Robocop 3 (NES) Review, Part-Machine, Part-Man, All-COP

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
Blankbanshee666
Posts: 183

Robocop 3 (NES) Review

Unread post#1 » 10 May 2015 00:01

>>>

ტრადიციულად 1 კვირა გავიდა და დავბრუნდი მორიგი რევიუთი, მაგრამ ამჯერად - რეტროსპექტივით ^^ კერძოდ კი შევეხები რობოკოპის ფილმის მესამე ნაწილის მიხედვით გამოშვებულ თამაშს. თუ ჩემი ბეტმენის და ტერმინატორის რევიუები გაქვთ წაკითხული, მიხვდებით, რომ ფილმების მიხედვით გამოშვებულ თამაშებზე დიდად არ ვგიჟდები, თუმცა როგორც ყოველთვის ვამბობ, არსებობს რამდენიმე გამონაკლისიც. შესაძლოა გაგიჩნდეთ კითხვა იმის შესახებ, რომ რატომ ავირჩიე მაინცდამაინც მესამე ნაწილი. პასუხი მარტივია - ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი საუკეთესო მოგონება სწორედ ამ თამაშს უკავშირდება. კი წინა 2 ნაწილიც ნათამაშები მაქვს, პირველი მოსაწყენია და მონოტონურია, მეორე ოდნავ განსხვავებული და საკმაოდ რთული (როდესმე ამ ორივე ნაწილსაც მიმოვიხილავ), და აი მესამემდეც მივედით - ყველაზე განსაკუთრებული თამაში სერიებში. თუ რატომ, ამას მიმოხილვიდან გავიგებთ :3

***

>>>

ვის არ ახსოვს რობოკოპის ფილმები, ყველაზე მაგარი და საუკეთესო რამ რაც 80იანებში გადაღებულა. ყველას დაამახსოვრდა პირველი ნაწილი მასში არსებული სისხლებით, ძალადობრივი კონტენტით და რობოკოპის მკვლელი one-liner-ებით. მას მოჰყვა შემდგომში სიქველები - მეორე და მესამე, რომელსაც შერეული რეცენზიები მოჰყვა. მეორემ პირველის ტრიუმფალური წარმატება ვერ გაიმეორა, თუმცა მცდელობა ჰქონდა, ხოლო მესამემ სრულიად ჩაისვარა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით - რობოკოპი გახადეს ოჯახის მოყვარული, მეგობრული და დაუშვეს PG-13 რეიტინგი, რაღათქმაუნდა ძალადობრივი ელემენტები უკუაგდეს, და წინა პლანზე დრამა და ნაღვლიანი სცენები წამოწიეს :/ მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, რობოკოპის ტრილოგიას ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია, 3 ფილმი, რომელთა ყურება არასდროს მომბეზრდება, 3 ფილმი, რომელსაც კარგად გადმოაქვს 80-90იანების ატმოსფერო, თავის აფეთქებებით და სისხლებით. შესაბამისად სამივე ნაწილს მოჰყვა ვიდეოთამაში, რომლის დეველოპერიც გახლდათ - Digital Image Design (Amiga, Atari ST, IBM PC-ის პორტების) და Probe (Commodore 64, ZX Spectrum, NES, Super NES და Sega-ს პორტები.) მოცემული თამაში, ღრმა ბავშვობაში მეგობარმა მათხოვა კარტრიჯზე (რომელსაც რატომღაც კასეტებს ვეძახდით), რომელსაც - Robocop 4 ეწერა, მიუხედავად იმისა რომ ეს მესამე ნაწილი იყო. ამას რათქმაუნდა არ მივაქციე ყურადღება და დავიწყე თამაში. პირველი ტურის ძლივს გასვლის შემდეგ, მეორე ტურს ვერ გავცდი რამდენიმე მცდელობის შემდეგ და დავნებდი, თამაში გამოვრთე და იმის მერე აღარც ჩამირთავს. დანაკლისის ასანაზღაურებლად, რამდენიმე წლის შემდეგ, ხელთავიდან ვეწვიე ჩემს დაუძინებელ მტერს და სულ რაღაც 30 წუთში რობოკოპიც დავხურე.ჰეჰ, ძან გავერთე მოგონებების გახსენებით :D ჰო რაც შეეხება თვითონ თამაშების ტრილოგიას, მისი გამომცემელია Ocean Software. დიახ დიახ, ცნობილი კომპანია რომელიც უშვებდა თამაშებს ფილმების მიხედვით - 50 % ნაგავი და 50 % meeh, okay. მე ოუშენის თამაშებიდან კარგად დამამახსოვრდა ბეტმენის თამაში, რემბოს საშინელი თამაში და გულისამრევი - ადამსების ოჯახის თამაში, Total Recall-ის თამაში,(ესეც ფილმის მიხედვით), Darkman (ესეც :v), და Eeek! The Cat-ის თამაში.

