Manhunt, თვითგადარჩენის ინსტინქტი

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
Blankbanshee666
Posts: 183

Manhunt

Unread post#1 » 04 May 2015 02:37

>>>


როგორც იქნა, დავადგი საშველი ამ რევიუს დაწერას. ამდენი ხნის შემდეგ, ეს დღეც დადგა. სულ ვარიდებდი თავს და ვერიდებოდი ამ თამაშს, ნუ სიზარმაცის გამო, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ჩვენს წინაშეა ერთ-ერთი სასტიკი ბრუტალური და არანორმალური თამაში, რაც ოდესმე როქსთარს გამოუშვია. პროდუქტმა სინათლე 2003 წელს იხილა, გამოიწვია ბევრი სკანდალი, აურზაური და მითქმა-მოთქმა პუბლიკაში არსებული ძალადობის გამო. ბევრ ქვეყანაში თამაში აკრძალეს კიდევაც. შეიძლება მკითხოთ - კი მაგრამ რამ გაგახსენა ასეთი ძველისძველი თამაში? - უბრალოდ როცა იქსბოქსი შევიძინე, თამაშების ნაკრებში, შემხვდა მენჰანთი, ორიგინალი, თავის მშვენიერ და სქელ ყუთში, უბრალოდ ინსტრუქცია აკლდა. თამაშმა სწორედ Snuff ფილმების ატმოსფეროთი მიმიზიდა, და მაგრძნობინა რომ მენჰანთის ბნელ სამყაროში მხოლოდ ჯუნგლების კანონით ცხოვრობენ - მოკალი ან მოგკლავენ! ბევრი რომ აღარ გავწელოთ, გადავიდეთ უშუალოდ მიმოხილვაზე.

>>>

კამერა! განათება! ვიღებთ!

დამეთანხმებით რომ როქსტარს გამოსდის სკანდალური თამაშების კეთება, ავიღოთ თუნდაც “ჯეტეას” სერიები ან სულაც “ბული” (“ჯეტეა” სკოლაში), მათ რიგებს თავისუფლად შეიძლება მივაკუთვნოთ მენჰანთის სერიებიც. არნახული სისასტიკე და ბრუტალობა ამ თამაშს ერთ-ერთ შოკისმომგვრელ სანახაობად აქცევს, ასე რომ სუსტი გულის პატრონებს, მოხუცებს და ორსულებს ვთხოვ შეწყვიტონ რევიუს კითხვა. თუ თქვენ ელოდებით მენჰანთისგან რაიმე ექშენს სავსე აფეთქებებით, სროლებითა და ბევრი სირბილით, მინდა იმედი გაგიცრუოთ. თამაში გვთავაზობს სთელს-ჰორორს, ექშენის პატარა ელემენტებით. ეს ნიშნავს იმას რომ, სასაკლაოების მოწყობის მაგივრად, ჩვენი ამოცანაა მოწინააღმდეგეთა ჩუმი და უხმაურო მოკვლა, ჩრდილების გამოყენებით. აქ ჩნდება მენჰანთის მთავარი ასპექტი - ეგზეკუციები. რომელიც სულ 3 სახისაა: 1)სწრაფი (თეთრი ფერის ინდიკატორი), 2)სასტიკი (ყვითელი ფერი) და 3)მხეცური (წითელი ფერის). თუ მხეცურ მკვლელობებს ხშირად გააკეთებთ, დაჯილდოვდებით დამატებითი ვარკვლავებით, რომლებიც შესაბამისად იმოქმედებს ბონუს მატერიალების გახსნაზე. მტერთან დაპირისპირებას პირისპირ შიშველი ხელებით არ გირჩევთ, ვინაიდან ეს საკმაოდ ძნელია და ამასთანავე სიცოცხლის დიდ ნაწილსაც წაგართმევთ. თამაშის აქცენტი გაკეთებულია არა მარტივ და ადვილ კომბატზე, არამედ სთელს-სტილზე. უნდა იფიქროთ როგორც მონადირე და შემოიტყუოთ მსხვერპლი ხაფანგში. მოწინააღმდეგის შემოტყუება, ხდება ხმაურის საშუალებით. რაც უფრო მაღალია ხმაურის ტალღები მით უფრო მეტად ინტერესდება მსხვერპლი რა ხდება იმ ადგილზე და საიდან მოდის ხმაური. თუ მისი ინდიკატორი სტაფილოსფერია, ის დადის არემარე, და ათვალიერებს მიდამოებს, ცდილობს გიპოვოთ და იპყრობს ცნობისმოყვარეობა, ხოლო თუ მან შეგამჩნიათ ინდიკატორი წითლდება, ის ყვირილს იწყებს და მოგდევთ. ჩემი რჩევა იქნება - გაიქეცით! ვიმეორებ, გაიქეცით! არანაირი აზრი არ აქვს მასთან პირისპირ შეტაკებას, დაიმალეთ ჩრდილში მანამ, სანამ მისი ინდიკატორი არ გაყვითლდება, შემდეგ იგი თავის გზაზე წავა, და შეგეძლებათ გაიმეოროთ ხელახლა გამოტყუების პრინციპი.

