The Last of Us: Part II, ანონსის დეტალები

თამაშების ▶ დეტალების სია ▶ აღწერა ▶ შთაბეჭდილება ▶ პრევიუ ▶ მიმოხილვა ▶ ანალიზი ▶ სერიის რეტროსპექტივა
Riddick
Posts: 10063

Re: The Last of Us: Part II

Unread post#41 » 09 Jul 2020 09:00

hellwalker - Spec Ops: The Line

ხო აი Defiance არვიცი. მაგრად არ მომეწონა თავის დროზე, მორალურად მოძველებული და ცარიელი მომეჩვენა, დაჟე კაენის არკაც არ გამივლია თავიდან, ისეტი დასკრიფტული და სწორხაზოვანი იყო (ლოკაციებზე წვეტიანი გამონაზარდები როა, რო მტრები დაკიდოს კაენმა და რაღაც ეგეთი ბანძი პირობითობებით იყო გატენილი). მაგიტო მიჭირს ეხა ამ ორის ერთმანეთთან დაკავშირება. დაჟე ის ფაქტიც, რომ უნიკალური არააქ სიუჟეტი, მარა პარალელებში 17 წლის წინ ვორკრაფტის ერთ-ერთი სიუჟეტული არკა და დეფიანსი რო მოგყავს, უკვე მინიმუმ ორიგინალური და იშვიათია, თუ უნიკალური არა :) ანუ იდეა იმაშია რო მტრები ვისაც ებრძვი გამოაჩინო როგორც რეალური ადამიანები, ლოგიკურად მოტივირებული და საინტერესო ძალა, რომელსაც შეგილია უთანაგრძნო - დაჟე ძაღლს რო უკლავ ვიღაცას, იმას მივარდება და სახელს ეძახის, ეფერება სიკვდილამდე - ეგეთი ელემენტები არი ჩემთვის კაკრას უნიკალური. რო ვითამაშებ უფრო კარგად მეცოდინება რა, ეხა რთულია ლაპრაკი. ეს ტრანსფორმერი რო არ ჩაესვა სერიოზულ თემებს ამოწევდა და მაგრად წაიყვანდა რაღაცეებს წინ ეს თამაში.

პ.ს. ისე The Walking Dead თამაშში არაა რამე ესეთი? ორი მხარე და ორივეთი რო თამაშობ, ორივე რო "კარგი" ტიპები არიან ?

User avatar
hellwalker
Posts: 5463
Contact:

Re: The Last of Us: Part II

Unread post#42 » 09 Jul 2020 09:15

კი არის ეგეთი ელემენტები Walking Dead-ში, ბოლო ნაწილში დაჟე უფრო საინტერესოა. შენი ძალადობა სხვა ადამიანებზე გავლენას როგორ ახდენს და შენგან როგორ სწავლობენ და ა.შ.

აქა იქ ბევრგან არის ეგ თემა გამოყენებული. კონკრეტულად კი მაგ თემატიკაზე აგებული მთელი თამაში არ მახსენდება. და კაკრას ეგ არის საინტერესო რამდენად გაამართლებს.

იმიტომ რომ ძაან ბუნებრივად და "მოულოდნელად" თუ არ მოხვდა მოთამაშეს მაგარი დაძალებული და რუტინული ხდება ხოლმე ეგეთი მორალიზმები. განსაკუთრებით როცა თამაში ბრუტალურობით კაიფის საშუალებას გაძლევს ხოლმე და რაღაც 50 ნაირი Execution ანიმაციები როა ნაჩალიჩარი "სიყვარულით" ნაკეთები უკვე კომიკურია ხოლმე ძალადობაზე კომენტარები თამაშისგან.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 10063

Re: The Last of Us: Part II

Unread post#43 » 09 Jul 2020 09:22

ხოდა მგონი კაკრას მაგიტომაც მოდის ცენტრალური ნეგატივი, თავის თავს რო ეწინააღმდეგება. იქ ვითო ჰუმანითის აწვები, მარა რეალურად ყველა ყველას ხოცავს და ჩეხავს, ოღონ უფრო რეალისტურად და ვაფშე საგიჟეთს გავს ალბათ ))) ვაფშე ეგ მომენტი ცალკე გასავლელია - რაც უფრო მეტი რეალიზმი შემოდის თამაშებში, მით უფრო კომიკური რო ხდება რაღაც უკვე ჩვეული ელემენტები. ძაან ხშირია ეხა ეგ მოვლენა. ყველაზე კარგად GTA5 დავამუღამე, როცა ვიზუალის რეალიზმი და მოვლენების აფსურდულობა რაღაც ყ*ეობას გიდებს წინ და მაინდფაქი გეწყება )))

