შორის მყოფი ექიმი ახერხებს, რომელიც დახმარების სანაცვლოდ სხვა მგზავრების გადასარჩენად საჭირო მედიკამენტების მოძებნას გვავალებს.
მოთამაშე თავის სურვილისამებრ ირჩევს იქნება იგი ჯარისკაცი, დიპლომატი, სანტექნიკი, თუ რაიმე სხვა სახის, მისთვის საინტერესო ჰიბრიდი. პერსონაჟის შექმნის ოფცია ძალიან ბევრია.
როლფლეი მექანიკის კონკრეტულ დეტალებს დეველოპერები სამწუხაროდ ჯერჯერობით არ ახმაურებენ. ერთადერთი რაც დანამდილებით ცნობილია, არის რომ იქნება განვითარებადი პერკები, რომლებსაც მოთამაშე თავს სურვილისამებრ ვერ იღებს, ისინი ავტომატურად ვითარდება (Oblivion მსგავსი).
პოზიტიური პერკების გარდა, თამაშში იქნება ნეგატიური ვარიანტებიც - სისუსტეები. პერსონაჟს არც მათი არჩევა არ შეულია, მათი მიღება უშუალოდ თამაშის პროცეში, გარკვეული გარემოებების პროცესში ხდება. მაგ. სიმაღლიდან ხშირად ჩამოვარდნის შემთხვევაში თქვენს პერსონაჟს შესაძლოა აკროფობია განუვითარდეს, რის შედეგადაც, რაიმე ჩასავარდნთან მიახლოვების დროს თქვენი პერსონაჟის სტატები საგრძნობლად დაეცემა. თუ ადგილობრივი ძაღლვირთხები ხშირად დაგგკბენენ, შესაბამისად გაგინვითარდებათ ძაღლვირთხების შიში, რის შემდეგაც მათ მოახლოვებაზე გარკვეული შტრაფი ამოქმედდება. თვალების ხშირმა დაზიანებამ შეიძლება დაგიკარგოთ შორს ხედვის შესაძლებლობა, ან პირიქით ახლოს ვერ გაარჩიოთ კარგად. ხშირმა მოტეხილობებმა გაგხადოთ ცალხელა, ან კოჭლი.
ვარიანტები მხოლოდ დეველოპერების ფანტაზიით განისაზღვრება. მაგრამ სისუსტეების შემთხვევაში, მათი მიღება, არ მიღება მოთამაშის გადასაწყვეტი იქნება. ნებისმიერი სისუსტე რომელსაც დაეთანხმებით, სანაცვლოდ, ლეველის აღების გარეშე მოგცემთ ერთი დადებითი პერკის განვითარების საშუალებას. ეს ყველაფერი შეიძლება რეალისტურობამდე ვერ მიდის, მაგრამ სათამაშო პროცესს უფრო მრავალფეროვანს და არასტანდარტულს გახდის.
არის Fallout VATS, ბანალური დროის შენელების ადგილობრივი ანალოგი, მაგრამ უამრავი დამატებითი სტრატეგიული ინფორმაციით. რაც მეტია შესაბამისი სკილი, მით მეტი დეტალის გაგებას შეძლებთ მოწინააღმდეგეზე, იქნება ეს მისი სახელი, სიცოცხლის რაოდენობა, სისუსტეები, ან ქცევის თავისებურებები.
სასტარტო ქვესთი არანაირ კონკრეტულ მოვალეობას არ გაკისრებთ. დაკონსერვებული კოლონისტები შველას შესაძლოა წლები ელოდონ, ხოლო თვქნ თვეთითონ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ რითი დაკავდებით, და საერთოდ უშველით თუ არა მათ. როლის მორგების თვალსაზრისით, შეგიძლიათ იყოთ კეთილიც და მაქსიმალურად ბოროტიც. არააქ მნიშვმელობა ყველას დაეხმარებით, თუ ყველა პლანეტის მოსახლეობას გადახოცავთ, თამაშის დამთავრების შესაძლებლობა მაინც გექნებათ. გასვლის სტილიც რამდენიმეა. ჩვეულებრივი ცეცხლსასროლი იარაღების გარდა, არის რამდენიმე ექსპერიმენტალური სახის იარაღი, მაგ. დამპატარავებელი ... მეტი სახეობა არ დაუსახელებიათ, მაგრამ იუმორის გრძნობა დეველოპერებს ყოველთვის კარგი ქონდათ. თუ გახსნილი შეტაკებები თქვენი სტილი არაა, მშვენიერი, რადგან თამაშში არის სრულფასოვანი სტელსიც. ასევე სერიოზული როლი ეთმობა დიპლომატიური გასვლის შესაძლებლობასაც, რომელიც მონსტრების თავდასხმისგან ვერ დაგიცავთ, მაგრამ ინტელექტის მქონე არსებებთან ურთიერთობაში ძალიან გამოგადგებათ. კიდევ ერთი ცენტრალური განვითარების მიმართულება არის კაპიტნის გზა. მეთოდი როდესაც საკუთარი შესაძლებლობების განვითარების ნაცვლად, თქვენი თანამგზავრების სიძლიერეზე ზრუნავთ. თქვენთან ერთად მხოლოდ ორი მეგზურის წაყვანა შეიძლება, მაგრამ მათი საერთო არჩევანი გაცილებით მეტია. ყველა მათგანს აქვს უნიკალური სკილი და იარაღის სახეობა.
სამყაროს სეთინგზე მუშაობისას დეველოპერებმა ფანტაზიას სრული გასაქანი მისცეს. მათი სამყარო არის გამარჯვებული ბრენდების სამყარო, ნებისმიერი სათამაშო ნივთის უკან რაღაც მსხვილი კორპორაცია დგას, ყველა სახის იარაღს თავისი მწარმოებლის მარკირება გააჩნია, ყველა კოლონიას თავისი კონკრეტული სპონსორი ყავს. მოსახლეობა პოლიტიკური მიზეზების მაგივრად, ერთმანეთს იმის გამო უპირისპირდება, რომ ერთნი ერთ კორპორაციაზე მუშაობემ, ხოლო სხვების ხვაზე. სამყაროში ათი მსხვილი კორპორაცია იქნება და სავარაუდოთ მოთამაშესაც ზუსტად მათ შორის მოუწევს, იმის არჩევა თუ რომელს შეუერთდება და რომლის ინტერესებს დაიცავს.
რადგან თამაშის სამყარო ნოლიდან იქმნება, დეველოპერებს თითქმის არანაირი შეზღუდვა არააქვთ, რის გამოც ერთ თამაშში თითქმის ყველანაირი სამეცნიერო ფანტასტიკისთვის დამახასიათებელი შტამპია თავ მოყრილი. მათ შორის ისეთი როგორიც არის მდიდრების პლანეტა, რომელზე მოხვედრაზეც ყველა "გარეუბნების" ბინადარი ოცნებობს.
თამაშის გამოსვლა 2019 წელს PC, XOne, PS4 დაგეგმილი.