>>>

თამაშის უმეტესობის გატარება მოგიწევთ ცივი იარაღებით, დაწყებული დანიდან და ჩაქუჩიდან და დამთავრებული ბენზოხერხით, თუმცა გვხვდება ასევე ცეცხლსასროლი თოფებიც, რომელშიც შედის როგორც პისტოლეტები, ასევე ლურმნის სასროლი იარაღები, ვინჩესტერები და ავტომატებიც. არის ასევე ერთჯერადი იარაღებიც, რომელიც მხოლოდ 1 ეგზეკუციაზე ქაჩავს, შემდეგ კი იგი ქრება. და ბოლო ტიპის იარაღი ეს არის ყურადღების მისაქცევი იარაღი/საგანი, მაგალითად აგური, რომლის გადაგდების შემთხვევაში, ის გამოიწვევს ხმაურს, რაც დაგეხმარებათ მსხვერპლის ადვილად გამოტყუებაში და მის მოკვლაში. დაიმახსოვრეთ ასევე რომ, როცა მსხვერპლს მოკლავთ, აუცილებლად დამალეთ ისინი ბნელ ადგილას, რადგან მტრები შეიძლება დაეჭვდნენ და იარონ ჯგუფურად რაც პრობლემებს შეგიქმნით შემდგომში. მისიებს რაც შეეხება, ჩვენ ვასრულებს ვინმე"რეჟისორის" დავალებებს, რომელიც ყურსასმენში გვკარნახობს - “მოკალი ეს და ეს ადამიანი”, “იპოვე დამალული მანტიროვკა რათა კარები გააღო”, “აიღე ეს და ეს საგანი”-ს სტილში, რათა სიუჟეტურად წინ წავიწიოთ.მოწინააღმდეგეები მრავალფეროვანია თამაშში და აქ ისინი შედიან ე.წ. ბანდებში, რომელიც სულ 9 არის. ამას შემდეგ აბზაცში მიმოვიხილავთ.

>>>

სასტიკი სამყაროს აბორიგენები

დროა გავიცნოთ ჩვენი მტრები, შეგვექმნას წარმოდგენა მათზე, და გავიგოთ ვისთან გვაქვს საქმე როცა მათ გადავაწყდებით. როგორც ზემოთ ავღნიშნე, სულ 9 ბანდაა. ყოველ მათგანს მოკლედ და დეტალურად მიმოვიხილავ, რათა ძალიან არ გაიწელოს რევიუ. დავიწყოთ!