User avatar
hellwalker
Posts: 5463
Contact:

Re: The Last of Us: Part II

Unread post#44 » 09 Jul 2020 10:04

კი, ძაან მოძველებულია ეს არკადული გეიმპლეი განსაკუთრებით შუტერი მაგისთვის რომ მასეთ სინემატიკური და რეალისტური დრამატურგიის თამაშებში ამართლებდეს. სხვანაირი გეიმ დიზაინი ჭირდება.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 5254

Re: The Last of Us: Part II

Unread post#45 » 09 Jul 2020 11:11

კაროჩე რამდენიმე თემა აიხლართა ეხლა და არ გამოვა მასე :D გავშალოთ ცალკეულ ელემენტებად:

1. ორი დაპირისპირებული პროტაგონისტის მარკეტინგულად რაღაც სასწაულად წარმოჩენა რაც ახლა ნეტში ტრიალებს რო აი რა ნოვატორული ნაბიჯია და ასე შემდეგ, არ არის სიმართლე - სიახლე არ არის სიუჟეტური ნარატივის მხრივ ორი სხვადასხვა პერსპექტივიდან თამაში. LoK პერსონაჟების მოტივაციები ძალიან დამაჯერებელია, თუნდაც იმიტომ რომ ძალიან დიდი ბილდაფი ემსახურება მაგას და საერთოდ როდის იზავენ ამხელა ეპიკობას სხვას არ ვიცი.
X პერსონაჟით გააფუჭე რაღაც და Y პერსონაჟით დაინახე შედეგები - სთორის მხრივ ხდება ეს კეინთან.

2. დამაჯერებელი ივენთების ერთობლიობით მიღებული რეალიზმი, ძაღლების ფერება და ყველა NPC-ს ადამიანად აღქმა, რაც უფრო კარგად გამოვა მით უკეთესი. სინემატიკურ ნარატივს როცა ემსახურება მუშაობს, გეიმფლეიშიც სტელს თამაშებში როა მომენტები ბუნებრივი დიალოგები რო აქვთ მტრებს ეგ აქვს ამასაც საკმაოდ კარგად. მე გეიმფლეი რახან არ გამომიცდია, სიუჟეტური ნარატივის და გეიმფლეი ნარატივის კონტრასტებზე ვერ ვილაპრაკებ, უბრალოდ არ ვიცი პროცესიდან მიღებული ეფექტი და არ იქნება მართალი.
X პერსონაჟით გააფუჭე რაღაც და Y პერსონაჟით დაინახე შედეგები - რეალიზმის თვალსაზრისით ეს წვრილმანი დეტალები როცა მუშაობს, მაგას მგონი აქ შეესხა ბოლომდე ხორცი.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 10063

Re: The Last of Us: Part II

Unread post#46 » 09 Jul 2020 15:01

ლუკაშენკოს გაუკეთებია გუშინ განცხადება თამაშის დახურვის მერე https://coub.com/view/2gfkj9

User avatar
SLaYeR
Posts: 5254

Re: The Last of Us: Part II

Unread post#47 » 28 Jul 2020 02:22

From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Ripster
Posts: 1537

Re: The Last of Us: Part II

Unread post#48 » 04 Aug 2020 13:14

ოთხი დღეა ვთამაშობ ინტენსიურად, თვალების დაძრობამდე
ძლივს ვიკავებ თავს რომ სადმე რამე არ დავწერო

ყველა დასაჭერია ვაბშე, ვინც დალიკა, ვინც არ ითამაშა და ისე დაუწერა ცუდი შეფასებები
და ვაბშე ყველა ვინც გახვეულია ჰეით თრეინის აგორებაში

რა თამაში გაძიძგნეს პროსტა :)

ბოლოსკენ ვარ და წლის თამაშის წოდებაც მეცოტავება
იდეალური სიქველიცაა და იდეალური სინგლ თამაში
იმენა ველოდები როდის გაფუჭდება და არ ფუჭდება

უამრავი ფენა აქვს თამაშს რის გამოც შესანიშნავია და ბოლოს ერთიანობა, რაც ყველაფერს ერთ თამაშში კრავს


