
Dishonored II - სათავგადასავლო ექშენის Dishonored გაგრძელება, რომლის მოქმედებაც ორიგინალის მოვლენებიდან 15 წლის შემდეგ იღებს სათავეს. მოთამაშეები ქალაქ კარნაკაში, იმპერატორ ემილი კოლდუინის წინააღმდეგ განხორციელებული შეთქმულების გამოსავლენად მიემგზავრებიან. თამაშის მსვლელობისას შეხვდებით როგორც ნაცნობებ, ასევე საერთოდ ახალ პერსონაჟებსაც. მთავარი მიზანი - შეაჩეროთ თვითმარქვია უზურპატორი დელაილა, რომელიც მთავარი გმირების განადრუგებას ცდილობს.
Dishonored გეიმფლეი პირველი ნაწილიდან საგრძნობლად არ შეცვლილა, მაგრამ სერიოზულად გაიზარდა ლოკაციების გასვლის ვარიაციები და გადათამაშების გზები. მოთამაშეები კვლავ თითონ ირჩევენ თუ როგორი გზით გაივლიან ისტორიას, რაზეც როგორც ქალაქის მდგომარეობა (ქაოსი, ან წესრიგი), ასევე თამაშის დასასრული იქნება დამოკიდებული. კარვო ატტანოს გარდა სიქველში მეორე მთავარი გმირით ემილი კოლდუინი დაემატა, რის გამოც მოთამაშეებს დასაწყისში ერთ-ერთი მათგანის არჩევა მოუწევთ. ორივე გმირის გეიმფლეი ერთმანეთისგან პრინციპულად განსხვავებულია, რაც ზემოთ ნახსენები გადათამაშების ინტერესს ზრდის. დეველოპერებმა თამაშში ასევე ახალი სკილები, უნიკალური დანიშნულების ნივთები და ახალი გამოყენებადი მასალები დაამატეს.