1)The Smileys - “მომღიმარნი

>>>

მოცემული ბანდა შედგება გიჟებისგან და ფსიქოპატებისგან, რომლებიც იტანჯებიან სხვადასხვა ფობიებით. როცა ჩვენი გმირის სასიკვდილო განაჩენი გადაიდო, მათ დრო იხელთეს და გამოიქცნენ Darkwoods Penitentiary-ს ციხე/ფსიქიატრიიდან, დახოცეს მცველები და ჩამოაყალიბეს მოცემული ბანდა. ისინი შემდეგ შეურთდნენ “რეჟისორს” და დათანხმდნენ რეალითი შოუში მონაწილეობაზე, რათა ინადირონ მათ მონაწილეებზე, ავადმყოფური სურვილების დასაკმაყოფილებლად. უკეთიათ ხელნაკეთი ყვითელი ფერის სმაილიკის ნიღბები, რომელზეც შეიძლება ეწეროს : “გთხოვ, შემაჩერე” ან “მოკვლა”. ისინი ასევე კედელზეც წერენ წარწერებს, მაგალითად - “გაინტერებს რა იმალება შენი თავის შიგნით?” უმეტესობას აცვიათ ბლუზკები და კაბები, შეირაღებულები არიან ბეისბოლის ჯოხებით, ცულებით და დუბინკებით. “მომღიმარებს” 2 დაჯგუფება აქვთ: პირველი თვითონ სმაილიკები და მეორე - კლოუნები. დებილი დაკუნთული ტიპები, რომლებიც სახეზე იხატავენ ან სმაილებს ან ბოროტი კლოუნის სახეებს. ტანზე აქვთ სხვადსხვა სვირინგები. შეირაღებულები არიან წვეტიანი ბრასლეტებით და კასტეტებით. თავიანთ თავს “ფუგუს” ეძახიან. ლაპარაკობენ მესამე პირში - მაგ. “დროა ფუგუმ ექიმობანა ითამაშოს". სმაილები ასევე გვხვდება “ჯეტეას” მეორე ნაწილშიც Loonies-ს სახელით.

>>>

2) Skinz - “სკინხედები”

>>>

სკინები წარმოადგენს სკინხედების ბანდას, რომლებიც შეიარაღებულნი არიან პისტოლეტებით, ბეისბოლის ბიტებით და დანებით. ხანდახან გვხვდება იარაღის გარეშეც. ისინი ატარებენ ჰოკეის ნიღბებს და ბენდენებს კონფედირაციის დროშით. ზოგი თავზე სვირინგსაც იკეთებს - “Skinz” ტანი სავსე აქვთ რასისტული სვირინგებით. ჰყვირიან ისეთ ლოზუნგებს, როგორიცაა “ძალაუფლება თეთრკანიანებს!”. გარეგნუულად ისინი კლასიკურ ბონებს გვანან. (ნეონაცისტებს). ჰგონიათ რომ ჩვენი გმირი ბოლომდე თეთრკანინი არ არის.

3) The Hoods - “კაპიშონიანები”

>>>

კაპიშონიანები წარმოადგენენ ჩაფსკვნილ ტიპებს ქუჩიდან, ყაჩაღების, ნარკოდილერების და განგსტერების რიგებიდან. შეიარაღებულები არიან ბეისბოლის ბიტებით, “მანტიროვკებით”, “დუბინკებით”. ისინი ატარებენ ჩულქებს თავზე, ჯალათის ნიღბებს და სათხილამურო ნიღბებს. გვხვდება თამაშის დასაწყისშივე. არ მუშაობენ ჯგუფურად, დადიან დაქსაქსულად და გამოირჩევიან მოუთმენლობით. მათი მოკვლა საკმაოდ ადვილია.

4) Innocentz - “უდანაშაულონი”

>>>

უდანაშაულონი წარმოადგენს ლათინოსების ბანდას, რომლებიც შედგება ნარკომანებისგან,ნეკროფილები

სგან და სატანისტებისგან. ისინი ორ ქვე-ჯგუფად იყოფიან: 1)თავისქალები - სატანისტების ჯგუფი რომლებიც დადიან საშინელ ნიღბებში,ბალახონებში ან კორპსპეინტით სახეზე. იარაღად იყენებენ ნამგლებს, ბეისბოლის ბიტებს,ნაჯახებს ან დანებს, რევოლვერებს და დამბაჩებს. უყვართ ფრაზები:“ეშმაკო მომეცი ძალა!” 2) ჩვილები”- გონება-შეზღუდული მსუქანი ტიპები პედოფილური გადახრებით.სახეზე ატარებენ თოჯინების ნიღბებს და ჰავაის სტილის პერანგებს. ყველაზე ხშირად შეიარაღებულნი არიან ორლულიანი დამბაჩებით და იშვიათად რევოლვერებით. ხმამაღლა ყვირიან, თუ შეგამჩნიათ.

