არვიცი ეს თამაში აქამდე რატო არ გამახსენდა, (მიუხედავად იმისა რომ, 2 თვის წინ დავხურე) იდეაში ვგეგმავდი ჩემი რევიუს - მორტალ კომბატ 2-ის მერე დამეწერა, რაღაც ერთგვარი წინაპირობა if you will. ამის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, და ეს სპინ-ოფიც დავიწყებას მიეცა. ასეა თუ ისე საშველი დავადგი და გაღირსებთ მიმოხილვას! :D რაც შეეხება სპინ-ოფებს მორტალ კომბატის სამყაროში,ავღნიშნავ მხოლოდ შაოლინელ ბერებს, ერთადერთი გამონათება არსებულ, დანარჩენ 3 სპინ-ოფში - საშინელი Special Forces, საინტერესო და მომენტებში პრობლემატური - Mythologies : Sub-zero. შაოლინელ ბერებში მთავარ გმირებად გვევლინებიან - კუნგ ლაო და ლიუ კანგი. მოქმედება კი ხდება მეორე მორტალ კომბატის event-ების გარშემო, პირველი მორტალ კომბატის ტურნირის დასრულების შემდეგ. ენივეი, გადავიდეთ უშუალოდ საქმეზე
შაოლინური ბოევიკი
პირველ რიგში ვიტყვი იმას რომ, მორტალ კომბატის მეორე ნაწილი ჩემი ერთ-ერთ საყვარელი ნაწილია ფრენჩაიზში და ყველაზე საუკეთესო ნაწილად მიმაჩნია MK-ს ისტორიაში. მეორე - დაავლეთ თქვენს მეგობარს ხელი, და ითამაშეთ ორში - კოოპერატივით, ვინაიდან ასე უფრო მიიღებთ MK-ულ გამოცდილებასა და მთელი სათამაშო პროცესი სახალისო გართობად გადაიქცევა. ხოლო თუ მარტოსული ხართ და განდეგილი, რა გიყოთ, ითამაშეთ მარტომ. რას უნდა მოველოდოთ სპინ-ოფისგან, რომელიც ეხება MK-ს სამყაროს? - სწორია! თამაშს, რომლის სტრუქტურაც აგებულია ბით-ემ-აფის მექანიკაზე. მაგრამ მთავარია, როგორ შეფუთვაში მოგვაწოდებს ავტორი ამ ერთობ მისახვედრ და "პაპსა" სტრუქტურულ თამაშს. რუსები როგორც იტყვიან - "отдадим разработчикам должное" და მიდვეიმ მართლაც შეძლო ამ სპინ-ოფის კარგად შესრულება. მშვენიერი კომბოების სისტემა, კარგი ატმოსფერო, და რაც მთავარია ექშენით დატვირთული კოოპერატივი. თუმცა, მთელი გეიმფლეი - არენის ტიპის პროცესს გავს, მოგამწყვდევენ ლოკაციაში, შემოაგდებენ ბევრს მონტრს და ბათქა-ბუთქიც იწყება. ამის შემდეგ ისევ შემდეგ ლოკაციაში და ეს ყველაფერი მეორდება, თან როცა ისევ მოინახულებთ ამ ლოკაციებს, მტრები რესპაუნს აკეთებენ გამუდმებით. მაგრამ, ყველა ლოკაცია კარგად არის დეტალიზირებული და ისევ იგივე ლოკაციებია, რასაც მორტალ კომბატ 2-ში ვხვდებოდით. ამ მხრივ მსგავსი სტრუქტურა მოსაწყენი აღარ ხდება. თუ მარტოკა დაიწყებთ თამაშს, აუცილებლად აირჩიეთ კუნგ ლაო, ვინაიდან მისი კომბო - lock on foot kick-ები ბევრჯერ გიხსნით დაძაბული სიტუაციებიდან. ხო რაც შეეხება ჩვენ გმირებს, ამჯერად შეგვეძლება თამაში შაოლინის კოლორიტებით - კუნგ ლაოთი და ლიუ კანგით. ხოლო თუ თამაშს დახურავთ ლიუ კანგით გახსნით ბონუს პერსონაჟს - სკორპიონს, კუნგ ლაოთი დახურვის შემთხვევაში - საბ-ზიროს. კომბოების სისტემა კარგად არის გაკეთებული, არანაირი საყვედური არ მაქვს. მათი გახსნა შესაძლებელია experience point-ებით, რომელსაც მტრების მოკვლის შემდეგ ვიღებთ. კომბოები აქ 4 სახისაა, quick attacks, launching attacks (კუნგ ლაოს ქუდის სროლა და ლიუ კანგის ცეცხლის ბურთები), power attacks და throwing attacks. თავთავისი sub-აპგრეიდებით. მექანიკით შაოლინელი ბერები შეიძლება ქესთლვენიას და მეტროიდს შევადაროთ, ვინაიდან გვხვდება ისეთი ადგილები, რომელთა გასვლაც შეუძლებელია თუ არ გვაქვს მაგალითად ორმაგი ხტომის ტექნიკა შესწავლილი ან ცოცვის ტექნიკა და სხვა. ლოკაციებს რაც შეეხება, აქ მარტო უსული ცემა-ტყეპა არაა, შესაძლებელია ინტერაქცია გარემოებასთან, მაგ. evil monastery-ს ერთ ლოკაციაში, თუ მოწინააღმდეგებს არ წამოვაცვამთ ეკლებზე, ვერ ავხტებით ზემოთ და ვერ წავალთ წინ. ან თუ დიდ თასს არ ავავსებთ მოწინააღმდეგეთა სისხლით, კარებს ვერ გავაღებთ. მსგავსი მომენტები არც ისე ხშირად გვხვდება, თუმცა ესეც საკმარისია მრავალფეროვნებისთვის. ნუ ლეველში დაკარგვის პრობლემაც გამორიცხულია, რადგან კარგად დეტალიზირებული რუკა საშუალებას არ მოგცემთ რომ დაიკარგოთ და სადმე გაიჭედოთ. კო-ოპერატივში თამაში გაცილებით ადვილია, და ამასთანავე სახალისო გამოცდილებასაც მიიღებთ, სიცოცხლე კი ორივე მოთამაშისა მოქცეულია 1 დიდ მწვანე ხაზში, დაგაკლდებათ ბოლომდე და ბაც - ორივე მოკვდებით. თუმცა 1 მარტივ ხერხს გასწავლით: სეივ-ფოინთებთან მისვლისას, ჩამახსოვრების დროს სიცოცხლის 30 პროცენტი გემატებათ. გამოიყენეთ ეს შანსი და სიცოცხლეებზე ნერვიულობა აღარ მოგიწევთ. რაღათქმაუნდა რომელი მორტალ კომბატი გინახავთ ფატალიტების და ბრუტალიტების გარეშე? აქ ისინი უხვადაა - უფრო სწორედ, MK 2-ის გაუმჯობესებული ფატალიტები, რომელთა შესრულება მარტივია, ეკრანზე ეხატება კომბინაცია, და სწრაფადვე უნდა შეიყვანოთ. შესრულების შემთხვევაში, ჯილდოვდებით სიცოცხლის 1 მეოთხედით. ბრუთალითიც გამოსადეგი რამაა, ბევრი მტრის მოსაკლავად, თუმცა მასზე არაფერი ჯილდოს გვაძლევენ. და ასევე შეგვიძლია Multality-ს შესრულებაც, რომელიც ფაქტიურად ყველა მოწინააღმდეგეს კლავს 1 სპეციფიური ფატალიტით. მაგ. კუნგ ლაოს შემთხვევაში, ის თავის ბუმერანგ ქუდს ისვრის და მისი ტრაექტორია აჭრის თავებს ირგვლივ მყოფთ.
ფატალიტების შესრულება 1ჯერადი არააა, საბედნიეროდ. მათთვის გამოყოფილია სპეციფიური წითელი ხაზი, რომელიც მტრების დახოცვის შედეგად ივსება. ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი აქ secret unlockables-სია! წითელი ჟეტონები, რომელიც ხსნის კონცეპტ არტებს, ვიდეოებს, ბონუს პერსონაჟებს თამაშის მეორე რეჟიმისთვის - versus mode, სადაც შეგიძლიათ მოიწვიოთ მეგობარი და ითამაშოთ ერთმანეთის წინააღმდეგ არენის ტიპის კომბატში, უფრო მეტი თავისუფლებითა და გადაადგილებით. (გზა და გზა ბონუსების და ხმლების აღებით). სექრეთების გარკვეული ნაწილის აღებას შეძლებთ მხოლოდ მარტოკა თუ ითამაშებთ, მაგრამ კო-ოპერატივში კი ყველა დამალული სექრეთი ხელმისაწვდომი გახდება. თუმცა ზოგი ისეთ საშინელ ადგილას იყო მოთავსებული, თავი არ შემიწუხებია მისი მოპოვებით. ბოსს ბრძოლები კო-ოპერატივში ძალიან სახალისოა, ვინაიდან აქ ვლინდება ტაქტიკის გარკვეული ელემენტები - ერთი წინიდან ებრძვის, და მეორე უკნიდან ეპარება რათა სუსტ წერტილებში უთავაზოს, ან ერთი შეეცდება ყურადღება მიიქცოს და მეორე ამასობაში ზუსტ დარტყმებს შეასრულებს. თუმცა მარტოკა თამაში ბოსთან, პატარა სირთულეს წარმოადგენს. მაგრამ "დაამუღამეთ" მიდგომა და იგი პრობლემა აღარ იქნება. სტანდარტული ბოსების გარდა, არის დამალული რამდენიმე საიდუმლო ბოსი - მილენა, კანო და ერმაკი. მათი პოვნა ცოტა რთულია, ამიტომ დაიხმარეთ იუთუბი და ეგაა. ყველაზე საყვარელი დეტალი კი ამ თამაშში - ორიგინალი, არკადის პორტი MK 2 როგორც საიდუმლო