Legacy Of Kain : Blood Omen (PsOne) შთაბეჭდილება, Vae Victis!

კონკრეტული თამაშები < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
Blankbanshee666
Posts: 185

Legacy Of Kain : Blood Omen (PsOne) შთაბეჭდილება

Unread post#1 » 31 Dec 2015 04:20

>>>
როგორც იქნა ცოტახნით შემოვირბინე ისევ და არც ისე ცხელ-ცხელი შთაბეჭდილებაც მოვიტანე. დღეს დიდი დღეა - ბანში გახდა 20 წლის და ამასთანავე, მეღირსა სტატიის დაწერაც, როგორც იქნა გამოვნახე დრო, ან ეხლა ან არასდროს მეთქი და წერასაც შევუდექი. ტრადიციისამებრ, ვაგრძელებ შთაბეჭდილებათა ციკლს, და ბიბლიოთეკას შეემატება, ლეგენდარული ბლად ომენი, ლეგასი ოf კაინის საწყისი და გაცნობა კაინთან. ნუ ბლად ომენი კარგა ხნის წინ დავხურე, ვაპირებდი დაწერას აქამდეც, მაგრამ თავი ვერ მოვაბი, ახლა კი მგონი მშვენიერი დროა ოდნავ მაინც გავაცოცხლოთ ეს სექცია. მაშ ასე, ბევრი რომ აღარ ვილაყბო, გადავიდეთ საქმეზე

>>>

პირველ რიგში მინდა ავღნიშნო ის ფაქტი, რომ ბლად ომენი თამაშის დაწყებისთანავე შემიყვარდა, არვიცი ეს როგორ მოხდა, მაგრამ ყველაფერი ნათელი იყო, ბლად ომენს ვერ ვცილდებოდი. კერძოდ კი ეს სიმპატია სწორედ გარემომ და სეთინგმა გამოიწვია, ნუ თვითონ კეინზე არაფერს ვამბობ. ირგვლივ ყველაფერი ბნელია, იდუმალი, ყველა მტრულადაა განწყობილი და შენც ცდილობ ჯუნგლების კანონით იმოქმედო - მოკალი ან მოგკლავენ. კაინსაც სხვა გზა არ აქვს, და ჩემს წინაშე წარსდგა ერთ-ერთი საუკეთესო ანტიგმირი რაც ოდესმე შემხვედრია ვიდეოთამაშებში. არანაირი დანდობა, არანაირი განკითხვა, სიყვარული, არაფერი ყველა დადებითი თვისება იმწამსვე ამოიშალა ჩემი გონებიდან. კაინთან ერთად ნამდვილ ზიზღის მანქანად გადავიქეცი. სეთინგიც რომ სწორედ ხელს მიწყობდა ამ ყველაფერში. შუა საუკუნეები, ნოსგოთი. ადამიანები და ვამპირები ერთმანეთს ებრძვიან, ბალანსისთვის იბრძვიან ჯადოქრები, ნოსგოთის ცხრა ბოძი კი ეხმარება მათ ამ ყველაფერში. ნუ შეიძლება იქ მეფე არტურიც და მისი ლეგენდებიც გაგახსენდეთ სეთინგიდან გამომდინარე, იქ შავი ჭირის ეპიდემია და ასე შემდეგ. შუა საუკუნობრივი მომენტების დაჭერის გარდა, მოვიხიბლე ნოსგოთის ფლორითა და ფაუნით, იქ ცალკე მგლებს ვხოცავდი, ცალკე მგლებს და იქაც კიდევ მგლებს. ტყეები და პატარ-პატარა ბილიკები, მაღალ მთებთან და მიუვალ ადგილებთან ერთად - ერთი სიამოვნება იყო.