5) Wardogs - “მეომარი ძაღლები”

>>>

მოცემული ბანდა შედგება ვეტერანებისგან და თავებზე მონადირე პროფესიონალებისგან. აცვიათ კამუფლაჟის ტიპის ტანსაცმელი, ან სხვადასხვანარი “მასკიროვკა”. შეირაღებულები არიან პისტოლეტებით, ვინჩესტერებით, მაჩეტეებით და ტრანკვილიზატორებით. მსხვერპლს აჭრიან ყურებს და აგროვებენ როგორც - ნადავლი. მათი ლიდერი - რამირეზი, “რეჟისორის” მარჯვენა ხელია.

6) Carcer City Police Department - “პოლიციელები”

>>>

განსაკუთრებული არაფერი. უბრალო პოლიცილები, მოსყიდული “რეჟისორის” მიერ. მათი ლიდერი - გარი შეიფერია, კორუმპირებული პოლიციელი, რომელიც რეჟისორზე მუშაობს. აცვიათ პოლიციელთა უნიფორმა და შეირაღებულები არიან დუბინკებით, პისტოლეტებით, რევოლვერებით, სნაიპერებით და ვინჩესტერებით. მათ ჰგონიათ რომ ჩვენი გმირი უბრალოდ ციხიდან გამოქცეული პატიმარია.

7) S.W.A.T. - “სპეცრაზმი

>>>

არც აქაა არაფერი განსაკუთრებული. ჩვეულებრივი სპეცრაზმელები, აცვიათ ბრონიჟილეტები და ჩაფხუტები. შეირაღებულები არიან ვინჩესტერებით, პისტოლეტებით და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებით.

8) Cerberus - “ცერბერები”

>>>

დაქირავებული მეომრები, “რეჟისორის” პირადი მცველები. აცვიათ შავი ფორმ, ბრონიჟილეტები, გაზის მასკები და მათი ჩაცმულობა მოგაგონებთ ბრიტანული სპეცრაზმის SAS-ის ჩაცმულობასაც. შეირაღებულები არიან პისტოლეტებით, ვინჩესტერებით და ავტომატებით. მუშაობენ ჯგუფურად, ოპერატიულად და ტაქტიკურად, ურჩევნიათ შორი მანძილიდან ისროლონ ვიდრე ჩრდილებში და ყოველ კუთხე-კუნჭულში ეძებონ ჩვენი გმირი. ფილმ “Hobo with a shotgun”-ში არის ფრაქცია სახელად - “Plaguge”, რომელიც ასახავს ცერბერუსის ძველ მოდელებს კონცეპტ არტებიდან. ისინი ასევე ძალიან ჰგვანან H.U.N.K.-ს დაჯგუფებას Resident Evil 2-დან.

9) Monkeys - “მაიმუნები”

>>>
ეს ბანდა შედგება გიჟი ფსიქოპატებისგან რომლებსაც სჯერათ რომ, ისინი ნამდვილი პრიმატები არიან. ჩაცმულნი არიან მაიმუნის ფორმაში. როცა ირგვლივ ბანანს ვერ ხედავენ, ისინი გიჟდებიან და ამდროს თუ ვინმე არის ახლომახლო, თავისუფლად შეიძლება მოკლან. ზურგზე მათ ამოკაწრული აქვთ 666, რაც ნიშნავს იმას რომ ისინი სატანას ემსახურებიან. მაიმუნები კარცერ-სიტის ზოოპარკში “ცხოვრობენ”, თავიანთი ბანდის მიმართ ლოიალურები არიან და ტერიტორიის მესაკუთრეებიც არიან. ისინი ერთადერთი ბანდაა, რომლებიც არ ლაპარაკობენ, და იმიტირებენ მაიმუნის ხმებს. მათი იარაღებია - დამბაჩა ან მაჩეტე. გვხდებიან ბონუს ტურში - monkey see, monkey die.

მოკალი ან მოგკლავენ!

>>>

თამაში გვთავაზობს 20 ეპიზოდს, რომლის თითო ეპიზოდშიც პატარა ბონუს თამაში იხსნება თუ ტურს მინიმუმ 3 ვარსკვლავზე გავალთ. ყველა ბონუსის გასახსნელად კი საჭიროა, ყოველი ეპიზოდის 5 ვარსკვლავზე გახსნა, ამისთვის საჭიროა გავიდეთ თამაში Hardcore რეჟიმში, და უფრო მეტიც, მოცემული ეპიზოდი გარკვეულ დროში უნდა მოვრჩეთ. ასევე გვაქვს 4 ბონუს თამაში რომელთა გახსნა შეიძლება ვარსკვლავთა გარკვეული რაოდენობის მოგროვებით. სიუჟეტის მოყოლას მთლიანად არ ვაპირებ, რადგან მეშინია არ დაგასპოილეროთ. მაგრამ გეტყვით იმას, რომ თამაშის მთავარი გმირია James Earl Cash, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მოულოდნელად მას უკეთებენ ინექციას, და ის იღვიძებს ამნეზიით, კარცერ-სიტიში, პატარა ინდუსტრიულ ქალაქში, სადაც გამეფებულია ქაოსი, ძალადობა, მკვლელობა და სისასტიკე. თურმე ჩვენი ქეში გამოუსყიდია “რეჟისორს” და სრული უფლება მოიპოვა, გადაექცია ის მის სასტიკ რეალითი-შოუს - “მენჰანთის” მონაწილედ, სადაც მთავარი მიზანი გადარჩენაა. ქეში იმ პირობით იცოცხლებს, თუ ის “რეჟისორის” დავალებებს შეასრულებს თამაშის დროს. მას სხვა არჩევანი არ აქვს, ასრულებს მის მისიებს და ნელნელა წინ მიიწევს კარცერ-სიტის მიდამოებში. თვითონ ქეში კი, ცივი პირქუში ადამიანია, სერიოზული ტიპი რომელიც დაჯილდოებულია ნიჭით - სასტიკად და ჩუმად გაუსწორდეს მსხვერპლს, რაც მას გამოადგა მთელი რეალითი შოუს განმავლობაში. რაც შეეხება რეჟისორს - მისი სახელია Lionel Starkweather, ის მთავარი ანტაგონისტია და ნაკლებად ცნობილი რეჟისორი, რომელიც ერთდროს პორნოს იღებდა, ახლა კი რეალითი შოუს ბატონპატრონია. მენჰანთში სულ 2 სიძნელეა : Fetish და Hardcore mode-ები. პირველი რეჟიმი განკუთვნილია ახალბედათათვის, ტურის გასვლის მერე მაქსიმუმ ვიღებთ 4 ვარსკვლავს, 1-ს ტურის გასვლისთვის და დანარჩენ 3-ს სტილის მიხედვით. რადარი, რომელზეც მტრები და საგნებია აღნიშნული, ადგილზეა. მეორე რეჟიმი უკვე გამოცდილთათვისაა, ტურის გასვლის შემდეგ ვაგროვებთ 5 ვარსკვლავს, 1-ს ტურის გასვლის შემდეგ, 1-ს ჰარდკორის არჩევის გამო და დანარჩენ 3-ს სტილის მიხედვით. რადარი გამქრალია.

>>>


ბონუსი : ამოჭრილი მატერიალი

რევიუ რომ უფრო საინტერესო ყოფილიყო, გადავწყვიტე გამეცნო თქვენთვის ფინალური ვერსიიდან ამოჭრილი პერსონაჟები, რომლებიც თავდაპირველად ბეტა ვერსიაში იყო, ხოლო ბოლოს ისინი ამოჭრეს. დავიწყოთ!

1) ScarecrowKenneth Jesperson - “საფრთხობელა”


>>>

ამოჭრილი პერსონაჟი. ცნობილია, რომ ის იყო “მომღიმართა” ბანდის ლიდერი, პიგსის გაქცევის ინციდენტის შემდეგ ის ბანდიდან გააგდეს, და ახლა ის ქუჩაში ცხოვრობს. სავსე სიძულვილითა და შურისძიებით. ცხოვრობს იმ იმედით, რომ 1 დღეს პიგსის მოკლავს და ამით გამოისყიდის თავის დანაშაულს, რომ ბანდაში ისევ მიიღონ. აცვია ძონძები და დახეული ტანსაცმელი, რის გამოც ჰგავს ბომჟს. ჰელუვინის დროს თავზე იკეთებს გოგრას. შეირაღებულია ხელნაკეთი, დიდი ნაჯახით.