>>>

დიდი ორიგინალური სიუჟეტით მესამე ნაწილი არ გამოირჩევა, პირველი ნაწილისგან განსხვავებით. რობოკოპის შემქმნელი კომპანია OCP და იაპონური კომპანია "კანემიცუ" აწერენ ხელს შეთანხმებაზე რომ ძველი დეტროიტის ქალაქის ტერიტორიაზე ააშენონ ახალი ქალაქი - დელტა სიტი. ხალხს ხიზნავენ დროებით როგორც მათ ეუბნებიან, და ათავსებენ ვითომ დროებით ბანაკებში - სინამდვილეში კი, მათ უბრალოდ კლავენ. ხოლო ვინც გადაურჩა, შექმნიან - აჯანყებულთა ძალას. ნუ როგორც ხდება ხოლმე მსგავს სიუჟეტიან ფილმებში. თავიდან რობოკოპი იბრძვის OCP-ის მხარეზე და მერე დადგება სწორ გზაზე(მას თვალწინ უკლავენ მის "ნაპარნიკს" ლეიტანანტ ლუისს), 1-1 აჯანყებულთა ჯგუფის მეცნიერი წაუშლის მეოთხე დირექტივას, რათა ზიანი არ მიაყენოს თავის თანამშრომლებს, და ყველაფერი კარგადაა.(აჯანყებულებს ჰყავთ ახალი ძალა რობოკოპის სახით) რობოკოპი დიდ პრობლემებს უქმნის OCP-ს, და მის შესაჩერებლად იგი უშვებს 2 სამურაი-კიბორგს, თუმცა მათ რობოკოპი ნაცარ-ტუტად აქცევს. ამასობაში OCP-ს დრო არ ჰყოფნის რათა გახიზნოს ხალხი და პრობლემების გადასაჭრელად პოლიციას უშვებს, საბედნიეროდ პოლიცია მალევე ეგება გონს და უერთდებიან აჯანყებულებს. საბოლოოდ OCP-ს რჩება ბოლო გზა - შეუშვას ქალაქში დაქირავებულთა ჯარი.(შეკოწიწებული ქალაქში არსებული სხვადასხვა ბანდებით). თუ ფილმსაც უყურებთ, უკეთესად გაერკვევით სიუჯეტში.