>>>

სეივპოინტები

ნუ ჩემთვის იზომეტრიული რპგ თამაშები უცხო არ არის, თუმცა ბლად ომენს ვერ მივაკუთვნებდი წმინდა წყლის რპგ-ს. more like ფსევდო-რპგ ადვენტურა. უფრო დაწვრილებით, ექშენ-ადვენტურა, გამარტივებული რპგ-ს ელემენტებით. უხეშად რომ ვთქვათ Diablo for Dummies. (No Offense, guys :v) მაგრამ ამას თამაშის დასაკნინებლად არ ვამბობ, პირიქით ამას არც შეუშლია ხელი ჩემთვის რომ სიამოვნება მიმეღო, და არც დაბრკოლება ყოფილა. ყველაფერი დაბალანსებული იყო გეიმფლეის მხრივ, ანუ ის რომ საჭირო სპელი/აითემი საჭირო დროს და საჭირო ადგილას იყო. დროული - "ვამპირული აფგრეიდები"-ც კი. (სისხლის შადრევანის დაგემოვნება) მაგრამ აქ ჩნდება პს1-ს 90იანების ბოლოსკენ არსებული თამაშების პრობლემა - "სად ჯანდაბაში წავიდე ეხლა" ან "სად ჯანდაბაშია ეს აითემი, ან ეხლა რაღა ვქნა, გავიჭედე" სტილში. ახალბედებმა შეიძლება დაიხიონ მსგავსი პრობლემის წამოჭრის შემდეგ, მაგრამ ვინც ჯერკიდევ ხაზზეა და ამ სტატიას კითხულობს მინდა ვუთხრა რომ 70% დამოკიდებულია დაკვირვებასა და იღბალზე, ხოლო 30% შპარგალკაში ჩახედვაში (ნუ walkthrough and stuff, you know). გამოგიტყდებით და ხანდახან შპარგალკაში ვიხედებოდი. anyway გეიმფლეის მხრივ ბლად ომენში კმაყოფილი დავრჩი. წარმოიდგინეთ ესეთი სცენა: შედიხართ სადღა დასახლებულ რეგიონში, იქ ხალხი ყურადღებას არ გაქცევთ, იყურებიან "არ შემეხები - არ შეგეხები" სახეებით და ფუსფუსებენ თავისთვის, შენ კიდევ მიდიხარ არეტიანებ მას და წრუპავ მის სისხლს ძალების მოსამატებლად. არავითარი ჯარიმა, არავითარი ციხე (მოგიწევთ დაცვასთან გამკლავება ხანდახან) არავითარი სასჯელი! იმეორეთ ეს ციკლი და ბაც! ყველაფერი ნორმაში გადადის. კაინიც გამძღარი და კმაყოფილი სახით ყვირის - Vae, Victis! და გზას ვაგრძელებთ. მერწმუნეთ მსგავს სცენებს ბევრჯერ ნახავთ და თქვენში ბოროტი დემონი გაიღვიძებს.

>>>

გზაში ბევრჯერ მოგვიწევს არაერთ დასახლებაში ვიზიტი, სახლებში და ტავერნებში დაუკითხავად "შესვლაც"

დეტალებში არ ავღწერ იმას რა როგორ აბჯარს და სად იღებს მას კეინი, ან რომელი ქვის გაწევის შემდეგ გიწევს ამ სპელის აღება, მაგრამ ვიტყვი იმას, რომ პაზლები დიდი სიძნელით არ გამოირჩეოდა, ნუ იყო მომენტები სადაც გავიჭედე მაგრამ, ეს ყველაფერი შემდგომში დაძლევადი იყო. იყო რთული პაზლებიც, იყო ადვილებიც და ა.შ. მეზიზღება ყინულის გამოქვაბულები, სადაც კეინი იძულებულია ფიგურულ სრიალში ჩაერთოს მობინადრე დემონებთან და დაგებულ მახეებთან ერთად. ugh. რაც შეეხება კომბატს, ეს ჩვეულებრივი მარტივი სექციაა, უნდა გქონდეს სწრაფი რეაქცია - რამდენიმე დარტყმა და უიღბლო რაინდი თქვენია, ამოწრუპეთ სისხლი და მორჩა. თუმცა დემონებმა მომენტებში გამაწამეს, მათი ფროჯექთაილები ცოტა ძნელი ასაცილებელია და ამასთანავე სიცოცხლესაც ბლომად გართმევთ. მომენტებში მათი სისხლის დალევას არც გირჩევდით, არ მივაქციე ერთი-ორჯერ ყურადღება, და კაინის წითელი სისხლი უცბად მწვანედ იქცა და საგრძნობლად ეცემოდა. ნუ მერე მივხვდი რო დემონის სისხლმა აწყინა და მსწრაფლ გავეშურე ვაქცინისთვის. გთხოვთ მოერიდოთ ასეთ ლაფსუსებს და გამოიყენოთ იარაღი რომელიც მომენტალურად კლავს მსგავს ბნელ ძალებს.

