ვაგრძელებ მიმოხილვათა განსხვავებულ ფორმატს და ამჯერად გადავწვდი რეზიდენტ ევილის სერიებს. ვფიქრობდი ამერიდებინა თუ არა პირველი ნაწილისთვის თავი, (არმინდოდა გამომეცადა ტანკისებრი კონტროლები და სირთულე) მაგრა ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი რომ ბევრს გამოვტოვებდი ეპიკურობის და ატმოსფერულობის მხრივ, და გადავწყვიტე მეცადა პირველი ნაწილი. მაშ ასე, გადადეთ ყველანაირი Monster Party, Zombies Ate My Neighbours და მსგავსი ბავშვური გასართობები და გზა დაუთმეთ "ბოროტების სავანეს".
რათქმაუნდა ჩემთვის ახალი ხილი ნაღდად არ გახლავთ რეზიდენტის სერიები. თუმცა ბავშვობაში მხოლოდ ფილმი თუ მქონდა ნანახი, და ისიც მეორე რეზიდენტის გეიმფლის მონაკვეთი (ფლეისთეიშენ 1-ის იმდროიდელ so-called ინტერნეტ კაფეში). იმის შემდეგ არც გამხსენებია არსებული სერიები. ალბათ ყველამ დააგემოვნა ახალი რიმეიქი პირველი ნაწილის და შეიგრძნო ატმოსფერო HD-ში. ვინაიდან ჩემი მაცივარი (ტოსტერის ნაწილებზე აწყობილი) ვერ წაიღებდა მსგავს გრაფიკულ მშვენიერებას, გადავწყვიტე მეცადა ორიგინალი, პირველი და განუმეორებელი რეზიდენტი ფლეისთეიშენ 1-ზე. (ისე სეგა სატურნზე რა სახალისო სათამაშო იქნებოდა, მაგრამ მსგავს ფუფუნებას ვერ გავწვდები ჩემდა სამწუხაროდ) ამ ამოცანაში ისევ ჩემი ერთგული PSP დამეხმარა. არგასულა 30 წუთი, რომ მე PSP დავდე, ავიღე ბალიში და ვიყვირე ბოლო ხმაზე. ერთგვარი სისუსტე, ჰარდკორის დანახვისას. როგორც მშიშარა ადამიანები იქცევიან ხოლმე, გადავწყვიტე ამერჩია ნინტენდო DS-ის ვერსია, სახელწოდებით Deadly Silence. რომელსაც 2 რეჟიმი ქონდა : კლასიკური და Rebirth. ნუ რათქმაუნდა პირველი რეჟიმით დავიწყე თამაში. მეორე რეჟიმი ოდნავ სახეშეცვლილია და გვთავაზობს DS-ის ეკრანის უპირატესობებს ამა თუ იმ ფაზლის გაკეთებისას. პირველ რეზიდენტში მხოლოდ 2 ტიპით შეგვეძლება თამაში, ჯილით და კრისით. კრისით როცა დავიწყე თამაში, საკმაოდ დიდ სიძნელეს შევეჩეხე, ინვენტარის სიმცირე, და ცოტა ტყვიები. სამაგიეროდ უფრო დიდი გამძლეობა. ბოლოს და ბოლოს არჩევანი ისევ ჯილზე შევაჩერე. უნიფორმიანი მშვენიერება, გამოკვეთილი მკერდითა და ენით აუწერელი მიმზიდველობით. მისი დაბნეულობა და გამოუცდელობა უფრო სექსუალურს ხდის მას. პირველი დანახვისთანავე შემიყვარდა ეს პერსონაჟი. მის შემთხვევაში თამაში ადვილია, ინვენატარი დიდია, მოძრაობს მსუბუქად, სამაგიეროდ გამძლეობა ცუდი აქვს. ერთი სიტყვით გადავეშვი "ბოროტების სავანის" ბნელ და შიშისმომცველ სამყაროში. როგორც წესი, არც აქ დავიწყებ შინაარსზე ლაპარაკს, ვინაიდან ამ სერიების შესახებ ფორუმზე ბევრი რამ ითქვა, ასე რომ თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ search-ის ფუნქცია. საერთოდ ჰორორების ჟანრს იშვიათად ვეტანები