>>>

გეიმფლეი წარმოადგენს კლასიკურ პლათფორმერს შუთ-ემ-აფის სტილში, გვერდითი სქროლინ ასპექტით. სიუჟეტი მიახლოებულია ასე თუ ისე და ფილმის ატმოსფეროს კარგად გადმოსცემს. ინოვაცია კი მესამე ნაწილისა მდგომარეობს იმაში, რომ ამჯერად სხეულის ყველა ნაწილი გარკვეულ ზიანს იღებს, რაც უშუალოდ მოქმედებს თამაშზე, მაგალითად თუ ხელი ძაან დაზიანდა, კარგად ვეღარ ისვრით, თუ ფეხი დაზიანდა კრიტიკულად, მაშინ კარგად ვეღარ იმოძრავებთ და იხტუნავებთ. თამაშის განმავლობაში შეგეძლებათ აიღოთ ე.წ. ელემენტები რომლებიც შეგეძლებათ რობოკოპის დაზიანებული ნაწილების შეკეთებაში გახარჯოთ. მსგავსი სექციები კი გვხვდება ტურებს შორის, დაარქვით ბონუს ტური თუ გნებავთ. თამაში შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ 5 ტურით, რაც სამწუხაროა. ესენია : 1)Cadillac Heights, Dusk 2)Rocket Motors Factory, 3)Cadillac Heights, Day(სადაც გვაძლევენ საშუალებას ვიფრინოთ ჯეთპეკით, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ საწვავის ინდიკატორს. მათი შევსება შეიძლება, "ელემენტების საშუალებით. მთავარი მისია კი ტანკის შეჩერებაა, რომელიც გვესვრის ტყვიებს ჩვენს მოსაკლავად) 4)Cadillac Heights, Day (ტანკი შეჩერებულია. Backtracking to OCP) 5)The Top of the OCP Tower (ფინალური ტური სადაც, გვხვდება 2 სამურაი-კიბორგი, რომელთა შეჩერება შეიძლება კომპიუტერებთან დადგომით და კომბინაციის აკრეფვით). ასევე გვხვდება ისეთი ბონუსები,რომლებიც მოქმედებს რობოკოპის ამუნაციაზე, ბონუსებში შედის ტყვიების სხვადასხვა სახეობა, მაგ. რაკეტები, 3 ჯერადი სროლა და ა.შ. თამაში მულტიპლატფორმულია და გამოსულია ის სხვადასხვა პლათფორმებზე : ZX Spectrum, Commodore 64, Amiga, Atari ST, NES, Super NES, Sega Master System, Sega Mega Drive, Sega Game Gear, IBM PC. სეგას, სნესის Game Gear-ის ვერსიებში ახალი არაფერია, იგივე შუთერ-პლათფორმერი, 16ბიტიანი გრაფიკით, და 2 ინოვაციით - რობოკოპის ამუნაციის მრავალფეროვნებითა და მინი-ბონუს თამაშით სქროლ-შუთერის სტილში, სადაც რობოკოპი ჰაერში დაფრინავს და ხოცავს ეკრანზე არსებულ მფრინავ მტრებს. NES-ის ვერსიიგან განსხვავებით, "ფერად" ვერსიებს ნეგატიური რეცენზიები მოჰყვა, მოძველებული გრაფიკის, საშინელი სიძნელის და თამაშის ერთფეროვანი პროცესის გამო. რაც შეეხება Atari ST, DOS და Commodore Amiga-ს ვერსიებს, 1 სიტყვით რომ ვთქვათ - გაკეთებულია 3დ-ში, და გვთავაზობს პირველი პირის შუთერს და მანქანის ტარების სექციასაც.

>>>

რაც შეეხება საუნდტრეკს, ეს ცალკე თემაა. კომპოზიტორი კი მუსიკალური მშვენებისა გახლავთ - ჯეროენ ტელი, ავტორი თამაშების ისეთი საუნდტრეკებისა, როგორიცაა : Combat Crazy, Cybernoid, Cybernoid II, Dan Dare 3, Eliminator, Hawkeye, Myth: History in the Making, Nighthunter, Robocop 3, Rubicon (title music), და Supremacy. უბრალოდ მოუსმინეთ ამ სილამაზეს, და მსგავს ჟღერადობაზე გაგახსენდებათ სწორედ იმ კეიგენების მუსიკა, რომელიც ძირითადად 8 ბიტიანი ხმებისგან და მელოდიებისგან შედგება.
***

