Botanicula - Amanita Design-ის, 2012 წლის 19 აპრილს გამოსული, point-and-click სტილის ქვესთი. თამაში გვიამბობს 5 პატარა ხის არსების შესახებ, რომლებიც ობობის მაგვარი დამპყრობლებისგან ბოლო სიცოცხლის მარცვალის გადარჩენას ცდილობენ. Botanicula შედგება 7 ერთმანეთთან დაკავშირებული ლოკაციისგან. ყველა ლოკაცია გარკვეული საერთო მიზნის გარშემო ტრიალებს, რომელიც სრულიად მოულოდნელი, მცირე ამოცანებისგან შედგება. თამაში გამოირჩევა ორიგინალური გეიმფლეი სიტუაციებით, ჯადოსნური ვიზუალით და მედიტაციური მუსიკალური გაფორმებით. დეველოპერებს ძალიან მარტივად გამოსდით მოთამაშის სრულიად უცხო, მაგრამ გასაგებ და საინტერესო სამყაროში რამდენიმე საათით გადაცხოვრება.
პროექტის ოფიციალური გვერდი, სადაც ხელმისაწვდომია ფლეშ ფორმატში გადატანილი
დემო ვერსია.