ბაჩო, თუ ისევ აპირებ თამაშს გათხოვებ პიესსაც და დისკსაც
You'd better do something about that cough

Riddick
Posts: 10063

Re: The Last of Us: Part II

Unread post#49 » 04 Aug 2020 14:55

ნიკუშ რუსული თუ გაქ მათხოვე. კონსოლს სპაუნას გამოვართმევ :)

User avatar
Ripster
Posts: 1537

Re: The Last of Us: Part II

Unread post#50 » 04 Aug 2020 15:13

ინგლისური მაქვს რიდიკ :(

აი ძალიან ბევრ რამეზე მინდა ვილაპარაკო თან რა და როგორ მომეწონა ;დ იმდენი ფენაა რაც ჩართულია თამაშის მთლიანობის შექმნაში და ისეა გადაჯაჭვული ერთმანეთზე
თან ამათი დეტალებისადმი ყურადღება ხომ იცი როგორიც არის, აქ მილიონზეა გამრავლებული

ყველაზე ცოცხალი სინემატიკური სინგლ ფლეიერია
სიუჟეტის პაააატარა დეტალიდან დაწყებული გეიმფლეის რამე მეოცე ხარისხოვანი მექანიკით დამთავრებული ყველაფერი ერთ დიდ მთლიანობას ქმნის და გძირავს მთლიანად
ყველა ბერკეტი რაც გამოყენებლი აქვთ, მუშაობს
რავი, რას გინდა დაადო ხელი
ასინქრონული ნარატივი? მუშაობს თან როგორ, ბილდაფებს და ფლეშბექებს გიქმნის და არა მარტო ერთ თემაზე, ყველა თემას ეხება ხოლმე

თან აი რთულია ასე ილაპარაკო ზედმეტი რომ არ თქვა და თან რომც თქვა, ვერ გადმოსცემ იმ მასშტაბით როგორითაც თამაშის დროს შეგხვდება

გეიმფლეი ისეთი აქვს ყბა ჩამოგვარდებათ ვაბშე ყველას ;დ და სიუჟეტის ნაწილია გეიმფლეი
და არ ვგულისხმობ მხოლოდ ამ დუალისტურ გადაწყვეტას და 'უუუ მეორე მხარესაც დაგანახებენ" ბაზარს, იმის მიუხედავად რომ ეგეც მუშაობს თან მაგრად

ასეთი შეკრული თამაში სადაც სიუჟეტი გეიმფლეი სეთინგი და საერთოდ ყველაფერი ორგანულადაა ერთმანეთში და გამოცდილებას გაძლევს, ძალიან ცოტაა

აი ექსპლორაციაზე ხო ვაბშე სიტყვები არ მყოფნის ;დ არნახული პოსტაპოკალიფსია
სეთინგი ისეთი ავთენტურია პარალელს ვერ გაავლებ ;დ გეიმფლეი ისეთი ცოცხალია ვერც კი წარმოვიდგენდი რომ "იდეაში" რელსებზე შემდგარი სინემატიკური იქსფირიენსი ასეთი ცოცხალი იქნებოდა

ისეთი ლამაზია ბიჭო რასაც ხედავ ეკრანზე თვალებს ვერ უჯერებ რომ თამაშია ;დ და არ არის ეგ ზადროტული გრაფიკაზე დადორბლილი კაცის ნათქვამი ;დ იმენა არტ დირექშენი აქვს და შესრულება წარმოუდგენელი ;დ

მეოთხედიც არ დამრჩა მგონი, ან სადღაც მაგდენი
და სულ რომ უცხოპლანეტელები ჩამოვიდნენ და ძაღლები მოგვპარონ დედამიწაზე, თამაში მაინც შედგა ;დ

აი, ჯოელის და ელის ფენის გამო მაინც შედგა ;დ მაგრად გამიღრმავა და ემოციურად კიდე უფრო მეტად დატვირთა ჩემთვის ელის და ჯოელის ურთიერთობა


აი ;დ

ბიჭო არ მჯერა ასეთი მაგარი რომ არის ;დ

დავხურავ და დავაპდეითდები

ცხელი სასმელი მოიდგი, ბოლოს წინა სირთულეზე ჩართე და ჩაუჯექი
დაუვიწყარი რამეა, გპირდები
You'd better do something about that cough

Return to “Games”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 10 guests


cron