unlockable! დიახ, ძველი დრო, როცა თამაშები დასრულებული იყო და ქონდა ასე თუ ისე replay value და არ იყო გატენილი უაზრო DLC-ებით. მისი გახსნა შესაძლებელია სმოუქის 5 მისიის შესრულების შემთხვევაში, რომელიც ”ცხოვრობს” Living Forest-ის ლოკაციაში. თუ გეზარებათ წვალება, მაშინ შეიყვანეთ კომბინაცია და ვუალა! მზადაა. მაგრამ გაითვალისწინეთ ისიც რომ მსგავსი სიამოვნება მხოლოდ PAL ვერსიაშია ხელმისაწვდომი. (მსგავსი კომბინაციით შეიძლება საბ-ზიროს და სკორპიონის გახსნაც). ნუ სიუჟეტზე რომ ბევრი არ ვილაპარაკოთ, ასახულია MK 2-ის მოვლენები დეტალურად, დაყოფილია ეპიზოდებად - შან ცუნგის კუნძულის განადგურება, ტარკატანების შეტევა ვუშის აკადემიაზე, შან ცუნგის გაახალგაზრდავება, დაგებული ხაფანგები outer world-ში დედამიწელების შესაჩერებლად და ა.შ. აღსანიშნავია ისიც, რომ არის სერიოზული აცდენები და გარღვევები სიუჟეტურ ხაზშიც, თუმცა ეს დეტალებია. თუ ფლობთ რუსულს ნორმალურად და გაინტერესებთ ეს დეტალები, მაშინ ნახეთ აქ რადგან ამეების დაწერას რო შევუდგე, დიდ დროს წაიღებს და რევიუც უზარმაზარი გამოვა + წასაკითხადაც მოსაწყენი. ვიზუალურ მხარეს რაც შეეხება, ყველაფერი ნორმალურ დონეზეა შესრულებული, კარგად არის დეტალიზაცია გარემოსი, და ლოკაციების as well. ნუ ეს იქიდან გამომდინარე რომ მხოლოდ და მხოლოდ ფლეისთეიეშენ 2-ის ვერსია ვითამაშე და მასზე დავხურე. იქსბოქსის ვერსიის თამაშის შემდეგ, გრაფიკამ უფრო მიიქცია ყურადღება, რადგან ყველამ ვიცით მისი გრაფიკული უპირატესობა. ასე რომ, 2005 წლისთვის ვიზუალები ნორმალურია. ვოის აქთინგი მოწოდების სიმაღლეზეა, და განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო რაიდენის ხმა :D საუნდთრეკები სიმართლე რო გითხრათ, არ დამამახსოვრდა დიდად, თუმცა იმ მომენტსში ატმოსფეროს კარგად უხდებოდა ^^ ნუ შაოლინელ ბერებში ლიუ კანგი გამოყვანილი როგორც მიამიტი პერსონაჟი, ხოლო კუნგ ლაო კი საკმაოდ გაუწონასწორებელი პერსონაჟი, რომელიც უკმაყოფილოა იმით რომ პირველი ტურნირი მისმა ძმაკაცმა - კანგმა მოიგო. ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ ხასიათის გამოვლენის მსგავსი ნაკვთები აქამდე არცერთ MK-ში არ იყო გამოვლენილი და კუნგ ლაოს შემთხვევაში, შაოლინელ ბერებში დახატული ხასიათი ძალიან ეწინააღმდეგება იმას, როგორც მას სახავდნენ სხვა დანარჩენ ნაწილებში MK-ის სერიებში.
***
ბოლოსიტყვაობაში ვიტყოდი იმას, რომ ამ სპინ-ოფით ძალიან ვისიამოვნე, დავხურე ჩემ ძმასთან ერთად და კო-ოპში თამაში ერთი სიამოვნება იყო. უფრო მეტიც, ყველაზე სასიამოვნო ფაქტი კი სწორედ MK 2 event-ების გაგრძელებაა, თამაში უფრო დეტალურად გვთავაზობს სიუჟეტს თუ რა მოხდა სინამდვილეში პირველი MK ტურნირის შემდეგ. დანამდვილებით ვერ გეტყვით, მიმოვიხილავ თუ არა სხვა MK-ებს ახალი თაობიდან, მაგრამ თუ მოვახერხე აუცილებლად შემოგთავაზებთ ჩემ შეხედულებას მათ შესახებ. რაც შეეხება შაოლინელ ბერებს, აუცილებლად იყიდეთ/ჩაიწერეთ ეს თამაში თქვენ კონსოლზე და ულაპარაკოთ ითამაშეთ მეგობართან ერთად! ახლა კი თქვენის ნებართვით, გავიქეცი, ვუშის აკადემიაში კუნგ ლაოსთან და ლიუ კანგთან საბრძოლო ხელოვნების კურსებზე ჩავეწერე და არმინდა დავაგვიანო :v © Blankbansheee
p.s. ბონუსი - ტიზერ ფოტო კუნგ ლაოს მონაწილეობით
ბონუსი 2 - პრომო პოსტერი