>>>


2) The Jury - “ნაფიცი მსაჯულები


>>>

მანიაკების ბანდა რომლებიც ამოჭრეს ფინალური ვერსიიდან. მათი ჰოკეის მასკები კი შემდგომში მოხმარდა სკინხედების ბანდის დიზაინს.

3) Samurai - "სამურაი”


>>>

ცერბერების ჯგუფის ამოჭრილი ჯარისკაცი, რომელიც შეირაღებული იყო ფარით და დიდი დუბინკით.

4) Cameraheads - “ვიდეოკამერთავიანები”


>>>

ამოჭრილი პერსონაჟები. ადამიანები რომლებსაც თავის მაგივრად კამერები ჰქონდათ და იდეაში დამკვირვებლები უნდა ყოფილიყვნენ. კიდევკარგი რომ ამოჭრეს ესენი, თორემ მთელი Snuff ატმოსფერო, რაღაც მარაზმ ფუტურისტულ სალათში გადაიზრდებოდა და დააზიანებდა თამაშს.

5) The Lost - “დაკარგულნი”


>>>

ამოჭრილი ბანდა, რომლებიც უნდა ყოფილიყვნენ ნაგავსაყრელზე. გამოირჩევიან ჩაცმულობით, “ეკიპიროვკით”, და იარაღით, რადგან უმეტესობა ჯართისგან არის აწყობილი. მათი ლიდერი არის ვინმე Binbag, რომელიც შემოსილია ნაგვის პარკებით და თავზეც დიდი ნაგვის პარკი უკეთია. შეირაღებულია 2 ჟანგიანი დანით.

6) Clowns - “კლოუნები”


>>>

კიდევ ერთი ამოჭრილი ბანდა, რომელიც უნდა ყოფილიყო ყველაზე ავტორიტეტული და ამავედროს “მომღიმართა” დაუძინებელი მტრები. მათი ლიდერი ჯეიმს გეისი - ცნობილი პედოფილის და მკვლელის - ჯონ გეისის პროტოტიპი იყო. კლოუნთა დაჯგუფება უნდა ყოფილიყო ბოლო ბანდა რომელსაც შევხვდებოდით თამაშის ბოლოს.

***

საბოლოო ჯამში, ჩვენს წინაშეა ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი, ბრუტალური, შოკის მომგვრელი სანახაობა და პროდუქტი, რომელიც გულგრილს ნაღდად არ დაგტოვებთ. მშვენიერი Snuff-ის ტიპის ფილმების ატმოსფერო კი ნამდვილად გაგრძნობინებთ იმას, რომ თუ არ მოკალი, შენ თავად იქნები მსხვერპლი. აღსანიშნავია ისიც, რომ თითო ბანდას აქვს თავისი ინდივიდუალურობა და personality, რაც დიდი პლიუსია. თამაში ასევე კარგად ინარჩუნებს ჰორორის გამოცდილებას, გარკვეულ გამომწვევ სიძნელესთან ერთად. მოკლედ, ითამაშეთ მენჰანთი, მოკალით სტრესი, რომელიც მძიმე სამუშაო დღის შემდეგ მიიღეთ.

© Blankbansheee

User avatar
Blankbanshee666
Posts: 183

Manhunt

Unread post#2 » 04 May 2015 22:44

UPDATE : რივიუ დამთავრებულია ბევრი წვალების შემდეგ და როგორც იქნა შევასწორეთ რიდიკის დახმარებით. a lot of thanks to him

Riddick
Posts: 11696

Manhunt

Unread post#3 » 06 May 2015 22:58

სიმართლე რო ვთქვა დიდხანს არ მაქ ნათამაშები, არადა მიყვარს როკსტარი. მახსოვს პირველად რო ვნახე საერთოდ ვერ გავიგე რა ხდებოდა, მერე კიდევ ვცადე, მარა რაღაც მერეც ვერ შევედი მუღამში. ძაან უაზრო და აგრესიული მეჩვენა.

