Genre: Real-Time Strategy
Developer: Blizzard Entertainment ბლიზარდის ლეგენდარული სტრატეგია დაბრუნდა და თამაშის მეორე ნაწილში გრძელდება პროტოსების, ზერგების და ტერანების ეპიკური ისტორია. თამაში გაყოფილია 3 უზარმაზარ კამპანიად და თითოეული რასის სიუჟეტი ცალცალკე იქნა გამოშვებული. სიქველმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია როგორც კიბერსპორტის სფეროში ასევე მის სინგლ-პლეიერ კომპონენტებში. დამატებულია უამრავი ახალი უნიტი, სკილები და მექანიკები. მისიები უფრო საინტერესო და დინამიური გახდა, სინგლ-პლეიერში დაემატა აფგრეიდების სისტემა რომელიც გაძლევთ საშუალებას თითოეული უნიტი განავითაროთ ორი სხვადასხვა მიმართულებიდან ერთერთით. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოდ არის შერწყმული რასის ისტორიასთან და თავისებურებასთან. თუ ტერანების მხრივ ეს ახალ ტექნოლოგიებს მოიაზრებს, ზერგები მიკარგულ პლანეტბზე სპეციფიუფ მოთხოვნების მიმართ მუტირებულ უნიტებს ეძებენ და მათ საერთო გენეტიკურ მასაში ითვისებენ.
თამაშის სამივე კამპანია ამჟამად გამოსულია და ბლიზარდი ფიქრობს დამატებითი კონტენტის გამოშვებას Tell-Tale -ის ეპიზოდური სტილის და სტრატეგიის სინთეზის სახით. დეტალები ჯერ უცნობია მაგრამ ფანები ვარაუდობენ რომ WarCraft 3-ის ბონუს კამპანიის მსგავს სტილში გამოვა სთორი მოდულები.