დღეს მოვიწყე სუფთა ოუფენვორლდის დღე. პროსტა მაინტერესებდა ზედაპირულად მაინც გამეგო სად ვიყავი და რა მუღამიაქ გარემოს. იდეაში ყველაფერი ნაცნობია სხვა მსგავსი თამაშებიდან, მარა იმდენად დიდი ყურადღებააქ დათმობილი ატმოსფეროს (ყველა გარემო ასპექტისადმი ყურადღება და დეტალიზაცია) რო პროსტა იძირები თამაშში. პატარავდები, როგორც რეალურ ცხოვრებაში და რაღაც უმნიშვნელო დეტალებს აქცევ ყურადღებას. ეგ მაგარი უცხოა და თან ისე მუშაობს რო შეილება შეგეშინდეს მომენტებში.
აი მაგალითად ეს ტიპი თავისთვის იჯდა სადღაც და სვავდა ღამე, დაუჯექი, ერთი ბოთლი მქონდა მეც და ვიბაზრეთ. ომში გამოვლილი ტიპი იყო და ალკოგოლით ვებრძვი მოგონებებსო. იდეაში რამდენიც გინდა იმდენია ესეთი ისტორია, პროსტა ატმოსფერომ
გააცოცხლა ეგრევე.
ეს ჩემი პირველი მოთვინიერებული მუსტანგი -
თებრო. წავიყვანე, სერიოზული უნაგირი ვიყიდე, თავის რაღაც პაბრიკუშკებით, მაგრად გავერთე ))
ღამე ვბრუნდები ერთი ქალაქიდან ჩვენი ბანდის ბანაკში და შემთხვევით გავაძრე ერთ-ერთი მოწინააღმდეგე ბანდის ტიპები. ჩამოვედი ცხენიდან, ამოვიღე იარაღები, მოლოტოვი, ვეპარები და მესმის რო რაღაც მაგარ ნოსტალგიურზე და ადამიანურზე
ლაპარაკობენ მთელი ემოციებით. ამ რომანტიკაში იმენა ზუსტად შუაში ჩაუგდე ცეცხლ მოკიდებული ბოთლი, უცებ წამოვდექი დაბალი ქვის ღობიდან ორლულიანით და ამ ცეცხმოკიდებულ ტიპებს იმენა დაფლეთვა დაუწყე. ავაწიოკე იმენა ტიპები. რო დაიბრიდა ყველა, მივხვდი რო მაგრად გამიტყდა ჩემი საქციელი. და ეგ მოგდის მერე ხშირად, ანუ იმდენად რეალისტურია მომენტებში რო გიტყდება ვიღაცის მოკვლა კონკრეტული საჭიროების გარეშე, დაჟე მტრისაც.
ჰედჰანთზე გამაგზავნეს ვიღაც ქალის მოსაძებნათ, რომელმაც თავის ქმარი დააგდო. ხოდა პატარა გამოქვაბულში არი ვიღაც საყვარელთან ერთად და ისე მოხდა რო ზევიდან მივადექი, უცებ მესმის რაღაც რომანტიული ბაზრები და ვეპარები ნელა, თან უსმენ, უცებ ფილმებში როა ეგრე ამიცურდა ფეხი და სახით დავეცი
ტიპების წინ