User avatar
Blankbanshee666
Posts: 183

Manhunt

Unread post#4 » 06 May 2015 23:22

ჰო ნაცნობი სიტუაციაა, მარა სტელს დვიჟენიებს ისეთ პონტში შეჩვეული ვარ და პრობლემა არმქონია ასე თუ ისე :D ნუ ეს მარტო იქსბოქსზე მაქ, მარა ამის მეორე ნაწილი პს2-ზე მაქ, PC ვერსია (ფიზიკური კოპია) და პსპ-ზეც ვიყიდე დაჟე :D მაგრა მევასება ორივე ნაწილი :3

User avatar
Natalie
Posts: 249
Contact:

Manhunt

Unread post#5 » 09 May 2015 10:48

კარგი ნამუშევარია, მაგრამ მეორე ნაწილზე ერთი სიტყვა მაინც რო ყოფილიყო ჩაგდებული უკეთესი იქნებოდა.
2004-ში როკსტარს სერიოზული დავა ქონია უნდა მოეხსნათ თუ არა თამაში გაყიდვიდან, იმის შემდეგ, რაც 17 წლის ბიჭმა მოკლა თავისი 14 წლის მეგობარი Stefan Pakeerah. მშობლებლაც დაადასტურეს, რომ ზედმეტად გატაცებული იყო და პოლიციამაც იპოვა მერე თამაშის ასლი ბიჭის ოთახში. თამაშიდან გამომდინარე ახსნეს სტეფანის სასტიკი ხერხით მოკვლაც (Method of murder: Hitting with a claw hammer).
მერე ოჯახმა დაიქირავა ჯეკ ტომპსონი და გადაწყვიტეს £50 მილიონიანი ბრალი წაეყენებინათ სონის და როკსტარისთვის, მაგრამ სანამ ეგ მოხდებოდა, ტომპსონის დაქირავების დღესვე პოლიციამ უარყო თამაშის და მკვლელობის კავშირი ერთმანეთთან და განაცხადა, რო არა მკვლელის, არამედ მსხვერპლის ოთახში იქნა თამაშის ასლი ნაპოვნი და რომ მიზეზი უბრალოდ ძარცვა იყო, რის შემდეგაც საქმე გაუქმდა და სასამართლომდე რეალურად არ მისულა.
დაახლოებით იგივე სიტუაცია შეიქმნა მენჰანთის მეორე ნაწილის გამოსვლის დღეს, ტომპსონმა ისევ საქმე წამოიწყო თამაშის გასაუქმებლად, მაგრამ არც ეს ცდა აღმოჩნდა წარმატებული.
საქმე Warren Leblanc (მკვლელის სახელი) Case-ით არის ცნობილი.

2010-11-ში ვითამაშე და პლოტიც და გეიმფლეიც ძაან გამისწორდა, ოღონდ სლეშერ-ბეიზდ სურვაივალი უფროა ვიდრე სტილზი, ჩემი აზრით :D The Smileys are my fav

User avatar
Blankbanshee666
Posts: 183

Manhunt

Unread post#6 » 09 May 2015 20:47

you see, მეორე ნაწილზე სპეციალურად არ ვთქვი არაფერი, იმიტო რო მერე ვაპირებ დავწერო მაგაზეც მერე (ნუ როდის არვიცი ჯერ მარა მაინც). და რაგაც მაგდაგვარი გაგონილი მქონდა კი. და ჯექ ტომპსონი მეზიზღება :D გეიმინგის შალვა ნათელაშვილია იმენა. როქსტარი ვეჩნად სკანდალებში იყო ხოლმე გახვეული. ეს გეცოდინება :D ჩემი საყვარელი ბანდა მაინც მაიმუნები არიან. და სლეშერ-ბეიზდ სერვაივალი არი მარა, მე დამევასა ასეც და ისეც, მაგრამ mostly because of violent content, tho a lot of executions become more repetitive each time, whatever 2ივე ნაწილი გამისწორდა და ჩემთვის იდეალურია :3

P.S. გამიხარდა შენი კომენტარი btw :3

User avatar
Natalie
Posts: 249
Contact:

Manhunt

Unread post#7 » 10 May 2015 02:40

ამის stealth არ გაიშვა

User avatar
Blankbanshee666
Posts: 183

Manhunt

Unread post#8 » 10 May 2015 02:48

კაი ეგრე ძაანაც ნუ გააუბრალოებ ;დ

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 11 guests


cron