ხოლმე, ვინაიდან სუსტი გული მაქვს და ნერვებიც, და jumpscare მომენტებს ადვილად შეუძლიათ დაატოვებინონ ჩემ სხეულს სული. თუმცა რეზიდენტი გამონაკლისია. მან კარგად დამანახა გადარჩენის მნიშვნელობის და შიშის ესთეტიკა. რითაც ძალიან ვისიამოვნე მე პირადად. თამაშში შემხვდა ბევრი მომენტი რაზეც არ შემეძლო არ გამეცინა. უცნაურია არა? წესით შიშისგან სისხლი უნდა გეყინებოდეს ძარღვებში ამის თამაშის დროს და ამდროს ვწერ სასაცილო მომენტებიც მხვდება მეთქი. კერძოდ კი არ შემიძლია არ ავღნიშნო live action ინტროს აბსურდულობა და casting crew ვიდეო :D ნუ პირველს კიდე არაუშავს, უცბად რამე 90იანების მცირებიუჯეტიანი ჰორორ ფილმები გაგახსენდებათ, მაგრა casting crew-ს ვიდეოშიც ბევრი ეპიკურობა დევს. მაგ. ვესკერის სახემ დაგლიჯა - "ოოო დროზე გადაიღე რა, ტვინი მომეტყნა ამ უაზრო ფორმის ტარებით და 1 საათი დგომით" - ზუსტად ასეთი გამომეტყველება იმალება მისი სახის მიღმა. ყველაზე მაგრა გამოვიდნენ ჯილი (ო როგორ მიყვარს ჯილი :3 ), ბერი და კრისი. რებეკა საერთოდ ვისთანაა? ინტროს თემატიკის გარდა, სასაცილო მომენტები დიალოგებშიც იმალება, რაზეც ბევრი ვიხალისე. მაგალითად არის ესეთი მომენტი როცა ჯილი კლავს უზარმაზარ გველს, გველი მომაკვდავი გდია იატაკზე, ისე რომ შემოსვლისთანავე შეიძლება შეჰყვირო : ჯანდაბა! ეს რა უბედურებაა. მაგრამ არა რეზიდენტში. instead, ბარი შემოდის ოთახში, ვითომც არაფერი ჯილს ეკითხება : "ეი, ჯილ იპოვე რამე საინტერესო?", კიდევ ერთი ჩემი საყვარელი მომენტია დაწყებისთანავე როცა ყველა შემოდის ამ დიდ სახლში, ბარი წამოიძახებს : "ეს რა არის?" ვესკერიც იქვე დაუმოწმებს:"ვაუ, რამხელა სახლია" ამ ფრაზამ იმწამსვე ღიმილი მომგვარა სახეზე :D და ბოლო ჩემი საყვარელი მომენტი, როცა ჯილი ისევ შეეჩეხება ბერის (ეს ბარი ყოველთვის იმდროს ჩნდება როცა გვჭირდება ხოლმე.): "ეი ჯილ შენც აქ ხარ?", "ჰო ბარი, შენც?". უკომენტაროდ.
მსგავსი cheesy მომენტები ბევჯერ შეგხვდებათ :D ასევე მომეწონა ისიც რომ, თამაშში თითქმის საერთოდ არაა jumpscare მომენტები ისეთი რომ ეგრევე შეგაშინოთ, instead, არის დასკრიპტული მომენტები, მაგალითად ცნობილი მომენტი ძაღლების გადმოხტომით ფანჯრიდან ან როცა პირველად ზომბს შევეჩეხებით. რომელმაც შეიძლება წამიერი შიში მოგგვაროთ და მორჩა. უმეტესი აქცენტი მაინც უფრო ატმოსფერულ შიშსა და გადარჩენაზეა გაკეთებული. ნუ რაც შეეხება ფაზლებს, ზოგი ფაზლი საკმაოდ რთულია და მოითხოვს დაკვირვებას, კერძოდ კი გაიძულოთ გამოიყენოთ თქვენი გონება და იფიქროთ. ზოგი hint კი სწორედ სხვადასხვა ფაილებში იმალება, რომელსაც გზა და გზა წააწყდებით. რეზიდენტში ასევე მომეწონა ის ფაქტიც, რომ ზომბი + ვირუსის თემატიკა, მრავალჯერადი გზით არის გადამუშავებული მედია და პოპ კულტურაში, მაგრამ რეზიდენტმა ეს მხარე კარგად წარმოაჩინა. execution ამ ბანალური თემატიკისა კარგადაა გაკეთებული და არ ტოვებს ისეთ შეგრძნებას რომ უკვე იცი წინასწარ რა მოხდება. უფრო მეტიც, ყველაზე მაგარი მაინც ის არის, როდესაც პოულობ სხვადასხვა ფაილებს ოთახებში და ნელნელა ფარდას ხდის კონსპირაციას, რომელიც ამ სახლში იმალება. ინვენთორიმ შესაძლოა ბევრი მოთამაშე ჩიხში შეიყვანოს, მაგრამ ამ პრობლემას ადვილად შევეგუე, ვინაიდან ვიღებდი მხოლოდ იმას რაც მჭირდებოდა, და ვცდილობდი არ გადამეტვირთა ძალიან ინვენთორის სლოტები. ნუ დაწყებისთანავე, დავიწყე ზომბების დანით დახოცვა რათა ამით დამეზოგა ტყვიები გარკვეულ ადგილებში და ბოსების წინააღმდეგ. ჩემი რჩევა იქნება ნუ გატენით ინვენთორის იმით რაც არ გჭირდებათ, იქნება ეს მორიგი მჭიდი პისტოლეტისა ან სხვა მსგავსი რამ. აქცენტი გააკეთეთ უფრო გასაღებებზე და ფაზლის შემადგენელ ნაწილებზე. მინდა იმედი გავუცრუო იმათ ვისაც ეგონა რო აქ შესაძლებელია ყოველ წამს დამახსოვრება. არამც და არამც. დამახსოვრებისთვის გამოყოფილია სპეციალური ოთახი, სადაც მივდივართ საბეჭდ მანქანასთან და ink ribbon-ის გამოყენებით ვასეივებთ. (სხვათაშორის ინკ რიბონები გამოიზოგეთ, არც თუ ისე ხშირად შეგხვდებათ) მე პირადად ეს სისტემა მომეწონა, და მენატრება ის დღეები როცა დასეივება password-ების სისტემით იყო ხოლმე. ეს უფრო მეტ ჩელენჯს მატებდა თამაშს თავისდროზე. სეივ რუმს კიდევ ერთი კარგი თვისება აქვს რომელიც ძალიან მომეწონა, შესანახი ყუთი რომელშიც შეიძლება ყველანაირი, ვიმეორებ ყველანაირი ხლამის შენახვა, ამუნაციასთან ერთად.
ნუ ზომბები როგორც ასეთი შემზიზღდა უკვე, განსაკუთრებით ბოლო 2 წლის მანძილზე, როცა ყოველწამს ცხვებოდა მორიგი ჰორორ თამაში, მოსიარულე მკვდრების მონაწილეობით. მაგრამ რეზიდენტმა თითქოს არ მაგრძნობინა ეს. რეზიდენტის ზომბები ჩემი ფავორიტები არიან. თუმცა შემხვდნენ მუტანტთა სხვა სახეებიც რომლებმაც ცხოვრება გამიმწარეს. ქიმერები და ჰანთერები მაგალითად. ეს უკანასკნელნი დაცოცავენ კედლებზე და ჭერზე და ყოველთვის ცდილობენ ზემოდან დაგარტყან და გაგისტუმრონ საიქიოში. მაგრამ ერიდეთ ობობებს და მსგავს მცოცავ საზიზღრობებს, ყვავებთან ერთად. ობობები, ფუტკრები და გველები შხამს ისვრიან, რომლისთვისაც მოგიწევთ serum-ის მონახვა თორემ მოკვდებით რამდენიმე ხნის მერე. რამდენჯერმე გამოვცადე ჯილზე, და შემდგომში უკვე დავამუღამე. ალბათ ელოდებით როდის ვიტყვი რამეს ტანკისებრ კონტროლზე ხომ? კი ბატონო, სანამ დავასრულებდე შთაბეჭდილებების გაზიარებას, ვიტყვი რომ უბრალოდ ვერ წარმომიდგენია survival horror მის გარეშე. თითქოს ის როგორც კრიტერიუმი ისე ჩამოყალიბდა. (თანამედროვე თამაშებო, ისწავლეთ!) მსგავსი კონტროლები გაგრძნობინებთ თავს ჯილის