საბოლოო ჯამში ჩვენს წინაშეა მშვენიერი საიდ-სქროლინგ პლათფორმერი, რობოკოპის მონაწილეობით, რომელიც სულ რაღაც თქვენი ცხოვრების 15-20 წუთს წაიღებს (კარგი გაგებით რათქმაუნდა). სამწუხაროდ თამაში ძალიან მოკლეა, მაგრამ ასე თუ ისე მთლიანობაში გასართობად კარგი რამეა, ამ ყველაფერს აგვირგვინებს ლამაზი და დაუვიწყარი საუნდთრეკები, რომელიც თამაშის პროცესს ერთფეროვანს არ აქცევს. აბა, თქვენ იცით - "Serve the public trust","Protect the innocent","Uphold the law!"

>>>

© blankbansheee

P.S. და ჰო კიდევ, რობოკოპის რიმექი, ერთი დიდი სლეობაა :v

Riddick
Posts: 11696

Robocop 3 (NES) Review

Unread post#2 » 10 May 2015 11:48

რისპექტ. 15 წუთიან, 1994 წლიან, ფილმის მიხედვით დაწერილ თამაშზე მარტო შენ თუ გამოაგორებდი ამხელა სტატიას :)

p.s. მეორე მაქ ნათამაშები ღრმა ბავშობაში

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Robocop 3 (NES) Review

Unread post#3 » 10 May 2015 13:13

არ მაქვს ნათამაშები და აუცილებლად მოვცხებ. Robocop VS Terminator ვიცოდი სეგაზე და არ მომწონდა, NES-ზე კიდე უბანში ერთადერთხელ დატრიალდა ვიღაცისგან ნათხოვარი კარტრიჯიდან ამოღებული "სქემა" და მალევე გაქრა, ამიტომ არც ის მახსოვს რომელი ნაწილი იყო და ვერც ვითამაშე. საერთოდ NES-ზე ნაკლებად ვიცნობ ჰიტებს იმ მიზეზით რო მალევე გამიფუჭდა და სეგა მიყიდეს :D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Blankbanshee666
Posts: 183

Robocop 3 (NES) Review

Unread post#4 » 10 May 2015 16:21

გაიზ ^^ ვიცოდი რო დააკომენტებდით. Robocop VS Terminator არცმე მე არმომწონდა, მიუხედავადად იმისა რო დავხურე კიდევაც, და დაჟე კომიქსებიც წავიკითხე მაგათ ბრძოლაზე :D მარაზმი სიუჟეტი იყო მარა მაინც. და ეს ნაწილი ძაან მაგარია, მალე იხურება ძაან მარა ღირს ცდად :3 და მეორე ნაწილი ნათამააშები მაქ მარა ვერასდროს ვერ დავხურე ძაან ძნელი იყო და პახოდუ რობოკოპს რო ახტუნავებდი ძაან სრიალებდა :D ისე რას ფიქრობთ რობოკოპზე როგორც პერსონაჟზე? მოგწონთ/არმოგწონთ. 80იანების კვალობაზე კაი იდეა იყო იმხო

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Robocop 3 (NES) Review

Unread post#5 » 10 May 2015 16:58

როგორც იდეა გსანსაკუთრებული არაა მარა ფილმი კარგი აზრი იყო. იმდროინდელ მუღამშია და მითუმეტეს პატარა ასაკში განსაკუთრებულად გისწორდება მასეთები. ფილმები ნაწყვეტ ნაწყვეტ მაქვს ნანახი დღემდე, არადა ბავშვობაში ვიღაცისგან ვიცოდი რო მანდაც შვარცენეგერი თამაშობდა, სულ მინდოდა ნახვა და რო არ აღმოჩნდა გამიტყდა )))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Blankbanshee666
Posts: 183

Robocop 3 (NES) Review

Unread post#6 » 10 May 2015 17:57

აჰა ^^ პირველში განსაკუთრებით სისხლები და სისასტიკეა პიზდეცი :D

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 174 guests


cron