>>>

ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორი და მიზეზი რისგამოც ამ თამაშს დრომ ვერაფერი დააკლო, სწორედაც რომ ატმოსფეროა. მშვენივრად არის დაჭერილი fantasy/medieval ასპექტები და გადმოცემად უმაღლეს დონეზეა. კაინის ნარატივის მოსმენა ერთი სიამოვნებაა, მისი ბრიტანული აქცენტი გაგრძნობინებთ რომ თქვენს წინაშე რაღაცა ბნელი შუა საუკუნობრივი ეპიკური მოთხრობა იშლება თვალწინ, სადაც სიკეთე და კეთილი რაინდები დიდი ხანია დავიწყებასაა მიცემული, მისი თხრობის მანერაც, და ინტონაციაც ამ განცდებს უფრო ამძაფრებს. პირადად მე, დამეუფლა ისეთი განცდა რომ კაინი თითქოს თავის დღიურს მიკითხავდა თვალწინ. (თავთავისი საინტერესო კომენტარებით და აღნიშვნებით.) ატმოსფერულობას ამძაფრებს ასევე პერსონაჟებიც. აქ ვერ შეხვდებით ვერცერთ კეთილ პერსონაჟს, რომელიც ცდილობს რომ კაინი სწორ გზაზე დააყენოს, პირიქით ისინი ფაქტიურად ხოცავენ ერთმანეთს ძალაუფლებისთვის და გზასაც უღობავენ ჩვენს ანტაგონისტს. მაგრამ კეინი მახვილით კაფავს გზას და საკუთარ თავსაც გზადაგზა შეიცნობს, ვორადორთან დიალოგიც სწორედ ამ ფიქრებს გაუმძაფრებს და ჩვენი კეინიც არამარტო ბოძების აღდგენაზე, არამედ საკუთარ თავზეც იწყებს ფიქრს. გრაფიკაზე და ქათსინების ხარისხზე არაფერს არ ვიტყვი უბრალოდ უაზრობად მიმაჩნია 1997 წლის თამაშის განსჯა ვიზუალურად, მესმის იმდროისთვის მსგავსი ფსევდო 3დ გრაფიკა ოდნავ მოძველებულია და out of style-ია, მაგრამ ერთ რამეს ვერ ვუარვყოფ, თავის საქმეს აკეთებს და კარგად გვიხატავს იმდროინდელ სამყაროს, რაც თავისთავად ატმოსფეროს ერთ-ერთი ნაწილია. არის ბევრი სისხლები, არის მკვდარი სხეულების გროვა, აყროლებული გვამები, ნაწამები უდანაშაულო ადამინები და ა.შ. ერთი სიტყვით დარენდერებული სისასტიკე და მისი ჯანი.

>>>

და ბოლო შტრიხი რითიც მინდა ეს სტატია დავასრულო არის - მუსიკა. შეუდარებელი ჰანგები და მელოდია, რომელიც ამ მოგზაურობას დაუვიწყარს აქცევს. ეხლაც,როცა ამ სტატიას ვწერ, ჩამესმის ნუპრაპტორის სასახლის მელოდია. მშვიდი, წყნარი ინტროთი, და უცბად კომპოზიცია შედის დრამატულ, დაძაბულ და ეპიკურ ნაწილში, რომლის მოსმენის შემდეგ ჟრუანტელმა დამიარა ტანში. (გამოგიტყდებით და ეს ჩემი საყვარელი კომპოზიციაა). მსგავსი მომენტები ბევრჯერ შემხვდა და ძალიან ვისიამოვნე მოცემული თამაშით, აღფრთოვანებული დავრჩი იდეის ეგზეკუციითა და მოწოდების ხელოვნებით. nice job guys! ეპიკური მუსიკა, ბნელი ატმოსფერი, ბოროტი სამყარო, არც ისე შეუდარებელი გრაფიკა, იდეალური ანტიგმირი და ეპიკური მოგზაურობა რომელიც თქვენს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის. ოჰ, დამავიწყდა ამეღნიშნა თამაში რომ უფრო გამომწვევი გავხადო გეტყვით ამას, რომ მას 2 ენდინგი აქვს. (ცუდი და კარგი obviously) ნუ ცუდს მოყვება რაც მოყვება :trolface: მაგრამ ხოიცით კარგი ენდინგი მხოლოდ ლუზერებისთვისაა :D გამოიცანით რომელი აირჩია ბანშიმ :3