ადგილას, რომელიც ცდილობს მოტრიალდეს 360 გრადუსით და სწრაფადვე მოჰკურცხლოს შემდეგი კარებისკენ რათა ზომბს გაექცეს. და იცით რა? მე ეს მომწონს. მომწონს და მერე როგორ. ჩელენჯის მატებასთან ერთად იზრდება დაძაბულობაც და flustration-იც და ცდილობთ მიაღწიოთ კარებამდე ცოცხალი. ოო, კარების გაღების ანიმაციები კი ჩემი საყვარელი ნაწილი გახდა რეზიდენტში. იმდენად ჩამებეჭდა გონებაში ეს 3 წამიანი ანიმაცია, რომ აწი ყოველი კარების გაღების დროს სახლში, ყოველთვის ეს გამახსენდება. საყვარელი პერსონაჟებიდან გამოვყოფდი ჯილსა (ჯილ, მიყვარხარ :3) და ვესკერს. (oh, you sneaky bastard) ნუ თავიდანვე ავღნიშნე რომ ჯილის გამოუცდელობა და მომენტებში დაბნეულობა მას ძალიან საყვარელს, სექსუალურს და ამავე დროს მიმზიდველს ხდის. აი ვესკერი კი სხვა თემაა, მისი გახმოვანების დონე მოგაგონებთ ან რობოტს ან იაფფასიანი 90იანების პორნოს გამხმოვანებელს. თუმცა მისმა ცბიერმა და ეშმაკურმა სახემ, ადვილად მაგრძნობინა დასაწყისშივე რომ, რაღაც ვერ იყო თავის ადგილზე. თითქოს ის რაღაცას მალავს და გენიალურად თამაშობს, რომ ყველას თავი მოაჩვენოს თითქოს ის ამ სახლში პირველად არის. ცბიერი მელა if you will. და ბოლო ნაწილი რაზეც მოკლედ ვიტყვი და რითაც დავასრულებ შთაბეჭდილებების გაზიარებას არის საუნდთრექები. რეზიდენტის 1-1 მნიშვნელოვანი ინგრედიენტი რომელიც ეხმარება მას, შეინარჩუნოს ბნელი და იდუმალი ატმოსფერო, ჩემი საყვარელი კი სეივ ოთახის თემაა, რომელიც მოსასმენადაც ძალიან სასიამოვნოა და ამავედროს გამშვიდებს კიდეც :D
***
ვფიქრობ, დღეისთვის სულ ეს არის რისი გაზიარებაც უნდოდა ბანშის თქვენთვის. "ბოროტების სავანე" (როგორც თარგმნეს ის ქართულად :D) თამაში, რომელიც ულაპარაკოდ, აუცილებლად უნდა ითამაშოთ რომ შეიგრძნოთ ნამვდილი ტერორი, შიში და ამავე დროს დაძაბულობა. ჩემი რჩევა იქნება ითამაშოთ ჯილით თუ პირველად თამაშობთ სერიას, და არ დაიწყოთ ეგრევე კრისით, არ გაიმეოროთ ჩემი შეცდომა. ჯილით ასე ვთქვათ უფრო ლაითად გამოხვალთ და თუ შემდეგ კრისით დააპირებთ თამაშს, უფრო გაგიადვილდებათ. როგორც ხედავთ, წინა შთაბეჭდილების მსგავსად შევეცადე ძაან დეტალებში არ ჩავძიებოდი რეზიდენტს რათა წმინდა წყლის რევიუში არ გადავვარდნილიყავი. ვილაპარაკე მხოლოდ იმაზე, რაც მომეწონა და რამაც გამოიწვია დადებითი ემოციები და ნამდვილი horror გამოცდილება. ასე რომ, ბანშის მკითხველებო, თუ ამ თამაშზე არაფერი გსმენიათ (რაც შეუძლებელია ჩემი აზრით) და მხოლოდ ამ სტატიიდან გაიგეთ, გადადეთ ყველაფერი, გადაყარეთ მაგიდიდან ყველაფერი და დაუთმეთ გზა ბოროტების სავანეს! გადაეშვით უზარმაზარ 2 სართულიან სახლში და ახადეთ ფარდა მუტაგენურ კონსპირაციას! Untill then, I see you guys, in the next Banshee review!
© blankbansheee