>>>

"Once I embraced my powers I realized that Vorador was correct. We are gods - dark gods - and it is our duty to thin the herd."

(c) Blankbanshee666

P.S. უხეშად რომ არ გამომივიდეს, გილოცავთ ახალ წელს და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ გეიმოვერის ფორუმს, ჩემს ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ადგილას ინტერნეტ სივრცეში, საყვარელ და მურაბა ხალხთან ერთად! გილოცავთ კიდევ ერთხელ ახალ 2016 წელს!

User avatar
Blankbanshee666
Posts: 185

Re: Legacy Of Kain : Blood Omen (PsOne) შთაბეჭდილება

Unread post#2 » 31 Dec 2015 04:24

დასაწერი ვალები :

Resident Evil 3 : Nemesis
Silent Hill
Soul Reaver
Ace Combat 2 and 3
Nightmare Creatures 2
Quake 2
MediEvil
Spider-Man and Spider-Man 2

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Re: Legacy Of Kain : Blood Omen (PsOne) შთაბეჭდილება

Unread post#3 » 31 Dec 2015 10:15

On The Road to Vengeance ჩავრთე და გემრიელად ჩავიკითხე https://youtu.be/ZT2y_Kvy_s8
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Blankbanshee666
Posts: 185

Re: Legacy Of Kain : Blood Omen (PsOne) შთაბეჭდილება

Unread post#4 » 31 Dec 2015 11:09

Hehe ^^ thanks

Riddick
Posts: 11826

Re: Legacy Of Kain : Blood Omen (PsOne) შთაბეჭდილება

Unread post#5 » 01 Jan 2016 17:14

დრო ვერ ჩავიგდე რო გემრიელათ წამეკითხა სტატია.
პირველ რიგში, დაგვიანებით გილოცავ დაბადების დღეს, საუკეთესო სურვილებით :)

თამაშს რაც შეეხება, ნათამაშები არ მაქ, მაგრამ ეხლა ინტრიგა ვიგრძენი. ვარმპირების სეთინგს ზოგადად ყველაზე მეტ პატივს ვცემ, თავის სიღრმის და ზოგადი ესთეტიკის და აზრობრივი დატვირთვის გამო. დარკ ელფებს ვამსგავსებ, მარა ელფებისგან განსხვავებით მომწონს. მომწონს რომ გამოკვეთილად ადამიანის მტრები არიან და არა "ჭკვიანი დაპირფერი აფერისტები". პლიუს, ანტი გმირით თამაში ძალიან იშვიათი სიამოვნებაა, მითუმეტეს კარგად დამუშავებულით. ერთი სიტყვით ეს ძალიან ძლიერი მოტივატორია:
ეპიკური მუსიკა, ბნელი ატმოსფერი, ბოროტი სამყარო, იდეალური ანტიგმირი და ეპიკური მოგზაურობა რომელიც თქვენს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.

და თუ მოვახერხე თამაში გამიხარდება.

პ.ს. სტატია განიხილება გათამაშების მონაწილედ :)

User avatar
Blankbanshee666
Posts: 185

Re: Legacy Of Kain : Blood Omen (PsOne) შთაბეჭდილება

Unread post#6 » 02 Jan 2016 01:53

მადლობები :3 კი კი ერთ-ერთ საუკეთესო ვამპირულ ფრენჩაიზად მიმაჩნია ლეგასი. კი დარკ ელფებთან კაი შედარება მოიყვანე ^^ მე პსპ-ზე დავხურე უპრობლემოდ, ნუ პისი ვერსიაც არის მარა მე მაინც ემულატორზე გირჩევდი. alright, let the game begin! (^^^)

Return to “Game”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 83 guests


cron